ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2018


***

ცრემლი შეგიმშრალო უნდა...
ვიდრე ვნება ავსებს თვალებს,
ვიდრე ააღელვებს "ლურჯ ზღვას"
ერთი ჩვენებური ღამე,
ვიდრე გეხები და კრთები
ისევ ბავშვურად და რიდით,
ვიდრე კვლავ გატყვია ტუჩთან
ჩემი მონატრების შიში,
ვიდრე გეცვარება გრძნობით
შუბლთან აბურცული ძარღვი,
ვიდრე ჩემი სიტყვით თვრები
ვიდრე გეფაკლება ღაწვი,
ვიდრე გებინდება მზერა,
ვიდრე ვერ ალაგებ აზრებს
ვიდრე უაზროა გჯერა
ყველა ჩვენს იქით და აქეთ,
ვიდრე ჯერაც გჩებობ ისევ,
ვიდრე ჯერაც ისევ მყავხარ,
უნდა აგაცილო ნისლებს,
უნდა გაგაშორო დარდს და
მხოლოდ გაგიმეტო ჩემთვის
თუნდაც ეგოისტად მთვალონ,
თუნდაც თვით გამიწყრეს ღმერთი
თუნდაც უღვთობისთვის მავნონ,
მაინც ვერ გაგიშვებ თუნდაც
სული მოითვლიდეს წამებს,
ცრემლი შეგიმშრალო უნდა
ვიდრე ვნება ავსებს თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები