 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 26 აპრილი, 2018 |
აქ ხელის ცეცებით ორიენტაცია. დაცლილი სახლია. ორივე კაცია. ორივე ჩვენია. ყური და მიგდება. ხვალიდან ყოველი ნათელი იქნება. მოხდება ის, რასაც ველით და რაოდენ ცდებოდნენ - ხოცავდნენ, თუ მხოლოდ დაობდნენ. სახლში რომ დაობდე... იქნება დაობდე. იქნება დაობდე! იქნება დაობდე ამ სახლში. ცარიელების ამ ბუდეში ვჭედავ აკლდამას. მეფესხამსური მარტოობით ვინამავ თიხას. მკვდარ ღმერთს ჩამოვხსნი ზეციდან და აქვე დავმარხავ. სარკის წინ ისევ ამოვიყვან ამ დამპალ ტიხარს, რომ ვეღარ ვნახო ჩემი ხორცი და ხორცში ვაშლი, ვაშლში ჰემოგლო, მერე სისხლი და სისხლში ფერი. შენი თვალები. წყალს ამჟღავნებს ნახვრეტი ნავში. შენი თვალები - ყველაფერი და არაფერი.
ქარი კარს გააღებს. კარი ქარს ვერ უძლებს. კარი რას გაუძლებს. მოჭრილ ხისგანაა. როცა შევამჩნიე, როგორ გავველურდი, უფრო ხიზანივით გსდიე ტყე და კბოდე. ბორან-შიბ თუ კიბე. ვერ გამოგეკიდე. ვერ გამოვეკიდე ნიავს ვერ ვუსმინე, სული მივილურსმე, ამბავს გიყვებოდი. ტყეა გაუვალი, ტყეა გასაკვალი, ტყეა გასარიტმი. ხეებს ვუყვებოდი, ადრე მახსოვს როგორ გიადვილდებოდა ჩემთან საუბარი - ლექსით გაძინებდი დედის ზღაპარივით. კვალი ამერია. თოვლი მგლიანი და თოვლი დათვიანი. დილა ადრიანი. შენი უჩემობა. მე ვარ მოსაძებნი; რადგან დავიკარგე ასე შენს ძებნაში, ცხრა მთა დავიარე, ახლა მუხლებს ვითბობ. წვერს ვჭრი სახის კანზე მოძალებულს. ახლა დანით ვამტვრევ თეთრ თოვლს, თავმოყინულს - რამე საკვებს ვეძებ. დანით კანს ვიკაწრავ, დანით კანზე ვიწერ ამ სისხლიან ლექსებს. ძრწის და ბაირამობს ფიფქი ირმის რქაზე ფერფლის ატომივით. ან კი მე რა მიკვირს. ვერსად ვერ გნახულობ. გული რატომ მიმდის.
სარკე აირეკლავს როცა სარკეს ჩემში გიპოვნი და გარეთ გამოგიტან. თუმცა მანამდე კი ამ ოთახებს ქარი კარს ულეწავს სამოთხისას. თუმცა აღარ ვიცი თუ რამეა შენთვისმოსაყოლი და სათქმელი. ასე შავი უნდა, ღამე თუა, ასე გაუგებრად გასაგები. ასე ერთმანეთში ჩახლართული. ყაბალახს მოვიფარებ. დევებმა შეგიპყრეს. ღვინით დაათვრე და შენ გამოიპარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რაც კარგია, კარგია რაც კარგია, კარგია
4. გილო,
სწორიც ხარ და მართალიც. მადლობა ნიკის და პროგრამისტს. სასარგებლო სიახლეა და რაც მთავარია ადმინისტრატორია კრეატიული.
გილო,
სწორიც ხარ და მართალიც. მადლობა ნიკის და პროგრამისტს. სასარგებლო სიახლეა და რაც მთავარია ადმინისტრატორია კრეატიული.
3. არ შემიძლია არ დავეთანხმო უკვე ნახსენებ რიტსმა და მელოდიას. მესიამოვნა ამ ტექსტის წაკითხვა და აღქმა.
აქვე მინდა აღვნიშო - ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო პდფ გადმოწერის ფუნქციის დამატება. ბევრად მოსახერხებელია ტექსტების აღრქმა. ზოგადად სასარგებლო სიახლეების მიმართ დადებითად ვრეაგირებ. მადლიერება მინდა გამოვხატო როგორც ინიციატორის ასევე განმახორციელებლის მიმართ. არ შემიძლია არ დავეთანხმო უკვე ნახსენებ რიტსმა და მელოდიას. მესიამოვნა ამ ტექსტის წაკითხვა და აღქმა.
აქვე მინდა აღვნიშო - ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო პდფ გადმოწერის ფუნქციის დამატება. ბევრად მოსახერხებელია ტექსტების აღრქმა. ზოგადად სასარგებლო სიახლეების მიმართ დადებითად ვრეაგირებ. მადლიერება მინდა გამოვხატო როგორც ინიციატორის ასევე განმახორციელებლის მიმართ.
2. ძალიან მომეწონა, ყოჩაღ ავტორო, ისეთი კარგი იყო, სამჯერ წავიკითხე. 5.
სადმე უნდა მეთქვა და ბარემ აქვე ვიტყვი, PDF ფორმატში გადმოწერის ფუნქციის დამატება ნამდვილად აუცილებლობა იყო და ნამდვილად დონის ამბავია.
ინიციატორი ვიყავი მე, ხოლო ჩემი თხოვნა შეასრულა ადმინისტრატორმა.
მტკიცებულების ყველა მახასიათებელი სახეზეა, თუ მაგ ღილაკის მეშვეობით გადმოწერა მოხდება. ჩანს განთავსების თარიღი, დრო, ნაწარმოების სახელი, ავტორი, გვერდების რაოდენობა და ორიგინალის ტექსტი სრულად. ამას მტკიცებულება ჰქვია და მისი სასამართლოში წარდგენაა შესაძლებელი სათანადო გაფორმების შემთხვევაში.
ვორდის კოპირებული ფაილი სერიოზულ ორგანოებში მტკიცებულებად არ მიიღება. ვისაც ვორდის კოპი-ფეისტი მოგწონთ, ძველებურად ისარგებლეთ, მონიშნეთ, "დაასეივეთ", გახსენით ახალი ფურცლი და "აკოპირეთ."
მე კი მირჩევნია ერთ ღილაკი გავააქტიურო და უწვალებლად გადმოვწერო. მერე მონიტორზე წიგნივით გადავშალო და წავიკითხო. სტრიქონებს შორის დაშორებაც მშვენიერია და არც თვალებს ვაწვალებ 10 ზომის სილფაენით.
კიდევ რამდენიმე წინადადება მაქვს ადმინისტრატორთან. განიხილავენ და გადაწყვეტენ. საიტი წინ მიდის და კიდევ დაიხვეწება.
ძალიან მომეწონა, ყოჩაღ ავტორო, ისეთი კარგი იყო, სამჯერ წავიკითხე. 5.

1. რა კარგი რიტმი და მელოდია აქვს, ცვალებადი და მჟღერი.
ცუდია, თუ ჩემამდე არავინ წაიკითხა,საინტერესო ნაწერია.
სადმე უნდა მეკითხა და ბარემ აქ ვიკითხავ- PDF ფორმატში გადმოწერის ფუნქციის დამატება რა აუცილებლობა იყო ?
დონის ამბავია ? :)
რა კარგი რიტმი და მელოდია აქვს, ცვალებადი და მჟღერი.
ცუდია, თუ ჩემამდე არავინ წაიკითხა,საინტერესო ნაწერია.
სადმე უნდა მეკითხა და ბარემ აქ ვიკითხავ- PDF ფორმატში გადმოწერის ფუნქციის დამატება რა აუცილებლობა იყო ?
დონის ამბავია ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|