ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2018


შენსკენ მოსული ნავები

ჯერ გიცდის შენსკენ მოსული ნავები,
არ ვიცი და სულ ვფიქრობ, რომ არ მომდის ცრემლიდან თვალები,
არც ვიცი და არც მინდოდა გამეგო რამე,
და ვიცოდი, ვეძებდი, მჯეროდა - არც მე..
ბრძოლით ჩემში, ნდომით ვერა,
გრძნობით ბოლომდე, ნდობით - ყველგან,
მოდით და ვერ ვთქვათ, მოდით და ვერ ვთქვათ,
დავიწყოთ ვერ ვქნათ,
დავიწყოთ შევქმნათ,
და ვითომ და რატომ,
იქნებ და არც რომ,
შენ რომ გენახა,
რომ შეგენახა
ჩემთვის და ვნანობ
არ ვნანობ ვნატრობ
რომ ვნატრობ ვნანობ
ვნანობ და ვამაყობ
და ვამაყობ და ვამბობ
რომ ვამბობ - ვატყობ
და გატყობ რომ გაწყობს..
და არ თმობ,
გაწყობს და არ თმობ..
და შენც და მასავით შენც რა საოცრად,
დღეს მიტოვებული ყველასგან და
განწირული ხმა - რჩება,
მარტო რჩება და არ კვდება
"არც ვითარდება არც ცხრება"
არც შორდება და არც ლპება
არც იბერება, არც კრთება..
სამაგიეროს სამაგიეროდ, სანაცვლოდ და სანაცვლოს,
არავისზე გაცვლილს,
მხოლოდ შენზე დაცლილს,
არ მცვლის, ვნანობ - არ,
გწერ და ვწვალობ - არ,
დღეს და ხვალ აც,
დღეს და ხვალ აც,
დღეს და ხვალ აც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები