 | ავტორი: ადამიანის სხეული ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 ივლისი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემი ფიქრების ბურუსში გახვეული ნასკები ცისარტყელასავით ეკვრიან გლდანის ცას და როცა შენ მეკითხები, ლიფტის ფულის შეგროვებაზე მინდა სახეზე ცხელი გუდრონი გადავისხა და ფეხშიშველმა აივანზე ვიცეკვო.
მრუში მეზობლები თავიანთი სახეებიდან გამოჭრილი სარკმელების იქით დგანან როგორც ლოჯიებში, სადაც ცხოვრობენ, სტუდენტი შვილების სახლში დაბრუნებას მომლოდინენი კარტოფილს ფრცქვნიან და ოხრავენ.
ბავშვები დაჰყურებენ კართოფილის ნაფცქვენებით მიმოფანტულ ეზოს სადაც ჩემი მოთმინება იწურება და რწყავს ნაგერალა გაუგებრობებს.
მოდიან ზებრებივით ჭრელი მოგონებები და ყურის გოგირდივით უსიამოვნო ამბებს მაზელავენ ღრძილებში.
გაძვირებული პრეზერვატივები კივილამდე თხელია და უნებურად წარმომედგინება როგორ ვიყენებ ფალსიფიცირებულ თაფლს ლუბრიკანტად
მე არ მაქვს მყისიერი ანგარიშის უნარი, რა უნარებიც მაქვს, ისინიც არ არიან დიდად განვითარებულნი.. ან განვითარებულნი რაიმე სასარგებლო მიმართულებით.
ყველაფერი, რაც შემეძლო მძღნერისფერმა ყოველდღიურობამ გულმუცელში ჩამჩურთა, ოდესღაც ნაოცნებარ ილუზიებს ისე დავატარებ, როგორც კუჭში შეკრულობისგან ნაწლავებში ჩამცხვარ ფეკალიებს. ჩემი ნიჭისა და სიხალასის ნაფლეთები დამპალ სიტყვებად იღვრებიან სანაგვეზე,
სადაც აქ ხალხი შინაგანი სიშიშვლით თავის მოწონების ცდუნებას დასწაფებია, მდუმარე და დრამატული ერექციების ტყეში თვალახვეული და უარყოფილი ანგელოზები ხელის ცეცებით იგნებენ გზას.. და ვერც იგნებენ.
ხელფასის დღეს რესტორანში წავალთ და შენ ბევრს დალევ, მე ისეთი ცხოვრების რომანტიკას წარმოვიდგენ, რომელშიც ძლიერი ნარკოტიკებით გავურბივარ მელანქოლიას, და ისეთ ცხოვრებაზე ფიქრისაგან დავაღწევ თავს, რომელშიც ნარკოტიკების ფული არა მაქვს.
იყავი ჩემთან სანამ არ მოგბეზრდები, კიდევ ორიოდ საათი. სანამ წახვალ და დაღლილს ჩაგეძინება, მე კი საკუთარი არსებობით შებეზრებული რამე გულისამრევ პორნოზე დავანძრევ და გავითიშები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემი ფიქრების ბურუსში გახვეული ნასკები ცისარტყელასავით ეკვრიან გლდანის ცას
:) რა კარგად დაიწყო და მერე ვეღარ გაქაჩა. ჩემი ფიქრების ბურუსში გახვეული ნასკები ცისარტყელასავით ეკვრიან გლდანის ცას
:) რა კარგად დაიწყო და მერე ვეღარ გაქაჩა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|