წევრები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ედემ ლაკადელი
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 მარტი, 2021
    ედემ
    ღვინჯილია
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 13 მაისი, 2021 14:04:59

1955 წელს წალენჯიხაში დაიბადა ედემ ღვინჯილია. მაშინ არავის უფიქრია, რომ ქვეყანას მოევლინა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. გადიოდა დრო შრომაში, ძმაკაცობაში, ჩუმად კითხვაში... ლექსების თხზვაში...

ლაკადური გულწრფელობა, უშუალობა, სიწმინდე, მოყვასისა და თავისი კუთხის უსაზღვრო სიყვარული – აი მახასიათებელი ჯერ კიდევ პოეტად არ შეცნობილი, მაგრამ პოეზიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის – ედემ ღვინჯილიას პოეტური ქმნილებებისა. ლიტერატურული განათლება არ მიუღია, მაგრამ უყვარს კითხვა... მისი ლექსი არ არის ბუტაფორია, ის ბუნებრივი, გულწრფელი, ლაღი და მართალია. ამიტომ ხიბლავს მკითხველს. რამდენჯერმე გამართა პოეზიის საღამო, მსმენელი არ დაკლებია... ბევრმა ზეპირადაც ისწავლა. ეს, შრომისა და ლექსის მოყვარე ადამიანი ცდილობს გაუძლოს „ჟამს გაუსაძლისს“, დაუნდობლობას, სიძულვილს, ბოროტებას. გაიხედოს წინ და ხოტბა შეასხას მეგობრობას, გამტანობას, თანადგომას. უშიშრად შეხვდეს ტკივილს, მწუხარებას, დარდს, მარტოობას.

„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“... გაივლის დრო და წმინდა, ფაქიზი გულით, სიწრფელით და სიყვარულით ნათქვამი მისი ლექსები ბევრჯერ მიანიჭებს ქართული სიტყვის სილამაზით ტკბობას პოეზიის მოყვარულთ.

კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს: „რაც უფრო ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მიყვარდება ძაღლიო“. ედემსაც ჰყავს უერთგულესი მეგობარი „პახულია“, უსაზღვროდ უყვარს. ალბათ ადამიანებში ვერ იპოვა ისეთი ერთგულება და თავდადება, როგორიც ამ ძაღლში. ისაა მისი ჭირ–ვარამის გამზიარებელი. ლექსიც მიუძღვნა – ერთგულებისა და უღალატობის ჰიმნი. მისი ლექსები, როგორც ავტორს, ასევე მკითხველს დარდს უქარვებს, ცხოვრების სიმძიმეს უადვილებს. ავსებს რწმენით, შთააგონებს წუთისოფელში მოთმინებასა და სულგრძელობას.

იმედია, დადგება დრო, მატერიალურად შეძლებულები დაეხმარებიან და წიგნად გამოსცემენ მის მიმოფანტულ პოეტურ ნააზრევს.