ჩოხებს იხდენენ ვაჟკაცები , ვაჟკაცურ ჟინით, რადგანაც ბრძოლას ,დღეს ღვთის მადლით სიცოცხლე მოყვა, მოიკაზმეს და მოიხდინეს ჩოხაზე ხმლები, კოცონის პირზე ააფეთქეს ქართული როკვა.
“გაშალეს ფრთები არწივებმა”.... რა რიგ შვენიათ, სული გაშიშვლდა , ვაჟკაცური და ის ქართული, შავგრემანია დირიჟორი “მგლების ხორუმში”, სულით ხორცამდე ამ ცეკვაში არის ჩართული....
ხმლები იშიშვლეს, ორთაბრძოლის “რეპეტიცია”, დღეს სხვა აკლიათ , ხვალ კი იქნებ თვითონ სხვას ეკლდნენ, და ამიტომაც თითო ჩაფი ღვინო მიირთვეს, რადგან უთუოდ დღეს ცოცხლები უნდა აცეკვდნენ....
ცეცხლი თვალებში და შეშლილი შმაგის იერი, ამათ შემყურე ვეღარ ხედავ ირგვლივ სხვა რამეს, გამთენიისას , შავგვრემანმა სიტყვა დატოვა : “ აბა ჩვენ ვიცით , მტერს გაწბილებულს ვტოვებთ ამ ღამეს”
კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ღმერთები ერთურთს, წამი გაჩერდა , გადააბიჯა გრძნობებმა დრო - ჟამს.... მრავალჟამიერს ღიღინებენ დარბაისლები და ჰორიზონტზე ხუთჯვრიანი დროშები მოჩანს ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ისე მიყვარს ქართული სამოსი და ცეკვა, მხოლოდ სამოსის გამო შემყვარებია, მაგრამ ეს ნაწერი არ აღძრავს განსაკუთრებულ ემოციებს, ახალი არაფერია აქ. ზოგგან რიტმია მორღვეული, გრამატიკული უსუსტობებით. ისე მიყვარს ქართული სამოსი და ცეკვა, მხოლოდ სამოსის გამო შემყვარებია, მაგრამ ეს ნაწერი არ აღძრავს განსაკუთრებულ ემოციებს, ახალი არაფერია აქ. ზოგგან რიტმია მორღვეული, გრამატიკული უსუსტობებით.
2. მადლობა დიდი ❤️❤️❤️❤️ მადლობა დიდი ❤️❤️❤️❤️
1. მუხტი არის. ცოტა დამბურძგლა კიდეც, კარგი ნაწერია ალბათ რამდენიმე ადგილას უმნიშვნელო ხელის შევლება ჭირდება. წარმატებები თომას. + მუხტი არის. ცოტა დამბურძგლა კიდეც, კარგი ნაწერია ალბათ რამდენიმე ადგილას უმნიშვნელო ხელის შევლება ჭირდება. წარმატებები თომას. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|