ნინო დარბაისელი
სარევია - - - - -
რა დაგიშავე, ვაჟა-ფშაველავ, ბალღობიდანვე ყელი ცრემლით რომ ჩამიმწარე - პაწაწა ვარო, ობოლიო, ცუდ დროს დავობლდიო, აი, შეხედე, ეს ფეხი, წყაროზე რომ ჩავედი წყლის დასალევად, მაშინ ვიტკინეო.
ირმის გუნდებმა და გუნდებმა ჩემი ხელით გახარებული მთელი ბაღნარი გადამიჭამეს, აქაურობას უკვე ისე დაეპატრონენ, გაუტოკებლად შემომცქერიან, ნეტავ, შენ ვიღას დაჰკარგვიხარო.
მიდი და, აბა, გაუბრაზდი!
ან - შენ... ბოდიში, .. ან თქვენ, ბატონო ჩემო, იაკობ, რა დაგიშავეთ! აი იაო, ია აიო!
გაზონებზე რომ სარეველას წამალს ვასხურებ, ორიოდ დღეში ყველაფერს შველის, ეს იები კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, საქართველოში - ლურჯთვალააო, თვალებღიაო, აქ - სათითაოდ, თითებით თუ არ ამოვთხარე ძირ-ფესვიანად, ვერ მოვერევი, ბრუნდებიან და ბრუნდებიან. შარშან - ღიღილომ გადამიყოლა. გვირილები და კრაზანები - დიდთავები მეადვილება.
ერთი ფიქრი კი გავიფიქრე, ნეტავი, ერთი! რა თავს ვიკლავ, გამრავლდნენ-მეთქი! ვთქვი კიდეც და მითხრეს არაო, რისი თესლიც არ ჩაგიყრია, თავის ადგილზე რაც არ ხარობს, ია კი არა, ოქროს ვარდიც რომ გამოგადგეს, უნდა მოისპოს, სარეველაა, სარეველაო!
მე დავიღალე. ჩრდილში მივჯექი და ჩამთვლიმა სიზმარს ვხედავდი:
თევზები ცაში დაფრინავდნენ, ფარფლებს იქნევდნენ, ვერცხლისფერ მუცლებს ლურჯ-ოქროსფერში ასხმარტალებდნენ, ტკბილად გალობდნენ, ცა ვიბრირებდა, ხოლო თევზები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ;
ჩიტები - წყალში დაცურავდნენ, წყალმცენარეთა მერყევ ტოტებზე ქანაობდნენ კენკვით დაღლილნი, მარგალიტებით გულამოვსებულ ნიჟარებზე ფრთებს ასვენებდნენ და მთელი წყალი ვიბრირებდა ტკბილხმოვანებით, ხოლო ჩიტები არ იხრჩობოდნენ და არ კვდებოდნენ.
მე კი რაღაცის ყელში წაჭერამ ლამის დამახრჩო, კიდევ კარგი, გამომაღვიძა!
მზე შუბის ტარზე გადახრილა. ეს- ქოხია. ესეც - თოხია, ეს - გოროხია. გამომრჩენია ეს ერთი ია, სარეველაა თუ სარევია, ამერიკიდან - საქართველომდე გულით - ახლოა, ფიქრით- შორია. მთელი სამყარო - გულისხელაა და წკრიალებენ, გუგუნებენ გულში ზარები, ორატორია:
-თავის ადგილზე რაც არ ხარობს, სარეველაა! ია, ია, სულს არევია, სულ სარევია, სარევია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მშვენიერია ქალბატონო ნინო ძალიან კარგია
თუმცა ერთიცაა, უცხო ადგილი რაღაცდროის მერე თავისი ადგილი ხდება და არც სარეველა აღარაა :)
კარგი ლექსია
ნაგვიანევი 5 მშვენიერია ქალბატონო ნინო ძალიან კარგია
თუმცა ერთიცაა, უცხო ადგილი რაღაცდროის მერე თავისი ადგილი ხდება და არც სარეველა აღარაა :)
კარგი ლექსია
ნაგვიანევი 5
8. ბესიკ ხარანაულმა იქნებ ქართულ პოეზიაში ყველა თემაც ამოწურა. ჩემი საყვარელი პოეტია და მის შემოქმედებას, დასაბამიდან დღემდე გამოქვეყნებულსა და იქნებ ცოტა მეტსაც ცუდად როდი ვიცნობ, მაგრამ იქნებ მიმანიშნოთ, მაინც სად. დაამუშავა ეს თემა და მით უფრო, ამოწურა. ეს არ არის ბესიკის თემატიკიდან, ჩემო ძვირფასო. მებაღეობის სივრციდან პოეზიაში სარეველას კონცეპტის გადმოტანა, რომელიც ამ ლექსის ხერხემალია. და რომელიც პატრიოტული მოტივის გააზრებას ახალი შტრიხით ადიდრებს, რაღა დაგიმალოთ და, ჩემი მიგნებაა. თუ არ მეთანხმებით, საპირისპირო უნდა დამისაბუთოთ.
ბესიკ ხარანაულმა იქნებ ქართულ პოეზიაში ყველა თემაც ამოწურა. ჩემი საყვარელი პოეტია და მის შემოქმედებას, დასაბამიდან დღემდე გამოქვეყნებულსა და იქნებ ცოტა მეტსაც ცუდად როდი ვიცნობ, მაგრამ იქნებ მიმანიშნოთ, მაინც სად. დაამუშავა ეს თემა და მით უფრო, ამოწურა. ეს არ არის ბესიკის თემატიკიდან, ჩემო ძვირფასო. მებაღეობის სივრციდან პოეზიაში სარეველას კონცეპტის გადმოტანა, რომელიც ამ ლექსის ხერხემალია. და რომელიც პატრიოტული მოტივის გააზრებას ახალი შტრიხით ადიდრებს, რაღა დაგიმალოთ და, ჩემი მიგნებაა. თუ არ მეთანხმებით, საპირისპირო უნდა დამისაბუთოთ.
7. ჰაუ ჰაუ ქორო ნუ ფრენ ჩვენს ეზოში დილდილასაო]] ხარანაულმა ეს თემა ამოწურა უკვე..... ჰაუ ჰაუ ქორო ნუ ფრენ ჩვენს ეზოში დილდილასაო]] ხარანაულმა ეს თემა ამოწურა უკვე.....
6. ბატონო დათო! ასიათას კომენტარსა და შეფასებას მირჩევნია თქვენი მეორე გამოხმაურება, რომელშიც მკითხველებს მოუხმეთ ჩემს გვერდზე. ესე იგი, ლექსი შედგა. მასისთვის კი, თუნდაც ვირტუალურისთვის, ნამდვილად არ ვწერ, თუმცა ეგეც შემიძლია, თუ არ დამეზარა. ბატონო დათო! ასიათას კომენტარსა და შეფასებას მირჩევნია თქვენი მეორე გამოხმაურება, რომელშიც მკითხველებს მოუხმეთ ჩემს გვერდზე. ესე იგი, ლექსი შედგა. მასისთვის კი, თუნდაც ვირტუალურისთვის, ნამდვილად არ ვწერ, თუმცა ეგეც შემიძლია, თუ არ დამეზარა.
5. მიაქციეთ ყურადღება და წაიკითხეთ. მიაქციეთ ყურადღება და წაიკითხეთ.
4. შთამბეჭდავია. ეს იები კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, საქართველოში - ლურჯთვალააო, თვალებღიაო, აქ - სათითაოდ, თითებით თუ არ ამოვთხარე ძირ-ფესვიანად, ვერ მოვერევი, ბრუნდებიან და ბრუნდებიან. შთამბეჭდავია. ეს იები კი, იქ, ოკეანის გაღმა მხარეს, საქართველოში - ლურჯთვალააო, თვალებღიაო, აქ - სათითაოდ, თითებით თუ არ ამოვთხარე ძირ-ფესვიანად, ვერ მოვერევი, ბრუნდებიან და ბრუნდებიან.
3. ძალიან მომეწონა. 5.
ყველაფერი გავიგე მეორე კომენტარში მითითებული მოსაზრების გარეშეც.
დაპირება არ დამვიწყებია, ნორმალურ, მზიან ამინდს ველოდები რომ კარგი ფოტოები გადავიღო. არ გვეღირსა გაზაფხული თბილისში. :)
ძალიან მომეწონა. 5.
ყველაფერი გავიგე მეორე კომენტარში მითითებული მოსაზრების გარეშეც.
დაპირება არ დამვიწყებია, ნორმალურ, მზიან ამინდს ველოდები რომ კარგი ფოტოები გადავიღო. არ გვეღირსა გაზაფხული თბილისში. :)
2. მადლობა ჯონათან! რა კარგად შენიშნეთ,, ვიბრირება” სწორედ იმიტომ დამჭირდა, რომ. ცნობიერ - ქვეცნობიერში და შესაბამისად, ამ ლექსში ორი სივრცის, ღირებულებათა ორი სისტემის ,, ჯახია”, ანუ იმისი, სადაც ვარ, იმასთან, საიდანაც ვარ. სიზმრისეული პარადოქსი: ცაში არდამხრჩვალი თევზები და ღრმა წყალში არდამხრჩვალი ჩიტებიც აქეთ მიმართავს ყურადღების ვექტორს. აზროვნების ამ ეტაპზე სიცოცხლე. შინაგანად შეუთავსებელთა შეთავსების პირობებში გაძლება მგონია. განვაგრძობ ფიქრს, ვნახოთ, მერე შევიცვლი თუ არა. მადლობა ჯონათან! რა კარგად შენიშნეთ,, ვიბრირება” სწორედ იმიტომ დამჭირდა, რომ. ცნობიერ - ქვეცნობიერში და შესაბამისად, ამ ლექსში ორი სივრცის, ღირებულებათა ორი სისტემის ,, ჯახია”, ანუ იმისი, სადაც ვარ, იმასთან, საიდანაც ვარ. სიზმრისეული პარადოქსი: ცაში არდამხრჩვალი თევზები და ღრმა წყალში არდამხრჩვალი ჩიტებიც აქეთ მიმართავს ყურადღების ვექტორს. აზროვნების ამ ეტაპზე სიცოცხლე. შინაგანად შეუთავსებელთა შეთავსების პირობებში გაძლება მგონია. განვაგრძობ ფიქრს, ვნახოთ, მერე შევიცვლი თუ არა.
1. "-თავის ადგილზე რაც არ ხარობს, სარეველაა!"- როგორ მოხდენილადაა ნათქვამი.
თითქოს "ვიბრირებდა " არ მოუხდა ტექსტს, თანაც ორჯერ :)
"-თავის ადგილზე რაც არ ხარობს, სარეველაა!"- როგორ მოხდენილადაა ნათქვამი.
თითქოს "ვიბრირებდა " არ მოუხდა ტექსტს, თანაც ორჯერ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|