ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2018


არავის, მოხარშული სიმინდით

      არავის,
  მოხარშული სიმინდით
რამდენიც უნდა,
იმდენი ჰყარონ,
ქოშები,
წუღა, ფლოსტი და წაღი,
მაინც მოვხარშავ,
მივირთმევ ტაროს,
იქით ვცხონდები,
აქით თუ წავწყმდი;
წაწყდომაც არის,
თუმცა წაწყდომა,
მთელი ცხოვრება
ვუძღვენ არავის,
ამქვეყნიური ჩემი განდგომა,
ათოსს,
პორთოსს და კიდევ არამისს,
არ შეჰყრის ნაღველს,
არ შაშფოთებს,
ჩემი სიცოცხლის
დამფრთხალ ანგელოზს,
ხმელი წიფელი’’ 
ყავისფერ  ,,ფოთელს’’
არავის საფლავს
თეთრად დაათოვს,-
და ამ თოვაში გამახსენდება,
რომ დავეძებდი
არავის მუდამ,
ჩემი ტკივილი,
წრფელი ვედრება,
ალბათ შემოქმედს
ძალიან სურდა.
ცისფერი ნისლის,
რძისფერი გზები
მოაგელვებდნენ
ჩემსკენ ქარიშხლებს,
მე მარტოსული,
გედივით ვკვდები
და ,,იავნანით’’
აკვანს დავირწევს;
მოხარშულია,
გრილდება ტარო,
აღზევანური
დამაკლდა მადლი,
ვკვდები და მაინც
არავის ვდარდობ
და არავისთვის
სიკეთით დავშვრი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები