,, მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ‘’
არც კი ახსენეს ჩემი სახელი. არა-და, მახსოვს, სასახელო ყმაწვილად მზრდიდნენ. განა რა არის სამყაროში მარადიული და მეც მიწას არ გამოვეკერე.
არც ჩემი გვარი უხსენებიათ. სტატისტიკისთვის საჭიროა ამგვარი მსხვერპლი. ადგება ჩრდილიც საზოგადო ბედნიერებას. რა პრობლემაა, ერთ რიგით მგზავრს, არსად მიმავალს, მატარებელი თუ კბილს გამოკრავს.
რომ დაეწერათ, პირობითად ბატონ კარენინს ბაქნიდან ,,თოვა“ მოუნდაო, რადგანაც ლექსებს, როგორც ღმერთისგან ხელმოწერილ ობლიგაციებს, საბუთის ნაცვლად გულის ჯიბით დაატარებდა, - ალბათ სრულიად ვიკმარებდი დასაბუთებას.
,,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
გამჭოლი მზერა რომ ვიგრძენი, გვიანი იყო. ვერ შემაკავა, - ინერციით გადადგმულ ნაბიჯს მაშინვე მოყვა ჩოჩქოლი და ალიაქოთი, - უფლის ხელივით გარდაუვალი.
15:05 02.02.2017წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. მე კი სწორედ ინიტომ არ ჩავეძიე, რომ არ გაფუჭებულიყო და ასე დარჩენილიყო. გეთანხმები. იქ ნისიასაც აზრი არ აქვს, ) მე კი სწორედ ინიტომ არ ჩავეძიე, რომ არ გაფუჭებულიყო და ასე დარჩენილიყო. გეთანხმები. იქ ნისიასაც აზრი არ აქვს, )
26. დათო, შენს ამკომენტარისწინა კომენტარზე გიპასუხებ, მარკეტის გამყიდველისგან ტოლსტოის კითხვაზე :)
შარშან ზაფხულს დმანისში ვიყავი სტუმრად. შევდივარ მარკეტში და ტოლსტოის ერთ-ერთი ტომი აქვს გადაშლილი (ყდის ფერზე ვიცანი) კონსულტანტ მომხიბვლელ, მოკლედთმაშეჭრილ გოგოს.
სხვა მყიდველებიც იყვნენ, ვერ გამოველაპარაკე ლიტერატურაზე; გოგოც გოგოდ მომეწონა ძალიან და ჩავრთე სანაცნობო, დავაზუსტე ვინაობა და ფეისბუქზე შევედი მასზე მეტის გასაგებად, სანამ მეორე დღეს ისევ წავიდოდი იმ მარკეტში :)
ჰოდა დამხვდა ყველა თურქული სერიალი დალაიქებული ტოლსტოის მკითხველის(?) მიერ. დავრჩი პირში ჩალაგამოვლებული და შენ გამოიცანი, მეორე დღეს წავედი თუ არა იმ მარკეტში ისევ :)
#ტოლსტოიმატყუარაა მგონი ორივე შემთხვევაში ერთი გოგო იყო :) კოკასა შიგან რაც არა სდგას, ვერც წარმოდინდება :)
#დაუჯერეთფეისბუქსცუკერაარდაგვაღალატებს დათო, შენს ამკომენტარისწინა კომენტარზე გიპასუხებ, მარკეტის გამყიდველისგან ტოლსტოის კითხვაზე :)
შარშან ზაფხულს დმანისში ვიყავი სტუმრად. შევდივარ მარკეტში და ტოლსტოის ერთ-ერთი ტომი აქვს გადაშლილი (ყდის ფერზე ვიცანი) კონსულტანტ მომხიბვლელ, მოკლედთმაშეჭრილ გოგოს.
სხვა მყიდველებიც იყვნენ, ვერ გამოველაპარაკე ლიტერატურაზე; გოგოც გოგოდ მომეწონა ძალიან და ჩავრთე სანაცნობო, დავაზუსტე ვინაობა და ფეისბუქზე შევედი მასზე მეტის გასაგებად, სანამ მეორე დღეს ისევ წავიდოდი იმ მარკეტში :)
ჰოდა დამხვდა ყველა თურქული სერიალი დალაიქებული ტოლსტოის მკითხველის(?) მიერ. დავრჩი პირში ჩალაგამოვლებული და შენ გამოიცანი, მეორე დღეს წავედი თუ არა იმ მარკეტში ისევ :)
#ტოლსტოიმატყუარაა მგონი ორივე შემთხვევაში ერთი გოგო იყო :) კოკასა შიგან რაც არა სდგას, ვერც წარმოდინდება :)
#დაუჯერეთფეისბუქსცუკერაარდაგვაღალატებს
25. “გარდაიცვალა ადგილზევე”- იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
ვუბრუნდები, დროგამოშვბეით და... “გარდაიცვალა ადგილზევე”- იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
ვუბრუნდები, დროგამოშვბეით და...
24. შთამბეჭდავია ნამდვილად! სწორედ ისეთია,რაზეც ყველას გვიფიქრია ალბათ.-შიში და ვითომ თავის დაიმედება "არც ჩემი გვარი უხსენებიათ. სტატისტიკისთვის საჭიროა ამგვარი მსხვერპლი"
გუშინ ერთ მარკეტში ახალგაზრდა გამყიდველს კარენინა ჰქონდა გადაშლილი,65 - გვერდზე.დღესაც სპეციალურად იქ შევედი,ვნახე 43 ზე იდგა.გამაკვირდა და ვკითხე,რას ნიშნავდა ეს.მიპასუხა,არა ტოლსოტი კი მაქვს წაკითხულ-გაააზრრებული,მაგრამ ისეთია დამთავრება რომ გეზარება და იზოგავო
აწი ნისიაზეც დაველაპარაკები ) შთამბეჭდავია ნამდვილად! სწორედ ისეთია,რაზეც ყველას გვიფიქრია ალბათ.-შიში და ვითომ თავის დაიმედება "არც ჩემი გვარი უხსენებიათ. სტატისტიკისთვის საჭიროა ამგვარი მსხვერპლი"
გუშინ ერთ მარკეტში ახალგაზრდა გამყიდველს კარენინა ჰქონდა გადაშლილი,65 - გვერდზე.დღესაც სპეციალურად იქ შევედი,ვნახე 43 ზე იდგა.გამაკვირდა და ვკითხე,რას ნიშნავდა ეს.მიპასუხა,არა ტოლსოტი კი მაქვს წაკითხულ-გაააზრრებული,მაგრამ ისეთია დამთავრება რომ გეზარება და იზოგავო
აწი ნისიაზეც დაველაპარაკები )
22. ნაწარმოებებში ასოციაციები და დამთხვევები ქმნიან გენიალურობას. ნაწარმოებებში ასოციაციები და დამთხვევები ქმნიან გენიალურობას.
21. კარგი ლექსის კარგი რეცენზია..
თემა ისეთი. რომელიც რომ.. . არ ვიტყვი რამდენჯერ მაქვს წაკითხული. მონიშულიც მაქვს და შეფასებულიც. კომენტარი რატომ არ დავწერე?! ალბათ არ მეყოფოდა სიტყვები.
ამ მონაკვეთს კი ყოველ წაკთხვაზე უფრო და უფრო მძაფად ვგძნობ-
” ,,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
” საშინლად კარგი..
კარგი ლექსის კარგი რეცენზია..
თემა ისეთი. რომელიც რომ.. . არ ვიტყვი რამდენჯერ მაქვს წაკითხული. მონიშულიც მაქვს და შეფასებულიც. კომენტარი რატომ არ დავწერე?! ალბათ არ მეყოფოდა სიტყვები.
ამ მონაკვეთს კი ყოველ წაკთხვაზე უფრო და უფრო მძაფად ვგძნობ-
” ,,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
” საშინლად კარგი..
20. საქმე ბოლომდე რომ მიყავს ისეთი კაცის რა მეტყობა მე?!:) ისე, მართალს ბრძანებთ. 100% საქმე ბოლომდე რომ მიყავს ისეთი კაცის რა მეტყობა მე?!:) ისე, მართალს ბრძანებთ. 100%
19. უკეთესი რეცენზიის დაწერა შეგეძლო. რაკი ხელი მოკიდე ბარემ ბოლომდე უნდა მიგეყვანა საქმე, თუმცა საერთოდ რომ დაწერე, ეგეც კარგია.
უკეთესი რეცენზიის დაწერა შეგეძლო. რაკი ხელი მოკიდე ბარემ ბოლომდე უნდა მიგეყვანა საქმე, თუმცა საერთოდ რომ დაწერე, ეგეც კარგია.
18. :)სასიამოვნო იყო რეცენზიის წერა. ისეთი ლექსია, რომ მეტის თქმაც შეიძლებოდა. :)სასიამოვნო იყო რეცენზიის წერა. ისეთი ლექსია, რომ მეტის თქმაც შეიძლებოდა.
17. მოკლედ ისეთი გემრიელი რეცენზია დაიწერა ამ ლექსზე, დასამატებელი აღარაფერი მაქვს გულითადი მადლობის გარდა. ვთვლი, რომ რეცენზენტმა უზუსტესად აღწერა ყველაფერი, ყურადღება გაამახვილა ყველა საჭირო მონაკვეთზე და სწორედ ისე წაიკითხა ლექსი, როგორც უნდა წაეკითხა. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, გაგება, მკითხველი როგორ კითხულობს და ხედავს შენს ნაწერს, თუნდაც ასეთ უპრეტენზიოსა და მოკრძალებულს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მერვეპალატელო ძმაო ჩემო!
პ.ს რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, შესრულებას - მეც არა გამეგება რა ამ საქმის თითქმის. დიდად დამავალებს ის მკითხველი, ვინც შენიშვნებს არ დაიშურებს. მოკლედ ისეთი გემრიელი რეცენზია დაიწერა ამ ლექსზე, დასამატებელი აღარაფერი მაქვს გულითადი მადლობის გარდა. ვთვლი, რომ რეცენზენტმა უზუსტესად აღწერა ყველაფერი, ყურადღება გაამახვილა ყველა საჭირო მონაკვეთზე და სწორედ ისე წაიკითხა ლექსი, როგორც უნდა წაეკითხა. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, გაგება, მკითხველი როგორ კითხულობს და ხედავს შენს ნაწერს, თუნდაც ასეთ უპრეტენზიოსა და მოკრძალებულს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მერვეპალატელო ძმაო ჩემო!
პ.ს რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, შესრულებას - მეც არა გამეგება რა ამ საქმის თითქმის. დიდად დამავალებს ის მკითხველი, ვინც შენიშვნებს არ დაიშურებს.
16. ჰმ, როგორი კარგი იყო = ) ჰმ, როგორი კარგი იყო = )
14. მადლობა, ქეთიკა, წაკითხვისთვის! ხო, უბრალოდ ყველა მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი ადამიანი ჩემთვის ასოციაციურად კარენინია, ტოლსტოის დამსახურებით, თორემ ანას ქმარზე ნამდვილად არ ვწერ. მადლობა, ქეთიკა, წაკითხვისთვის! ხო, უბრალოდ ყველა მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი ადამიანი ჩემთვის ასოციაციურად კარენინია, ტოლსტოის დამსახურებით, თორემ ანას ქმარზე ნამდვილად არ ვწერ.
13. ",,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი." - მომეწონა ძალიან. :)
რატომ "ბ-ნი კარენინი"? იმიტომ რომ - ანა კარენინა? - ესეც ძალიან მომეწონა.
5 ",,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი." - მომეწონა ძალიან. :)
რატომ "ბ-ნი კარენინი"? იმიტომ რომ - ანა კარენინა? - ესეც ძალიან მომეწონა.
5
12. არაფერი, ნილნა, უბრალოდ ,,აღდგომა და ხვალეო" შევცვალე, სულე ესაა. :) ორი თვის მერე კი არა, ახლა რა იქნება, ცოტა ხნის მერე, წარმოდგენა არ მაქვს :) არაფერი, ნილნა, უბრალოდ ,,აღდგომა და ხვალეო" შევცვალე, სულე ესაა. :) ორი თვის მერე კი არა, ახლა რა იქნება, ცოტა ხნის მერე, წარმოდგენა არ მაქვს :)
11. ორი თვის შემდეგ რა ხდება? აღდგომა კი ბატონო, მაგრამ ორაზროვანი ნათქვამი იყო თითქოს.
ორი თვის შემდეგ რა ხდება? აღდგომა კი ბატონო, მაგრამ ორაზროვანი ნათქვამი იყო თითქოს.
10. მოგესალმებით, მეგობრებო! დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, გამოხმაურებისთვის და უბრალოდ აზრის გამოხატვისთვის! საქმე იმაში კი არაა, რომ კომენტარების შინაარსმა გამახარა ძალიან, უმრავლესობამ იცის, რომ კრიტიკასთანაც ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ ის მიხარია, კიდევ რომ შეიძლება რაიმე სახის გამოხმაურების მოსმენა. რომ ხართ ის ადამიანები, ვინც ყურადღებით წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ და გულგრილად არ აუვლით გვერდს. ხანდახან ფიქრობს კაცი, რისთვის ვწერ, რა საჭიროა, ან თუ ვწერ, რატომ ვაქვეყნებ, ეგოა ეს თუ რაშია საქმე? მერე კი ხვდები, რომ იმისთვის წერ, იმისთვის აქვეყნებ, რომ ჯერ კიდევ გეგულება ადამიანები, ვისი აზრის მოსმენაც შენთვის მნიშვნელოვანია. მოკლედ გაიხარეთ, იმრავლეთ და იბედნიერეთ! მეც ვეცდები, ნელ-ნელა ისევ დავიწყო წერა. ვნახოთ, აღდგომა და ორი თვის შემდეგო :) მოგესალმებით, მეგობრებო! დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, გამოხმაურებისთვის და უბრალოდ აზრის გამოხატვისთვის! საქმე იმაში კი არაა, რომ კომენტარების შინაარსმა გამახარა ძალიან, უმრავლესობამ იცის, რომ კრიტიკასთანაც ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ ის მიხარია, კიდევ რომ შეიძლება რაიმე სახის გამოხმაურების მოსმენა. რომ ხართ ის ადამიანები, ვინც ყურადღებით წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ და გულგრილად არ აუვლით გვერდს. ხანდახან ფიქრობს კაცი, რისთვის ვწერ, რა საჭიროა, ან თუ ვწერ, რატომ ვაქვეყნებ, ეგოა ეს თუ რაშია საქმე? მერე კი ხვდები, რომ იმისთვის წერ, იმისთვის აქვეყნებ, რომ ჯერ კიდევ გეგულება ადამიანები, ვისი აზრის მოსმენაც შენთვის მნიშვნელოვანია. მოკლედ გაიხარეთ, იმრავლეთ და იბედნიერეთ! მეც ვეცდები, ნელ-ნელა ისევ დავიწყო წერა. ვნახოთ, აღდგომა და ორი თვის შემდეგო :)
9. იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი. ---გალაკტიონი გამახსენდა რატომღაც. +5 იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი. ---გალაკტიონი გამახსენდა რატომღაც. +5
8. :)... მატარებელმა გადაუარა... კარენინს უფრო ადრე გადაუარა მატარებელმა ვიდრე ანნას. საინტერესოა რომ კარენინი არავის ეცოდება, არავის დასცდენია სიტყვა ამ პერსონაჟის სასარგებლოდ რომელიც ცოლმა ქუსლით გასრისა. ჩვენ კიდევ, ყოველდღე გვეჯახება მატარებელი, გვივლის ფეხებზე, წელზე, კისერზე, თავზე და არცერთ მემანქანეს არ მოეთხოვა პასუხი. არც არავინ მოთხოვს.
რა სათქმელია და ბეკმამბეტოვმა გაგრძელება გადაიღო, რა მოხდა ანნას გარდაცვალების შემდეგ. როგორ ხვდებიან ერთმანეთს ხარბინში ანნას ვაჟიშვილი და ვრონსკი, რა ხდება შემდეგ. კარგი სანახავი იქნება, კარგი და გამბედავი რეჟისორია ეგ. პარდონ გადახვევისთვის, მაგრამ ეგეც საინტერესო იქნება. :) 5.
:)... მატარებელმა გადაუარა... კარენინს უფრო ადრე გადაუარა მატარებელმა ვიდრე ანნას. საინტერესოა რომ კარენინი არავის ეცოდება, არავის დასცდენია სიტყვა ამ პერსონაჟის სასარგებლოდ რომელიც ცოლმა ქუსლით გასრისა. ჩვენ კიდევ, ყოველდღე გვეჯახება მატარებელი, გვივლის ფეხებზე, წელზე, კისერზე, თავზე და არცერთ მემანქანეს არ მოეთხოვა პასუხი. არც არავინ მოთხოვს.
რა სათქმელია და ბეკმამბეტოვმა გაგრძელება გადაიღო, რა მოხდა ანნას გარდაცვალების შემდეგ. როგორ ხვდებიან ერთმანეთს ხარბინში ანნას ვაჟიშვილი და ვრონსკი, რა ხდება შემდეგ. კარგი სანახავი იქნება, კარგი და გამბედავი რეჟისორია ეგ. პარდონ გადახვევისთვის, მაგრამ ეგეც საინტერესო იქნება. :) 5.
7. უჰ, რა კარგადაა გაბმული ძაფები, ლიტერატურულ კლასიკასა და რეალურ ცხოვრებას შორის, ალბათობასა და უცნობ სინამდვილეს შუა.
ასე მგონია, იმ გულდაწყვეტილობამ დაგაწერინა, რომელსაც ქვია "სტატისტიკაში ჩარჩენილი ადამიანი"...
...მაგრამ, რა კარგად მიგიგნია ამ ლექსამდე მიმავალი გზისთვის. უჰ, რა კარგადაა გაბმული ძაფები, ლიტერატურულ კლასიკასა და რეალურ ცხოვრებას შორის, ალბათობასა და უცნობ სინამდვილეს შუა.
ასე მგონია, იმ გულდაწყვეტილობამ დაგაწერინა, რომელსაც ქვია "სტატისტიკაში ჩარჩენილი ადამიანი"...
...მაგრამ, რა კარგად მიგიგნია ამ ლექსამდე მიმავალი გზისთვის.
6. საიტერესო ხედვაა. საიტერესო ხედვაა.
5. შენ რომ ამაზე ფიქრობ, მაგიტომ ხარ კარგი ავტორი. ადამიანი რომ კარგი ხარ ამაზე აღარც ვამბობ არაფერს. შენ რომ ამაზე ფიქრობ, მაგიტომ ხარ კარგი ავტორი. ადამიანი რომ კარგი ხარ ამაზე აღარც ვამბობ არაფერს.
4. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
მაგარია
საინტერესო კუთხიდან დანახული თუ დანახვებული ტრაგედია
5 ქულა ლექსს ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.
მაგარია
საინტერესო კუთხიდან დანახული თუ დანახვებული ტრაგედია
5 ქულა ლექსს
3. მშვენიერია, კონცეფციითაც და ორიგინალობითაც. 5 მშვენიერია, კონცეფციითაც და ორიგინალობითაც. 5
1. საინტერესო ინტერპრეტაციაა თემის, შემთხვევის, ტრაგედიის.
საინტერესო ინტერპრეტაციაა თემის, შემთხვევის, ტრაგედიის.
|
|
“Как человек, в полусне томящийся болью, он хотел оторвать, отбросить от себя больное место и, опомнившись, чувствовал, что больное место — он сам.“
Л. Н. ТОЛСТОЙ „АННА КАРЕНИНА“
რამდენი მაგალითის , თანხვედრისა და პარალელის გავლება თუ მოყვანა შეიძლებოდა რეცენზიის დასაწყისშივე და ამგვარი ხრიკებით შეგვექმნა მყარი ფუნდამენტი, არათუ ამ კონკრეტული ლექსის განსახილველად, არამედ უტიფარი ეპატაჟისთვის - აქაოდა, ვიცით ბატონო, წაკითხული გვაქვს... თუმცა ჩემი უმთავრესი დამახასიათებელი სულიერი ნაკვთის, ანუ უძლეველი თავმოყვარეობის ამარა, თამამად შემიძლია დავიფიცო, რომ არმენ არუთინოვის „ბ-ნი კარენინის“ განხილვისას მე, როგორც ამ რეცენზიის ავტორი, არაერთხელ, წარმოვაჩენ თავს ფსევდოფილოსოფიურ ჭრილში, მანამდე კი მივყვეთ თანმიმდევრობით...
არმენ არუთინოვი “ბ-ნი კარენინი “ ვინა?
მიუხედავად იმისა, რომ რთული წარმოსადგენია თვითმკვლელი ალექსეი კარენინი, მით უმეტეს ლექსებით გულისჯიბეში, გონების მზაკრულ ლაბირინთებს მაინც გავყავარ ამ სქელყდიანი რომანის ( ფ. 12.ლ. ბუკინისტებში სამად შეიძენთ ) ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟთან, რომელიც ტოლსტოის არც ისე ახლო ნათესავის პროტოტიპად მიიჩნევა, თავის მხრივ ა.მ. კუზმინსკი ტიპიური სახელმწიფო მოხელესთვის დამახასიათებელი თვისებებით თუ დაამახსოვრდებოდა სანტ-პეტერბურგიდან მოსკოვში მიმავალი მატარებლის გამცილებლებს. გარდა ამისა, ბ-ნი კარენინის რელიგიურ-მისტიური გატაცებები, რომელიც ასეთ „ხოდში“ იყო იმდროინდელ ინ(წ)ილიგენციაში, აშკარა შეუსაბამობაშია სუიციდურ-რომანტიულ განწყობებთან. აბა, ერთი რომელ, რელიგიურ ჩარჩოებში მოქცეულ სახელმწიფო ჩინოვნიკს ძალუძს მატარებლიდან „თოვა“?!
ასე მარტივად გამოვრიცხეთ ალექსეი ალექსანდროვიჩი და მასთან ერთად ამაზრზენად გენიალური რომანის ყველა უბედური პერსონაჟი. გარდა ამისა, ლექსზე დართული ეპიგრაფი არის ტიპიური სოც-ნიუსი, ამდენად ლექსის სათაური სავარაუდოდ გულისხმობს თვითმკვლელებს ზოგადად, პირობითად, უბრალოდ კიდევ ერთ „მსხვერპლს სტატისტიკისთვის“
„მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ‘’
როდესაც ცხოვრების ერთგვარი შეჯამება შეიძლება მოთავსდეს ყოვედღიური გაზეთის ბოლოსწინა გვერდზე, მოკლე განცხადების სახით, ბუნებრივია, რომ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს უსამართლობის განცდა, სინამდვილეში კი, ამ ლექსის მიზეზი , ჩემი აზრით , სულ სხვა ოთახში უნდა ვეძიოთ.
თქვენ როგორც გენებოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენთაგანში, მიუხედავად იმისა ვაღიარებთ ამას თუ არა, არსებობს ეგოისტური შიში იმისა, რომ ჩვენი ნამდვილი მემკვიდრეობა არის, არც მეტი არც ნაკლები, ორწინადადებიანი ნეკროლოგი ყოველკვირეული გაზეთის ბოლოსწინა გვერდზე.
ბევრს მიაჩნია რომ პოეტი რამე დიდი ცნებაა და ხანდახან ისეთი სასაცილო სიფრთხილით უდგებიან ამ დიაგნოზს, არადა იყო პოეტი უბრალოდ ნიშნავს ამოიკითხო მოკლე ნიუსი მეორეხარისხოვანი გაზეთიდან და უეცრად გაიაზრო (უკვე მერამდენედ) ილუზიური სამყაროს ტიტანური ამაოება; მოულოდნელად იქცე ბაქანზე ტვინმისხმული ბ-ნი კარენინი და იქიდან უსაყვედურო „გაზეთის რედაქციას“ რომელმაც არც კი ახსენა შენი სახელი.
„არც კი ახსენეს ჩემი სახელი. არა-და, მახსოვს, სასახელო ყმაწვილად მზრდიდნენ. განა რა არის სამყაროში მარადიული და მეც მიწას არ გამოვეკერე.
არც ჩემი გვარი უხსენებიათ. სტატისტიკისთვის საჭიროა ამგვარი მსხვერპლი. ადგება ჩრდილიც საზოგადო ბედნიერებას. რა პრობლემაა, ერთ რიგით მგზავრს, არსად მიმავალს, მატარებელი თუ კბილს გამოკრავს”
ეს გარკვეულწილად, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის სტანისლავსკის მეთოდი პოეზიაში. რა თქმა უნდა, არახალი ამბავია, მაგრამ კოტე სერგოს ძე უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს. მეტნაკლებად ჯანმრთელმა და უვნებელმა არმენ არუთინოვმა ვინმე თვითმკვლელის პერანგი კი არ გადაიცვა , არამედ ახლა თქვა ის, რისი თქმის საშუალება თავის დროზე არ მიეცემა. თავისი სახელით და სხვის ნაცვლადაც.
დასაწყისშივე, ყოველგვარი პრელუდიების გარეშე არის ნათქვამი ის, რაზეც აგებულია მთლიანად ნაწერი. რა ქაღალდის გემი, ტრიკორნი და ორიგამი, პირდაპირ ცხვირწინ მიქნევს ამ გაზეთს და მეუბნება - აი, თურმე რისთვის მზრდიდნენ სასახელო ყმაწვილად. რა არის ეს? ერთი ადამიანის უბედურება თუ ტიპიური დასასრული ჩვენი სამსახურში ყოველდღიური მსვლელობების, სასიყვარულო ისტორიების, შოპინგის, წერის, მეფობისა და პალადინობის.
„ რომ დაეწერათ, პირობითად ბატონ კარენინს ბაქნიდან ,,თოვა“ მოუნდაო, რადგანაც ლექსებს, როგორც ღმერთისგან ხელმოწერილ ობლიგაციებს, საბუთის ნაცვლად გულის ჯიბით დაატარებდა, - ალბათ სრულიად ვიკმარებდი დასაბუთებას.
,,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია! ,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა. ,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი. „
ჰაუსმანს აქვს დაწერილი ერთი ლექსი, რომლის ქართული თარგმანი, როგორც ვიცი, სამწუხაროდ არ არსებობს. 12-13 წლის პიჭი (ჭორფლიანი წარმომიდგენია) ხალხით გადავსებულ მოედანზე: „გესმის? მხედავთ? აი ხელში მაქვს დანა, დანა, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა დანებისგან, მე ის 12 პესოდ ვიყიდე, მაგრამ როგორც კი ამ დანას გულში დავისობ, ყოველი თქვენთაგანი მოკვდება...“
მე ვარ სამყაროს ცენტრი და სუიციდი არ ნიშნავს მხოლოდ ეგოს განკარგვას, ამით მე ვკლავ ყველას და ყველაფერს, მაგრამ რა უნდა იყოს იმაზე ამაღლებული და რომანტიული, ვიდრე მატარებლიდან თოვა?! სიკვდილი კი, უფროსწორედ მკვლელობა, ხდება უკვე ამის მერე და ბ-ნი კარენინის მკვლელობის ნამდვილი იარაღი არის ფრაზები განცხადებიდან : ,,მატარებელი დაეჯახა...“ ,,შემთხვევა“, ,,გარდაიცვალა ადგილზევე“.
„გამჭოლი მზერა რომ ვიგრძენი, გვიანი იყო. ვერ შემაკავა, - ინერციით გადადგმულ ნაბიჯს მაშინვე მოყვა ჩოჩქოლი და ალიაქოთი, - უფლის ხელივით გარდაუვალი. „
ბოლოს კი, იმედის ერთი მარცვალი ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც ც ჯერ არ გვიყიდია ამ მატარებლის ბილეთი. გამჭოლი მზერაა, რომელმაც შეიძლება შეგაკავოს, დაგტოვოს ვაგონში, თუმცა (ალბათ) მხოლოდ მომდევნო სადგურამდე.
ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო აქ რაღაც ტექნიკური ვინ(წ)იკებისა და შურუპეპის დათვალიერება. შთამბეჭდავი ლექსია.
|
|
|