ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2020


ჩვენ ვმეგობრობდით 10 წლის წინათ

ჩვენ ვმეგობრობდით 10 წლის წინათ ,
ან უფრო ადრე ,ზუსტად ვერ ვიტყვი.
უმეტესწილად -სანაპიროზე
ვსტუმრობდით ბარებს
და ვსვამდით არაყს,
მერე ქუჩაში ხეტიალისას,
გავაჩერებდით ვინმე ლამაზმანს,
თუ მოგვისმენდა,
ლექსებს ვუძღვნიდით .
მე მახსოვს მათი შემოღიმება (შემოგინებაც) .
მაშინ პოეტი მეგონა თავი( ჩემ- მეგობარსაც) .
ჩვენი რელსები წლებმა დაწვიტა
და დავიკარგეთ.
........
10 წლის შემდეგ,
10 წლის შემდეგ ,
ის მე მეძახის.
(მე ჩემთვის ვდგავარ
დაკოჟრილ ხესთან)
გადამეხვია,
მკითხა - როგორ ხარ?
და ხმამ გაყიდა,
თმა გაცვენოდა.
ეს წამი იყო რაღაცის ფასი.
ამ წამის ფასი არ ვიცი ნაღდად.
ბოლოს გავცვალეთ მისამართები,
ტელეფონები,
თბილი სიტყვები.
ახლა კი ვფიქრობ -
ვინ გადარეკავს,
ვინ გადარეკავს ჩვენში პირველი,
ვინ აკრეფს ნომერს?

თუ გაგიაგიათ ხელახალი დამეგობრება?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები