ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2018


წვიმის სინდრომი

ღრუბლების  ურდო შეგესია , და ძალას იკრებ...
წვიმის ხმაური , და მთელს ტანში გიჩნდება განცდა,
თითქოს შენ შენი იცხოვრე და ახლა კი ფიქრობ
როგორი კარგი და მარტივი ,
ცხოვრება ჩანდა

იხსენებ , ზაფხულს , სოფლის შარა ეკლიან ბილიკს
იხსენებ ყველას , ვისაც შენი ბავშვობა გაყვა
და როცა უცებ ეს წვიმებიც შეწყვეტენ კივილს
მაშინღა ხვდები , მოგონებები წყლისაა ნაყვა

რადგან მკაცრია , ეს ცხოვრება , ხვდები უაზროდ...
და მერე ამის გააზრება , გტაანჯავს ,გაგიჟებს
და ამას  იგრძნობ , უფრო შენში ფილტვების მაღლა
ალტერნატივა , უკეთესი იყო საგიჟე...

ზოგჯერ ვფიქრობ , თუ რამხელა იღბალი არის ,
იყო სულელი და მარტივად ხედავდე დრამას...
უფალმა უწყის უიღბლობა რას ნიშნავს კაცის
მე კიდე  ვიცი
იღბლიანობა რომ ქვია ამას

და რადგან შერჩი ამ ცხოვრებას უიღბლო ბედით,
და რადგან გიწევს ყველა განცდის ბოლომდე აღქმა ,
რთული ვინმეს მოახვიო ეს შენი დარდი,
მაგრამ ამაზე რთული არის არაფრის არ თქმა...

ამასობაში გადაიღო ,მოფხიზლდი უფრო
და ამინდებმაც  ფარისევლური, დაუშვა ფარდა
შენც დაუბრუნდი კომედიას სახელად “წლები”
სადაც არავინ შენ არ გიცნობს , წვიმების გარდა.....







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები