ლიკა ჭელიძე ლიტერატორი გაწევრიანდა: 1 სექტემბერი, 2010 ლიკა
დაბადების დღე: 12 იანვარი, 1985 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 26 სექტემბერი, 2024 11:54:46
კადრები
აბა რა პოეტი მე ვარ, არც ჭლექი მაქვს და არც უსახლ-კარო ვარ, ახლოს არ ვეკარები სასმელს. ქალის პოეტობის მაინც არ მჯერა. ჯერჯერობით იყოს ასე, იძახონ, მეძახონ. კადრებად ვხედავ მოგონებებს, ნეგატივს, პოზიტივს, მოდი მაინც ვიტყვი, აბა, რა პოეტი მე ვარ, ვსუნთქავ და ვცოცხლობ. აბა, რა კადრები ესენი არიან, ტივტივებენ გონებაში, ნეგატივი, პოზიტივი და მაინც, ყველა კადრი ჩემთან ერთად მოკვდება. აბა, რა პოეტი მე ვარ, ვერც კი ვკვდები.