აბა, დასრულდა ნამუშევრების მიღება? ბევრი კონკურსანტია? რა ინფორმაციებს ველოდოთ?
ნამუშევრების მიღება დამთავრდა
ახლა გამოვაცხადებთ კონკურსის ჟიურის და მერე კი დაველოდებით ჟიურის შეფასებებს
ვისთვის კარგი ინფორმაციები იქნება ჟიურისგან და ვისთვის ცუდი
ვნახავთ ყველაფერს ერთად.
ქალბატონი მანანა კვაჭანტირაძე - ლიტერატრურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟურნალ “კრიტიკის“ რედაქტორი.
სიაში წევრთა ჩამოთვლის თანამიმდევრობა ემთხვევა, მათგან ჟიურის წევრობის დადასტურების მიმდევრობას.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და გულშემატკივრებს
ჯერჯერობით არავისგან არ შემოსულა არც მოთხოვის საკონკურსოდ არ დაშვებაზე პრეტენზია და არც მოთხრობის უკან გათხოვნის მოთხოვნა
და ამ დარჩენილ 3 საათში ალბათ აღარც მოვა
ამაღამ ჟიურის წევრებს გადაეგზავნებათ მოთხრობები შესაფასებლად და შემდეგ კი დაველოდებით მათგან შეფასებებს
სავარაუდოდ 23 ან 25 სექტემბერს უკვე გვეცოდინება გამარჯვებულები
ვთხოვ ჟიურის წევრებს უკვე ხვალ დილიდან ან ამაღამაც ნახონ და ჩაიბარონ მოთხრობები.
ასევე ვთხოვ კონკურსის 4 მონაწილეს, რომელთაც არ გამოუგზავნიათ შევსებული კითხვარები, იქნებ ხვალ მაინც გამოაგზავნონ.
ჟიურის წევრებს ამ წუთას გადავუგზავნე მოთხრობები შესაფასებლად
შეფასებებს ველოდებით ორშაბათისთვის.
ოთხშაბათ- ხუთშაბათს ალბათ სრულად მიღებული მექნება ყველა შეფასება და შედეგებსაც გამოვაცხადებთ
წარმატებები მონაწილეებს და ჟიურის კი კითხვის სასიამოვნო პროცესი
მთავარია არა ის, თუ რამდენი ნაწარმოები შემოვიდა
არამედ ის, თუ რამდენი გადაეცა ჟიურის შესაფასებლად
ჟიურის შესაფასებლად გადაეცა 13 მოთხრობა და ველოდებით ჟიურის შეფასებებს.
ამ მომენტისთვის მაქვს ჟიურის 3 წევრის შეფასება
დანარჩენი 4 ალბათ ამ შაბათ-კვირას მომაწვდის თავის შეფასებებს და შემდეგ იქნება მეორე ეტაპი
ისიც 2 დღეში დამთავრდება და სულ მალე გავიგებთ, ვინ გახდნენ კონკურსის გამარჯვებულები
ბოლო მომენტამდე, ანუ საიტზე საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე ჟიურის წევრებისთვისაც უცნობია გამარჯვებულების ვინაობა
ჟიურის წევრებმა იციან მხოლოდ საკუთარი შეფასებები და ისინიც დიდი ინტერესით ელოდებიან შედეგებს
წარმატებები კონკურსის მონაწილეებს
და ყველას ყველა კარგ საქმეში
პირველ რიგში მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვუცხადო ნიკის და ჩემს კოლეგებს - ჟიურის წევრებს! - შესანიშნავი შემადგენლობაა და იმედია, დიდი შეხლა-შემოხლა არ გვექნება შეფასებებში.
წარმატებები ყველა მონაწილეს და... გულწრფელად მიყვარს "ლილე"!
ვკითხულობ საკონკურსო მასალებს გულდასმით და პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, - კომფორტულად ვგრძნობ თავს!