| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 3 აპრილი, 2018 |
*** მსაყვედურობ, რომ თითქოს საადი დაადნებოდა სატრფოს მკერდს ვნებით, ღვთის გულისათვის, მაგისი დარდი არ გქონდეს, ალბათ, მეც გავიწვრთნები.
მშვენიერ ქალებს ვარდი ევფრატის, ყველაფრით სჯობსო, შენ არ მითხარი? სხვა მოტივებს და თემებს შევთხზავდი, რომ ვყოფილიყავ უფრო მდიდარი.
დავჭრიდი ვარდებს, არ ვისურვებდი, მისი სურნელი ჰფენოდა ველებს, ყველაფერს ქვეყნად დავიწუნებდი ჩემს შაგანეზე უმშვენიერესს.
რა საჭიროა დადება აღთქმის, რად მინდა ფიცი, მიეთმოეთი, მე პოეტი ვარ ტერფით თხემამდის და ვიკოცნები, როგორც პოეტი.
Ты сказала, что Саади
Ты сказала, что Саади Целовал лишь только в грудь. Подожди ты, Бога ради, Обучусь когда-нибудь!
Ты пропела: «За Ефратом Розы лучше смертных дев». Если был бы я богатым, То другой сложил напев.
Я б порезал розы эти, Ведь одна отрада мне — Чтобы не было на свете Лучше милой Шаганэ .
И не мучь меня заветом, У меня заветов нет. Коль родился я поэтом, То целуюсь, как поэт.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ყველას გმადლობთ მოწონებისა და დაწუნებისათვის. კომენტარები კრიტიკულიც უნდა იყოს, მწვავეც. არგუმენტირებული კრიტიკის მოსმენა უფრო სასარგებლო იქნება, ცხადია. ყველას გმადლობთ მოწონებისა და დაწუნებისათვის. კომენტარები კრიტიკულიც უნდა იყოს, მწვავეც. არგუმენტირებული კრიტიკის მოსმენა უფრო სასარგებლო იქნება, ცხადია.
10. და გილოცავთ, რომ თარგმანის კატეგორიაში თქვენი ორი ნაწარმოები მოხდა, ,ეს უნდა შეძლო! და გილოცავთ, რომ თარგმანის კატეგორიაში თქვენი ორი ნაწარმოები მოხდა, ,ეს უნდა შეძლო!
9. ვაი, რომ ვეღარ ვწერ, და ამას მართლა გაგიჟება სჯობს, მაგრამ მადლობა ღმერთს, აღქმა შემრჩენია... მოვიწონე... ვაი, რომ ვეღარ ვწერ, და ამას მართლა გაგიჟება სჯობს, მაგრამ მადლობა ღმერთს, აღქმა შემრჩენია... მოვიწონე...
8. აუცილებლად გავასწორებ, ბგერწერას დავაკვირდები. მთავარია, რითმა არ დააბლაგვოს. გმადლობთ. აუცილებლად გავასწორებ, ბგერწერას დავაკვირდები. მთავარია, რითმა არ დააბლაგვოს. გმადლობთ.
7. ჰო, მგონი შებრუნებითაა სწორი. ანუ: "თხემით ტერფამდე"... ე.ი. თავიდან ბოლომდე და არა ბოლოდან თავამდე. ეს წვრილმანია და გაასწორებთ მგონი. ჰო, მგონი შებრუნებითაა სწორი. ანუ: "თხემით ტერფამდე"... ე.ი. თავიდან ბოლომდე და არა ბოლოდან თავამდე. ეს წვრილმანია და გაასწორებთ მგონი.
6. რა საჭიროა დადება აღთქმის, რად მინდა ფიცი, მიეთმოეთი, მე პოეტი ვარ ტერფით თხემამდის და ვიკოცნები, როგორც პოეტი.
ესაა სუპერ!
რა საჭიროა დადება აღთქმის, რად მინდა ფიცი, მიეთმოეთი, მე პოეტი ვარ ტერფით თხემამდის და ვიკოცნები, როგორც პოეტი.
ესაა სუპერ!
5. ძან მაგარია, მე მოვკვდე <3 ძან მაგარია, მე მოვკვდე <3
4. სერგეი ესენინის პოეზიის თქვენეული თარგმანი არ მომწონს. ომარ ხაიამი- თარგმანი შესანიშნავად გამოგდით. სერგეი ესენინის პოეზიის თქვენეული თარგმანი არ მომწონს. ომარ ხაიამი- თარგმანი შესანიშნავად გამოგდით.
3. მშვენიერი თარგმანია, ისე მომეწონა...
ესენინიც და ჯანაც, ორივე პოეტები ხართ :) 5. მშვენიერი თარგმანია, ისე მომეწონა...
ესენინიც და ჯანაც, ორივე პოეტები ხართ :) 5.
2. მიყვარს შაგანეს ციკლის ლექსები.
თარგმანი თითქოს საადის კილოზე უფროა :)
ბოლო სტროფი კი ნამდვილად ესენინია :)
მიყვარს შაგანეს ციკლის ლექსები.
თარგმანი თითქოს საადის კილოზე უფროა :)
ბოლო სტროფი კი ნამდვილად ესენინია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|