ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ცისფერი ყანწები

1
ავტორი შეტყობინება

დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 20:57:09
ცისფერი ყანწების� ლიტერატურული ჯგუფი

მე-20 საუკუნის ათიან წლებში, ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი �ცისფერი ყანწები�. ამ პოეტურმა სკოლამ მთელი მისი არსებობის პერიოდში, გარკვეული კვალი დააჩნია ქართულ მწერლობას. �ცისფერი ყანწელების� პოეტური ორდენი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ჩამოყალიბებული ლიტერატურული პროგრამით და მანიფესტით, რომლითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური კრედო. რომანტიკოსები ეძებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისევე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. სიზმარეულმა ცისფერმა ყვავილმა ზმანებაში ქალის სახე მიიღო და მატილდა დაერქვა. შემდეგ სიმბოლისტემბა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის ანუ მიღმული სამყაროს-სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს.

�აქ მრავალი ცისფერი ფერი, ეს ფერი მარად თვალს ეყვარება� წერდა ჭაბუკი გალაკტიონი 1916 წელს.

ცისფერს ქართული ყანწები შეერწყა. ქართული ტრადიციის ატრიბუტი, რომელიც ხმიანებდა ახალგაზრდების შემეცნებაში და უკავშირდებოდა თრობას და ბოჰემას. ამ ორი სიტყვით მიღებული მეტაფორა ნიშავდა მარადისობით გატაცებას, სწრაფვას იდუმალი და შორეული ნაპირისაკენ.

ნიკოლო მიწიშვილი

ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"

მარად ლექსები, პოეზია, გადაქანება. საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ, ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები, ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს, ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ, ჩვენი დარტყმული ამ ქვეანას დარჩება ლარი, თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ და ჩვენს ლექსებზე აინთება ლოცვის ოლარი.

ის თუ რომელი წელი უნდა მივიღოთ ამ ქართული სიმბოლისტური სკოლის შექმნის თარიღად, ცალკეულ ავტორთა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რიგი მწერლებისა თუ ლიტერატურათმცოდნეებისა 1915 წელს ასახელებს, რიგი კი-1916 წელს, ჟურნალ �ცისფერი ყანწების� გამოსვლის თარიღს უკავშირებენ,

რომელშიც დაბეჭდილი იყო ჯგუფის ლიტერატურული მანიფესტი. ახალი სკოლის გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდა მაშინდელი საზოგადოება. კიტა აბაშიძეს უთქვამს: ,,ჩვენს ლიტერატურაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა გულისწყრომით შეხვდა. მაგრამ ასეთია ყოველი ჭეშმარიტად ახალი მიმართულების ბედი; ილიასა და აკაკის სარბიელზე გამოსვლასაც ხომ ასევე შეხვდა მაშინდელი საზოგადოება". ამ ჯგუფის შემკრები, ორგანიზატორი და მისი პირველი ჟურნალის რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი, რომელიც ჩასულა სიმბოლიზმის სამშობლოში, მოევლო პარიზი, გასცნობოდა მონმარტსა და ლათინურ კვარტალს, პაბლო პიკასოსა და გიიონ აპოლინერს და ახლა ეწადა პროვინციულ ქუთისში წმინდა ხელოვნების სული დაემკვიდრებინა. სანდრო ცირეკიძის სიტყვით - �დირიჟორი ყველაგან - პაოლო იაშვილი არის გაბედული არქიტექტორი, ორდენის. ატლანტივით ორივე ხელით უჭირავს ცისფერყანწელების სიმძიმე�.

�წითლი ხარის გამძლებია მაგარი ჯიში და იალაღზე შენ იქნები მუდამ წინამძღვრად�,- მიმართავდა პაოლოს ტიციან ტაბიძე.

პაოლო საზოგადოებას აოცებდა სიურპრიზებით და ექსპრომტებით. გალაკტიონის შემდეგ, ის იყო ყველაზე ნიჭიერი ლირიკოსი. �ცისფერი ყანწების� �წინათქმა� - მანიფესტი პაოლოს ეკუთვნოდა. მართალია, ჟურნალში დაბეჭდილი მასალები სიმბოლისტური იყო, მაგრამ მანიფესტი უფრო გავდა მარინეტისა და სხვათა ფუტურისტულ დეკლარაციებს. მარინეტის მანიფესტის თვალმიდევნებით წერს პაოლო იაშვილი: �ვისაც სურს მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულსა და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებასა და ფრინველთა გალობას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას.� იგი სოლიდარობას უცხადებდა ფუტურიზმის ბელადს: �ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას. უარვყოფთ წარსულს, როგორც მზით განათებულს , ისე ღამეში შეწუხებულს, წარსულის ოქროს გვირგვინებს გამოვტაცეთ ძვირფასი მარგალიტები და გადავისროლეთ დავიწყების ზღვაში�.

პაოლო იაშვილი

ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული, ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული, ლამაზ რითმისთვის ერთი წამით ჩაფიქრებული ვამაყობ მითი რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.

დამონებულ ხალხს შევაპარე სიტყვა თარსული, ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული, მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული, მათრობს გაშიში, სურნელება ძველი, სპარსული.

საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა, მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი მე თუ მენდობა, ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი. მე მახალისებს მხოლოდ ჩემი Salto-Mortale, შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა და რუსთველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

1917

ერთი სიტყვით, პაოლო იაშვილის მანიფესტი არის სიმბოლიზმისა და ფუტურიზმის ლოზუნგების ნაერთი, რომელშიც მთავარია ფუტურისტული იდეები. �ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები�.

1922 წელს, როცა ქართველმა ფუტურისტებმა დაბეჭდეს �საქართველო - ფენიქსი�, თავიანთი იდეები გადმოსცეს სიმბოლისტური პათეტიკით, ნიცშესებური სტილით. როგორც ჩანს, პაოლო იაშვილი ვერ ხედავდა , რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს გამორიცხავდა და მათი შეხამება ისევე ვერ მოხერხდებოდა როგორც ცეცხლისა და წყლისა.

პოეზია გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები. არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება. დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს: �ეს კაცია ლექსის მწერალი�, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი. რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო, რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა, რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა. შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება. რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია. 1926 (2-ე ნაწილი)

1916 წელს �ცისფერი ყანწების� ლიტერატურულ ჯგუფში გაერთიანდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი,  კოლაუ  ნადირაძე, ივანე ყიფიანი, სანდრო ცირეკიძე და სხვა. 1918 წლიდან მათ შეემატნენ: გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე შალვა აფხაიძე, შალვა კარმელი, ნიკოლოზ მიწიშვილი და ალი არსენიშვილი. ტიციან ტაბიძე ავტოპორტრეტი უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა. იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები, მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა. მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები, ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები, სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები, ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით. აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი, ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი, ვფურცლავ მალარმეს �Divigation�-ს. იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი, ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე, რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო. 1916

კოლაუ  ნადირაძე ოცნება საქართველოზე სანდრო ცირეკიძეს დავიწყებული ძველი ფონები და ნანგრევები დიდ ციხეების: ჩვენი დიდება მოსაგონები, ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების. შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი... მოთაფლისფერო სახე მამების; და საცეცხლურში ცოტა ნაცარი და შავი ხატი წმინდა სამების. ნიშანი ბედის - კარზე ნალები, სახურავები დასავსებული და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები უმანკო სევდით ამოვსებული. 1917

�ცისფერი ყანწების� ლიტერატურული ჯგუფი სხვადასხვა დროს უშვებდა შემდეგ პერიოდულ გამოცემებს: გაზეთები - �ბარიკადი�(რედაქტორი - ტიციან ტაბიძე), �ბახტრიონი�(რედაქტორი - გიორგი ლეონიძე), �რუბიკონი�,�ლაშარი� და �პოეზიის დღე�(რამდენიმე ნომერი); ჟურნალები - �ცისფერი ყანწები�(რედაქტორი პაოლო იაშვილი), �მეოცნებე ნიამორები�(რედაქტორი პაოლო იაშვილი) და �მშვილდოსანი�(რედაქტორი სანდრო ცირეკიძე). �ცისფერი ყანწები� ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს იყო მტკიცედ შეკრული ლიტერატურული ჯგუფი მწერლებისა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ურთიერთ -ლიტერატურული მხარდაჭერით, როგორც ბეჭდვით ორგანოებში, ასევე საჯარო გამოსვლებსა და დისკუსიების დროს. ყანწელებში, შინაკორპორაციულ დისციპლინასთან ერთად, იგრძნობოდა საერთო მხატვრულ-ესთეტიური რწმენისადმი ერთგულება და ერთსულოვნება.�ცისფერი ყანწების� სიმბოლისტურ სკოლაში არ ქონდა ადგილი შიდაკორპორაციულ დაჯგუფებებს, ერთგვარ ლიტერატურულ ჯგუფშიგა �მწვალებლობას�. გალაკტიონ ტაბიძე

ეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის? - ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის. რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? - - ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი. - ეს რა შავბნელი კვამლი მოედო, რა ბურუსები მოაქვს რგოლებად? - ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო, თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება. - ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა, რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს? - ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა, ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს... -ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო, რა ჟრიამულმა გადაიჟღერა? - ეს სიმღერაა შენი, პოეტო, გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

�ცისფერყანწელები� შეუცვლელ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ გრიგოლ რობაქიძეს, რომელსაც საზოგადოება აღიარებდა და მათზე 10-15 წლით ადრე მოევლინა ქვეყანას. მას უწოდებდნენ თავიანთი ორდენის �კარდინალს�, �უწმინდესსა� და �უნეტარესს� (პაოლო), �მელექსეთ ბაშს�(ტიციანი) �დროშასა� და �მხედართმთავარს�(გიორგი ლეონიძე), �ქართული პოეზიის ტვინს�(ნიკოლო მიწიშვილი), �პოეზიის მეტრს�(პავლე ინგოროყვა). ეს მაშინ, როცა გრიგოლს ჯერ არ დაეწერა �ლამარა� და �გველის პერანგი�. ხოლო გალაკტიონზე დუმდნენ, თუმცა დაბეჭდილი ჰქონდა უმთავრესი შედევრები! ჟურნალ �ცისფერი ყანწების� პირველ ნომერში ტიციან ტაბიძე წერდა: �სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. მისი ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია.�


გრიგოლ რობაქიძე ტიციან ტაბიძეს შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები. ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას. ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები: ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს. ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები: ჟღალი თვალებით �შიში ძველი� შენთან მოიარს. წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს. ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას, როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, - ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან: რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია. სტამბოლიდან-ბათომს 1919 მარტის 31, ბრიტანიის გემი �კატიომბა� პაოლო იაშვილს ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს, სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს. გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება. ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება, გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის. პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი, ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი. შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი. მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.

საქართველოს ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი. ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული. ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი. და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული. ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული. მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური, მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის: უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, - და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი. 1919 შეიძლება ითქვას, �ცისფერი ყანწები� სიმბოლისტურ მიმდინარეობად აქციეს გალაკტიონ ტაბიძემ, ტიციან ტაბიძემ და ვალერიან გაფრინდაშვილმა. მათ თავიანთ რკალში გადაიყვანეს პაოლოც, გრიგოლიც და იოსებ გრიშაშვილიც. ტიციანი და ვალერიანი თეორიიდან ამოდიოდნენ და ისე თხზავდნენ პირველ სიმბოლისტურ ლექსებს. ხოლო გალაკტიონს უკვე დაწერილი ჰქონდა სიმბოლისტური ლირიკის წარუვალი ნიმუშები. ცისფერყანწელთა ძირითადი პრინციპები იყო: 1.ხელოვნურობის პრიმატი. 2.ორიგინალობა. 3.საკუთარი ,,მე"-ს გამორჩეულობის განსაკუთრებული შეგრძნება. 4.პოეტური ნიღბების სიყვარული. 5.ბოჰემა 6.სიმახინჯის ესთეტიზება და სხვა.

ვალერიან გაფრინდაშვილი სანტიმენტალური ტრიოლეტი ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა. მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად � მარტოობით ნაალერსალი. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.

მთელი ქართული მოდერნიზმი ევროპისკენ სწრაფვა იყო. ეს ტენდენცია გადავიდა პოლიტიკაშიც და ასე გამოხატა მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ: �მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებსო.�

�ცისფერყანწელები ერთი პოეტია�, სამართლიანად შენიშნავდა შვიდი წლის შემდეგ პაოლო იაშვილი, ბუნტირი, იმპროვიზატორი და ორატორი. ყანწელთა ორდენს ქონდა დისციპლინა, საოცარი სიყვარული და თანადგომა ერთმანეთისადმი. ამით ისინი მართლაც გავდენ ცამეტ ასურელ მამას, ქართლში რომ დათესეს ნამდვილი ქრისტიანობა. მაგრამ კარჩაკეტილები არ ყოფილან, პირადადაც იცნობდნენ რუს მოდერნისტებსა და ავანგარდისტებს. ყველა �ცისფერყანწელმა�, გიორგი ლეონიძემაც კი, თავისი საუკეთესო ლექსები დაწერა სიმბოლისტობის პერიოდში.ისინი კოლექტიურად ამკვიდრებდნენ იმ ესთეტიკას, რაც გადმოსცა ერთადერთმა გალაკტიონ ტაბიძემ, და მათზე გაცილებით უკეთ. მაგრამ ყველა �ყანწელი� ერთ აზრს როდი იმეორებდა. მათ ქონდათ საკუთარი თვალთახედვა, ოღონდ მეტი რამ აერთიანებდათ, ვიდრე სთიშავდათ. ასევე მიიჩნევდნენ, რომ როგორც რუსთაველის ,,მოწყვეტილმა" სიტყვამ დააგვირგვინა უნივერსალური საქართველო, ასევე, გვირგვინით უნდა შეემკო იგი ახალ სკოლას - სიმბოლიზმს. მას უნდა გაეცხოველებინა მდიდარი ფერები, სურნელოვანი ხმები, წინათ უცნობი განცდა აესახა - ამისთვის კი შეექმნა ახალი სიტყვები, გაეხალისებინა ძველი, ობით დაფარული თუ დაჟანგული.
(3-ე ნაწილი)

,,დღეს პოეზია ქმნის ახალ მითებს. წარმართულმა და ქრისტიანულმა მითოლოგიამ დაკარგა კავშირი ჩვენს შეგნებასთან და პოეტიც სხვა ობიექტებს ეძებს თავისი შემოქმესდებისათვის. ძველი მითები არავის არ სწამს, იმავე დროს ჩვენ გვინდა მითი, ჩვენ გვწყურია მითი", - წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი. ცისფერყანწელთათვის წაშლილი იყო ზღვარი წარმოსახულსა და რეალურ სამყაროებს შორის. მათთვის ყველაფერი რეალურია, რაც აისახება პოეზიაში. მათთვის სამყაროს მეტაფორულობა იხსნება პოეზიით, ამ გზით ისინი მარადიულობას ეზიარებიან.

გალაკტიონ ტაბიძე ხელოვნება ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის, და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის. დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე, ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე. და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი, რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი? და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება. ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!.. მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: - "ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული. ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი, რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი... არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი, მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი. არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი, აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!" შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება... მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება. 1909
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დაიწყო ,,ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის მხატვრულ-იდეური კრიზისი. ამის მაუწყებელი იყო ის ლოზუნგი, რომელიც მათ გადმოისროლეს 1923 წლის დასაწყისსი, კერზოდ - ,,დაბრუნება მიწასთან". მაგრამ ცისფერყანწელები გრძნობდნენ, რომ ,,დაბრუნება მიწასთან" ძველი სიმბოლისტური ესთეტიკითა და დეკადენტური მხატვრული პროდუქციით შეუძლებელია, რომ დრო ახალ თემებსა და პოეტურ სახეებს მოითხოვს, რომ საჭიროა ახალი გზების ძიება პოეზიაში. ამ ახლისადმი დამოკიდებულების გრძბობამ მისცა პირველი ბზარი ,,ცისფერი ყანწების" პოეტურ ორდენს - ნაწილი მისი წევრებისა ახალ ფორმალისტურ ძიებებს მიეცა. ეს მხატვრულ-იდეური წინააღმდეგობანი ,,ცისფერი ყანწების" რიგებში დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და მის ორგანიზაციულ მხარესაც შეეხო. ლიტერატურული ორდენის წევრებმა ეს კრიზისი დაძლიეს 20იანი წლების მეორე ნახევარში, თუმცა კრიზისის დაძლევამ კიდევ უფრო დააჩქარა ,,ცისფერი ყანწების" დაშლა და საბოლოო ლიკვიდაციის წინაშე დააყენა. 1960 წელს შ.აფხაიძემ ჟურნალ ,,მნათობის" ფურცლებზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ,,ცისფერი ყანწების" კრების ოქმს, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ. აი ეს დადგენილებაც: ,,ლიტერატურული ჯგუფი აღიარებს, რა: 1. რომ მისი სახელწოდება და ლიტერატურული პრაქტიკა აღნიშნავდა ობიექტურად წვრილ-ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ბაზაზე აღმოცენებულ ესთეტიკურ-ინდივიდუალისტურ იდეოლოგიის გამოვლინებას. 2. რომ საქართველოს ოქტომბრის მიერ შექმნილმა და შემდეგ გაღრმავებულმა გიგანტურმა სოციალურმა გარდაქმნამ ჯგუფის მერმინდელ პრაქტიკას ნაწილობრივ მისცა ახალი შინაარსი. 3. რომ თანამედროვე რეკონსტრუქციის პერიოდის შინაარსის მისაწვდომად და მისი ანარეკლის მოსაცემად საჭიროა სხვა შემოქმედებითი მეთოდები, რომელიც იჭედება მოწინავე რევოლუციური ლიტერატურის მთლიან ფრონტზე და რომ მომავლის დაუფლებისათვის ,,ცისფერი ყანწების" განვლილი იდეოლოგიურ-მხატვრული გზები დაძველებული და უვარგისია.

დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:18:18
ტიციან ტაბიძე,ნინა მაყაშვილი,კოლაუ ნადირაძე და ვალერიან გაფრინდაშვილი


დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:22:34
ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი


დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:31:33
გიორგი ლეონიძე,ტიციან ტაბიძე,მიხეილ ჯავახიშვილი,პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი


დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:40:15
ბიოგრაფია: პაოლო იაშვილი (1892-1937)

პაოლო იაშვილი დაიბადა 1892 წლის 29 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში.

პოეტის მამა ჯიბრო (ჯიბრაელ) იაშვილი შეძლებული აზნაური იყო. საქართველოში მას კარგად იცნობდნენ, როგორც განსწავლულ პროვიზორს (ფარმაცევტს) რევოლუციამდე საკუდარი აფთიაქიც ჰქონია. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. თავად პაოლო მამამისს „ლირიკულ აფთიაქარსაც“ უწოდებდა. მისი უაღრესად პოეტური ბუნების გამო, მამას პოეტმა ლექსიც მიუძღვნა – „აფთიაქარი“.

პაოლოს დედა – ბაბილინა მდივანი ღრმად მორწმუნე, სათნო და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.

იაშვილების ოჯახს პაოლოს გარდა კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა – ოთხი ვაჟი და ერთი ქალი, ოჯახის წევრთა უმრავლესობას ტრაგიკული ბედი ერგო: ერთი ძმა 1924 წელს დახვრიტეს, შორაპანში. მეორე – 1940 წელს გადაასახლეს…

1900 წელს პაოლო იაშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ ჯგუფში შევიდა, აქვე სწავლობდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე… პაოლოსდროინდელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ეროვნული მოძრაობის მძლავრი კერა იყო. მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ ეროვნული უფლებების, ქართული ენის დასაცავად. ამის გამო, ისინი ხელისუფლებისა და გიმნაზიის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ასეთ პირობებში ცხოვრებამ, ბუნებრივია, კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პოეტის სულიერი სამყაროს, ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაზე.

1911 წლიდან პ. იაშვილმა სწავლა ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში განაგრძო, 1913 წელს გამოიცა ჟურნალი „ოქროს ვერძის“ პირველი ნომერი. (ამავე სახელწოდების ჟურნალს სცემდნენ მოსკოველი სიმბოლისტები). ჟურნალის გამოცემა იმავე წელს შეწყდა.

მალე პაოლო იაშვილი პარიზში გაემგზავრა და ხელოვნების ინსტიტუტის მსმენელი გახდა. აქ კიდევ უფრო გაღრმავდა მისი დაინტერესება სიმბოლისტური პოეზიით. საფრანგეთში პოეტს საშუალება მიეცა, ღრმად გაცნობოდა ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.

1915 წელს პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დაიდო ბინა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.

1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, რომელიც იხსნებოდა პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული, 1920 წლის 20 მაისს პაოლო იაშვილის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული გაზეთი: „პოეზიის დღე“.

1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი და პაოლო იაშვილი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ლიტერატურული მისწრაფებანი მან ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოავლინა, წერდა ქართულ და რუსულ ლექსებს.

პაოლო იაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა დიდი შემოქმედი, უმძიმესი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერყანწელებს“ და თავად პაოლოს რამდენადმე ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, უფსკრული მათ შორის დღითიდღე ღრმავდებოდა. ზოგიერთი ცნობით, პაოლო იაშვილი თითქოსდა აღტაცებით შეხვდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს, მაგრამ ქართული ჯარის გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებში აღნიშნჟლია, რომ პაოლოსა და მისი მეგობრების როლი 25 თებერვლის ამბებში აღელვებული ხალხის დამშვიდებით და თბილისში წესრიგის დამყარებით შემოიფარგლებოდა.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იგონებს, რომ ვინაიდან პოეტები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქალაქში, მას თავად მიუცია მათთვის დავალება, როგორმე დაეშოშმინებინათ აღელვებული ხალხი, მისულიყვნენ ბოლშევიკთა ხელისუფლების წამომადგენლებთან და ეთქვათ, რომ საქართველოს ჯარმა და მთავრობამ დატოვა თბილისი და ეთხოვათ ზომების მიღება, რათა არეულობით არ ესარგებლათ ცალკეულ ჯგუფებს და არ დაეწყოთ ხალხის ძარცვა, წლების მანძილზე, ეს ფაქტი მიჩქმალული იყო და 1921 წლის 25 თებერვალი ლაქად აჩნდა „ცისფერყანწელთა“ ბიოგრაფიას. (ამის შესახებ იხ. თამარ წულუკიძის მოგონებები, ჟურნალი „დროშა“, 1973 წ.).

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება პ. იაშვილს ერთხანს „მოწყალე თვალით“ უყურებდა. 1927 წელს იგი აირჩიეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად. 1934 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1934 წლამდე მივლინებული იყო მოსკოვში, მწერალთა საკავშირო ყრილობაზე. მთავრობამ შრომის წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოვა პოეტი, მაგრამ პარალელურად ძლიერდებოდა ხელისუფალთა ზეწოლა შემოქმედებითი ინტელიგენციის, განსაკუთრებით კი მწერლობის წარმომადგენლებზე. იმ ბრალდებებსა და ეპითეტებს, „ხალხის მტერი“, „ჯაშუში“, „ნაციონალისტი“, „რევანშისტი“, რომლითაც ხელისუფალნი ამკობდნენ მათთვის მიუღებელ პიროვნებებს, ვერც პაოლო და მისი მეგობრები ასცდნენ. მათ გაუხსენეს სიმბოლისტური წარსული და ბრალი დასდეს „ხალხის ინტერესებისადმი გულგრილობაში, უიმედობაში, ცხოვრებისგან მოწყვეტაში“ საავდრო ღრუბლები პაოლოს თავზეც იკრიბებოდა… „პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, იყო პაოლო იაშვილი“ (ა, ნჯლლაიშვილი).

„მხოლოდ ინდივიდუალიზმი და კამერულობა“ – ასე შეაფასეს ბოლშევიკური იდეოლოგიის მესვეურებმა პოეტის მიერ 1932 წელს შექმნილი საუკეთესო ლექსები: „მაგიდა – ჩემი პარნასი“, „როგორც აფრის ტკაცუნი“ და სხვ. ამგვარმა უსამართლო კრიტიკამ და ზოგადად შექმნილმა უმძიმესმა სიტუაციამ საშინლად იმოქმედა პოეტზე… თანამედროვეთა გადმოცემით, ბოლო ხანებში იგი განმარტოვდა, გულჩახვეული გახდა. თავის განუყრელ მეგობარს – ტიციან ტაბიძესაც კი იშვიათად ხვდებოდა,

… და ეს ყველაფერი 1937 წელს ტრაგიკულად დასრულდა: პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:48:10
გერონტი ქიქოძე – „პაოლო იაშვილი”


16:24 04.09.2012
[გიორგი მახობეშვილი]

1885 წლის 4 სექტემბერს  ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ეროვნული იდეოლოგი გერონტი ქიქოძე.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა განაგრძო ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1912 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.

გერონტი ქიქოძის პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ლიტერატურული მოღვაწეობა  1910 წლიდან დაიწყო.

1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.

1927-1928 წელს გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება “არიფიონისა“ და ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელიც ("არიფიონის" წევრები იყვნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ს. შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მ. ჯავახიშვილი).

ბრწყინვალე განათლებისა და შესანიშნავი ქართულის მცოდნემ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ენაზე ფრანგული ლიტერატურის შედევრების თარგმნაში. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშად ითვლება გერონტი ქიქოძის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი „ტრისტანი და იზოლდა“, „წითელი და შავი“. „იტალიური ქრონიკები“, „შაგრენის ტყავი“, პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

მშვენიერი გემოვნების ლიტერატორის კრიტიკული წერილები და ესეები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. ქიქოძის შრომებს შორის აღსანიშნავია "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "მოგონებები, სიტყვები, წერილები", „ეტიუდები და პორტრეტები" და სხვა. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე".

მნიშვნელოვანია იგი როგორც ეროვნული იდეოლოგი.

გერონტი ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მკითხველს ვთავაზობთ გერონტი ქიქოძის წერილს ჩვენს დიდ პოეტზე, პაოლო იაშვილზე.

გერონტი ქიქოძე

პაოლო იაშვილი

პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე. ამ ქუჩის სახელწოდება, უეჭველია, იქიდან წარმოდგება, რომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდა. ეს იარაღი უცნობი იყო ძველ საქართველოში, ხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენ. წარმოიდგინეთ ძალიან მაღალი სახრჩობელა; ზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებული, მასში გრძელი თოკი იყო გაყრილი. ამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელ-ფეხშეკრულ დამნაშავეს, ხოლო მეორე თვით ჯალათს ეჭირა ხელში: ის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდა, ხოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდა, რაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.

პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭვუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა.

ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსები, სადაც ეს ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერა; რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო, მაგრამ ბიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: ”ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით”.

პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს, თვით ისეთებს, რომელთა ენა მან კარგად იცოდა. მან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო, მათ შორის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერი, რომელიც სიმბოლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონია, სიურეალისტებს დაუახლოვდა.

მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა ვინმე. როგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგში, ისე უსირცხვილო მულატ ქალზე, „შავ ვენერაზე”, კატორღელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი ”ბოროტების ყვავილებით” დეკადენსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაში. მის პატარა პროზაულ პოემებში, მის ლირიკულ ლექსებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთ, ინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობა. თუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ის ბოლომდე არტისტული ბოჰემის, დენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩა. და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. ”ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰარი აასოს, მისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალს, რომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში”. ეს სიტყვები ამთავრებს ბოდლერის სონეტს ”გაბზარულ ზარს”, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყება: ზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარე, შორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმის, ისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებში. რა კონტრასტაია ზემომოყვანილ ტრაგიკულ სტრიქონებთან და რა სულიერ გათიშვას მოწმობს ეს ლექსი!

პაოლო იაშვილს ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი „დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა. „იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თვალებს დახუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს: მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ”.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში არაფერი იყო დეკადენტური: გეგონებოდათ, ის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულითო. ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, მას ნარკოტიკები სჭირდებოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისთვის.

მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდობილი, ხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელად. თვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კიდევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაზირავ მოზვერსა ვგავარო.

როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ”ცისფერი ყანწების” ორდენი დაარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით. მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს. თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმნა პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრი, ერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა ”ნასროლი”.

პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქო თავისთვის სჭარბობდა.

როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდა, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე.

პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა.

სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული. ერთ ლექსში, რომელიც უფრო თვითშეგონებას წარმოადგენდა, ვიდრე მორალის ქადაგებას, ის ამბობდა:

ვინც გაიტაცა ახალ თაობამ,
გადაქცეულან რკინის კაცებად,
ნუთუ პოეტებს გვეპატიება
აზნაურული გაზარმაცება?

პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ”ცისფერი ყანწელების” ასოციაციას თუ ის მხატვრის გზას გაჰყოლოდა, შეიძლება გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყო. მან დაუდევარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის პროფილები; მაგრამ მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს.

ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ დავინახთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე იმაში ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამური გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელი სინანულს გამოთქვამდა, რომ ის როყიო ტყვიის  მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.

ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას.

1957



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2015 21:56:36
მცირე მოგონება მეტად დიდ კაცზე.

წაღვერი. იდგა 1917 წლის აგვისტო. მაშინ ქართული გიმნაზიის მეხუთე კლასის მოწაფე ვიყავი, საზაფხულო არდადეგებზე მშობლებთან ჩამოსული.

ტკბილად გატარებული ზაფხულის დღეები იწურებოდა. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც წაღვერის პარკში მივიჩქაროდი, სადაც ამხანაგი გოგონები მოუთმენლად მელოდნენ; შეიძლება, მე კი არ მელოდნენ ისე, როგორც მზესუმზირის თავს, რომელსაც მე მათ დავპირდი.

სწორედ მზესუმზირის დიდი თავით, რომელიც ჩვენს ბოსტანში მოვწყვიტე, სიხარულით მიმქონდა მათთვის. გავცდი თუ არა ხიდს, მოულოდნელად ვიღაც მეტად ახოვანი და ლამაზი კაცი წამომადგა თავს, შემაჩერა და მითხრა: „ქალიშვილო, ქალიშვილო, როგორ არ გრცხვენიათ, მზესუმზირას ჭამთ და თანაც ქუჩაში იფურთხებით!“

თავი ავწიე, შევხედე; ისე დავიბენი, უცებ ვერ ვიცანი; მეგონა, პირველად ვნახე, მაგრამ მაშინვე მივაძახე, თქვენ კი არ გრცხვენიათ, მამაკაცი ქალსავით რომ შეპუდრულხართ–მეთქი.

„ოო!“ –  გადაიხარხარა და მიპასუხა: „ეს იმიტომ, რომ ბუნებრივად შავი ვარ და ხელოვნურად მინდა თეთრი ვიყოო.“ და მე კი მოწყვეტილი ვარსკვლავივით გავექანე პარკისკენ, სირბილით ავირბინე პარკისკენ მიმავალი აღმართი, მივვარდი ამხანაგებს, მივუგდე მზესუმზირის თავი და აღელვებული, ტირილს რომ არაფერი მაკლდა ასე, რომ შემარცხვინა, ვამბობდი, ჩემს სიცოცხლეში არ შევჭამ, ვფიცავ, აღარ შევჭამ–მეთქი. მართლაც, მას შემდეგ მზესუმზირა არამც თუ მე არ მიჭამია, ჩემი შვილებიც მივაჩვიე, რომ არ ეჭამათ.

თბილისში წამოსვლამდე პარკში აღარ გამოვსულვარ, ისე მერიდებოდა იმ კაცთან შეხვედრა. ძალიან მიკვირდა, მე ასეთმა მორცხვმა და მოკრძალებულმა ბავშვმა, როგორ გავბედე და ვაკადრე ის, რაც ვუთხარი.  ისე წამოვედი თბილისში, რომ ის აღარ მინახავს. „როგორ ვერ იცანი“, მითხრეს ამხანაგმა გოგონებმა, – „ეგ ხომ ჩვენი სასიქადულო პოეტი პაოლო იაშვილი არისო“.

და შეიძლება განა, რომ არ მცოდნოდა, და როგორ არ ვიცოდი, წინა წლებში ხომ პოეტი პაოლო და მისი ამხანაგი სიმბოლისტები წაღვერის საზაფხულო თეატრში ცისფერი აბრეშუმის ბლუზებით, გვერდზე შეკრული საყელოებით, წელზე თეთრი აბრეშუმის გრეხილი ქამრებით შემორტყმული გამოდიოდნენ თავიანთი ლექსებით. და როგორ არ ვიცოდი, მე ხომ ჟურნალებს – „საფირონს“, „ლეილას“, „აისს“ სულ ვკითხულობდი, სადაც მისი ლექსები იყო.

1918 წელი. ისევ წაღვერი. ერთ საღამოს, რაღაცაზე განაწყენებული ჩემი ოთახის ფანჯარასთან, რომელიც მდინარეზე ხიდს გადაჰყურებდა, ვიჯექი და მწარედ ვტიროდი.

უცებ შემოვიდა ჩემი ბიძაშვილი შალვა კიკნაძე და მეუბნება:“რა დაგემართა, გოგო, რა გატირებს? იცი, ახლა ხიდზე პოეტი პაოლო იაშვილი დგას, ძალზე შეწუხებულია და მთხოვა, გამიგე რა აწუხებს ბავშვს, რომ ასე ტირისო.“

რას წარმოვიდგენდი, რომ ის, რომელმაც მე ისე შემარცხვინა,  და ახლა კი შეწუხებულია ჩემი ტირილით, იყო პოეტი პაოლო იაშვილი. ამ ამბის მეორე თუ მესამე დღეს ჩვენ ერთმანეთს შევხვდით წაღვერის სადგურზე. დამინახა თუ არა, მაშინვე მოვიდა ჩემთან და ისე მომექცა, თითქოს ჩვენ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.

მეტად ახოვანი, ლამაზი, ხუჭუჭთმიანი, ფართო მხარბეჭიანი ვაჟკაცი, რაღაც ბუმბერაზ ადამიანად მეჩვენა. მომცინარე, ფართო თვალებით, ხმა რიხიანი, მაგრამ ამავე დროს, ხმა მხიარული, თბილი, ტკბილი და მეტად მიმზიდველი. მე ისე დამორცხვილი ვიყავი, რომ ლაპარაკსაც ვერ ვბედავდი.

ერთ დღეს მეუბნება – როგორ არ მინდა ამ სიცხეში თბილისში წასვლა, მაგრამ წაღვერში ყველგან გამოკრულია განცხადება, რომ მოაგარაკეებზე პური არ გაიყიდებაო და სასტუმრომ, რომელშიაც მე და ჩემი ამხანაგები ვცხოვრობთ, პურზე უარი გვითხრაო.

ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ მესხეთ–ჯავახეთის საზღვრები თათრებმა გადმოლახეს, დაარბიეს საზღვარზე მცხოვრები სომხები და ქართველები, რომლებიც ახალქალაქ–ბაკურიანის გზით წაღვერის პარკში და მთელ გზატკეცილზე იყვნენ დაბანაკებული. აუარება ხარ–კამეჩი და მათ ვინ ჩიოდა, აუარება ბავშვები და მოხუცები იხოცებოდა, რის გამოც მთელი პური, რასაც თონე და ფურნე აცხობდა, მათზე მიდიოდა.

ჩემს ოჯახში ყოველდღე რამდენიმე თონე პური ცხვებოდა და მამაჩემი ურიგებდა ბავშვებს, მოხუცებს. მახსოვს, მაშინ ჩვენ წამოვიყვანეთ მშობლებდაღუპული პატარა გოგონა, გავზარდეთ წაღვერშივე გავათხოვეთ და დღესაც ცოცხალია, მრავალშვილიანი და შვილიშვილიანი.

მე პოეტ პაოლო იაშვილისათვის არაფერი მითქვამს, მაშინვე წამოვედი სახლში, გავახვიე რამდენიმე პური და მივუტანე პოეტს. მასთან იყო რამდენიმე პოეტი. შევპირდი, რომ სანამ ეს მდგომარეობა იქნებოდა, მე მათ პურს არ მოვაკლებდი. პაოლო შეწუხდა, არ იცოდა, რითი და როგორ გადაეხადა მადლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის და მისი მეგობრები არ დარჩენილან წაღვერში, მეორე დღესვე წავიდნენ თბილისში.

მარიამ აბაშიძე. 1966 წელი. წიგნიდან მოგონებები წაღვერზე



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი, 2015 20:51:17
"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"
"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა". პაოლო იაშვილმა უკანასკნელი სათქმელი ქალიშვილს ამ წერილის სახით დაუტოვა...

ვინაიდან "გზის" ამ ნომერთან ერთად, ლიტერატურული სერია "ჩემი რჩეული" მკითხველს პაოლო იაშვილის შემოქმედების გაცნობის საშუალებას აძლევს, გვინდა, ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც პოეტის რამდენიმე ცხოვრებისეულ ასპექტს შევეხოთ... გვესაუბრება ფილოლოგი, მკვლევარი ზეინაბ ლომჯარია.

- პაოლო იაშვილი სხვა "ცისფერყანწელებისგან" არაფრით განსხვავდებოდა, რადგანაც ეს ერთი მთლიანი ჯგუფი გახლდათ, რომლის წევრებიც ცდილობდნენ, ერთმანეთს დამსგავსებოდნენ. არ არის მართალი, რომ ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წელს პაოლო იაშვილმა ტიციან ტაბიძესთან ურთიერთობა შეწყვიტაო. პაოლო და ტიციანი სიამის ტყუპივით იყვნენ. უბრალოდ, ის იყო, რომ სიცოცხლის ბოლო ექვსი თვე პაოლოს მუდმივად დაკითხვებზე იბარებდნენ...

- მოგონებების მიხედვით, პაოლო იაშვილს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კულტურის მოღვაწეები აღიარებდნენ. მიუხედავად ამისა, პოეტს მტერიც ბევრი ჰყავდა...
- პაოლო იაშვილს მტრები მართლაც არ აკლდა. "თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები", - 1920 წელს ერთ ლექსში წერდა პოეტი. ეს "ბრაზიანი კაცი" მისი რუსული ენის მასწავლებელი იყო, რომელმაც ქართული "ძაღლის ენად" მოიხსენია. მეორე დღეს ყმაწვილი პაოლო შინ მიმავალ პედაგოგს წინ გადასდგომია და მხარში შურდულით ქვა უსვრია... პოეტის მტრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აქ ფილიპე მახარაძისა და ლავრენტი ბერიას დასახელებაც საკმარისია... 1916 წლის 27 თებერვალს ჟურნალი "ცისფერი ყანწები" დაიბეჭდა. 10 მარტს ფილიპე მახარაძემ გაზეთში "თანამედროვე აზრი" გამოაქვეყნა წერილი სათაურით "საბრალონი", გააკრიტიკა ჟურნალის მიმართულება; პაოლო, ტიციანი, იოსებ გრიშაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე "ლოთ ძმა-ბიჭებად" მოიხსენია და გალაკტიონიც გაჰკენწლა. 1923-1924 წლებში ბერიამ სისხლის კალოები დაატრიალა საქართველოში. შორაპანში, ვაგონში ჩაცხრილეს პაოლოს 20 წლის ძმა, ვასილი (ჭუნია), რომელიც დავით კლდიაშვილის ქალიშვილზე, ქეთევანზე იყო დანიშნული. უცნაურია ქართველი კაცი! ამ ტრაგედიის შემდეგ, იმერეთში სიმღერა შეთხზეს და გიტარის თანხლებით ასრულებდნენ: "ჭიათურაში ჩამომდგარა ზესტაფონის ჩეკა, ამეღამ ვისთან გაჩერდება, ვის წეიყვანს ნეტა?"

- პოეტისთვის ყველაზე დიდი მტერი ალბათ საბჭოთა რეჟიმი იყო...
- 1937 წლის მაისში კომპარტიის X ყრილობაზე ბერიამ სამი მწერალი გააკრიტიკა: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი. ეს ფაქტობრივად, განაჩენი იყო... 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის II სართულზე, საკუთარი თოფით თავი მოიკლა პაოლომ. მისი სახლიდან სამი ჩანთით გაიტანეს ხელნაწერები. პაოლოს ბლოკნოტი მისი ცოლის ხელჩანთაში იდო და ასე გადარჩა ხელნაწერების ის ნაწილი და კიდევ ერთი ნაწილი, მისი წიგნის შემდგენელს - შალვა დემეტრაძეს რომ ჰქონდა ოჯახში... მაშინდელი გაზეთები მკვდარ პაოლოსაც არ ასვენებდნენ - ახლობლებს მის საფლავზე ქვის დადებაც აუკრძალეს, წარწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ოჯახი და სანათესავო აუწიოკეს; დაუხვრიტეს სიძე (დის ქმარი), ძმა კონსტანტინე, ორი მამიდაშვილი და ორი ბიძაშვილი; დაუპატიმრეს ძმა, ივანე (ტუპია); გადაუსახლეს ძმისწული და ბიძაშვილი. პაოლოს დარდს გადაჰყვნენ პოეტის დედა და სიმამრი. ყველა ამ ადამიანს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული... განათლებულებს კი მოგეხსენებათ, სდევნიდნენ...

- რას გვეტყვით ელენე დარიანის შესახებ? ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ქალბატონი ელენე ბაქრაძე იყო, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და ლექსების ავტორად თავად პაოლოს მიიჩნევს.
- "ელენე დარიანის" ლექსების ავტორობას პაოლო იაშვილს 40-მდე თანამედროვე უდასტურებს, მათ შორის: ირაკლი აბაშიძე, შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი კალანდაძე, კოლაუ ნადირაძე. გრიგოლ რობაქიძის მოთხრობაში "ჟამსა ხუმრობისა" ყაფლან ორბელაძე, რომელშიც თავად ავტორი უნდა ვიგულისხმოთ, ამბობს: "კაცი დადის, შენი ჭირიმე, არხეინათ, შეგვხვდება - სიხალისეს მოგაფრქვევს, გადაგეხსნება გულით როგორც წყაროს თვალი, თუ კვიმატი დღე გაქ, - საბედნიეროდ მოგიბრუნებს, შაირს გეტყვის მისთანას, რომ სმენას დაგიტკბობს, ელენე დარიანის სახელით, თუმცა მალავს ამას, ისეთ შაირს თან მოაყოლებს კიდომ, რომ ცვედანიც ახალისდება ტრფიალისათვის..." ელენე ბაქრაძე უბრალოდ იბრალებდა ამ ლექსების ავტორობას... ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს და მე პირადად მეცნიერულად მაქვს დასაბუთებული.

- ცნობილია, რომ ტერენტი გრანელის დიდი სურვილის მიუხედავად, "ცისფერყანწელები" მასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. ამის მიზეზად რა შეიძლება ჩაითვალოს?
- არ დაიჯეროთ, თითქოს პაოლომ ტერენტი გრანელს შუა ქუჩაში ჩხუბი გაუმართა. ტერენტი უბრალოდ, დაბალი სოციალური ფენიდან გახლდათ. გარდა ამისა, ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა. არსებობს მოგონება, რომ პაოლო, პირიქით, ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. მისი მეგობრები იგონებენ: ერთხელ პაოლომ გვაქეიფა, მაგრამ ფული რომ არ ეყო, სახლში ავიდა, თავის ძიძას რაც ჰქონდა, ყველაფერი შეახვია და რადგან პირდაპირ მოცემა ჩვენც მოგვერიდა და მასაც, ზემოდან თოკით ჩამოგვიშვაო... თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა. პოეტი წერდა: "მე მაგინებენ, მაგრამ ვიცი, ქებაც ბევრს სურდა,/ და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა".

- ცნობილია, რომ პაოლო იაშვილი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული: იყო შესანიშნავი კულინარი, მხატვარი; ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის...
- გარდა ამისა, პაოლო კარგად მღეროდა, იყო კარგი თამადა, ძალიან მოსწონდათ ქალებს. იცნობდა ძალიან ბევრ თანამედროვე მოღვაწეს, ახლოს იყო აკაკის ოჯახთან. მამამისი, ჯიბრაელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო და კარგად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს. პოეტი მართლაც არაჩვეულებრივად ხატავდა, მაგრამ მისი ბევრი ნამუშევარი დაკარგულია. წელს პაოლო იაშვილს 120 წელი შეუსრულდებოდა...

"ღმერთო! აპატიე, -
მე თუ ვერ მიშველი -
დედას, რომ დაგინთო ჩემსიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი".



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი, 2015 20:58:40
გიორგი ჯავახიშვილი – “ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი” (ელენე დარიანი)

1912 წელი… იმ ზაფხულს საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე, ისვენებდა მთელს იმერეთში სახელგანთქმული ფარმაცევტის ჯიბრაილ მიხეილის ძე იაშვილის ოჯახი. იაშვილების ვაჟიშვილებიდან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა პავლე, რომელსაც აგერ ახლახანს შეუსრულდა 20 წელი, მაგრამ მაინც ბავშვური სიანცით ტყის ბუმბერაზ ხეებსა თუ ბუჩქებს ფარულად ამოეფარებოდა და პატარა დამსვენებლებს აშინებდა. ყველაზე მეტად შიშისაგან იზაფრებოდა სოფელ ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევის სტუმარი, 15 წლის კისკისა გოგონა ელენე ბაქრაძე.
ელენე ბაქრაძის მოგონებებში შემონახულია ცნობა პაოლო იაშვილის მაშინდელ ერთ გმირობაზე. ლესევის ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ, როგორც ქალბატონი ელენე წერს: ,,გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას, ან სად უნდა ეძებნათ იგი?!” – სვამს ასეთ კითხვას მემუარისტი და იქვე გვაძლევს იმ ღამის გმირის პორტრეტს: ,,იქვე იდგა პაოლოც. დრო გამოშვებით გავარდებოდა წინ და წამსვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეევედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფანარი აიღო და, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და სწრაფად გავიდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა გაფითრებულმა გამიღიმა და როგორ მინდოდა მეც თან გავყოლოდი”…
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისაგან იხსნა გზაარეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი. და აი, დაიბადა 15 წლის გოგონას ელენეს საოცნებო გმირიც. როგორც თვით უკეთესად წერს: ,,ჩემთვის, ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა”.
ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა მოულოდნელად ეს სახელი შეიცვალა ელლით. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველი საზოგადოებისათვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
15 წლის ელლიმ ყმაწვილების თვალი აიდევნა. ლესევში იმერეთის სხვადასხვა მხრიდან ამოდიოდნენ: წერეთლები, აბაშიძეები, მაჭავარიანები თუ ლორთქიფანიძეები, მაგრამ ყველანი შეუფრთხო პაოლო იაშვილმა.
ლესევიდან ჭალაში, საჩხერიდან ნაჩექეზევში, – ელენეს მამიდებთან, არგვეთიდან სავანეში, ქუთაისიდან რაჭაში, – მამისეულ კერაზე, ქართლის სოფელ ერედვში, – დედულეთში და ბოლოს თბილისში გაატარა ელენემ ის ზაფხულ-შემოდგომა. ქრისტესშობის თვის ბოლოს კი თბილისიდან განჯაში, თავის მშობლებთან ჩავიდა შობა-ახალწლის ერთად შესახვედრად.
1913_1914 წლები ქარიშხლიანი გამოდგა ელენესათვის. ათასი რამ მოხდა მის პირად თუ მსოფლიო ხალხების ცხოვრებაში, განჯაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით მოიძებნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნააკლდამარი, ელენემ აუნთო ორი კელაპტარი და მაშინ დაიბადა მისი პირველი ლექსები, ჩანახატები… ფიქრებით დამძიმებული დააბიჯებს განჯის მიწაზე და ცხოვრობს საქართველოზე ოცნებით…
1914 წლის 19 ივლისი (ახალი სტილით 1 აგვისტო)… პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც… ზეზეურად ჩამოხმა ელლი. მშობლები ელენეს მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ… მალე სასიძოც გამოჩნდა… უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე. თავისდაუნებურად, ჩადგა პაოლოსა და ელენეს შორის გოგი ბერიშვილი…
1915 წლის ზაფხულში ელენე კვლავ ეწვია იმერეთს და აქ, საჩხერეში შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, რომელსაც თითქოს ცაზე მზე მოეწყვიტა და თავის მკერდში ჩაედგა, ისე ასხივებდა ყველას და მათ ასამზევებლად იწვევდა…
ელლი და პაოლო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე აღარ გავდა სიგიჟმაჟეს იმ პირველ შეხვედრებს. ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა ელლი თავის საოცნებო უფლისწულს… პაოლომაც მხოლოდ ხელზე ამბორით გამოხატა ელლისთან ის შეხვედრა. ეს ყველაფერი ჩანდა გარეგნულად, მაგრამ თურმე ბედი რას უმზადებდა ორივეს, იცოდა მხოლოდ სიყვარულმა და მათმა გულებმა.
დაიბადა პირველი წერილიც. იგი პაოლომ თავისი მეგობრის სახელით დაწერა და გაუგზავნა ელლის. წერილში ვკითხულობთ:
,, არგვეთი, 1915 წელი.
დაუვიწყარო მეგობარო!
ამინდი ხელს უშლის ჩვენს განრიგს, მაგრამ თუ თქვენი სურვილია აუცილებლად გამოემგზავროთ, ჩვენ ჩამოვალთ წამოსაყვანად. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ ჩვენთვის აუცილებელია დღესვე თქვენი ხილვა. ეს აუხსნელი აუცილებლობაა. ჩვენ ხუთი საათისათვის ჩამოვალთ. თქვენი მეგობრები.
პავლე”.
მარიამობის თვის ხვატმა და სიყვარულმა გააშმაგა პაოლოც და ელლიც. პირველ წერილს მოჰყვა მეორეც. ისინი საბედნიეროდ გადაურჩა დროის მსახვრალ ხელს და დღეს დაცულია ელენე ბაქრაძის არქივში.
შეიძლება დღეს ვინმეს უხერხულად მოეჩვენოს ამ წერილების პუბლიკაცია, მაგრამ ვფიქრობთ, მათზე უკეთესად ვერავინ იტყვის იმ სიყვარულზე და ამით დაიმედებული ვაწვდი მკითხველს:
,, ქუთაისი, აგვისტოს ღამის დამდეგი, გული! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ შენი ხატებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული. არ მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო. ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არიან მოკრეფილნი. ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცხოვრობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენ ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტკბობის დილას. მითხარი როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებებით? მე ვლოცავ მთვარიან ღამეს-ჩვენი სულიერი ახსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე. ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება გამომეცხადე, სასურველო!… ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე, მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს… ყველას სძინავს, ყველას სძინავს!… ამაღამ წავიკითხავ პოლინკა საკსს… გულმხურვალედ გეხვევი ჩემო ღვთიურო!… შენი პავლე”.
სანამ ისევ პაოლოს ელლისთან გაგზავნილ წერილს მოვიტანდეთ, უპრიანია მოგაწოდოთ ჩანაწერი ელენეს ჯერ გამოუქვეყნებელი მოგონებებიდან: ,,ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. ჩვენ სხვებიც აგვყვნენ, და ცხრა კაცისაგან შემდგარი კავალკადა გავემგზავრეთ საჩხერისაკენ. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. მოქურდა აზვირთებული პატარა ყვირილა. საჭირო გახდა უკან გამობრუნება, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მიბიძგაო მე შევაგდე ცხენი მდინარეში და დავუძახე უკან, დამაცადეთ-მეთქი. როცა უკანიდან ყვირილი მომესმა მე უკვე წელამდე წყალში ვიყავი მოქცეული”… და როცა ელლი გონს მოვიდა ერთ მხარეს პაოლო და მეორე მხარეს ელენეს ბიძაშვილი დათიკო იაშვილი აღმოჩნდნენ. როგორც ელენე წერს: ,,არ ვიცი ცხენები ცურვით გავიდნენ თუ ძლიერი კუნთებით გაგელვეს მდინარეო”…
სავანეში, მწვანე მდელოზე გაიშალა სუფრა. როგორც ელენე აღწერს: ,,სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი ყველა წუთით გაჩუმდა. თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა ელენე კოერცალიამ (მემუარისტის შენიშვნით მისი მოგონებების წერის დროს ამ ქალბატონს უმუშავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გ.ჯ.) პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ,,ცისფერი ყანწი! პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ,,ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ,,ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”
ასე დაიბადა ქართული პოეზიის ღმერთკაცის აკაკი  წერეთლის მშობლიურ სავანეში ქართველი სიმბოლისტების ჟურნალის ‘’ცისფერი ყანწების’’ სათაური…. როგორც ელენე ბაქრაძე წერს: “პაოლო ვეღარ ისვენებდა, ისწრაფოდა ქუთაისისაკენ, ყოველ წუთს მღელვარე, აღგზნებული, ის თითქმის ელოდა აფეთქებას, რომ კოცონად ავარდნილიყო ქართულ პოეზიაში”.
აი, ამ დროისათვის უკვე დაწერილი იყო ელენე დარიანის ლექს-დღიურებიდან სამი ლექსი: “ძახილი”, ,,გათავდა ნადიმი” და ,,ზამთარში” … ისინი საჭაშნიკოდ გადასცა პაოლო იაშვილს და მოხდა მოულოდნელი ფაქტი, ავტორის დაუკითხავად პაოლომ გამოაქვეყნა ქუთაისურ გაზეთ ,,მეგობარში”. რედაქციამ თუ ცისფერყანწელთა ლიდერმა პირველი ლექსის სათაური ,, ძახილი” უცვლელად დატოვა, მეორე ლექსის სათაურით ,,ჩემი თავადი”, გაუგებარი მიზეზების გამო უსათაუროდ ,,გათავდა ნადიმი” დაიბეჭდა, ხოლო მესამე ლექსი ,,ზამთარში” ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა იმავე გაზეთის ფურცლებზე.
ამრიგად ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ელენე ბაქრაძის სამი ლექსი პრესაში დაიბეჭდა და მას მოჰყვა მკითხველ-საზოგადოების აურზაური. თვით ავტორმა კი ისე მტკივნეულად განიცადა მომხდარი, რომ პაოლოს დაეუმძრახა კიდეც.
ელლისა და პაოლოს შორის მომხდარი უსიამოვნება მალევე გაქარწყლდა. პაოლომ ზედიზედ მისწერა ელენეს ასეთი წერილები:
,,ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით? ჩამესმა რა მოთქმის ბგერები, მეც ავტირდი _ ვიოლონჩელი ხომ ჩემთვის უკრავდა ასეთ მწუხარე მელოდიას. რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო? დავივიწყოთ ჩემი საბედისწერო წერილის ის ნაწილი, რომელშიც გწერდი დათიკოს შესახებ. მე ბრწყინვალედ მესმის თქვენი ურთიერთდამოკიდებულება, ის სუფთაა, მშვენიერია, იგი მე უნდა მახარებდეს როგორც ამომავალი მზის სხივი და თუ იმ წერილში ისე არ ვწერ, როგორც ახლა ვამბობ ამას, ეს უნდა გაგებულ იქნას როგორც ავადმყოფური შემთხვევითი აფეთქება. შეყვარებული ხომ იტანჯება ავადმყოფური წარმოდგენებით… მე მინდა გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში. ელლი, ელლი! მეგონა ისე შერწყმული ვიყავი შენს სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შემეძლო. შენს თავს ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა და თურმე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში, ჩემო პრინცესა! ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება, რომლის წყალობითაც დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსებების მეშვეობით. იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა. ეს ვარდი ხომ ჩემთვის არ ჰყვაოდა. ელლი, მშვენიერება ჩვენ უნდა გვიყვარდეს, რამდენადაც ამ მშვენიერებაში ავისახებით თვითონ ჩვენც… ო, მგონი ყველაფერი ვერ გითხარი რაც მსურდა. მე ქუთაისში ვარ, მე კოშმარში ვარ, ელლი. მითხარ, კმაყოფილი თუ ხარ ჩემი წერილით, თუ გამიგე მე როგორც საჭიროა? ჩემთვის შეგრძნებათა საშინელი წუთებია, არ ვიცი როგორ მოვაღწიო შენამდე ჩემი ცხოვრების მარად მანათებელო სხივო, ჩემო, ჩემო, ელლი! პავლე”.
“მე შენგან ვღებულობ ალერსიან, შესანიშნავ ბარათებს. მათში რამდენი მშვენიერებაა, რამდენი მომხიბვლელობაა, ეს მშვენიერი სულის აღსარებაა, ეს სიმღერებია მთვარიან ღამეში! შენ შეხვედრა გინდა, ეს ჩქარა იქნება… მე ველი ამ შეხვედრას მზიანი გულით, მე ვოცნებობ ამ შეხვედრაზე. შენ აპირებდი ქუთაისში ჩამოსვლას, ჩვენ გელით დაახლოებით 22 რიცხვში, სულ დიდი, 24-ისთვის. 25-ში კი უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩამოსვლა, მაგრამ თვითონ ჩამოდი, ეს უკეთესი იქნება. შენი წერილებიდან ჩემს მეხსიერებას განსაკუთრებით შემორჩა სახე ოქროსფერი შუქით ოდნავ კიდე განათებული პატარა ღრუბლისა, რომლის შუაგულიც მუქად მოჩანდა და ამ პაწაწინა ღრუბელს ადრიდა შენს ცხოვრებას. ელლი, შენი ცხოვრება უნდა გაცისკროვნდეს სიყვარულის მარადიული შუქით და სანამ მე შემეძლება ყმაწვილური ცეცხლით, ამ ცეცხლის შუქი შეაღწევს შემს შეყვარებულ არსებაშიც. მიიღე ჩემგან ჩემი გულის სითბო, იგი ხომ შენით არის ანთებული. წინა წერილში მე გწერდი რამოდენიმე სტრიქონს, რომლებსაც შეეძლოთ შენი აღელვება, მაგრამ შენ, ჩემი სიყვარულის შემცნობს, ყოველი ჩემი სიტყვის აზრი შეგიძლია გაიგო ისე, როგორც არის დაწერილი. მე ხომ გწერ ყველაფერს უწმინდესი სიყვარულის სახელით… კიდევ ერთ წერილს მოგწერ, შემდეგ კი ვიოცნებებ შენთან მომავალ შეხვედრაზე. გკოცნი, ელლი, გკოცნი ისე როგორც არასდროს მიკოცნია. მარად შენი პავლე”.
,,ქუთაისი, მშფოთვარე განცდების ზაფხულის დილა. მთელი ღამე ვფიქრობ შენზე. ღამის სიჩუმეში მშვენიერია ფიქრი შენგან შორს მყოფ სატრფოზე. მე ვკოცნიდი სიყვარულის ამულეტს _ შემს ფირუზის ქვას ბედნიერებისას. მადლობა შენ, ამ საუცხოო საჩუქრისთვის. მე იგი ჩავასმევინე ვარსკვლავისმაგვარ ჩარჩოში. ახლა გულზე მკიდია, როგორც სალოცავი ხატი. მე არასოდეს ვიშორებ, რამეთუ ამ პატარა თილისმაში ცოცხლობს შენდამი დიდი ხმის ტრფობა. ღამით წავიკითხე ,,პოლინკა საკსი”. მე გეთანხმები.
ალექსანდრე საკსი სიყვარულის ღირსია. ვკითხულობდი ნაწარმოებს და მეგონა რომ ვიცნობდი პოლინკას. შენ ხომ არა ხარ ჩემი წარმოსახვითი ნაცნობი, მაგრამ თუ მჭირდება თავად გალიცკის როლში ყოფნა, მაშინ მე კმაყოფილი ვარ. მისი ბედი სამწუხაროა და თავადაც არ არის მთლად ნათელი პიროვნება. შეიძლება ჩემი გზა არის თავად გალიცკის გზა? ჩემო ელლი, შენ როგორ ფიქრობ? გალიცკი ბედნიერი იყო: _ მას უყვარდა პოლინკა. მე ხომ ვფლობ ასეთსავე ბედნიერებას!!! მაგრამ მან მალე დაკარგა თავისი ბედნიერება. ო, როგორ მეშინია ასეთი საბედისწერო დასასრულისა. ასეთი ბოლო ჩენთვის შეუძლებელია, მე მინდა ამაში დარწმუნებული ვიყო. მშფოთვარე განცდების დილა! სული თვით შფოთავს, არც კი ვიცი რატომ, მაგრამ სულის განგაში ხომ შეყვარებულთა ხვედრია. სარკმელში შემოიჭრა მზის შუქი, მე არ ვარ სევდიანი! მე ვცოცხლობ! მე ახალგაზრდა ვარ! მე მიხარია! მე ბედნიერი ვარ! გიგზავნი კოცნას, მწველ კოცნას! მე შენთან ვარ, მე შენში ვარ, იცოცხლე შენც, იხარე შენც! ბედნიერება გვიწვდის ჩვენ მარადიულის სიყვარულის რტოებს. მე ჩქარა გნახავ, შენთან ჩქარა ჩამოვალ. გკოცნი, გეალერსები, შენით ვტკბები. მომწერე ხოლმე და გამახარე, ჩემო შორეულო პრინცესა. შენი პრინცი, შენი გადარეული პრინცი იწვის შენი ტრფობით. პავლე”.
ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით. როგორც ვთქვით ქალბატონი ელენე წერს: ,,…სულს ღაფავდა ძველი საუკუნე თავისი სოციალური შინაარსის ატრიბუტებით და იბადებოდა ახალი. ჩვენ პირზე გვეკერა ფრაზა ,,Ain du siecle” მხოლოდ ეს ნიშნავდა მერე ჟუკოვსკისა და ბრიუსოვის ლიტერატურულ ბუნდოვან თვისებებს, ბალმონტისა და კუზმინისა, ა.ბელისა, ა.ახმატოვას, გუმილოვის და სხვათა რჩეულთა უმშვენიერეს პოეზიას! ბლოკი ბრწყინავდა, როგორც ათი მზე ერთად. მისტიკურად ვჭვრეტდით ყოველ მოვლენას, მთელს სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მცხუნვარე დღეში მონაბერ სიოს მოჰქონდა შორეულ სანახის მოჩვენებანი. სფინქსის საიდუმლოებანი, პირამიდების გახსნის გატაცება და ვინ იცის კიდევ რამდენი ბურუსში გახვეული წარმოსახვანი. დასავლეთიდან მაგრად ჩაგვეჭიდა იბსენი, კნუტ ჰამსუნი, მეტერლინკი და შემდეგ ბოდლერი თავისი “ბოროტების ყვავილებით”, ვერლენი და სულს მთლად დაეუფლა ოსკარ უილდის “დორიან გრეი” – ეს ყველაფერი იყო განცდა, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა”.. ეს ვრცელი ამონაწერი უპირველესად იმიტომ მოვიტანეთ, რომ მკითხველისათვის ნათელი იყოს რა განათლებისა და როგორი აზრისა იყო ამ ეპოქაზე ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი _ელენე ბაქრაძე. აქვე საინტერესოა, თუ როგორ დაიბადა ამ საინტერესო მანდილოსნის ფსევდონიმი ,,ელენე დარიანი”. მანამდე მოვიტანოთ ისევ პაოლოს წერილები, რომელთაც თარიღები არ უწერია, მაგრამ შინაარსიდან ჩანს, ყველა მათგანი 1915 წლის ზაფხულ-შემოდგომის თვეებშია დაბადებული. ყველა მათგანი რუსულადაა დაწერილი და ჩვენი თხოვნით თარგმნა პოეტმა ლეილა ბაბადიშ-ბაგრატიონმა.
მივყვეთ პაოლო იაშვილის წერილების სუნთქვას:
,,ელლი, ელლი!..
ჩვენი უსიტყვოდ განშორების დღიდან მე გადავიქეცი რაღაცნაირ ბნელ არსებად, რომელიც გაურბის ყოველგვარ შეხვედრას, ყოველგვარ საუბარს, ყოველგვარ ხმაურიან საზოგადოებას. მე დიდი ხანია რაც ადამიანებს უწოდებ მოსაბეზრებლებს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი უინტერესონი არასოდეს მეჩვენებოდნენ, როგორც ახლა, ჩემი საოცარი სიყვარულის ჟამს. როგორ შეიძლება იურთიერთო ადამიანებთან არავისთვის, იგი შთანთქმულია შენს მიერ გაღვივებული წრფელი გრძნობით, ჩემო მწუხარე ნარცისო! შენ მიცნობდი, ელლი, მარად მხიარულს, ცეცხლოვანს, მუდამ ექსტაზურს, მაგრამ, აი, ქუთაისში ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო წუთებში დამშვიდობებისას შენს გამოხედვაში ამოვიკითხე ამოუცნობი ნაღველი და ვიგრძენი, რომ ჩემს ირგვლივაც გამეფდა შენი ნაღველის მსგავსი შეუცნობი სევდა. დიდხანს ვფიქრობდი სევდიან ელლიზე და დიდხანს ვირწმუნებდი თავს, რომ არ შეგიძლია იყო უბედური, რადგან შენ მოგიძღვენი ჩემი ტრფობა და ოცნებები, მაგრამ დღევანდელი შენი ბარათი უხმო მოთქმაა და ნათელი დასტური უდიდესი სულიერი სიმძიმილისა. მინდა გკითხო: რატომ? რა არის მიზეზი ასეთი საშინელი გულგატეხილობისა? ო, მე მინდა გკითხო ბევრი რამ, მაგრამ ამ სურვილს ჩემში ვიკლავ, მეშინია რომ კითხვები, რომლებშიც მე მთლიანად ვარ ჩაფლული გამოიწვევს შენს გაღიზიანებას. ელლი, მე ვეცადე შემეყვანე ზეიმისა და სიხარულის ყვავილოვან სამეფოში, გეფერებოდი, როგორც მზის სხივი ეალერსება ახლადგამოღვიძებულ იებს და შროშანებს. ჩემს ყმაწვილურ ოცნებებში შენ ცხოვრობდი როგორც გვირგვინოსანი დედოფალი. რა სასიამოვნო იყო ფიქრი იმაზე, რომ “დაუმსახურებელი დაღლილობა” ბოლოს და ბოლოს ნაწილობრივ მაინც დაავიწყდებოდა ჩემი ფაქიზი ალერსისა და ამბორის გახსენებს თანავე!… მაგრამ შენ მწერ ბარათს, რომელშიც თავს თვლი “ღრმად უბედურად” და ამ სიტყვების ნამდვილი აზრის შეცნობისას მე სრულიად ვიბნევი. შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ, მას შემდეგ რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბავდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელს სხეულში და შენშიც იგივე მოხდა. და ჩვენი კოცნა იმ ღამეს! ელლი, გაიხსენე ეს ამბორი, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მაშინ, როგორ ხარობდა ყველა ჩვენით და ჩვენ ყველაფრით. ჩანს ასეთი სიყვარული შენს ბოლო ბარათში, ელლი, ო, ეს ჟღერს როგორც საყვედური, პირველი საყვედური. როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი მე და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინათ შევხვდით ჩვენ, მე და შენ, სიყვარულით ანთებული გულებით. და თუ ამ სამყაროს ზეცა კიდევ დიდხანს იქნება დაფარული მტირალა ღრუბლებით, მე არ ვიცი როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიცხოვრო, როგორ ვისუნთქო, როგორღა ვიხარო! დაე, ჩვენმა პირველმა შეხვედრამ მოგვგვაროს ის იმედი, რომელშიც ჩვენი პირველი შეხვედრების დროს ვტკბებოდით. დათიკო გაეგმგზავრა ორშაბათს, დავშორდით თვალცრემლიანნი, მე ხომ მას მხოლოდ ამ ზაფხულს დავუმეგობრდი, მანმადე თითქმის არ ვიცნობდი. მე მარტო ვარ! მეგობარი, რომელთანაც ასე სასიამოვნოდ გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი გაზაფხული, გაემგზავრა ჩემგან შორს და დიდი ხნით შენც არა ხარ ჩემთან! მხოლოდ ახლა შევიგრძენი ჩემი სრული მარტოობა. მე მისგან ველოდე წერილს, მაგრამ არ ჩანს იქნებ ხვალ მან უნდა მე დამამშვიდოს. ზოგჯერ მეჩვენებოდა რომ დათიკოს აღარ ვუყვარვარ, მაგრამ განშორების ჟამს ჩვენს თვალებში გაჩნდა ცხელი ცრემლები, რომელშიც აისახა ჩვენი მარადიული ერთობა. მატარებელი, რომლითაც ის უნდა გამგზავრებულიყო, შეგვხვდა სადგურ აჯამეთთან, ნაცნობი მგზავრის ხელით მე მას გავუგზავნე რამდენიმე სტრიქონი, რომლებითაც ვემშვიდობებოდი როგორც სულიერ ძმას. არ ვიცი მიიღო თუ არა მან ჩემი ბარათი. შემი წერილები მიიღო, მთხოვა მოგწერო, რომ არ წუხდა. დაკარგული ბარათის ნაცვლად პირობას იძლევა მოიწეროს ახალი. ბარათი გამოგზავნილი იყო ჩემი პირველი წერილის გაგზავნის მეორე დღესვე იმ ორთაგან, რომლებიც შენ გელოდნენ საჩხერეში. იაზონი დღეს ვერ ვნახე საბჭოში. გადავწყვიტე სახლში არ მივიდე, ვიმედოვნებ ხვალ ვნახავ. შენი ქმრის წერილის თაობაზე მინდა მოგელაპარაკო პირადად. მინდოდა ჩამოვსულიყავი საჩხერეში, მაგრამ გამოგიტყდები უკვე აღარ შემიძლია შეხვედრა შენთან იქ, სადაც ჩვენს განმარტოებას ხელს შეუშლიან. გადავწყვიტე შეგხვდე სოფელ შორაპანში. შენ უნდა ზუსტად მომწერო საჩხერედან გამომგზავრების დღესა და დროზე, ისე რომ შენი წერილი მივიღი წინა დგეს, ან უმჯობესია საჩხერიდან გამომგზავრებიდან ორი დღით ადრე. შორაპნიდან ჩვენ ერტად წავალთ მიხაილოვამდე და შეიძლება უფრო შორსაც. მე გწერ ბოლო წერილს საჩხერეში; ელლი, დაიმახსოვრე, რომ მე შენ უნდა შეგხვდე, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ამ წერილს გვიან მიიღებ, დეპეშით შემატყობინე შენი გამომგზავრების დღე და საათი. თუ წამოსვლა გადაწყვიტე, ყველაზე შესაფერის დრედ კვირა დღე მესახება. გამომიგზავნე წერილიც და დეპეშაც (საჭიროების შემთხვევაში) მოკითხვამდე. შენთან შეხვედრის უზომოდ მსურველი. შენი მარად მოსიყვარულე პავლე.
ორშაბათი, 12 სექტემბერი, 1915, საღამოს მწუხრი”
ქუთაისი, 10 ნოემბერი, 1915 წ.
ჩემო ელლი!
რა იშვიათად მესმის შენი ხმა! რატომ? მთელ რიგ წერილებზე არ მიპასუხე. უფრო ადრე გწერდი გორში, კახეთში, შემდეგ ელიზავეტპოლში (ერთი ღია ბარათი) და პასუხი არ ჩანს. მე დარწმუნებული ვარ შენ ისინი არ მიგიღია, გული მტკივა თუ ასეა მე ამ წერილებში ბევრ საინტერესოს გწერდი. შეიძლება აუცილებებია მისამართის შეცვლა მიიღე ზომები. ჩემი ცხოვრება ქუთაისში არ არის ინტერესს მოკლებული მე შევძელი ჩემს ირგვლივ შემომეკრიბა ხელოვნების ახალგზარდა მსახურნი. მალე გამოვცემთ ალმანახს “ცისფერი ყანწები” და ლიტერატურულ მანიფესტს ფუტურიზმი არ იქნება, თუმცა თითქმის ყველა გაზეთებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ალმანახი იქნება ქართველი ფუტურისტების ორგანო. დაე, რაც უნდა წერომ მომაბეზრებელმა ფუტურისტებმა. ქუთაისში ელენე დარიანის ლექსებმა გამოიწვია აღშფოთების მთელი ქარიშხალი. ბოლო კვირა არის ელენე დარიანის ლექსებს საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილი მხარს უჭერს. უფრო ჩამორჩენილები, ძუნწები, ხანში შესულები ერთნაირად წინააღმდეგნი არიან. ახალგაზრდობა მისკენაა! ეს ყველაზე დასაფასებელია. ჩემს ლექსებს, განსაკუთრებით “რევოლუციურს” “მეგობარში” აღვბეჭდავ. ვმალავ ჩემს პათოსს ალმანახისათვის? როგორ მოგეწოვა ვ. გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი ჩემი ტრიოლეტები? ბოლო ლექსში შეიძლება ბევრი რამ გაუგებარია.. ბოლო დროს რამდენიმეჯერ მომიხდა საზოგადოების წინაშე გამოსვლა. თუ გაინტერესებს, შემიძლია გამოგიგზავნო გაზეთების გამოხმაურება (მე მათ სულ არაფრად ვაგდებ). ელლი, ჩემგან შორს მყოფო, მომწერე ბევრი, ბევრი შენს შესახებ.. მომწერე შენზე ელლი.. მე შევიცვალე მისამართი (შენი წერილები აქამდე გადის ცენზურას). ქუთაისი ბალახვანის ქ. ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო. ველი შენგან ცნობებს, შენს ალერსს, ჩემო საყვარელო.
პაოლო.
მინაწერი: აპირებ თუ არა მოსკოვში წასვლას? წერილებს ღებულობ დათიკოსგან? იგი მე იშვიათად, თითქმის არ მწერს. ზეგ ადგილობრივი ლიტერატორები და სცენის მოყვარულნი დგამენ სუმბათოვის “ღალატს” მე ერეკლეს ვთამაშობ. ჩემი რუქაიაა თავადი საშა ჩიქოვანი. მე ეს მაინცდამაინც არ მახარებს. ვფიქრობ ვითამაშებ საძაგლად.. მომწერე ელლი!
პაოლო.”
პაოლო იაშვილის აქ მოტანილი შვიდი წერილი ახალი შტრიხებით ავსებს მათი ავტორის სულიერ პორტრეტს და გრეთვე, ნათელს ხდის წერილების ადრესატის, ელენე ბაქრაძის _ პოეტისა და შთამაგონებლის ვინაობას.
1915 წლის ზაფხულის დღეებში იმერეთში: საჩხერეში, სავანეში, არგვეთში, ლესევში, ჭალაში, ნაჩერქეზევსა თუ ქართველი სიმბოლისტების დედაქალაქ ქუთაისში დაიწყო ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლიტერატურული შეკრება-საღამოები. ყველაზე მეტად აქტიურობდა ცისფერყანწელების მაესტრო პაოლო იაშვილი, ხოლო მათი ცისფერი დედოფალი ელენე დარიანი მუდამ ცდილობდა, ყველასათვის უცნობი დარჩენილიყო, სხვისთვის გადაებრალებინა დარიანული ლექსების ავტორობა. და აი, სამსჯავროს წინაშე, სამბრალდებო სკამზე იჯდა ტრადიციების მსხვერპლი-ქართველი მანდილოსანი, რომელმაც სამზეოზე გამოფინა მხოლოდდამხოლოდ ქალური გრძნობები, მაღალ პოეტურ სახეებსა და ფერებში…
დაიწყო უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები, ლექს-ტრილოგიები- ლიტერატურაში დიდი სიცოცხლის ეპოპეა…
მაშინდელი საუბრების თემები იყო რუსული და ევროპული სიმბოლიზმი, სიმბოლური აზროვნების კვალზე ქართულ ლიტერატურაში, და რაც მთავარია, დაიბადა მათი ჟურნალის სახელწოდება ,,ცისფერი ყანწები”…
აი, რას წერს ელენე ბაქრაძე მაშინდელი შეხვედრების შესახებ თავის მოგონებებში: ,,ჩვენ ვლაპარაკობდით ,,დახვეწილი პოეზიის” მეთაურებზე: ბრძენ ბოდლერზე, ფაქიზ ვერლენზე და სხვებზე. განსაკუთრებით განიცდიდა პაოლო რემბოს, გვიამბობდა ,,ხომალდის” ავტობიოგრაფიულ შინაარსს და პოეტის ტრაღიკულ ბედზე. აღელვებული იგონებდა იტალიაში ნახულ მარინეტის შესახებ და თავის თავს ფუტურისტად მიხატავდა.”
ცისფერყანწელების ,,პირველი დის” ელენე ბაქრაძის მოგონებებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ იქიდან კიდევ მოვიტან რამდენიმე ეპიზოდს.
,,ჩვენ მხოლოდ ვიცოდით, რომ არსებობდა სიმბოლიზმი – წერს ქალბატონი ელენე. – ამ ცნებაში ერთიანდებოდა ყველა სახელი. ჩვენთვის სიმბოლიზმი ნიშნავდა ახალს, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ძველთან. ძველი კი ნიშნავდა მეშჩანობას, დაობებულ დოგმატურობას, რომელსაც უნდა შევბრძოლებოდით ჩვენ, ახალი თაობა. მე ახლაც მიკვირს, როგორ უძლებდა ტვინი იმდენის ზეპირად ცოდნას, როგორ ხდებოდა, რომ ,,დორიან გრეიდან” ვიცოდი მთელი აბზაცები, რატომ ხდებოდა, რომ ამოვვარდით ქართული ლიტერატურის მსვლელობიდან და როგორ მოვექეცით მთლიანად რუსი და დასავლეთ ევროპის სიმბოლისტების გავლენის რკალში, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. მე ახლა ერთი წუთითაც არ ვეჭვობ, რომ ჩვენი განწყობილება გამოწვეული იყო იმ აღმავალი შინაგანი ძალით, რომელიც წყალქვეშა ქარიშხალს ემსგავსება რევოლუციის წინა წლებში და მიმდინარეობდა ფარულად განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჰაერი იყო გაჟღენთილი მომავალი კატაკლიზმების მოლოდინით. ეს ნიშნავს, თითქოს ე.წ. ქართველი სიმბოლისტები რევოლუციურ მოძრაობას ეწეოდნენ, მაგრამ ეჭვს გარეშეა მათი მოქმედება ლიტერატურაში ენთესავებოდა რევოლუციურ საქმიანობას იმდენად, რამდენადაც ძველ სამკვიდროს სასიცოცხლოდ ებრძოდა”.
ელენე ბაქრაძის მოგონებებშივეა ცნობა, თუ როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი. მემუარისტის დახასიათებით პაოლოს ,,ჰქონდა გასაოცარი ცოცხალი აზროვნება და ნამდვილის წვდომის დიდი ალღო. გარდა ამისა, ის იყო დაჯილდოებული ბუნებით, ნამდვილი ორატორული ნიჭით. გარეგნულ სილამაზესთან ერთად მისი ეს მნიშვნელოვანი თვისებები და ამასთანავე არაჩვეულებრივი გულკეთილობა და ხელგაშლილობა ქმნიდნენ მეტად მიმზიდველ და მომხიბვლელ ადამიანს. მე იმ ზაფხულს დორიან გრეი ვუწოდე… მე სილამაზის გამო მივმართე მას ამ სახელით, მან შინაარსი გამაშლევინა და უარი თქვა”.
აეხადა ფარდა ელენე დარიანის ფსევდონიმის საიდუმლოებას. იგი აღებულია ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის ,,დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადეს ქართული სიტყვის დარის შინაარსი, ისე როგორც დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვნეს ქართული ფერუმარილის სახელი ,,ცისფერი ყანწები”. ისე ამ ავდრიან დროს დაიბადა ქართველი სიმბოლისტი პოეტი ქალის ელენე დარიანის ფსევდონიმიც და ცისფერი პოეზიაც.
ქუთაისი… 1915 წლის ზაფხული ილეოდა. ცისფერყანწელები მარიამობის დღესასწაულთან ღირსეული შეხვედრისათვის ემზადებოდნენ. ვარდფენობა იყო ქუთაისში. ვარდების ზღვაში ტალღას თუ აქა-იქ შეარხევდნენ მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების შეცხადებებით და ისიც მალევე ჩაქრებოდა. ქუთაისური ნიავწანწალა ქუჩა-ქუჩა დააქროლებდა ქუთაისური ყვავილების ნაფერთალებს.
იმ დილას ვარდის სურნელით გაიღვიძა პაოლომ, გამოეწყო კიდეც, რომ შეთქმულმა მეეტლემ მისი სახლის წინ ეჟვანი აახმაურა. პაოლო ეტლში ჩაჯდა და ბაგრატის ტაძრის გორიდან, დაბლა, ხიდისაკენ დაეშვნენ. რიონის ხიდის ყურთან საყვავილესთან გაჩერდნენ და იქ შეთქმულებმა დაახვედრეს მინდვრის ცისფერი ყვავილების თაიგული. ეტლი ქუთათურებისათვის კარგად ცნობილი მოღვაწე ქალბატონის კატო მიქელაძის სახლის წინ გაჩედა. ეტლის კოფოზე და აღვირ-ავშარის გაყოლებაზე ცისფერი აბრეშუმის ზონარი შემოევლოთ.
დღეს მიემგზავრება თბილისში ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფელი ელლი და იქიდან განჯისაკენ აიღებს გეზს. დათქმული აქვს იქ, ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს მარიამობის დღესასწაულს.
პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასაგან მოულოდნელად თვითონ შეება, ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელა ბალახის ცისფერი ყვავილებდაბნეული ელლი.
ეტლი სანამ რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა ქალაქიდან გასავლელი ყველა ქუჩა პაოლოს შებმულმა ეტლმა შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალისაგან ატაცებული ყვავილების ნაფერთალები.
ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი და თან ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: ,,…მალე გაიგებ ელლი, რაც მოხდება ქუთაისში, ელოდე წერილებს”…
იმ დღის რეჟისორი იყო პაოლო იაშვილი, მთავარი გმირი ელლი ბაქრაძე და მაყურებელი კი ქუთათურები. ყველანი ერთად კი ზეიმობდნენ ცისფერ თეატრილიზირებულ დღესასწაულს.
იმ წლის შემოდგომაზე ქუთაისში დაიბადა გალაკტიონ ტაბიძის გენიალური ლექსები: ,,მთაწმინდის მთვარე”, და ,,ლურჯა ცხენები”. ორივე ლექსი ხელნაწერების სახით ხელიდან ხელში გადადიოდა. განსაკუთრებით ქუთაისის ქალთა სასწავლებლის მოსწავლე გოგონები იყვნენ აღტაცებულნი. ხოლო იმ დროის სკოლებში, მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმისდა მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში დააშრიალებდა რამდენიმე ცისფერკაბიანი ქალიშცილი და ცისფერპერანგიანი ყმაწვილი. ცისფერი ედებოდა ქუთაისის ქუჩებს. ახალგაზრდობას ჯერ არ ჰქონდა მოოხებული გული ,,მესაფლავისა” და ,,მერის” ლექსთა სტრიქონებით და კიდევ დაიბადა ორი შედევრი, რომლებიც დაიბეჭდა ჟურნალ ,,ცისფერი ყანწების” ფურცლებზე.
სწორედ იმ შემოდგომას, ღვინობის თვის დასაწყისში, ქუთაისს ეწვია ,,რუსი ავთანდილი” პოეტი კონსტანტინე ბალმონტი. მისი სტუმრობის ის სამი დღე დიდ დღესასწაულად აქციეს ქუთაისელებმა და ამ ყველაფრის მაესტრო იყო პაოლო იაშვილი.
და მაინც პაოლოსათვის დიდი სიცარიელე იყო ქუთაისში. ცისფერყანწელთა დედოფალი ელლი აქ აღარ სუნთქავდა…
ელლი ბაქრაძე უკვე განჯაში იყო. იმ დღეს სწორედ მარიამობის წვეულებაზე, თედო ბაქრაძის ოჯახში გადაწყვიტეს, რომ ხილის ტაბლა და ყვავილები გაეტანად ქრისტიანების სასაფლაოზე, სადაც გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილი განისვენებდა. ეს ასეც მოხდა. ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი დაჩოქილი იყო ცისფერის აპოლოგეტის ტატო ბარათაშვილის ნააკლდამართან და ბუტბუტებდა:
,,ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდან ვეტრფობი…”
ელლიმ იმ დღის ისტორია მისწერა პაოლოს… პაოლოს, როგორც გადმოსცემენ, უტირია ამ დღის გამო და მისთვის გაუგზავნია წერილი და ლექსი, ,,სონეტი ელლის” ხელნაწერი.
ორივეს სასოებით ინახავდა ადრესატი, მაგრამ წერილის განადგურება აუცილებელი იყო, ხოლო ლექსს, ვერ შეელია. ყველასათვის ცნობილია პაოლოს ეს ლექსი, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ იგი ელენე ბაქრაძისადმია მიძღვნილი.
1915 წლის შემოდგომას და ქრისტესშობის თვეში ქუთაისში კიდევ ჩატარდა რამდენიმე ლიტერატურული საღამო. ცისფერყანწელების ლიდერი სცენიდან უკითხავდა მსმენელებს ელენე დარიანის სამ ლექსს, რომელიც იმჯერად პრესაში გამოქვეყნდა. ქუთაისელები გაოცებულები იყვნენ ჯერ ამ ლექსების გამოქვეყნებით და მერე ახლა პაოლოს მიერ სცენიდან წაკითხვის გამო. ერთ-ერთ საღამოზე კი მსმენელებმა ორატორს ლაყე კვერცხებიც კი დააყარეს. ქუთაისური ლიტერატურული საღამოების შთაბეჭდილებებია გადმოცემული ელენე ბაქრაძისადმი მიწერილ წერილში, რომლის ავტორია მისი ბიძა იაზონ ბაქრაძე. წერილს მოვიტანთ სრულად, რომ კარგად ვიგრძნოთ მაშინდელი საზოგადოების განწყობილება.
,,ძვირფასო ელენე! მივიღე შენი ორი წერილი, მაგრამ, რადგან პირველი წერილი გვიან მივიღეთ, მას მეორეც წამოეწია. უწინარეს ყოვლისა, იცოდე, რომ მეც ძალიან მინდა თქვენი ნახვა ე.ი. შენი და შენი მეუღლისაც, მაგრამ ჯერ არ მიხერხდება და როცა ტფილისში ვიქნები უეჭველად მანდაც ჩამოვალ ერთი დღით.
შენი მინიატურა მომივიდა და ძლიერ მომეწონა. გადავეცი რედაქციაში და დაბეჭდეს კიდეც. ამასთანავე გიგზავნი გაზეთიდან ამოჭრილ ადგილს და ამასთანავე მთელ ნომერს, რომელშიც იყო ის დაბეჭდილი რედაქციაში მოუხდენიათ მხოლოდ ორი ცვლილება: ერთი ამოუშლიათ “ვუძღვნი შორეულს”- იმ მოსაზრებით, რომ ასეთი მიძღვნა ვითომ არაფერს ამბობსო, – ადრესატი არ ჩანს. მეორე – ჩაის ვარდი – გაუსწორებიათ ლურჯ ვარდათ. მართალია უხერხული სიტყვა არის ჩაის ვარდი, მაგრამ “ლურჯ”-ის მაგიერად “თეთრი” რომ დაემეჭდათ იქნებ უკეთესი იქნებოდა, რადგან თეთრი უფრო მოგაგონებს კაცს სისპეტაკეს და უმანკოებას. ძლიერ მაინტერესებს ზაფხულში “სამშობლოში” დაბეჭდილი ლექსის (ელლი-ს) ფსევდონიმი და ახლანდელი მინიატურის ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნის თუ არა? ის ლექსიც კარგი იყო, როგორც მაშინ გითხარი. მაინტერესებს კიდევ ერთი რამ: გისინჯავს თუ არა მოთხრობების წერა? თუ მოთხრობებსაც ისე ლამაზად დასწერ, როგორც მინიატურები დაგიწერია, მე მაშინ მოთხრობების წერას მივცემდი უპირატესობას, რადგან ასეთ მინიატურაში ჩვეულებრივად წუთიერი განცდაა, შთაბეჭდილებაა გამოსახული, მოთხრობებში შეგიძლია დახატო მთელი ცხოვრების სურათები, მრავალ ტიპთა დასურათება, ადამიანის სულის განსახიერება მთელი მისი ტანჯვითა და სიხარულით. ეს კია მოთხრობების წერას მეტი შრომა უნდა, მეტი დაკვირვება , სხვისი ვნებათაღელვის, ტანჯვის და სიხარულის შენს სულის ცეცხლში გატარება! ელენე დარიანის ლექსები პაოლო იაშვილმა წაიკითხა თეატრში ერთ ლიტერატურულ საღამოზე; მე არ დავსწრებივარ, მაგრამ გადმომცეს, რომ მეტად თამამად დაწერილია, იმდენად თამამად, რომ ბევრმა შიგ პორნოგრაფია დაინახა და თეატრიც მიატოვაო. რა სამწუხაროა. ლირიკაში პორნოგრაფია რა საჭიროა, _ ლირიკულმა ლექსმა თავისი სიფაქიზით ადამიანის სულის, ღრმა განცდის ლამაზი გადმოცემებით უნდა ნოახდინოს შთაბეჭდილება ე. ი. ადამიანის, მსმენელის სული უნდა ააღელვოს, აამოძრაოს და არა მისი გრძნობიერება. სწორედ ამით განირჩევა ნამდვილი ლირიკული ლექსი პორნოგრაფიისაგან, რომ პირველი აღელვებს, აღვიძებს ადამიანის სულს, გრძნობას, მეორე კი გრძნობიერებას. მე, სამწუხაროდ, თვითონ არ მომისმენია დარიანის ლექსები და არ ვიცი, რომელი დარგის ლექსს უფრო შეეფერება, მაგრამ ზოგიერთმა დამსწრემ გადმომცა ის, რაც ზევით მოგახსენე. მეთანხმები ამაში? ვინ არის ელენე დარიანი? მისი ლექსები, რომ წამეკითხა, უფრო კონკეტულად გამოვთქვამდი ჩემს აზრს: დასასრულ უნდა გითხრა, რომ მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ შენი წერა ცელქობა კი არ არის, არამედ სერიოზული მოწოდება და თუ განავითარებ შენს ნიჭს და იშრომებ, ასე დიდს ნუგეშს მიანიჭებ შენს სულს ცხოვრების ეკლიან გზაზე მსვლელობის დროს. შენი ცხოვრება ჯერ მომავალშია და ამ დიდი ხნის განმავლობაში ვინ იცის ცხოვრება რამდენნაირად არ შესცვლის შენს სულიერ განწყობილებას და ხელოვნება იქნება შენთვის ნუგეში და სიხარული.
გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას, სახელსა და დიდებას.
მარად მოსიყვარულე ბიძია იაზონი, 1.X,915
წერილი გასაგები მიზეზების გამო მთლიანად მოვიტანე. პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი დაწერილია ელენე ბაქრაძის უახლოესი ნათესავის, მამის ძმის იაზონ ბაქრაძის მიერ და როცა დაპარაკობს ელენე დარიანის ავტორობაზე პაოლო იაშვილის გასწვრივ უსვამს კითხვით ნიშანს, ე. ი. ეჭვი ეპარება მის ავტორობაში და იქვე ქვეტექსტურად მიანიშნებს, რომ შენ არა ხარ ავტორიო..
წერილის ღირსება ისიც არის, რომ თითქმის ზუსტად არის გადმოცემული იმ დროის ქუთაისის საზოგადოების განწყობილება.
ელენე დარიანის ავტორობის საკითხზე კიდევ მსჯელობს იაზონ ბაქრაძე, 1915 წლის 10 ნოემბერს ელენესთან მიწერილ წერილში. ეს წერილიც მთლიანად მოგვაქვს: “ძვირფასო ელენე! შენი წერილი 4 ნოემბერს გამოგზავნილი მივიღე. შენ მისაყვედურებ რად დავბეჭდე შენი მინიატურა გაზეთში. დავაბეჭდინე იმიტომ, რომ მომეწონა ძალიან, მოეწონა სხვებსაც. ამავე ნომერში დაბეჭდილია ცნობილი მწერლის ჯოჯიკიას ეტიუდი, მაგრამ შენი შეუდარებლად უკეთესია, ამასწინათ წერილშიც გწერდი. შენ ჩივი, ქართული ენა არ ვიციო. ძალიან კარგად იცი. შენი მინიატურის ენა ძლიერ მსუბუქიც არის და მხატვრულიც. მე თუ გწერდი, მოთხრობების შესახებ, ეს იმიტომ, კი არა, ვითომ მინიატურე არ მომაწონდეს, არამედ იმიტომ, რომ მინდა შენს ნიჭს მეტი ასპარეზი მიეცეს – მოთხრობები უფრო მეტს შემთვევას მოგვცემს, ადამიანის ტანჯვა და სიხარული უფრო ლამაზათ და უფრო ვრცლად დაასურათოთ და მაშასადამე, შენი სულიერი განწყობილებაც. ელენე დარიანი შენ არ მგონიხარ, მაგრამ თუ იმის შესახებ ვრცლად მოგწერე, ეს იმიტომ, რომ ვიღაცა არის, შენი კარგი ნაცნობი უნდა იყოს. – მე მოგწერე იმის შესახებ მაშინ, როცა მისი ლექსები არც გაგონილი მქონდა და არც წაკითხული, მხოლოდ სხვისგან გამეგონა, რომ იმდენად პორნოგრაფიული არის რომ ხალხი გავიდა თეატრიდანო. ახლა წავიკითხე “მეგობარში”, დაბეჭდილი და დავინახე, რომ ჩემგან გაგონილი აზრი მეტად გადაჭარბებული ყოფილა, თუნცა მე მაინც მირჩევნია, რომ ფიზიოლოგიური ჩვენი მოთხოვნილებანი ნაკლებად იყვნენ თემად ლექსებში და მეტ ყურადღებას აქცევდნენ იმ აღმაფრენას, რომელსაც სიყვარული იწვევს ადამიანის სულში. ყოველ შემთხვევაში ისეთი გადაჭარბებული არაფერი ყოფილა იმ ლექსებში, როგორც ამბობდნენ. შენ მწერ ლექსში ელლი-ს პორნოგრაფიული არ ყოფილა არაფერიო. მე ეს არც მითქვამს, პირიქით, მაშინაც ვამბობდი და წერილშიაც გწერდი, რომ მომწონს მეთქი. სამსახურში თუ აპირებ შესვლას, კარგი გიქნია-მწერლობას სერიოზულად შეხედე და თუ გაიფურჩქნა შენი სამწერლო ნიჭი, ამ მწერლობაში იპოვი მრავალ სიხარულს და კმაყოფილებას. შენ მეკითხები “ონ”-ი ვინ არისო. მართალია, ჩემი წერილებია-ხანდახან ვწერ ხოლმე ორი ნიშნით “ნი” და “ონ”. აქ ახლა ჩვენთან არიან ერმილე და საშა. ორივე კარგად არიან ამ დრეებში აპირობენ დაბრუნებას. იყავ კარგად.
მარად შენი მოყვარული ძია იაზონი”.
ელენე დარიანის ვინაობას ეხება აგრეთვე იაზონ ბაქრაძის 28 ნოემბერს დაწერილი წერილიც. ისიც აქ მთლიანად მინდა გამოვაქვეყნო და დავსვა დიდი ხნის კითხვა ელენე დარიანის ციკლის 14 ლექსის ავტორობის საკითხზე.
“ძვირფასო ელენე! – წერს იაზონი,- დიდიხანია შენი წერილი მიმიღია. რა ამბავია? ხო მარ მემდური? დამამტკიცებლად იმისა, რომ არ მემდური, ამის მიღებისთანავე მომწერე ბარათი. როგორ ხარ, სამსახურში შეხვედი თუ არა? საზოგადოდ შენი ამბავი. ალბათ შენ გეწყინა, რომ მე დაწვრილებით გაცნობე ჩემი აზრი დარიანის ლექსებზე და შენ იფიქრე, თითქოს შენ გთვლიდი ამ ლექსების ავტორად, სრულებითაც სინამდვილეს არ შეეფერება. შენ კი არ გთვლიდი ავტორად, მაგრამ ვიცოდი, რომ შენ ავტორს კარგად იცნობდი და მეც ისე მკვახედ გამოვთქვი ჩემი აზრი ისე “პოეზიაზე”, რომელიც გვიხატავს მხოლოდ ჩვეულებრივს, ყველასათვის ერთნაირს და საერთოს, და არ ანათებს ადამიანის შინაგარ არსებას, რომ დაგვანახოს ადამიანის მრავალფეროვანი, სულის ხვეულები. ასე თუ ისე, იგულისხმე, რომ გული ჩემი არ გაიტარებს არასოდეს შენი სპეტაკი სულის დამჩრდილავ ფიქრებს.. კატომ მთელი წერილი დაწერა საგაზეთოდ დარიანისებური ლექსების წინააღმდეგ. წამიკითხა და მეც რამდენიმე შენიშვნა მივეცი და ახლა შენ წარმოიდგინე, გამოცდილებით, თუ რა ამბავი მოხდება ჩვენს შორის. ხომ გახსოვს, ზაფხულში რომ ლექსი დაიწერა და ჩვენ შენიშვნა მივეცით, რა ამბავი ჩხუბი დატრიალდა, ახლა კიდევ უარესი მოხდა. იმას ჰგონია, რომ ვინც მის ნაწერში ნაკლს დაინახავს, უეჭვწლად იმას განზრახ შვება, რათა აწყენინოს მას. ახლა ვცდილობთ ბანკში ვიშოვნოთ ადგილი, მაგრამ ძალიან საეჭვოა. თედო ბაქოში ყოფილა და მოვიდა კიდეც მისი წერილი. მესიამოვნა, რომ გამიხსენა, ელენე ნუ იბუტები და მომწერე წერილი.
მარად შენი ძია იაოზონი. 28/XI 915”.
…როგორც ჩანს, და მოტანილი წერილიდანაც დადასტურდა, რომ ბევრი რამ ხდება ქუთაისში.. თვით წერილებში კი ბევრი საგულისხმო ფაქტია მოცემული, მაგრამ მაინც უცნობი დარჩა, თუ ვინ იყო ელენე დარიანი. საიდუმლოების მიზეზი იყო თვით ელენე დარიანი და მისი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება.
ასე ორჭოფული აზრით დამთავრდა მღელვარებით სავსე 1915 წელი.
პაოლო ქუთაისში ბობოქრობს, მშვენიერი ელლი კი გულსევდიანი განჯაში დააბიჯებს.

Category:

მოგონებები
ნოდარ დუმბაძე – ”სიტყვა პაოლო იაშვილზე”
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.
მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.
რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ.
რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.
მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.
ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.
და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.

Category:

მოგონებები
გერონტი ქიქოძე – “პაოლო იაშვილი”
პაოლო იაშვილი პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე. ამ ქუჩის სახელწოდება, უეჭველია, იქიდან წარმოდგება, რომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდა. ეს იარაღი უცნობი იყო ძველ საქართველოში, ხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენ. წარმოიდგინეთ ძალიან მაღალი სახრჩობელა; ზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებული, მასში გრძელი თოკი იყო გაყრილი. ამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელ-ფეხშეკრულ დამნაშავეს, ხოლო მეორე თვით ჯალათს ეჭირა ხელში: ის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდა, ხოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდა, რაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა. პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭვუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა. ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსები, სადაც ეს ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალატებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერა; რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო მაგრამ ბიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: ”ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით”. პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს, თვით ისეთებს, რომელთა ენა მან კარგად იცოდა. მან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო, მათ შორის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერი, რომელიც სიმბლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონია, სიურეალისტებს დაუახლოვდა. მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა ვინმე. როგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგში, ისე უსირცხვილო მულატ ქალზე, ”შავ ვენერაზე”, კატორღელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი ”ბოროტების ყვავილებით” დეკადენსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაში. მის პატარა პროზაულ პოემებში, მის ლირიკულ ლექსებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთ, ინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობა. თუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ის ბოლომდე არტისტული ბოჰემის, დენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩა. და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. ”ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰარი აასოს, მისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალს, რომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში”. ეს სიტყვები ამთავრებს ბოდლერის სონეტს ”გაბზარულ ზარს”, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყება: ზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარე, შორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმის, ისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებში. რა კონტრასტაია ზემომოყვანილ ტრაგიკულ სტრიქონებთან და რა სულიერ გათიშვას მოწმობს ეს ლექსი! პაოლო იაშვილის ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი ”დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა. ”იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თავლებს დახუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს: მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ”. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში არაფერი იყო დეკადენტური: გეგონებოდათ, ის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულითო. ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, მას ნარკოტიკები სჭირდბოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისთვის. მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდობილი, ხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელად. თვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კდიევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებრივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაზირავ მოზვერსა ვგავარო. როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ”ცისფერი ყანწების” ორდენი დაარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით. მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს. თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმან პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრი, ერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა ”ნასროლი”. პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქო თავისთვის სჭარბობდა. როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდა, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე. პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა. სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული. ერთ ლექსში, რომელიც უფრო თვითშეგონებას წარმოადგენდა, ვიდრე მორალის ქადაგებას, ის ამბობდა: ვინც გაიტაცა ახალ თაობამ, გადაქცეულან რკინის კაცებად, ნუთუ პოეტებს გვეპატიება აზნაურული გაზარმაცება? პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ”ცისფერი ყანწელების” ასოციაციას თუ ის მხატვრის გზას გაჰყოლოდა, შეიძლება გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყო. მან დაუდევარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის პროფილები; მაგრამ მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს. ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ დავინახთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე იმაში ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამური გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელი სინანულს გამოთქვამდა, რომ ის როიყო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას. ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას.

Category:

მოგონებები
ელენე დარიანი


ელენე დარიანი
“მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილი,
ღამე დღესა სცვლის და ალიონს მწუხრის საათი,
სიტყვის ნადიმზე მე არა ვარ უარყოფილი,
მაგრამ მომბეზრდა მალულობა, ფარული დარდი.
ბევრი ვეწამე, (აღარა ვარ დღეს მინდობილი),
იჭვის სათვალით გავადიდე, შუქი დავანთე,
ო, რა ძნელია ფერწასული წუთისოფელი,
ოდეს არ კვდება ვერლენი და ბრძენი საადი.
ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე,
დიდი მოთმენა მოვიახლე და შევითვისე,
დაღლილი შუბლით მოვიწყინე სხვისი სიავე.
ყველას გავუძლებ – კარგადა ვგრძნობ, ყველაფერს დღესა, -
სახელის ლანძღვას, ტიციანს და მის მეუღლესა,
კვლავ ფრთებს ავისხავ და სტრიქონებს მივცემ სილაღეს.”

1923 წლის 24 მაისი



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი, 2015 21:02:39
ცისფერი ლეგენდის გაგრძელება
ზურაბ ალხანიშვილი

ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი,



ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი,

ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის,

და ისე ველი ვიღაც  ვაჟსა, ვით ალს კანდელი,

ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს.

ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ,

და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს…

ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო,

ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს.

მოვიდა კიდეც… გავირინდე… ჩამომხევს სამოსს…

მივტრიალდები და ჩამიხვევს ისეთი ხვევნით,

რომ ერთის ნაცვლათ მომაგონებს ვაჟკაცსა სამოცს…

მაგრამ – ვაიმე! – როგორ ამწვა ტიტველ ზურგს ქვევით?!

პირქვე დავეცი… რას ველოდი და რა მარგუნა?

თხილის წნელს მირტყამს რბილ ადგილზე ვიღაც თაგუნა…

მირტყამს და ჰყვირის: “დანარჩენნი სად არიანო?

ფუჰ შენს ნამუსსა, შე ბედშავო, შე… დარიანო!”







ეს ლექსი 1916 წელს ჟურნალ “ეშმაკის მათრახში” დაიბეჭდა. მკვლევართა ნაწილი მას ელენე დარიანის ლექსების ციკლის მეთხუთმეტე ლექსად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს პაროდიაა და მისი ავტორი შალვა შარაძეა, რადგან “თაგუნია” მისი ფსევდონიმი იყო. ეს ის ხალხია, ვინც დარიანული ლექსების ავტორად პაოლო იაშვილს მიიჩნევს. გამოდის, რომ ლექსი შალვამ პაოლოს მიუძღვნა, “დანარჩენებში” კი სხვა ცისფერყანწელები იგულისხმებიან.





სინამდვილეში რა ხდებოდა, ძნელი გასარკვევია.  საუბარია დარიანული ციკლის იმ 14  ლექსზე, რომლის ავტორის ვინაობაც, უკვე ერთი საუკუნეა, განსჯის, დებატების, დაპირისპირების, სკანდალებისა და აჟიოტაჟის საგანია.





ყველაფერი 1915 წელს დაიწყო, როცა ქუთაისში პაოლომ ელენე დარიანის ლექსები საჯაროდ წაიკითხა. დამსწრეთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა. ეს ლექსები გაზეთ „მეგობრებში“ ქვეყნდებოდა.





1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. დახლებზე ახალი ჟურნალი „ციფერი ყანწები“ გამოჩნდა. პირველი ნომრის გამოსვლას არაერთგაროვანი რეაქცია მოჰყვა.  როგორც იაზონ  ბაქრაძე აღნიშნავდა, „ყანწების ისტორია ძლიერ დამახასიათებელია ქუთაისის საზოგადოების უმეტესობის ფარისევლობისა და გულწრფელობისთვის“.





გალაკტიონი იხსენებს: „აფრინეს კაცი არგვეთში, იქ ექვსი მამალი დაჰკლეს, დეზები მდუღარე  წყლის საშუალებით ააცალეს და აი, თორმეტი ცალი „ყანწი“, არგვეთიდან ჩამოტანილი, დაურიგა პაოლომ დანარჩენებს. და ერთ მშვენიერ დღეს (ისტორიულ დღედ უნდა ჩაითვალოს) ქუთაისის მზიან ბულვარზე დემონსტრაციულად გამოვიდა თორმეტი ახალგაზრდა, მკერდზე „ყანწის“ ნიშნით“... ძალიან გულმოსულად კი დაიარებოდნენ, ეტყობოდათ, ჩხუბის ხასიათზე იდგნენ“...





„ეს იყო ლიტერატურული ცხოვრების დიდი ეპოპეა… ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით… დაიბეჭდა გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”, “ლურჯა ცხენები”, “მესაფლავე”, ,,მერი”. მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმის მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში რამდენიმე ცისფერპერანგიანი ყმაწვილი და ცისფერკაბიანი ქალიშვილი დაშრიალებდა. ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე, ცისფერყანწელთა ლიდერი, იმხანად პრესაში გამოქვეყნებულ ელენეს ლექსებს საზოგადოებას აცნობდა, როცა მას ლაყე კვერცხები დაუშინეს” ( „ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე?“ - გიორგი ჯავახიშვილი)





განსაკუთრებული, სკანდალური პოპულარობა ელენე დარიანს ეწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი მის ლექსებს პორნოგრაფიულად განიხილავდა და აძაგებდა, თუმცა, ბევრი ქუთაისელი მანდილოსანი თავადვე, ჩუმად,  ჭორებს ავრცელებდა და დარიანობას იბრალებდა… ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა კი ყანწელებმა გაასაიდუმლოეს.





„ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულ ლექსებს შორის იყო ელენე დარიანი „პირამიდებში“ და „უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი“





იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით – რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.





***

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება – ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
დამეძინება… გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.

თუმცა, ელენეს არქივში დაცულია ხელნაწერი ასეთი ვარიანტით:

აი, მოვიხსენ ტანზე საფარი!
გადახსნილ მხრებსაც მოელანდა შეხება შენი,
ვნებიან გზაზე  ჩამობნელდა, არ სჩანს არავინ
ბავშვობის ლოცვა ვიღაღადე უკანასკნელი
ჩამეძინება… სიზმრებია ზანტი და მდორე
დამიწყნარდება გული ჩემი ჯერ ხელუხლები
ძილში ვიღაც დამაკვდება, მეამბორება,
ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები.
დილის რიჟრაჟი გამომტაცებს ცხელ  ადამიანს
ჩემს ნაზ სიყვარულს შენზე დარდი კვლავ მომემატა
და გამწარებულს უცხო კოცნით ქალ-ადამიანს
გონზე მომიყვანს ბუხრის ძირში გამთბარი კატა.





ლექსების გამოქვეყნებას რა რეაქცია მოჰყვა და ზოგადად, რა დამოკიდებულება იყო იმ პერიოდის საზოგადოებაში, იაზონ ბაქრაძის ერთ-ერთ წერილში ყველაზე ნათლად ჩანს. წერილის ადრესატი ელენე ბაქრაძეა, მთარგმნელი, პოეტი და პუბლიცისტი:





„როცა ლირიკული ლექსი გამოხატავს ავტორის არა სულიერ განცდას, არამედ ხორციელ, ყოველდღიურ განცდას, ასეთი ლექსი არ არის ნამდვილი ხელოვნება და ესტეტიურ გრძნობებს ვერ დააკმაყოფილებს, იქით ადაბლებს, ამახინჯებს... (წავიკითხე მაგ. ის ლექსი, რომელიც თავდება სიტყვებით: „გამთბარი კატა“). ამ ლექსებს ქუთათურამა  საზოგადოებამ  შეხედეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ლექსები სქესობრივად რყვნის ხალხსო და დიდი უკმაყოფილება გაისმოდა...





ამასწინათ აქ ერთი კვირის ვადით გახსნეს საყვავილე თეატრის ასაშენებელი ფონდის სასარგებლოდ. აქ, ერთ საღამოს, მოწვეულნი იყვნენ პაოლო და მისი ამხანაგები, რომელთაც აქ „ფუტურისტები“ დაარქვეს და ლექსები წააკითხეს. აქ გაუკეთეს იმათ სკანდალი, რომელიც კინაღამ ხელდახელ შეტაკებით არ გათავდა.





ამის შემდგომ თეატრში წაიკითხა ლექსები კატომ (კატო მიქელაძე (1877 – 1943), პოეტი, პუბლიცისტი. ზ.ა.) ქალის მდგომარეობაზე. მეორე ნაწილი ლექციისა, რომელიც შეიცავდა „ყანწისტების“ კრიტიკას და ლანძღვას, აგრეთვე ლანძღვას ფედერალისტების პარტიისა, რომელიც მისი სიტყვით ვითომ მფარველობს ასეთ გარყვნილ ლიტერატურას. ხალხმა კატო დიდის ტაშით დააჯილდოვა. ... რაც შეეხება პაოლოს მანიფესტს, არსებითად მე იმას ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ ცხოვრების მიზნად დასახულია ორგია, ქეიფი და სხვა ამდაგვარი, მაგრამ სიმპატიურია ახალგაზრდული უკმაყოფილება...





... მაგრამ  საზოგადოებას, რომელიც საათობით უცდის, რომ ნახოს (აქ ბოდიშს ვიხდი შენ წინაშე) თუ ქალები როგორ ხმარობენ ძალას კაცებზე (უწინ ხომ პირიქით იყო), არ აქვს უფლება რაიმე პროტესტისა, მით უფრო ისეთ სულიერთან ერთად, როგორიც არის ფილიპე მახარაძე.“





ჩემი აზრით კი ეს წერილი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავად იაზონ ბაქრაძის პორტრეტს გვთავაზობს. იაზონ ბაქრაძე კი შეიძლება, მის მიერვე აღწერილი ქუთაისის საზოგადოების სახედ წარმოვიდგინოთ - მოსწონთ და აძაგებენ; უხარიათ და არ აღიარებენ; უნდათ და უარობენ.








ელენე დარიანი


ელენე დარიანის პერსონის გარშემო  აჟიოტაჟი არ წყდებოდა. იწერებოდა ერთმანეთზე კრიტიკული რეცენზიები. ია ეკალაძე მის ლექსებს “სქესობრივ ნიადაგზე დაავადებულთა პოეზიას” უწოდებს და გაზეთ “სამშობლოში” წერს: “აფსუს, შოთავ, აფსუს, აკაკი… ვაჟავ, აფსუს ჩვენო დიდებულო ხალხურო პოეზიავ, რომ შენს ადგილს, რაღაც ბოდვას, ხმის უცნაურ აწევ-დაწევასა და “ნიფხავ-პანტალონების” ხოტბა-დიდებას აჭერინებ”. ელენეს პოეზიას არც ლეო შენგელია ინდობს: “ელენე დარიანის მდგომარეობა ფრიად საშიშია. მას ტემპერამენტი აქვს აწეული. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია… მასში არაფერია: არც სინაზე, არც უმანკოება, მოკრძალება, ტლანქია! ჩვენს პოეზიას ის ვერაფერს შეჰმატებს. სულით ღატაკმა და ტანით შიშველმა ან რა უნდა მოგცეს?” ( გაზეთი „სამშობლო“1916 წელი (376-ე ნომერი).





"ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას“ - წერდა გრიგოლ რობაქიძე „სახალხო ფურცელში“.  ჟურნალ ABS-ში კი აღნიშნავდა, რომ ელენე დარიანი არის ქალური პოეტური სხივი და გამოირჩევა ქართული მოდერნიზმის დამწყებთა შორის. “ქართველი ქალი – როგორც ქალი, უთუოდ პრობლემაა, მე ვფიქრობ, რომ მის სტიქიაში ძალზე ბევრია უძველეს ამორძალთა ნამსხვრევები – სიყვარულში მამაკაცებზე გამმეტებლად თავდამსხმელნი და მათი მკვლელები”. აქვე ნათქვამი, , რომ ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ქალი ეროტიკული ბუნებით, თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე ყაზბეგის პროზის გმირებს. ამის შემდეგ კი სწორედ ელენეს ლექსებშია “შეყვარებულობის ჭეშმარიტი განცდა და ამასთან განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”.





ელენე დარიანის შემოქმედებას ხოტბას ასხამდნენ ტიციან ტაბიძე და შალვა აფხაიძეც. ვალერიან გაფრინდაშვილმა კი ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებში" საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად დაასახელა და ქართული ლექსის მიწიერი მემკვირდე უწოდა.  ცისფერყანწელთა რიგებში მეცამეტე, იდუმალებით მოცული წევრი გამოჩნდა.





1924 წელს ჟურნალ ,,მეოცნებე ნიამორებში“ დარიანული ციკლის ბოლო, მეთორმეტე ლექსი დაიბეჭდა.





1937 წელს  პაოლო იაშვილი ისე გარდაიცვალა, არსად უთქვამს, ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის  უკან.





90-იანი წლებში პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა ცისფერყანწელებთან დაახლოებული ქალბატონის, ელენე ბაქრაძის პირად არქივს მიაკვლია. „ელენე დარიანი რეალური პიროვნებაა, ლექსების ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეა“  - ინფორმაცია ისეთივე სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც დარიანული ლექსების პირველი გამოჩენა.







ცისფერი ლეგენდის დასაწყისი



1912 წელი…
ზაფხული…
საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე სახელგანთქმული ფარმაცევტის, ჯიბრაელ  იაშვილის, ოჯახი ისვენებდა…
14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.





ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ: “გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?.. იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ  და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეავედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ  არაფერი  უპასუხა,  სწრაფად  წამოავლო  ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფარანი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და გარეთ გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და… როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი…”
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.





და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. “ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა” – წერს ელენე.





ელენე და პაოლო მსგავსი შინაარსის წერილებს მთელი ცხოვრება სწერდნენ ერთმანეთს. მის არქივში 14 წერილის დედანი ინახება:





“ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.
ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!
ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.
არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.




ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.




ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე  მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე, ახალ შეხვედრამდე  ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!




ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს…




გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”





„...შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი.
მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელს სხეულში და შენშიც იგივე მოხდა…





... როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი მე და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო...





... დათიკო გაემგზავრა  ორშაბათს, დავშორდით თვალცრემლიანნი... მე მარტო ვარ! ... გაემგზავრა ჩემგან შორს და დიდი ხნით... მე მისგან ველოდი წერილს, მაგრამ არ ჩანს. იქნებ ხვალ უნდა მან მე დამამშვიდოს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ დათიკოს  აღარ ვუყვარვარ, მაგრამ განშორების ჟამს ჩვენს თვალებში გაჩნდა ცხელი ცრემლები, რომელშიც აისახა ჩვენი მარადიული ერთობა...





შენი ქმრის წერილის თაობაზ მინდა მოგელაპარაკო პირადად.
მინდოდა ჩამოვსულიყავი საჩხერეში, მაგრამ გამოგიტყდები, უკვე აღარ შემიძლია შეხვედრა შენთან იქ, სადაც ჩვენს განმარტოებას ხელს შეუშლიან...



ორშაბათი, 2 სექტემბერი, 1915, საღამოს მწუხარი“

„მე მინდა, გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში.  ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით, რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა. და თუ მე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში შენთვის, ჩემო პრინცესა!




ელლი, ელლი!




მეგონა, ისე შერწყმული ვიყავი შენ სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შეგეძლო. შენს თავს
ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება იმით, რომ მისი წყალობით დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსების მეშვეობით.
იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა.
ეს ვარდი ხომ ჩემთვის არ ჰყვაოდა“





(წერილები რუსულიდან  თარგმნა  პოეტმა ლეილა ბაბადიშ-ბაგრატიონმა)





ელენეს მოგონებებშია ცნობა, როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი, იწერებოდა დარიანული ლექსები, რა რეაქცია ჰქონდა ელენეს საზოგადოების გამოხმაურებაზე. ასევე, რა ურთიერთობები ჰქონდა სხვა ცისფერყანწელებთან. მის არქვივში დაცულია კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, იოსებ გრიშაშვილის და სხვების წერილები, სადაც ისინი სწერენ ელენე ბაქრაძეს (ბერიშვილი-ქართველიშვილი) და ესაუბრებიან ელენე დარიანს.





1916 წელს ელენე მოსკოვში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ იქ დაუახლოვდა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს.  გალაკტიონის ჩანაწერებში ელენე დარიანზე მოგონება 1917 წლით თარიღდება და ამის წამკითხველი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ საუბარი პაოლო იაშვილზეა:





„1917 წელს ამ ბაღში მივდიოდი, ერთხელ ღამით - ბულვარით. კარგა შეღამებული იყო. ვბრუნდებოდი ელენე დ - ს ბინიდან, არბატის იქით, რადგან სტუმრად ვიყავი დაპატიჟებული. რა კარგი იყო ტფილისიდან ჩამოტანილი კონიაკი. ახლაც მახსოვს მისი გემო. გახსენებები, მოგონებები და ასე კიდეც გადაშუაღამდა. დავემშვიდობეთ ახალგაზრდა განათლებულ დიასახლისს და წამოვედით მე და ამირეჯიბი".





ელენე გოგი ბერიშვილზე იყო გათხოვილი, როცა 1918 წელს კონსტანტინე ჭიჭინაძემ ასეთი ექსპრომტი მიუძღვნა:





„როცა მშვენიერ ელენეს ვუმზერ, პირზე ღიმილი არა მშორდება -

დღეს რომ პარისი ცოცხალი იყოს, ტროადის ომი განმეორდება.

ვინ დამარწმუნებს იმაში თითქოს, აწმყოს წარსული არა სჯობია,

წინეთ ელენეს პარისი ფლობდა, ახლა ჰპატრონობს იმას გოგია.

ვერ დაწყნარდაო შემდეგ პარისი, ამბობს ბერძენთა მითოლოგია,

მაგრამ პარისსაც ბედმა უმტყუნა, როდესაც გაჩნდა ქვეყნად გოგია“





ამასობაში პაოლომ ცოლი შეირთო, დაქვრივებული ელენე ივანე მაჩაბლის ვაჟს, შალვა ქართველიშვილს მისთხოვდა. პაოლომ თავი მოიკლა… აკრძალულია მისი ხსენებაც კი. აღარავის აინტერესებს აღარც ელენე და აღარც დარიანული ლექსების ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა… აღარ დადგა საიდუმლოს გამჟღავნების დრო. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლიცაა შესული – ელენეს ავტორობის გარეშე. ელენე ბაქრაძის პირადი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას მიუმართავს შალვა დემეტრაძისთვის და  საავტორო უფლებების დაცვა უთხოვია, მაგრამ იმ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა. ეს ის პერიოდია, როცა ლავრენტი ბერიასა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ, იწყება 1937 წლის სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა რეაბილიტიაცია. მათ შორის იყო პაოლო იაშვილი და, ზოგადად, ქართული საზოგადოება მგრძნობიარეა ნაციონალურ საკითხებზე. შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ ეს პერიოდი არახელსაყრელია ელენე ბაქრაძის, როგორც ეროტიკული ბუნების ლექსების ავტორის, რეაბილიტაციის დასაწყებად.





ამის შემდეგ, ელენე ბაქრაძე არის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაკარგა მხედველობა და როგორც თავის ჩანაწერებში ამბობს, იშვიათად, მაგრამ როცა საუბრობდა თავის თავზე, როგორც დარიანული ლექსების ავტორზე, ძალიან არადამაჯერებელი იყო, რადგან თემამ აქტუალურობა დაკარგა. ლექსები პაოლოს იმდენად მიეწერა, რომ სხვა ავტორის დაშვება, თავისთავად იყო შეუძლებელი.





1957 წელს ელენე დარიანის ხელმოწერით ლექსს უძღვნის მარიჯანს:

„...დღეს ჩვენი ხალხი გათბობს გვირგვინით
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს,
იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს!“





ამ თაობის მოლოდინში, 1979 წელს დასრულდა 82 წლის ქალბატონის სიცოცხლე.  მისი გარდაცვალების გამო არ დაწერილა არც ნეკროლოგი და არც მის დაკრძალვაზე უთქვამს ვინმეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა… მხოლოდ გასვენების დღეს მივიდა ცისფერი ოცნების მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მიიტანა ცისფერი ყვავილების კონა და თავის დადნაფიცს გულზე მიმოაბნიაო, წერს გიორგი ჯავახიშვილი.





ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი მკითხველისთვის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ლექსების ნამდვილი ავტორი - პაოლო თუ ელენე ბაქრაძე. ორივე შემთხვევა ჩემთვის საინტერესოა. გამიხარდება, თუ დადგინდება, რომ ჩვენ გვყავდა კარგი პოეტი ქალი, რომელიც ტრადიციულ, ვულგარულ მუხამბაზურ პოეზიას თავისი თამამი ლექსებით დაუპირისპირდა და ვერავინ იტყვის, რომ პაოლო იაშვილის ელენე დარიანობა ორმაგად საინტერესო არაა.





აი, ყველაზე დამაფიქრებელი კი ისაა, რომ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალიტეტში არაფერი შეცვლილა. ის ფაქტი, რომ ლექსების ავტორი დღემდე გაურკვეველია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ‘მეცნიერთა’ დამსახურებაა, რომლებმაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს ქართველი პოეტი ქალი, რომელიც ქალურს ვნებებს აღწერს და გადმოსცემს.





შარშან გაზეთ „რეზონანსში“ (23.05.2010) ჟურნალისტ  მარი ოთარაშვილის სტატია დაიბეჭდა: „ვინ იყო ელენე დარიანი: პაოლო იაშვილი, თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე?“ ავტორი შეეცადა, ორივე პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა, სტატიას თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორის, თამარ პაიჭაძის ინტერვიუ დაურთო. ქალბათონი თამარი ამბობს, რომ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტობაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული გამოკვლევა, რომლის ავტორია ზეინაბ ლომჯარია. ამ ნაშრომში ლომჯარია პირდაპირ ასაბუთებს, საამისოდ რა კონტრარგუმენტიც არსებობსო. კითხვა აქ შევწყვიტე. ვისაც ლომჯარიას „კვლევა“ უნახავს და იქ,  რამე  საინტერესო ამოიკითხა, ნამდვილად გამკვირვებია. ანალოგიურად ქალბატონი ლალი  ავალიანი და ის უამრავი „მკვლევარი“, რომელიც არც ერთი წამით არ უშვებდა იდეას, რომ ქართველი ქალი „ასეთ“ ლექსებს წერდა.



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 18 თებერვალი, 2015 21:07:16
სერგო კლდიაშვილი – “პაოლოს უკანასკნელი დღე”


პაოლო იაშვილი - Paolo Iashvili

პაოლო იაშვილი – Paolo Iashvili (1894-1937)

ცნობილია, რომ “ცისფერყანწელთა” უკანასკნელი მოჰიკანი სერგო კლდიაშვილი ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა.

იგი, თვალისჩინდაკარგული, თვლიდა, რომ ვერ მოასწრო ყველაზე მთავარი: დაეწერა “ცისფერყანწელთა” ორდენის ბიოგრაფია… თვალცრემლიანი იგონებდა ტიციანს, პაოლოს… ამბობდა, რომ მათი წასვლის შემდეგ სხვაგვარი გახდა მისი ცხოვრება…

ბოლოს განმარტოვდა, ბატონი სერგო თავისი ჩინდაკარგული თვალებით, სივრცეში უკუნეთს სიბნელეს უმზერდა და აკანკალებული ხელით წერდა…

“პაოლოს უკანასკნელი დღე” სერგო კლდიაშვილის შექმნილი უკანასკნელი სტრიქონებია…

ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ ძალიან ძნელად გასარჩევ ავტოგრაფში, ზოგი რამ სამწუხაროდ, ვერ იკითხება…

და მაინც, ეს მეგობრის უკანასკნელი რეკვიემია მეგობარზე, რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა დაწერილიყო… ბატონი სერგო, გაუნელებელი ტკივილისა და ემოციების გამოხატვის გარეშე, სრულიად დოკუმენტურ სურათს ხატავს, დიდ ყურადღებას უთმობს დეტლიზაიას… და ბოლოს, ხელნაწერი მაინც წყდება, დაუმთავრებელია. რისი წაკითხვაც ჩვენ ვერ შევძელით, მრავალწერტილით გამოვყავით.

პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე

1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.

თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.

ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი… არ ცდილობს თავის დაცვას…

მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე.

პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და… ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…

მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.

პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.

“აღიარე, – მოითხოვს დემეტრაძე.

- რა ვაღიარო. – ხმას უმატებს ბელიაშვილი – არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”

დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.

უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის…

ვინ გაისროლა, რა მოხდა?!

ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”

ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით…

იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.

ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: – შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!

გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს.

ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ.

არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე, ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი. პაოლოს გვამი შინ წაეღოთ… თითქმის ყველანი მოსულიყვნენ.

სიჩუმე იყო…

ჩუმად…

მასალები მოამზადა ნინო ხოფერიამ

წყარო: “საქართველოს რესპუბლიკა “, # 62 შაბათი, 3 აპრილი, 2010 წელი
Rate this:

დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი, 2015 16:47:45



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი, 2015 16:48:19
ტიციან ტაბიძე – Titian Tabidze

ტიციან ტაბიძე დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
ტიციანის მამა – იუსტინე ტაბიძე (1860-1919წწ.) თავისი დროისათვის ფრიად წიგნიერი და განათლებულული პიროვნება ყოფილა. იგი კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. იუსტინე ტაბიძეს ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ პირებს დაუკავშირდა და ჩაბმულია არალეგალურ საქმიანობაში. სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამორიცხეს სემინარიიდან. იგი სოფელში ბრუნდება. 1891წ. მღვდლად ეკურთხა და სოფელში გამწესდა.
ტიციანის მამა ძალზე ჰუმანური, ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო. თავად მწიგნობარი დაფრიად განათლებული იუსტინე ცდილობდა თანასოფლელებში სწავლისადმი ინტერესი გაეღვივებინა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე (1865-1951წწ) მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედის ორ ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, სამს სემინარია, ერთი ძმა კი სტავროპოლის სასულიერო აკადემიის რექტორი ყოფილა.
ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა, ქმრისა და შვილების ერთგული. სოფელში ,,ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ.

გიმნაზიის წლები
,,მე არ მახსოვს , როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი,როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს.1902-1903 სასწავლო წელს, როგორც ეს არქივშია დაცული დოკუმენტებიდან დგინდება (იხ. ფონდი 7, საქმე №2094) გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906წწ. ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.

ტ. ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიტოვეს.



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი, 2015 16:54:05
“მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში

მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.”

ტიციან ტაბიძე  -  „ წითელი მიხაკის“ პოეტი, ცისფერყანწელთა  პოეტური ორდენის წარმომადგენელი, სიმბოლისტი  -  დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
1901-1905 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩაირიცხა.

ტიციანი გიმნაზიაში სწავლისას


ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდან დაიწყო.
„იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.“
1911 წლიდან მისი ადრეული ლექსები, ნოველები და მინიატურები აქტიურად იბეჭდებოდა პერიოდიკაში  - "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", "თემში", "ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში". 1913 წელს ტიციანმა სწავლა რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ცოტა ხანს მუშაობდა გაზეთ "საქართველოს" რედაქციაში, ამავე პერიოდში  იყო "ცისფერყანწელთა" ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოთავე. 1920 წლიდან რედაქტორობდა "რუბიკონსა" და "ბარიკადს".  . .

ავტოპორტრეტი

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს “Divigation”-ს.

იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.



ტიციანი შვილთან, ნატა ტაბიძესთან ერთად


იმდროინდელი ქუთაისისა და თბილისის ლიტერატურული ცხოვრება გაჯერებული იყო ცისფერყანწელთა ხმებით, მათი ლექსებით, მათი სასიყვარულო ისტორიებით, მათი სიცოცხლის სიყვარულით. პოეტების თავშეყრის ადგილი , კაფე“ ქიმერიონი“ თითქმის ყოველსაღამოს მასპინძლობდა მათ პოეტურ თავყრილობებს, ასეთი თავყრილობების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ ტიციან ტაბიძე იყო.“ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“ – წერდა იგი. სწორედ ეს კაფე იყო მოწმდე ტიციან ტაბიძის და მისი მშვენიერი კოლომბინას, „ წითელი ქალიშვილის“, მუზისა და ცოლის - ნინა მაყაშვილის სიყვარულის მოწმე.
ნინა მაყაშვილის მოგონებიდან : „ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ მიხაკების თაიგული მაჩუქა. ყვავილები შინ წავიღე. ერთი მიხაკი კი ჰალსტუხში გავირჭე  და ქართულ ჩაიხანაში წავედი, სადაც თავს იყრიდა მთელი ტფილისის ინტელიგენცია. მაგიდას რომ ვუახლოვდებოდი, მარტა ბერიშვილმა (მაჩაბელმა), რომელიც ტიციან ტაბიძის გვერდით იჯდა, მიხაკი გამომტაცა, მინდოდა მარტასთვის მიხაკი წამერთმია, მაგრამ ქალი გაჯიუტდა, მაშინ ტიციანმა ყვავილი თავისი საღილედან ამოაძრო და მე გამომიწოდა. ჯერ ვიუარე, ის–ის იყო უნდა დამეტუქსა, მაგრამ სიტყვა პირზე შემატოვა:–უარს ნუ მეტყვით. მე თქვენ გიცნობთ. ნინა მაყაშვილი ბრძანდებითო.
მადლობა გადავუხადე. ყვავილი გამოვართვი და შინ დავბრუნდი. კონსტანტინე გამსახურდიაც უკან გამომყვა. გზაში გამომიტყდა: დილით შენთვის თაიგულს რომ ვყიდულობდი, თაიგულიდან ერთი მიხაკი ციტიანმა ამოიღო, გულზე დაიბნია და მითხრა: – ამ ერთადერთ ყვავილს ვუბოძებ წითელ ქალიშვილს, მაგრამ მისთვის ეს თაიგულზე ძვირფასი იქნებაო.
იმხანად „წითელ ქალიშვილს“ მეძახდნენ, რადგანაც მუდამ წითლებში გამოწყობილი დავდიოდი. იმ დღიდან მე და ტიციანი ძალიან ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს.“
„ტიციან ტაბიძის პოეტური გენეალოგიის ორი შტო უსათუოდ გრიგოლ ორბელიანსა და ფიროსმანს ეკუთვნოდა. მის ლექსებში ხანდახან ორბელიანის ხმა გალიაში მომწყვდეული ლომივით ბუხუნებდა და წარსული პოეზიის დაჯერებული ტონით ამაგრებდა მის მელოდიურ საყრდენებს. ტიციან ტაბიძე გრიგოლ ორბელიანივით გულგახსნილი პოეტი იყო. ბეჟანა მკერვალისა და დიმიტრი ონიკაშვილის დარდიმანდული, მსუბუქი იუმორით შეფერილი აღსარებანი აქა-იქ გამოძახილს პოულობენ მის ლექსებში.
ტიციან ტაბიძე განცდილსა და ნახულს თითქმის შეულამაზებლად და უცებ ჰყვებოდა და ინტიმური განდობის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა. მისი პოეტური განდობის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა.
მისი პოეტური ფრაზაც, გრიგოლ ორბელიანის სტრიქონის მსგავსად, უმთავრესად ინტონაციაზე იყო დაყრდნობილი. მას თითქოს მუდამ სადღაც ეჩქარებოდა და მის ლექსებში აჩქარებული კაცის გულისცემა ისმის.“ ( თ. ჭილაძე)
ტიციანის კალამს ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე - საყურადღებოა მისი წერილი გალაკტიონ ტაბიძეზე, სადაც მან პოეტს „ მარტოობის კავალერი“ უწოდა, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ეპითეტი. წერილები ილია ჭავაჭავაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე და სხვა ქართველ თუ არაქართველ მწერლებსა და პოეტებზე - ამ ლიტერატურულ წერილებში იკვეთება ტიციან ტაბიძე, როგორც განათლებული, ზუსტი და ობიექტური კრიტიკოსი, ლიტერატორი, მკითხველი და ავტორი.
მანვე თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ა. ისააკიანის, ლ. არაგონის და სხვათა თხზულებანი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
სამწუხაროდ, საბჭოთა რეპრესიებს , სხვა მრავალი გამოჩენილი შემოქმედის მსგავსად, ვერც ტიციან ტაბიძე გადაურჩა. დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა მისი თავიდან მოშორება, მზადდებოდა მისი საწინააღმდეგო აბსურდული ბრალდებები, რაც იმით დამთავრდა, რომ 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
არსებობს, სხვა ვერსიაც, რომელიც მიხედვითაც პოეტი ციმბირში ჩამოსვეს და მიატოვეს. პოეტის  საფლავი, ისევე როგორც მისი გარდაცვალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია,  ცნობილი არ არის.


ტიციანი - გალაკტიონ ტაბიძის მეგობრული შარჟი



ტიციან ტაბიძის სახლ - მუზეუმი

მისამართი: 0108, თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. 18
ტელეფონი: (+995 32) 999 733
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1975 წელი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის (1895 – 1937) მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია პოეტის პირადი ნივთები და არქივი, ბიბლიოთეკა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები. რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას (ტიციან ტაბიძე 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა - დახვრიტეს 1937 წელს).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

გამოფენები: ტიციან ტაბიძისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია.

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება



გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი (ჭყვიში)

მუზეუმის მისამართი: ვანი, სოფ. ჭყვიში
ტელეფონი: (+995 93) 56 05 06
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1966 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2004 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 7885

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გალაკტიონ (1891-1959 წწ.) და ტიციან (1893-1937 წწ.) ტაბიძეების მემორიალური ნივთები: ავეჯი, ჭურჭელი, პირადი მოხმარების საგნები, სამოსი, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან: ,,დავითნი” (1867 წ.), ,,ვეფხისტყაოსანი” (1892 წ.), მე -19 ს-ის თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები: ქისები, ბალიშის გადასაფარებლები, სამშვენისები, ქართველ მხატვართა ( კ. სანაძე, კ. იგნატოვი, ვ. ჯაფარიძე), გრაფიკოსთა და სკულპტორთა (ბ. ავალიშვილი) ნამუშევრები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 1ლარი
უფასოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.
გამოფენები: “გალაკტიონი და ტიციანი”, “მეფე - პოეტი“, “მე დავიბადე აპრილის თვეში”,“ ”გალაკტიონის ჩანახატები”, “ტიციანი და ბორის პასტერნაკი”.
საგანმანათლებლო პროგრამები: ვიქტორინა-კონკურსი: “ვინ უკეთ იცნობს ტიციანისა და გალაკტიონის შემოქმედებას”, “გაკვეთილი მუზეუმში”, “მოხალისე გიდები”, “ჩვენ ვსწავლობთ ქართულ პოეზიას”,“ ეს სულ სხვა ცაა”.
გამოცემები: “ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპისცალი”, მზადდება მუზეუმის გზამკვლევი
მუზეუმის მთლიანი ფართობი: 3 ჰა
მუდმივი ექსპოზიცია: 450 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
საკონფერენციო დარბაზი: 60 კვ/მ
საცავი: 30 კვ/მ
დამთვალიერებელთა წლიური რაოდენობა: 4297



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:43:40
ნაწყვეტი მოგონებიდან, კაფე „ქიმერიონი“

რაც არ უნდა მოაბრუნოს ვალერიან გაფრინდაშვილმა უკუღმა პეიზაჟი, ვერავინ იტყვის, რომ იყოს მეტი სიხარული, გარდა აპრილის სითეთრისა. ჩემთვის აქამდე აუხსნელი ფაქტია, აზიის პოეტებმა რატომ გააღმერთეს მაისი. გოლოვინის პროსპექტს მაშინ უკვე რუსთაველისა ერქვა, როცა ერთმა მოსკოველმა ჟურნალისტმა და თეატრალმა ი. ლვოვმა პირველად გაგვაცნო სერგეი სუდეიკინი. ყველა ხელოვანთაგან, რომელიც რუსეთის სამოქალაქო ომმა ჩამოიყვანა საქართველოში, უთუოდ საინტერესო დარჩა ს. სუდეიკინი. სუდეიკინმა ჯერ რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი. ავადმყოფი და ნერვებ განადგურებული, ის მაინც მოხდა მობილიზაციაში და მსახურობდა არმიაში, შემდეგ კი თითქმის ერთი წელიწადი იწვა ყირიმის სანატორიუმში. მისმა მეგობრებმა და ყველაზე უფრო თვითონ მან დაჰკარგა გადარჩენის იმედი. მე არასდროს მიგვრძნია სიკვდილის მეტაფიზიკა ისე დაჯერებით, როგორც სუდეიკინთან საუბარში.(სორინი და სედიუკინი) ვალიშევსკის ნახატი



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:45:27
მისმა მეგობარმა, პეტერბურგელმა მხატვარმა საველი სორინმა, ურჩია მას პირველად საქართველოში წამოსვლა. არის რაღაც აუხსნელი სუდეიკინისა და სორინის მეგობრობაში-ეს შეუძლებელი შემთხვევა მოცარტის და სალიერის დამეგობრობის. სუდეიკინში ნამდვილად არტისტის სულია, რომელიც მხატვრის სახით დადის ქვეყანაზე; სორინი აძლევს მის ცხოვრებას მიწიერ აზრს, რაც საჭიროა, რომ შიმშილით არ მოკვდეს არტისტი. არ ვიცი, დარჩა თუ არა ვინმეს აწერილი სამი წლის წინანდელი რუსეთი: იყო რაგაც ფანტასმაგორია, მართლა ასტრალური მტვერი გაყინული სიცივით თოვდა, იყო სამოქალაქო ომი, ჩრდილო პოლუსის ოკეანის სიცივე და მისტერიამდე მისული შიმშილი.  საველი სორინი_ვალიშევსკის ნახატი


დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:46:59
კულტურული ადამიანები ჩვენ თვალ წინ კოცნიდნენ თბილისის მიწას და ტიროდნენ, როცა ხედავდნენ ელექტრონის სინათლეს; თითქო საფლავიდან გამოღვიძებული ხალხი ვერ იტანდა ჰაერს და სინათლეს.
ყველაზე მეტად ბოჰემა და გაბედული, სტენკა რაზინის ტემპერამენტის პოეტი, ვასილი კამუნსკი ტიროდა კაფეში, როცა გრძნობდა სითბოს ჟრუანტელს და დაუსრულებლად, რუსული სიმართლით ჰყვებოდა მოსკოვის სიცივეზე.
მაშინ ჩვენ გვესმოდა ფრაზა, რომელიც შემდეგ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა ჩამოიტანა პრაღიდან. აკადემიკოსი პოეტი ივ. ბუნინი ამთქნარებს და ამბობს: “ღმერთო, ნეტავ დამსვა საქართველოშიო“.
აქედან წარმოდგა ლეგენდა საქართველოს ოაზისობისა.
აქედან განმეორდა ბიბლიური ლეგენდა, რომ სამოთხე უნდა ყოფილიყო ევფრატის გადმოღმა.(არტისტული კაფე_სერგეი სედიუკინი)



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:48:24
ერთი შეხედვით გრძნობთ უთუოდ დიდ არტისტს: ღია ცისფერი თვალები, რომელსაც შევხვდები მხოლოდ რუს არისტოკრატიაში;
ასტრალის სიმჩატისა და აანტიური ფორმების ტანი;
ორმოც წელზე მეტი, _ ვინ იტყვის, რომ ის კიდევ არ იყოს ლიცეისტი;
ნამდვილი გამართლება დორიან გრეის;
ღია თვალები მაინც ინახავენ ახალგაზრდობასა და შემოქმედებასთან ეთად რაღაც დიდ დაწყევლას.
სუდეიკინს მარტოს ვერავინ წარმოიდგენს.
მას თან დაჰყვება თავისი მუზა.
ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავია საუკუნო არტისტული სიყვარულისა,_ გრეტხენისთვალება ვერა არტუროვნა ლური-სუდიეკინისა, რომელიც აჩერებდა ერთ დროს თბილისში ყველა გამვლელს, ვისაც ესტეთიკური გრძნობა ჰქონდა.
ამ ქალმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა სუდეიკინს, მაგრამ ამ თავგანწირვას ჰქონდა და აქვს გამართლება. ეს ალბათ ყველაზე უფრო შეყვარებული ცოლ-ქმარი ყველა არტისტებში.
სუდეიკინის ყველა სურათი ვარიციაა ერთი სახის, რომელიც ჰგავს თანამედროვე მადონას, და ამ გარემოებებში სრულიად არ არის ერთსახეობა. ძლიერი სიყვარული ანათებს უთვალავი სხივებით.
პირველი შეხვედრა, როგორც ყოველთვის, იყო პაოლო იაშვილი. წვიმიან აპრილის დღეს ჩვენ მოვხვდით კაფე “დარბაზში“. . . პირველი გრძნობა, რომელიც შეიძლება შენიშნო – სუდეიკინის აღტაცება პაოლო იაშვილით. ეს არის პალო იაშვილის ახალგაზრდა სიხარული – მისი პირველი სახე პუშკინის ახალგაზრდები: გაბედვა, პათოსი, მოცარტობა. სუდეიკინი გრძნობს ამას, როგორც არტისტი. მეორე: სუდეიკინისთვის საქართველო პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის კავკასიაა.
ს. სუდეიკინმა ნ. მიწიშვილს პირვლად იმ დღეს დაარქვა ნაპოლეონი, და ამ დღის მერე ყოველთვის იკითხავდა მას, როგორც ჭინკას. მე მგონია, პირვლად სუდეიკინმა იგრძნო პოეტური სახე ნ. მიწიშვილის.
სუდეიკინმა მთხოვა მივსულიყავი მასთან ბინაზე, რომ მენახა ყირიმის ეტიუდები – გრიბოედოვის ქუჩა, ლვოვის ბინის ქვეშ, თითქმის სარდაფის ოთახი, ოთახი საცსე სურათებით. მე იმ დღეს პირველმა ვიგრძენი, რომ სუდეიკინი არის მუსაიფის გენია, როგორც უაილდი.
პირველი აზრი იყო დაგვეწერა დიალოგი მხატვრობაზე და კერძოდ, ქართულ გამოფენაზე, რომელიც მთავრობის ხარჯით იყო მოწყობილი დიდების ტაძარში.
გულახდილად ვუთხარი, რომ ვერ მივიღებდი დიალოგით ფორმას, რადგან ის თვითონ გენიალურად ლაპარაკობდა მხატვრობაზე. მე ჩავწერე მაშინ მისი წერილი ქართველ მხატვებზე და დავბეჭდე გაზეთ “საქართველოში“, და მგონია ეს ნამდვილი ოსტატის ერთადერთი წერილია საქართველოში, დაწერილი ცოდნით და სიტყვის უჩვეულო ეკონომიით. პირველი გაკვირვება ეს იყო ნიკო ფიროსმანი, გენია აუხსნელი და საქართველოს გამმართლებელი, პური და ღვინო…. ქეიფი და სიხარული.
თუ ნიკო ფიროსმანს კახეთში არ უცხოვრია, კახეთში მაინც უმოგზაურია. ამბობენ, ერთ დროს ობერკონდუქტორი ყოფილა. არის ბედის ირონია.
სხვა ყველა აპოკრიფული სიტყვები, თუნდაც რომელსაც ავრცელებს მოსე თოიძე – მხოლოდ მოგონილი ამბებია.
ჩვენ, “ცისფერყანწელებმა“, პირველად თბილისში გავხსენით სეზონი კაფეში. ბევრი ალბათ მოიგონებს კაფეს, რომელსაც მაშინ „დარბაზი“ არ ერქვა, დიასახლისებში გვახსოვს პოეტესა განდეგილი და იუსტიციის მინისტრის შალვა მესხიშვილის ცოლი ქეთო. მოულოდნელად დაიწყებდა და შემდეგ სხვა გამოსვლებს დირიჟორობდა პაოლო იაშვილი. ლექსებს ამბობდნენ: ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ლექსი უთქვამს კ. ბალმონტს, სერგეი გოროდეცკის, ი. ზდანევიჩს და ბევრ სხვას.(პოეზიის საღამო_ვალიშევსკი)



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:51:18
მეგობრებო, არის დრო,
რომ წარმოდგეს არისტო.

არისტო ჭუმბაძე – რომელიც ამ დროს ემზადებოდა დიპლომატად სკანდინავიაში  მეგობრული შარჟი



დეკადენტი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 მარტი, 2015 14:52:05
მაშინ ჩვენ მოვინდომეთ გვქონოდა ჩვენი საკუთარი კაფე. ბინა აღმოჩენილი იყო, მაგრამ იყო სიძნელე. საქართველოს მთავრობა ერიდებოდა რეკვიზიციას, ისე კი ვინ დასთმობდა ბინას. მაშინ ქართველი არისტებისთვისაც არ იყო თეატრი.
დავიწყეთ ფიქრი კაფეს მოწყობისათვის გრანდიოზულ ფორმებში. სამი თვის შემდეგ, როცა ბინა გადაცემული ჰქონდა მწერალთა კავშირს და მისი თავჯდომარე კოტე მაყაშვილი ელოდა ვინმეს, ვინც ამ კაფეს მოაწყობდა, უცებ გამოჩნდა ილო მაჩაბელი, საქართველოში ვერავინ დაიჩემებს მეტ თეატრალურობას, ვიდრე ი. მაჩაბელი. ბევრს მოიგებდა ყოფილიყო ასტრეპრენიორი. მას აქვს გამბედაობა და არტისტებისთვის საჭირო დიქტატორის ხელი. აქ პირდაპირ იწყება ისტორია “ქიმერიონისა“.
მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა, რომ კაფეთვის დაერქმია სახელი. იყო აუარებელი წინადადება ყველა პოეტის, მაგრამ შერიგება მაინც არ მოხდა.
უკანასკნელი კრება შედგება „ნაკადულის“ რედაქციაში. მწერალთა კავშირს მაშინ არ ჰქონდა თავისი ბინა. “ცისფერი ყანწელი“ პოეტები გაჩერდნენ “ქიმერაზე“. იყო წინადადება “ქიმერეთის“ _ პაოლო იაშვილი, „ქიმერია“_ ტიციან ტაბიძე. გაიმარჯვა წინადადებამ:_ „ქიმერიონი“_ სიტყვა აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ მიმართეს ს. სუდეიკინს დაეხატა დეკორაცია “ქიმერიონისა“:
ს. სუდეიკინი, ლ. გუდიაშვილი და დ. კაკაბაძე შეუდგნენ “ქიმერიონის“ მოხატვას.
ცალ-ცალკე ყოველი ამათაგანი ცდილობდა დაეხატა “ცისფერი ყანწების“ ორდენი. როცა პირველად გუდიაშვილი და კაკაბაძე შევიდნენ ბინაში და წარმოიდგინეს მისი დახატვა, ორივეს ფერი ეცვალა… დეკორაციას არც ერთი მათგანი არ იყო ნაჩვევი და ორივე შეაშინა გრანდიოზულმა შენობამ.
მაგრამ საკმაო იყო გამოჩენილიყო რუსეთის საიმპერატორო თეატრის და პარიზის დიაგილევის სეზონის გემტარებელი ნამდვილი ოსტატი_დეკორატორი სუდეიკინი, რომ ყველაფერი გამოეცვალა. ქართველმა მხატვარმა ა. ზალცანმა თეატრიდან გამოაგზავნა ორი მღებავი-მალიარი, გუდიაშვილმა იმათ დაარქვა მალარმე, და ქიმერიონის დარბაზში აიმართა ორი მაღალი კიბე_ ერთი სუდეიკინისთვის და მეორე გუდიაშვილისთვის. გუდიაშვილის მეორე კედელი შედევრია ქართული ხელოვნებისა. ეს სუდეიკინმაც იწამა, პირველი კედელი დაიწყო სუდეიკინმა.
შესავალ კარებთან რომის კეისრის წამოსასხამში დგას პოეტი. მისი მეორე სახე იხედება ალაყაფის კარის სარკმელში. მის წინ დგანან ქალები: განსაკუთრებით ყველაში უფრო გამოირჩევა ერთი ქალი მარგო, ნამდვილი პროტოტიპი ფრანსუა ვიიონის კაბატჩიცა მარგოსი. ესპანური ქუდით და წამოსასხამით, ყანწებით ხელში. დახატულია პაოლო იაშვილი, თავს ახვევია მტრედები და სახე უბრწყინავს, როგორც ილია წინასწარმეტყველს… ფონი _ ცისფერი მტრედები ცისფერ ყანწებში აღნიშნავენ მის გულკეთილობას.
შემდეგ სუდეიკინის ავტოპორტრეტი. ხელში უჭირავს სარკე, რომელშიაც იყურება ამური, და როგორც მადონა_დგას ვერა არტუროვნა. ეს არის ახალი მისტერია. ეს სახეები გადაღებულია ორიგინალურად. ეს სახეები გადაღებულია ორიგინალურად. შემდეგ ხეზე_რომელიც აღნიშნავს ხეს ცნობადისას-მიყუდებული დგას ტიციან ტაბიძე პიერის წამოსასხამში, ქვევით ტრაგიკული ბალაგანი; არღანი და თუთიყუში _ ფონი მეწამული ქალდაესი, შემდეგ, როგორც საიდუმლუ სერობა, ნინა მაყაშვილი კოლომბინას კოსტუმში ნიღაბით და კიდევ ქართული სამება მხატვრების ლადო გუდიაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე.

ერთი ეპიზოდიც:
იმ დღეებში დიდების ტაძარში გამართული იყო გამოფენა. ლ. გუდიაშვილი ეუბნება სუდეიკინს: მემარცხენე მხატვრებმა, ფუტურისტებმა, მე და ზდანევიჩი აგვირჩიეს ჟიურიში, მემარჯვენე მხატვრებმა_თქვენ, და კრებას დაესწარითო. გუდიაშვილს არ გაეთავებია სიტყვა, რომ მას თავს დაეცა საღებავის ვედრო მალარმესი და გაბრაზებული სუდეიკინი მზად იყო ხელით მივარდნილიყო: მე თქვენ გიჩვენებთ მემარცხენეობას; თქვენ დაბადებული არ იყავით, რომ მე ვიყავი ნოვატორი და ფუტურისტიო. ამ სცენას ჩვენ არ დავსწრებივართ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გუდიაშვილი ძლივს შევგზავნეთ ქიმერიონში, რადგან ეშინოდა, სუდეიკინი მომკლავსო. ლადო თავის შიშს ისეთი ეთნოგრაფიული კინტოური აქცენტით გამოთქვამდა, რომ სიცილს ვერ ვიკავებდით. შემდეგ სუდეიკინი ჩავიდა მთავარ დარბაზში. ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“.

ბევრი დიდი მარკის მხატვარი ყოფილა აღტაცებული იმ ახალი ბაიარეტით, სადაც საუბედუროდ, თუმცა უყო ნ. ევრეინოვი და დიდი პოეტებიც, მაგრამ ვერ დაიდგა პოეზიის სიმფონია.
სუდეიკინისათვის საჭირო იყო პარიზის კაფეების გენიალური ცოდნა, რომ ისე შთაგონებულიყო. აქ არიან ძვეელი კოკოტკები, ახლად შესული კაფეში, მხატვრები, პოეტები: რემბო, ანდრეი ბელი და ულამაზესი ქალები.
…უკვე სეზონის სამზადისია. ქვეყნად არც ერთ რეჟისორს არ უფიქრია ისე ტანჯულად სეზონზე, როგორც სუდეიკინს. მაშინ თბილისში იყო ნიკოლა ევრეინოვი, ერთი ხუთთაგანი მსოფლიო რეჟისორებში, მაგრამ იმასაც აკვირვებდა სუდიეკინი.
ერთ ფელეტონში არ აიწერებოდა ყოველი დღე და მოგონებები ვიაჩესლავ ივანოვზე, კუზმინზე, მაქ. ვოლოშინზე, ბალმონტზე, სოლოგუბზე, ვრუბელზე, ყველა ამ მხატვრებსა და ლამაზ ბალერინებზე…
ყველა ამ მუშაობისთვის სუდეიკინმა აიღო 10.000მანეთი.
მან უარი თქვა, როცა ჩვენ შეძლება გვქონდა მიგვეცა ნახევარი მილიონი პარიზში წასვლის წინ. მაშინ ფრანკი ღირდა 15 მანეთი. მან ტფილისში დატოვა ყველა თავისი სურათი და მათ შორის ავტოპორტრეტი, რომელიც ამშვენებდა ხელოვნების სასახლეს „ცისფერ ყანწების“ რედაქციაში.
„ქიმერიონის“ გახსნის დღეს, როცა ას უცხოელ სტუმარში მხოლოდ სამი რუსი იყო: სერგეი სუდეიკინი, ნიკოლოზ ევრეინოვი და ნიკოლოზ სოკოლოვი, მან წააკითხა თავის ცოლს პოემა ორმოც სტრიქონში, სადაც იყო ნამდვილი აპოლოგია რუსული გენიის.

პარიზში წასვლის წინ, თბილისის ვაგზალზე სუდეიკინები და სორინი გააცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.

სუდეიკინები გულწრფელად სტიროდნენ საქართველოზე. რკინიგზის მოსამსახურეებმაც იგრძნეს, რომ მიდიოდნენ პატიოსანი სტუმრები და იყვნენ თავაზიანი, როგორც არასდროს.

შავ ზღვაზე მათ წამყვან გემს თავს დაესხნენ პირატები. ყველა მგზავრი გაძარცვეს, სუდეიკინებს არტისტის გულს ვინ წაართმევდა.

ყოველღამ „ქიმერიონში“ სადღეგრძელოს და მოგონებას თავადი მიშკინისას, რომელიც ჩვენთვის სუდეიკინი იყო, იმეორებდნენ გამტყდარი სარკეები და უთვალავი ქიმერები.

1921 წ.
1

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ცისფერი ყანწები


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი