 | ავტორი: სოლე ჟანრი: საბავშვო 28 თებერვალი, 2018 |
ნიკსიკონი,ნიკიპედია
ნიკო-ნიკოლოზ, ცისფერთვალება, დუდუს, მამას და ბაბას გულია. მამა-მამაა, (ფერისცვალება, არ განუცდია სიტყვას სრულიად). დუდუ და ბაბა მიმიხვდით?-მაშინ, სჯობს გადავიდეთ შემდეგ სიტყვაზე: ბურთი- თურთია, ვაშლია სლაში. მამფა-( აქ მინდა გავუსვა ხაზი რომ მამფა უყვარს ნიკოს ძალიან, ღ მ ღ მ-ო ქოქავს და მიჰქრის, სულ არავისთვის აღარ სცალია) მანქანა,ანუ-არ უნდა ფიქრიც! ჰნჰნთაც მირეკავს ხშირად ოლა, კე ტა?- ო, უყვარს ტლიკინი, -ბიე! თვითონვე პასუხობს კითხვას, თვითონ ხუმრობს და თვითონ იცინის. ზისა და ქუთა! ქუგა! ქუთუკი!... დგება თუ არა მოითხოვს "ტკბილად" ტირის უარი შეჰკადრე თუკი, თავს გაცოდებს და ვერ გააწბილებ. ზისა მე მქვია, ქუჩაა ქუთა, ქუგა-ქუდი და მიხვდებით ქუთუკს. შალალიც თვითონ ჩაიცვას უნდა და წამოიღოს მთავარი-თურთი. ბევრ "უცხო" სიტყვას განგიმარტავდით მისი მდიდარი ნიკსიკონიდან, მაგრამ დრო არ მაქვს ზისა ბაბაო აიკლო ქუთა, ნიკო მოვიდა. პ.ს. თქვენ კითხულობდით ნიკიპედიას, დამფუძნებელი, ნიკოს ბებია. თუ იხალისეთ და თუ გაერთეთ გააზიარეთ, დაალაიქეთ! ))))) პ.ს.ს.იხილე ილუსტრაცია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. სოლე მომენატრე და მომენატრა შენი ნაწარმოებები, სოლე მომენატრე და მომენატრა შენი ნაწარმოებები,
17. გულთბილი მოკითხვა სოლეს! ლექსი დალაიქებულია და ფრიად მოწონებული :) <3 გულთბილი მოკითხვა სოლეს! ლექსი დალაიქებულია და ფრიად მოწონებული :) <3
16. ამინ!გაიხარე ელადა! ამინ!გაიხარე ელადა!
15. ნიკ-პედია, ლიკ-პედია, და ა.შ. გვიმრავლოს ღმერთმა. ნიკ-პედია, ლიკ-პედია, და ა.შ. გვიმრავლოს ღმერთმა.
14. სოლე ...მოგიკითხე ...გაკოცე... ცუდია კოცნის სმაილი რომ აღარ იწერება აქ...:( სოლე ...მოგიკითხე ...გაკოცე... ცუდია კოცნის სმაილი რომ აღარ იწერება აქ...:(
13. მუხა...გაიხარე... მუხა...გაიხარე...
12. მუხავ,კეთილო და დიდსულოვანო! მუხავ,კეთილო და დიდსულოვანო!
11. ჭაო, გუშინ სწორედ შენ გახსენებდით და გნატრობდით სადაა ურაკზედა-თქო მე და ჯონათანი და აჰა დღეს არ დაგინახე, ?! ასე სიკეთით აგვსრულებოდეს ყველა სიკეთე ჩვენთაგანს.
სოლე გიერთდები სიხარულში და ველოდები შენგან კაი გაზაფხულიან-სიყვარულიან ლექსს. ისე იცოდე მახსოვს ის ლექსი , შენ რომ დამიწერე ჩემს პირველ სიყვარულზე. ჭაო, გუშინ სწორედ შენ გახსენებდით და გნატრობდით სადაა ურაკზედა-თქო მე და ჯონათანი და აჰა დღეს არ დაგინახე, ?! ასე სიკეთით აგვსრულებოდეს ყველა სიკეთე ჩვენთაგანს.
სოლე გიერთდები სიხარულში და ველოდები შენგან კაი გაზაფხულიან-სიყვარულიან ლექსს. ისე იცოდე მახსოვს ის ლექსი , შენ რომ დამიწერე ჩემს პირველ სიყვარულზე.
10. ჭა მოსულააა,გაგვიხარდა ძალიან!მე ამ დროს შენს გვერდზე დავეხეტებოდი:) ჭა მოსულააა,გაგვიხარდა ძალიან!მე ამ დროს შენს გვერდზე დავეხეტებოდი:)
9. საყვარელი ლექსია ადრესატივით... საყვარელი ლექსია ადრესატივით...
8. მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე
7. მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე
6. მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე მადლობა, ნეფერტარ!:* მადლობა თაზო,მიხარია თუ მოგწონთ.5 წლის წინ დავწერე
5. რა ლამაზია და სასიამოვნოდ საკითხავი. რა ლამაზია და სასიამოვნოდ საკითხავი.
4. აეუფ, ასეთი კარგი რამე ბავშვებისთვის წლებია არ წამიკითხავს, ისეთი გემრიელია, პაწიას ჩახუტებასავით. რა ვქნა, დღიურში უნდა წავიღო... ძალიან მომეწონა, ძალიან.
რა მაგარია, რომ გაიზრდება და წაიკითხავს, როგორ გაუთბება გული და ხელახლა შეუყვარდება თავისი ნიჭიერი და ლამაზი ბებია.
რა კარგ ხასიათზე დამაყენეთ სოლე, გაიხარეთ თქვენ, დავალაიქებ რომელია, დავაშეარებ კიდევაც.
აეუფ, ასეთი კარგი რამე ბავშვებისთვის წლებია არ წამიკითხავს, ისეთი გემრიელია, პაწიას ჩახუტებასავით. რა ვქნა, დღიურში უნდა წავიღო... ძალიან მომეწონა, ძალიან.
რა მაგარია, რომ გაიზრდება და წაიკითხავს, როგორ გაუთბება გული და ხელახლა შეუყვარდება თავისი ნიჭიერი და ლამაზი ბებია.
რა კარგ ხასიათზე დამაყენეთ სოლე, გაიხარეთ თქვენ, დავალაიქებ რომელია, დავაშეარებ კიდევაც.
2. მოკლედ ფილოსოფოსი ბებია ხარ, , რა საყვარელი ბავშვია, ეს მერამდენეა? ღმერთმა გაზარდოს ისეთი როგორც შენ გინდა, იხარეთ და იბედნიერეთ. მოკლედ ფილოსოფოსი ბებია ხარ, , რა საყვარელი ბავშვია, ეს მერამდენეა? ღმერთმა გაზარდოს ისეთი როგორც შენ გინდა, იხარეთ და იბედნიერეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|