წევრები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ურაკპარაკის კაფია
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 მაისი, 2008
    აბდია
    კარატიელი
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 23 მაისი, 2008 14:08:03
<big>ურაკპარაკის კაფია</big>

ეს კაფიის დარბაზია.

ამ დარბაზში გაიხსნება გვერდები როგორც კაფიისთვის, ასევე გალექსებისთვისა და გაშაირებისთვის. (სამივე ამ ჟანრზე იხილეთ ქვემოთ დართული ცნობები).

წესი მხოლოდ ერთია - "დაუკრეფავებში" გადასული ყოველი პოსტი დაუყოვნებლივ წაიშლება.

ასევე წაიშლება უგემოვნოდ და უნიჭოდ წარმართული პაექრობები.

პატივისცემით,
"ურაკპარაკის კაფიის" დარბაზის ბჭე -
</b>აბდია კარატიელი</b>


<big>მოკლე ცნობები ქართული ვიკიპედიიდან</big>

<b>კაფია</b> (არაბ. ყაფია - რითმა), ქართული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსი, რომელიც სახელდახელოდ იქმნება ლექსით შეჯიბრში. ლექსებით კითხვა-პასუხის მიგება ხდება როგორც სხვისი, ისე საკუთარი ლექსებითაც. კაფიის სახელწოდება მიუთითებს, რომ ესთეტიკური ეფექტისატირულ-იუმორისტული ხასიათის შინაარსისთვის რითმის იმპროვიზაციულ დაძებნაშია.

კაფია არსებობს ცალფა და ორფა. ფშავ-ხევსურეთში კაფიას თავისპირის ლექსსაც უწოდებენ.

<b>გალექსება</b>, ქართული ხალხური სიტყვიერების სატირულ-იუმორისტული პოეტური ჟანრი; პაექრობა ორ მოლექსეს შორის. გალექსების თემატიკა ძირითადად ლოკალური ხასიათისაა (სათემო, საგვარეულო, საოჯახო, პიროვნული და ა. შ.). გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ფშავ-ხესურეთში. არსებობს პირდაპირი და დაბარებითი გალექსება. პირდაპირი ზეპირი სახისაა, დაბარებითი კი გვხვდება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით. გალექსება უახლოვდება ცალფა კაფიას, უფრო მეტად კი - გაშაირებას.

<b>გაშაირება</b>, ხალხური პოეტური ტურნირი, მეტოქეთა პაექრობა სალაღობო ერთსტროფიანი ლექს-სიმღერებით (შაირებით). სრულდება მუსიკალური ინსტრუმენტის (სტვირი, ჩონგური, ფანდური, გიტარა და სხვა) თანხლებითაც. გაშაირება სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა, მოიცავს საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სოციალურ მოტივებს. გაშაირების ტრადიცია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. მისი პირველი ჩამწერია იოანე ბატონიშვილი (1768-1830). გაშაირება შეიძლება წერილობითაც, მას ბევრი რამ აქვს საერთო გალექსებასთან.

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს