 | ავტორი: სოლე ჟანრი: თარგმანი 15 მარტი, 2018 |
VOLVERAN LAS OSCURAS ...(ესპანელი რომანტიკოს-რეალისტი პოეტი და პროზაიკოსი)
გუსტავო ადოლფო ბეკერი ******** Volverán las oscuras golondrinas en tu balcón sus nidos a colgar, y otra vez con el ala a sus cristales jugando llamarán. Pero aquellas que el vuelo refrenaban tu hermosura y mi dicha a contemplar, aquellas que aprendieron nuestros nombres... ésas... ¡no volverán! Volverán las tupidas madreselvas de tu jardín las tapias a escalar, y otra vez a la tarde aún más hermosas sus flores se abrirán. Pero aquellas cuajadas de rocío cuyas gotas mirábamos temblar y caer como lágrimas del día... ésas... ¡no volverán! Volverán del amor en tus oídos las palabras ardientes a sonar; tu corazón de su profundo sueño tal vez despertará. Pero mudo y absorto y de rodillas, como se adora a Dios ante su altar, como yo te he querido..., desengáñate, nadie así te amará.
****************************************************************************************************************** *** დაბრუნდებიან უსათუოდ შავი მერცხლები, ბუდეებს ისევ დაჰკიდებენ შენს აივანზე. დაბრუნდებიან, ონავრები, რომ გიკაკუნონ დილდილაობით შავი ფრთებით ფანჯრის მინაზე, მაგრამ, რომლებიც ჩვენს სახელებს იზეპირებდნენ და ფრენას წამით ანელებდნენ ჩვენი მზერისას შენი მშვენებით, ჩემი იღბლით აღტაცებულნი, სწორედ ისინი,-არასოდეს დაბრუნდებიან! ისევ იხარებს ლონიცერა შენს ლამაზ ბაღში, ამოცოცდება კედელზე და ყვავილს მოგართმევს, საღამოობით, მიმწუხრისას, რიბირაბოში, განსაცვიფრებელ სურნელებას კვლავ მიმოაფრქვევს, თუმცაღა ნამი, რომლის კანკალს ერთად ვუმზერდით, დღის, (მოსაწყვეტად გამზადებულ), ცრემლს რომ მოჰგავდა, სწორედ ის ნამი, არასოდეს განმეორდება, აღარასოდეს დაბრუნდება, მორჩა, გათავდა! ვიცი ოდესმე, სატრფიალო, მწველი სიტყვები, შენს ყურთასმენას უსათუოდ შეეხებიან და ღრმა ძილისგან შენი გულის გამოტაცებას, ალბათ, შესძლებენ ვნებიანი, ცხელი თითებით, მაგრამ მუნჯურად, დაჩოქილი, მთელი არსებით, როგორც მაცხოვარს ადიდებენ საკურთხეველთან, მე რომ შეგტრფოდი და მიყვარდი ვით უყვართ ღმერთი, ამაოდ გჯერა, აღარავის შეუყვარდები!
Traduccion de Mzisa Iobidze
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. სოლე, ძველო ნაცნობო, გამიხარდი, გვერდზეც გესტუმრე, მომენატრეთ ჩემები. კარგი ლექსია. "შენი მშვენებით, ჩემი იღბლით აღტაცებულნი," ეს რა კარგია, არ ვიცოდი, ესპანური თუ იცოდი, მადლობა, მზესავით გამათბე, სოლე <3 სოლე, ძველო ნაცნობო, გამიხარდი, გვერდზეც გესტუმრე, მომენატრეთ ჩემები. კარგი ლექსია. "შენი მშვენებით, ჩემი იღბლით აღტაცებულნი," ეს რა კარგია, არ ვიცოდი, ესპანური თუ იცოდი, მადლობა, მზესავით გამათბე, სოლე <3
9. "მუხას" მოკითხვა არ უნდ, მუხას შენი პოეზია უნდა, სადა ხარ სოლე სად, სად??? "მუხას" მოკითხვა არ უნდ, მუხას შენი პოეზია უნდა, სადა ხარ სოლე სად, სად???
8. მუხა,* მოგიკითხე,ერთგულო! მუხა,* მოგიკითხე,ერთგულო!
7. სოლე მომენატრა შენი პოეზია. სოლე მომენატრა შენი პოეზია.
6. სადა ხარ სოლე, რად არაის შენი პოეზია აქა. ისევ ისეთი ლამაზი ხარ?! სადა ხარ სოლე, რად არაის შენი პოეზია აქა. ისევ ისეთი ლამაზი ხარ?!
5. 5 ,,და ღრმა ძილისგან შენი გულის გამოტაცებას, ალბათ, შესძლებენ ვნებიანი, ცხელი თითებით,"
მშვენიერია, გამაცოცხლებელი.
5 ,,და ღრმა ძილისგან შენი გულის გამოტაცებას, ალბათ, შესძლებენ ვნებიანი, ცხელი თითებით,"
მშვენიერია, გამაცოცხლებელი.
4. მადლობა, თოლია! მადლობა, თოლია!
3. რა ლამაზი ლექსია.
საერთოდ არ ვიცი ესპანური, მაგრამ წავიკითხე მაინც და როგორ ჟღერს... დედანიც და თარგმანიც :) ოღონდ, პუშკინის დიდსულოვნება აკლია ავტორს :)
რა ლამაზი ლექსია.
საერთოდ არ ვიცი ესპანური, მაგრამ წავიკითხე მაინც და როგორ ჟღერს... დედანიც და თარგმანიც :) ოღონდ, პუშკინის დიდსულოვნება აკლია ავტორს :)
2. მადლობა, მუხა! მადლობა, მუხა!
1. ისეთი ლამაზი, სიღრმისეული ტკბილი ,მგრძნობიარე სიტყვებია, მე ეს თარგმანი კი არა მთარგმნელის საკუთერება მგონია, ძალიან ძლიერად დევს ორიგინალის სული თარგმანში. ბრავო!!! ისეთი ლამაზი, სიღრმისეული ტკბილი ,მგრძნობიარე სიტყვებია, მე ეს თარგმანი კი არა მთარგმნელის საკუთერება მგონია, ძალიან ძლიერად დევს ორიგინალის სული თარგმანში. ბრავო!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|