-აი, ისე მინდა მოგეხვიო, თითქოს ცრემლებით გეთხოვებოდე, თითქოს რაღაც შორეულ, ხუთწლიან ვარსკვლავთაშორისო მოგზაურობაში მიდიოდე...რაღაც სერიოზული კოსმოსური მისიით... - შენი ფანტაზიორი...ჰაჰა, ისა, სინათლის სიჩქარეს გავცდით უკვე? -კი,დიდი ხანია.. -ისიც გაითვალისწინე ხუთი წლით უმცროსი ვიქნები შენზე, ანუ როცა დაგიბრუნდები... -ოო, ეს ძალიან კარგია მერე. -ჰოდა, ახლა მე კიდევ ისე მინდა მოგეხვიო, თითქოს ახლახანს წარმატებულად დავბრუნდი იმ რაღაც ხუთწლიანი კოსმოსური მისიიდან...ჯანდაბა, არც კი დაგესიზმრება, იცი რა გადავიტანე? ან როგორ მენატრებოდი? -მიყვარხარ -წარმოიდგინე ხუთი წლით უმცროსი ვარ შენზე -ჩემი ბავშვი ხარ შენ.. -საჭმელი რა გვაქვს? -რა მოგიმზადო? -რავი,რაც გინდა , კომბოსტოს გარდა ყველაფერი.. -კომბოსტომ რაღა დაგიშავა? -რავი, წუხელ დამესიზმრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე მაქვს ცუდი იუმორის გრძნობა თუ ეს ნაწერი არ იყო სასაცილო? :) მე მაქვს ცუდი იუმორის გრძნობა თუ ეს ნაწერი არ იყო სასაცილო? :)
1. https://www.nasa.gov/image-feature/goddard/2016/hubbles-best-image-of-alpha-centauri-a-and-b
https://www.nasa.gov/image-feature/goddard/2016/hubbles-best-image-of-alpha-centauri-a-and-b
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|