წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

გიო აბესაძე
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 სექტემბერი, 2009
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 30 აგვისტო, 2014 18:20:02
ძმა,
მე ღიმილიანი კაცი ვარ,
დღეები სიხარულით სავსე მაქვს,
ზამთრის სიცივეა და არ მცივა,
ცა გაიბურება და - ასეა.

ძმა,
მე ერთი პატარა გოგო მყავს,
დედამიწა გამითბო თითებით,
ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს,
მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.

ძმა,
დღეს მშვენიერია ამინდი,
მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან,
მეც მეტი არაფერი არ მინდა -
ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე.