ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2018


გოლფი*

ნინო დარბაისელი

გოლფი*
- - 

შენ გინდა, იყო ლოდი და რკინა;
ასე უმწეოდ,  ხელის სავსავით
ცრემლს არ ყლაპავდე, თუკი გეტკინა
და პასუხობდე მუდამ ავს  - ავით;
აღარ გჯეროდეს აუხდენელი
და როგორც ცხვარი გაუპარსავი,
აღარ გაება ეკალ-ბარდებში,
როდესაც ფარას მისდევ არსაით;
არ მოგელანდოს,
რომ იმ არ-სანდოს
უნდიხარსავით,
უყვარხარსავით,
აღარ გესიზმროს  კიბე, რომელიც
მაღლდება, მაგრამ მიდის არსაით.

,,ცხვრული ცხოვრება - მაინც მითია,
ყველა სავალიც - არსაითია” -
ამოიოხრებ შენ გულმომბალი,-
,,სადაც არ  ელავს მწყემსის კომბალი
და გამოსავალს არსაით  ელი,
არსაით ივლი არსაითელი”.

მწვანე მინდორი,  ცასავით შორი.
გამოჩარხული ძვალი მრგვალი და
გამოჩორკნილი ხისგან ბურთი და
გამოტენილი მატყლით ტყავი და
კომბალი.
ფოსო.
ჩავარდნის ფასი.
არსი - ბალანსი.
წამი  მძაფრი და
ცოტაც და ...
აცდა!
აცდა,
გაფრინდაააა

შენ გინდა, იყო.

- - -
*  გადმოცემით,  ,,გოლფ-ქლაბის'  წინაპარი შოტლანდიური კომბალი  იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები