ჩემი ფავორიტი ლექსია, ძალიან მცირე ზომის, თუმცა,სათქმელს კარგად იტევს. არც ერთი ზედმეტი სიტყვა, ყველა ლექსს თავისი სათქმელი, სიტყვების უბრალოება და ერთიანობაში მაინც პოეზია. ეს არის ამ ავტორის ხიბლი. როდესაც მინდა, რომ რაიმე საკბილო მოვნახო, ყოველთვის ვსტუმრობ ირაკლი ასლანიკაშვილს.
აი სიტყვა მომეცა და როგორც შემეძლო- ვთქვი :)
თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ადამიანი არაჩვეულბრივად წერს ნამდვილ პოეზიას რაც აკლია დღევანდელობას იცის რა არის ლექსის ფასი.. სისხლიც კი რიტმულად და რითმულად მიეწოდება მის გულს საიდანაც ჩვენ გადმოგვცემს.. ნამდვილად ვიცი რომ შენ 1 და 2ს კი არა ძალიან ძალიან ბევრ საუკუნეს გაყვები მეგობარო.. წარმატებები, რომელიც უთუოდ გელოდება
ლექსში ჯვარცმული მაცხოვრის მიცვალების ბოლო წუთის საოცარი განცდაა დაჭერილი და გადმოცემული..... ეს პირდაპირი წაკითხვით და პოეტურ ენაზე კი, ,,თავისიან – ავაზაკსა'' და მთელ სივრცეს რომ ,,ყვავილი''ფარავს, რომლის ,,მზარდი ნათელი ჩრდილი'' საერთოდ უჩრდილობაა...... ეს სამოთხის მანამდე დახშული კარის გაღებაა.... სიკვდილისა და ჯოჯოხეთის შემუსვრაა.....აი, ასე ხატოვნად და ფაქიზად განგვაცდევინებს პოეტი ამ სასწაულს სიტყვით......:)
"და სიყვარულში დავიბადო და კვლავ ადამში დავიბადო ადამისათვის - ერთ სულ და ერთ ხორც. მსურს გარდავიცვალო სიყვარულისთვის მსურს რომ ვიპოვო... და ფერი ვიცვალო... სიყვარულისთვის..."
შეიძლება ჩემი ეს კომენტარი ცოტა უცნაურად გეჩვენოთ, მაგრა მაინც გეტყვით, რომ ადამში უკვე ხართ დაბადებული, ახლა ეცადეთ ქრისტეში დაიბადოთ. მაგას ბიბლიის ენაზე ხელახლა შობა ჰქვია. მეორენაირად კი - ზეციდან შობა.
ლანა ყორშია (მე-კალ-მე) არის ახალგაზრდა შემოქმედი, რომლის პროზაული ნაწარმოებები სითბოთი და სევდით არის გაჯერებული... მის თითოეულ სიტყვაში ადამიანური სიყვარული იგრძნობა. იგი საოცრად თბილი პიროვნებაა, რასაც წერს, ყველაფერს გულით წერს... არავითარი სიყალბე, არავითარი ფარისევლობა... მისთვის გულწრფელობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ახალგაზრდა მწერალი თავისი საქმის ერთგულია, უანგაროდ ემსახურება ხელოვნებას. პროზა ლანა ყორშიას სულის საზრდოა.... ხელოვნება კი, კონსტანტინე გამსახურდიას თქმის არ იყოს: ''გულის სისხლს მოითხოვს საფასად''. რადგან ხელოვნებაც მსხვერპლს მოითხოვს, მე-კალ-მე მზად არის მისთვის ეს ''გულის სისხლიც'' გაიღოს. წარმატებები ახალგაზრდა მწერალს შემოქმედებით გზაზე!
მედეა კაზარაშვილი - მწერალი, რომლის პროზა, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის ნაწარმოებებზე თაობები გაიზრდებიან. როდესაც მის პროზას კითხულობ, უფრო და უფრო მატულობს შენში სიყვარულის გრძნობა, გეამაყება ასეთი თანამოაზრე რომ გყავს გვერდით. მე-დეა აფხაზეთს მონატრებული ქართველია. ის თავის ნაწარმოებებში მშობლიურ კუთხეს უმღერის, არასოდეს არ კარგავს დაბრუნების იმედს. სევდის ასული, წყლიანი თვალებით შესცქერის მომავალს, მასში ჯერაც ცოცხლობს იმედი, იმედი იმისა, რომ ოდესმე ... მედეა კაზარაშვილი - მწერალი, რომლის პროზა, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის ნაწარმოებებზე თაობები გაიზრდებიან. როდესაც მის პროზას კითხულობ, უფრო და უფრო მატულობს შენში სიყვარულის გრძნობა, გეამაყება ასეთი თანამოაზრე რომ გყავს გვერდით. მე-დეა აფხაზეთს მონატრებული ქართველია. ის თავის ნაწარმოებებში მშობლიურ კუთხეს უმღერის, არასოდეს არ კარგავს დაბრუნების იმედს. სევდის ასული, წყლიანი თვალებით შესცქერის მომავალს, მასში ჯერაც ცოცხლობს იმედი, იმედი იმისა, რომ ოდესმე კვლავ შეძლებს აფხაზეთის მიწაზე ფეხის დაბიჯებას. მედეა კაზარაშვილი კარგი შვილია, მას უსაზღვროდ უყვარს თავისი მშობლები და სამშობლო ქვეყანა. წარმატებები ახალგაზრდა შემოქმედს, დე კვლავ გაეხარებინოს ჩვენი გულები თავისი წარმატებებით!!!
როინ აბუსელიძე - პოეტი, რომლის პოეზია, ვფიქრობ, აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს პოეზიის უმაღლეს საფეხურზე. თავად პოეტი კი XXI საუკუნის პოეტ-გენიათა ათეულში შევა... მის პოეზიას ახასიათებს: ინდივიდუალიზმი, დახვეწილობა, თანამედროვეობა. იგი ავტორია არაერთი გენიალური ლექსისა- ,,ჩემი ნენე და დედაშენი“, ,,საბას“,,საზოგადო წერილი მეუღლეს“, მამაჩემი“ და უამრავი სხვა. ხოლო ლექსი ,,ჩვენებურები“ განეკუთვნება, იმ ლექსთა კატეგორიას, რომელიც თაობებს გადაეცემა და სასურველია ყველა ქართველმა იცოდეს. ვფიქრობ, ... როინ აბუსელიძე - პოეტი, რომლის პოეზია, ვფიქრობ, აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს პოეზიის უმაღლეს საფეხურზე. თავად პოეტი კი XXI საუკუნის პოეტ-გენიათა ათეულში შევა... მის პოეზიას ახასიათებს: ინდივიდუალიზმი, დახვეწილობა, თანამედროვეობა. იგი ავტორია არაერთი გენიალური ლექსისა- ,,ჩემი ნენე და დედაშენი“, ,,საბას“,,საზოგადო წერილი მეუღლეს“, მამაჩემი“ და უამრავი სხვა. ხოლო ლექსი ,,ჩვენებურები“ განეკუთვნება, იმ ლექსთა კატეგორიას, რომელიც თაობებს გადაეცემა და სასურველია ყველა ქართველმა იცოდეს. ვფიქრობ, ბალადა ,,ტყუპები“ კი შედევრია მის პოეზიაში- ეს არის ლექსი, რომელიც სულით ხორცამდე შეძრავს ადამიანს. ზოგადად ლექსისთვის დამახასიათებელი ნიშა - გულწრფელობა და ემოციურობა , წამყვანია მის ლექსებში. მოსიყვარულე მამა, რომელიც მუცელშივე ეფერება ლექსად თავის პირმშოს, მოსიყვარულე მეუღლე , მეგობარი, უსაზღვრო მოკრძალება უფლისადმი - ეს ის თვისებებია, რომელსაც პოეტი ლექსებით გადმოგვცემს. როის შემოქმედებაში იგრძნობა , რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება (ქართულ) ზოგადად პოეზიას. მისი ლექსების თოთოეულ სტროფში, სტრიქონში, სიტყვაში იგრძნობა ეს. არცერთი დაწერილი სიტყვა არ არის შემთხვევით (რითმისთის) შექმნილი. მე, როგორც როინ აბუსელიძის პოეზიის ერთგული მკითხველი, გავკადნიერდი და უბრალოდ მინდოდა ორიოდ სიტყვით დამეწერა ამ ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე. ვფიქრობ, კარგად მესმის, რას ნიშნავს ლექსით გააცოცხლო პოეზიის სუნთქვა ადამიანში. თანამედროვე პოეტებიდან, როინ აბუსელიძე არის ერთ-ერთი პოეტი, რომელმაც მშობლიური ქალაქი ბათუმი ლექსებით აალაპარაკა... პატივისცემით მედეა
''გამომივიდა’'?-იკითხა ავტორმა. საუბარია ლექსზე ''თოლია ჯონათანს'’ ჩემს სულში ვფიქრობ ერთი კარგი თვისება ავღზარდე, დავაჩვიე თავი ავტორიტეტებთან კამათს. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ვინ როგორ და ნურვინ დადებს თავს იმაზე, რომ ლიტერატურულ გემოვნებასთან დაკავშირებით დებატებს რომელიმე ავცდენივართ. ევგენი ევტუშენკომ თქვა: პოეტს სქესი არ აქვსო. თავიდან ერთგვარი შეურაცხოფის კომპლექსი გამიჩნდა, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ მართალია რუსი პოეტი! არავითარი ქალური ლექსი! არსებობს კარგი და ცუდი პოეზია! არავითარი ავანგარდი და საუკუნის მიერ თითიდან გამოწოვილი ტერმინები-პერფორმანსი, სწორე ასეთია ლელა ლაჩაშვილი-დიდებული, თვითმყოფადი, ტკივილიანი ძვლების ჟრუანტელამდე მომტანი თითოევული ტაეპით. ეს არ არის ეგზალტირებულ-პათეტიკური ეპითეტები პოეტის მიმართ. ასეთია მისი პოეზია-მეხივით აშკარა, იარასავით ტკივილიანი... იცით, გავკადნიერდები და დოსტოევსკის შევუსწორებ: თავმდაბლობა გადაარჩენს სამყაროს-ლელა თავს ხრის, როდესაც მას პოეტს უწოდებენ.
'' მაკუცა''- მაიკო რუხაძე.
recenzias pirvelad vwer:)
vfiqrob, ia-ias saxit, saintereso sabavshvo poeti movida. misi leqsebi lagia da saxaliso. mshvenivradaa carmochinebuli niuansebi, romelic dgevandeli bavshvebisatvis saxalisoa. leqsebsi aris tanamedroveobidan agebuli personajebi. bavshvebsac zalian moewonat, rodesac wavukitxe. es ki mtavari argumentia. iqneb avtors am kutxit ufro meti emushava da patara wignzec efiqra.
|