წევრები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

კარგი ფერი
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 22 აპრილი, 2016
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 30 მარტი, 2019 00:04:46
*  *  *
როცა მოვკვდებით,
შენ სხეულიდან პოეზია ამოგივაო,
მე კი ჭიანჭველებიო,
- მითხარი..

მე
გამეცინა,
ღიმილზე მეტად,
და
შემიყვარდა ჭიანჭველები


*  *  *
უნებისყოფობის რა ვთქვი,
თორემ ხანდახან უნდა ადგე
და გაიჯახუნო კარი!


*  *  *
-შენ თუ ჩამკიდებ ხელს
და დამიჯერებ
რომ სამყარო იმაზე პატარაა
ვიდრე მანძილი ჩვენს თითებს შორის,
ქუჩები ყირაზე გადავლენ
და ჩვენს ფეხქვეშ გაიშლებიან.



*  *  *
მე უნდა დაგიცვა ჩემი თავისგან.