| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 21 მარტი, 2018 |
*** ჰეი, შმაგებო, ხმა მოვარდა ხარაბათიდან, შეავსეთ თასი ყველამ, ვინც კი წამი ადიდა; ვიდრე ჩვენს თავებს ღვინის თასად მოზელს საწუთრო, თითოც დავლიოთ წუთისოფლის ამ შარბათიდან.
*** შენი ცხოვრება ისე უნდა მომკა და თესო და ისე თიბო, რომ ეგ ცელი არავის ესოს, თვალი, ყური და ენა სანამ გიჭრის და ბასრობს, ეგონოთ ირგვლივ, ყრუ-მუნჯი და ბრმაც არის ესო.
*** ხვალინდელ დღეზე ვერვინ აგებს პასუხს იცოდე, ილაღობე, რომ სევდა-ნაღვლით აღარ იწვოდე, სვი პირმთვარეო, მთვარის შუქზე, რადგან ვინ იცის, მთვარემ მოგძებნოს, ვერ გიცნოს და ვერას იქმოდე
*** შენი მშვენება დარდს უშველის და დააოკებს, ადექი, მოდი, შენი მოსვლა გულს შეატოკებს, შევსვათ დოქიდან ღვინო, ვიდრე შესვამენ სხვები, როს მტვრადქცეული ჩვენი ნეშტით მოზელენ დოქებს.
*** ბედისწერა რომ დასდგომოდა მართალ გზა-სავალს, ჩვენც შევუქებდით განგებას და თავგადასავალს; ამ წუთისოფელს სამართალი რომ გაეჩინა, თავს დააღწევდა გონიერი მის ვახშსა და ვალს.
*** ჩემს გაჩენამდეც მზეობდა მზე, ხმობდა მგოსანი, გავქრები, კვლავაც იბრჭყვიალებს ცა სხივოსანი, საიდან ვართ და გზა საით გვაქვს, არავინ უწყის. ცრუა სოფელი - ფიქრი, სიტყვა, მისვლა-მოსვლანი.
*** სადაც ტიტების და ვარდების ყვავილნარია, იქ წინაპართა ნაშთები და სისხლის ღვარია, ყელმოღერებით ნაზი ია რომ ამოსულა, ეგ ლამაზმანის ტურფა ხალი და მისხალია.
*** ოჰ! მერიქიფევ, ეს ვარდები, ველთა მშვენება, ვიდრე მოიჭკნობს ფერს და ყვავილს, ვიდრე ევნება, მოწყვიტე ერთი, შესვი ღვინო, რომ არ ინანო მერე ამ მოდგმის მტვრად ქცევა და გადაშენება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი ჩემი შეფასება: 5
12. ..ეგონოთ ირგვლივ (დაე ეგონოთ) ..ეგონოთ ირგვლივ (დაე ეგონოთ)
11. სიმღერ-სიმღერით ჩამეკითხა. უმაღლესი შეფასება დავტოვე აქ... გმადლობთ ასეთი ჰარმონიისთვის... სიმღერ-სიმღერით ჩამეკითხა. უმაღლესი შეფასება დავტოვე აქ... გმადლობთ ასეთი ჰარმონიისთვის...
10. მიყვარს ხაიამი ძალიან. მიყვარს ხაიამი ძალიან.
9. მიყვარს ხაიამი ძალიან. მიყვარს ხაიამი ძალიან.
7. მადლობა შატილიონს. მადლობა შატილიონს.
6. ვიგრძენი შუა საუკუნეების სპარსული პოეზიის სურნელება. ბრავო, თარგმნელო!+++++++555555 ვიგრძენი შუა საუკუნეების სპარსული პოეზიის სურნელება. ბრავო, თარგმნელო!+++++++555555
4. თარგმანი თქვენია? თარგმანი თქვენია?
3. ოჰ! მერიქიფევ, ეს ვარდები, ველთა მშვენება, ვიდრე მოიჭკნობს ფერს და ყვავილს, ვიდრე ევნება, მოწყვიტე ერთი, შესვი ღვინო, რომ არ ინანო მერე ამ მოდგმის მტვრად ქცევა და გადაშენება.
5. ოჰ! მერიქიფევ, ეს ვარდები, ველთა მშვენება, ვიდრე მოიჭკნობს ფერს და ყვავილს, ვიდრე ევნება, მოწყვიტე ერთი, შესვი ღვინო, რომ არ ინანო მერე ამ მოდგმის მტვრად ქცევა და გადაშენება.
5.
2. ყველა სტრიქონში იგრძნობა ხაიამი.
ფოტოების ატვირთვა აქვე, ილუსტრაციებში შეგიძლიათ.
ყველა სტრიქონში იგრძნობა ხაიამი.
ფოტოების ატვირთვა აქვე, ილუსტრაციებში შეგიძლიათ.
1. მაქვს დედნების ფოტოები და ავტვირთავ, თუ ეს ამოცანა ტექნიკურად შესაძლებელია. მაქვს დედნების ფოტოები და ავტვირთავ, თუ ეს ამოცანა ტექნიკურად შესაძლებელია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|