 | ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 5 ივნისი, 2018 |
კიდევ ერთხელ წავიკითხე ბედუინი და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნება მივიღე. ეს არის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მკითხველისთვის, და არა მარტო ახალგაზრდა მკითხველისთვის, ყველასთვის, ვისაც სათავგადასავლო ლიტერატურა უყვარს. უდაბნოს თემაზე საქართველოში რომანი არ დაწერილა, თუ არ ჩავთვლით ია კარგარეთელის ძალიან მდარე და ძალიან უნიჭოდ გადაკეთებულ „ბედუინს“. ნიჭიერად გადაკეთებას და მითვისებასაც ნიჭი უნდა, მოგეხსენებათ, მაგრამ ამაზე შემდეგ. ვაპირებ ამ მდარე რომანის განხილვას. ოთხი წელი ნთავსდებოდა „ბედუინი“ ამ საიტზე. ოთხი წელი მოუთმენლად ელოდა მკითხველი მომდევნო თავს. თავსითავად ძალიან საინტერესო, სათავგადასავლო - შემცნებით რომანს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამხელა ინფორმაცია ერთ თავში ეტეოდეს (ანუ, ნეფერტარის თავი მაქვს მხედველობაში) საკვირველია. ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე - ასტროლოგიაზე; აფრიკის, კერძოდ ეგვიპტის, მცენარეულ საფარზე, ცხოველებზე, აფრიკული ტომების წეს-ჩვეულებებზე... იმაზე, რა ბრძოლა გადაიტანა უდაბნოში ქართველმა გოგომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად; როგორ შეიძლება ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა ვარსკვლავებით, როცა ტურისტული რუკა ყალბი აღმოჩნდება. დამაჯერებელია ის ნებისყოფა, რაც გმირმა გამოიჩინა წყალთან დაკავშირებით, როცა წყურვილი უდაბნოში გაუსაძლისია, მაგრამ გონება ჰკარნახობს, რომ ის ორიოდე ყლუპი წყლის გაფრთხილება აუცილებელია ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს. რომანში სამი მთავარი გმირია, ნილნა, ალ ქაბირი და ჯადარი- არაბული შავი ბედაური, რომელსაც ადამიანივით ესმის ყველაფერი. „ ის ლეგენდა მომაგონდა, რომლითაც ჩემი თავგადასავალი დაიწყო საჰარაში, დიდმა ალაჰმა სამხრეთის ცელქი და თბილი ქარი რომ დაიჭირა, არაბულ ბედაურად აქცია და უფრთოდ ფრენის ნიჭით დააჯილდოვა.“
გასაოცარია „უდაბნოს თვალი“, რითიც რომანი იწყება. პიარდად ჩემთვის ეს ძალიან ახალი იყო, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და ლეგენდა, ამ „უდაბნოს თვალის“ წარმოშობის შესახებ.
ძალიან მომეწონა მოახლოებული სიკვდილის განცდა, სიკვდილის უბრალოების დანახვა, რასაც ნილნა გრძნობს. საინტერესოა, ეგვიპტური დიდი ღმერთის, „რას“ სიკვდილის ისტორია. ლეგენდები, შელოცვები, ბიბლიური ისტორიები... ძალიან კარგად არის დაკავშირებული ალ ქაბირის კავშირი (წარმოშობით და მხარზე დახატული ლომითა და მგლით) მიჯაჭვულ ამირანთან. სასტიკი და დაუნდობელი უდაბნო, სადაც ყველაფერი გმტრობს, ცხოველები, ქარიშხალი, ღამით სიცივე და დღისით აუტანელი სიცხე. ამ რომანიდან გავიგე, გველს რომ სპირტის სუნი ჰქონდა. ავტორი ძალიან საინტერესოდ აღწერს, როგორ შეიძლება უდაბნოში წყლის მოგროვება; მოხეტიალე ქვიშას და ქვიშის ქვეშ მდინარეს. როგორ უნდა მონახო თავს ზევით ძალა გადასარჩენად. საინტერესოა ტუარეგების ტომი, ლეგენდა ამ ტომის წარმოშობაზე. საკვირველია, ამ ველურ ხალხს რომ ყელზე ჯვრები ჰკიდია. ტომის დედოფალი, ალ ქაბირზე შეყვარებული ჰილალე, ჭკვიანი და ბოროტი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. მომეწონა, ტურეგების ენაზე სიყვარულს რომ „სულის სიმღერა“ ჰქვია. დიდი გაჭირვება როგორ გასწავლის თავი სფლობას -„ახლა ნამდვილად ვიცოდი, რა იყო თავის ფლობა და მართვა და რასაც ნიშნავდა კაცობრიობისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა - თავისუფლება. „ მკითხველი ბევრ რამეს გაიგებს ანტუან დე სენტ ეკზიუპერის მელაზე, ფენეკზე.
და არა მხოლოდ ეს, ყველა თავი განსაკუთრებით საინტერესოა, რაღაც ახალს აუცილებლად აღმოაჩენთ. ასეთია, მაგალითად ლეგენდა ოქროს პილიგრიმზე, მანსა მუსაზე, რომელიც, როგორც ირკვევა, ალ ქაბირის წინაპარია. შესანიშნავად არის აღწერილი ეშმაკის დერეფანი, რომელსაც ყველა ერიდებოდა, ვინაიდან იქ მოხვედრილმა ცოცხალმა ვეღარავინ გააღწია: „ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სანახაობა შეიძლება მხოლოდ კლდეების ჩრდილების და მთვარის შუქის რიალს გამოეწვია და ყვითლად ანთებული თვალები მხოლოდ მთვარის სხივით განათებული უცნობი მინერალის ანარეკლი იყო, ცაში ატყორცნილი ფრთა და კუდი კი მხოლოდ ბუნების ნამოქმედარი. დედამიწის ყველაზე უკაცრიელ და საშიშ ადგილას, იქ, სადაც არავინ დაუწყებდა ძებნას და იმ სახით, რომელსაც დღისით ვერავინ დაინახავდა, თვით სატანის ხელთუქმნელი ძეგლი იდგა. ეს კლდეში გაქვავებული, შეუმუსრავი ქანდაკი, ალბათ ერთადერთი იყო, რომელიც ზუსტად ასახავდა ბნელი ძალების მეუფის სხეულს, სულს, ძლიერებას და უკვდავებას. თითქოს ჯოჯოხეთში სამარადჟამო შრომით დაღლილს, ყველაზე შესაფერისი ადგილი შეერჩია დედამიწაზე და დასასვენებლად წამოწოლილიყო. “
და დიდი სიყვარული, სიყვარული, რომელზედაც მთავარი გმირები არ ლაპარაკობენ და ერთიმეორის ნდობა, რომლის მოპოვებაც,, თურმე „სიყვარულის მოპოვებაზე ძნელია“.
განსაკუთრებით საინტერესოა ფინალი, როცა ნილნა უკვე საქართველოშია და ხუთი წლის შემდეგ ალ ქაბირისგან ადვოკატის დახმარებით იღებს მემკვიდრეობას. საჩუქარით, რომელიც ადვოკატმა გადასცა, ალ ქაბირი მიანიშნებს, რომ ცოცხალია, ეს მაშინ, როცა ყველას გარდაცვლილი ჰგონია, თვითონ ადვოკატსაც კი, და ადგილ-მდებარეობას, სადაც იმჟამად იმყოფება. ამ მინიშნებით ალ ქაბირმა არჩევანის საშულება მისცა ნილნას. თუ ის სიყვარული ისევ გრძელდებოდა, ნილნა აუცილებლად მონახავდა, თუნდაც ნულოვან მერიდიანზე. ბოლოს კი ჩანს, რომ რომანი იწერება ესპანეთში... დასკვნა კი მკითხველმა გამოიტანოს. ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი ამ თვეში უკვე დაიბეჭდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ტენდი მოგიკიტხე გულიტ სულით, მიყვარხარ და მენატრები შენი ნაწერებიანად. ტენდი მოგიკიტხე გულიტ სულით, მიყვარხარ და მენატრები შენი ნაწერებიანად.
28. 27. ტენდი სად ხარ 5 ივნისის შემფეგ? მუხა. 2018-11-27 02:13:21
მოვალ, მუხა, სად წავალ?! :) 27. ტენდი სად ხარ 5 ივნისის შემფეგ? მუხა. 2018-11-27 02:13:21
მოვალ, მუხა, სად წავალ?! :)
27. ტენდი სად ხარ 5 ივნისის შემფეგ? ტენდი სად ხარ 5 ივნისის შემფეგ?
26. დიდი მადლობა ქალბატონ ციცინოს, ჩვენს ტენდის, <<ბედუინის>> წარდგინების საღამოს თემატურ წამყვანს. ყველაფერმა მშვიდად და ლაზათიანად ჩაიარა.
5.
დიდი მადლობა ქალბატონ ციცინოს, ჩვენს ტენდის, <<ბედუინის>> წარდგინების საღამოს თემატურ წამყვანს. ყველაფერმა მშვიდად და ლაზათიანად ჩაიარა.
5.
25. " ასე იციან დედოფლებმა ქრისტეს მხედარო" ვაჟკაცი თუ ხარ გაატანე ქარებს მიეცი! მერე მიაგდო ქვიშის მღვრიეთს თავის იაბო, არც რა იამბა გააჭენა ცხენი მღვრიეთში. :)
" ასე იციან დედოფლებმა ქრისტეს მხედარო" ვაჟკაცი თუ ხარ გაატანე ქარებს მიეცი! მერე მიაგდო ქვიშის მღვრიეთს თავის იაბო, არც რა იამბა გააჭენა ცხენი მღვრიეთში. :)
24. მადლობა დიოგენეს საძმოს, მშვენიერი მოძღვნისთვის. გაგრძელებას ველი. ნეტავ თუ არსებობს ისეთი სამიზნე, შენ რომ ათიანში არ მოარტყა დაუმიზნებლად.
ნექტარო, მადლობა შენ ყველაფრისთვის, რთულადწასაკითხიკომენტარებისთვისაც.
მადლობა დიოგენეს საძმოს, მშვენიერი მოძღვნისთვის. გაგრძელებას ველი. ნეტავ თუ არსებობს ისეთი სამიზნე, შენ რომ ათიანში არ მოარტყა დაუმიზნებლად.
ნექტარო, მადლობა შენ ყველაფრისთვის, რთულადწასაკითხიკომენტარებისთვისაც.
23. დიოგენეს საძმოს ვუერთდები ყოველივე თანხმოვანებით.
მოვიკითხავ გულხმიერწრფელმოყვარეობამეგობრობით ნეფერტარი–ს.
ნ ე ქ ტ ა რ ი. დიოგენეს საძმოს ვუერთდები ყოველივე თანხმოვანებით.
მოვიკითხავ გულხმიერწრფელმოყვარეობამეგობრობით ნეფერტარი–ს.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
22. ბედუინებმა გაიარეს ცხელი საჰარის ცხრავე სამანი. სან ქარმუხლა ბედაური დაისადავე დავასწარი და ერთერთ ვაჟკაცს ვუძღვენ სალამნი- "ჩემი დედოფლის არა იცი? ვის მიუჩრდილა,სად მიდრიკა ყელი გრაალის, იყავ გულწრფელი... მდუმარე იყო. სახეუცვლელი:) გაგრძელება იქნება. მოვიკითხე ჩემი დედოფალი:) ბედუინებმა გაიარეს ცხელი საჰარის ცხრავე სამანი. სან ქარმუხლა ბედაური დაისადავე დავასწარი და ერთერთ ვაჟკაცს ვუძღვენ სალამნი- "ჩემი დედოფლის არა იცი? ვის მიუჩრდილა,სად მიდრიკა ყელი გრაალის, იყავ გულწრფელი... მდუმარე იყო. სახეუცვლელი:) გაგრძელება იქნება. მოვიკითხე ჩემი დედოფალი:)
21. წარმატებას ვუსურვებ ნეფერტარს და წიგნს ველოდები. წარმატებას ვუსურვებ ნეფერტარს და წიგნს ველოდები.
20. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი!ვულოცავ ავტორს და უფრო მეტად, ქართველ მკითხველს!ტენდის მადლობა ,რომ შეგვახსენა ამ ნაწარმოების ღირებულებები!მეც მინდა რომ ფილმად გადაიღონ:) ძალიან გამიხარდა ეს ამბავი!ვულოცავ ავტორს და უფრო მეტად, ქართველ მკითხველს!ტენდის მადლობა ,რომ შეგვახსენა ამ ნაწარმოების ღირებულებები!მეც მინდა რომ ფილმად გადაიღონ:)
19. რენ, მიხარია ხოლმე შენი სტუმრობა ჩემთან. :) რენ, მიხარია ხოლმე შენი სტუმრობა ჩემთან. :)
18. რენ, მიხარია ხოლმე შენი სტუმრობა ჩემთან. :) რენ, მიხარია ხოლმე შენი სტუმრობა ჩემთან. :)
17. მადლობა, ტენდი:) იმსახურებს ეს ნაწარმოები ქებას. წიგნი ხომ გვექნება და მე ფილმადაც მინდა, თან ჰოლივუდის:) რაღაც ლადო ასათიანის სტილში: "ხომ ლამაზია ეს ბედუინი (წიგნად) მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა (ფილმად) :))))
გილოცავ, ნეფერტარ:* მადლობა, ტენდი:) იმსახურებს ეს ნაწარმოები ქებას. წიგნი ხომ გვექნება და მე ფილმადაც მინდა, თან ჰოლივუდის:) რაღაც ლადო ასათიანის სტილში: "ხომ ლამაზია ეს ბედუინი (წიგნად) მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა (ფილმად) :))))
გილოცავ, ნეფერტარ:*
16. ნეფერტარი ჩემი ფავორიტი ავტორია და მისი "ბედუინი" თანამედროვე მწერლობაში უბრალოდ დიდი აღმოჩენა,მისმა "ნილნამ" მასწავლა,რომ ადამიანი უკიდურეს "უდაბნოდან" ბრძოლის საშუალებით თავს დააღწევს და ის,რომ "უმწეო ქალის" პროტოტიპი უკიდურესი ჯოჯოხეთის ჟამს განსაკუთრებული ძალით ივსება და ეს "თვითგადარჩენის" ძალაა...მისი პერსონაჟები ამსხვრევენ "სისუსტის" ყველანაირ სტერეოტიპს და უკიდურესი გაჭირვების გზიდან (თუნდაც "სიკვდილიდან" ) თავს აღწევენ...აი,ეს და ყველაფერი რაც წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესად უნდა განვიცადო ძალიან მოდის ჩემს სულთან და გულთან. ტენდი, ძალიან საინტერესო ჭრილში იყო დანახული და კარგია,რომ აქცენტი გააკეთეთ მასზე :)
ნეფერტარი ჩემი ფავორიტი ავტორია და მისი "ბედუინი" თანამედროვე მწერლობაში უბრალოდ დიდი აღმოჩენა,მისმა "ნილნამ" მასწავლა,რომ ადამიანი უკიდურეს "უდაბნოდან" ბრძოლის საშუალებით თავს დააღწევს და ის,რომ "უმწეო ქალის" პროტოტიპი უკიდურესი ჯოჯოხეთის ჟამს განსაკუთრებული ძალით ივსება და ეს "თვითგადარჩენის" ძალაა...მისი პერსონაჟები ამსხვრევენ "სისუსტის" ყველანაირ სტერეოტიპს და უკიდურესი გაჭირვების გზიდან (თუნდაც "სიკვდილიდან" ) თავს აღწევენ...აი,ეს და ყველაფერი რაც წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესად უნდა განვიცადო ძალიან მოდის ჩემს სულთან და გულთან. ტენდი, ძალიან საინტერესო ჭრილში იყო დანახული და კარგია,რომ აქცენტი გააკეთეთ მასზე :)
15. 13. ,,ბედუინი" კარგია, დინამიური, ექსტრემით სავსე და შემეცნებითი. ტენდის კარგად აქვს განხილული. მეუდაბნოვე. 2018-06-13 11:54:16
მადლობა, მეუდაბნოვე. :) 13. ,,ბედუინი" კარგია, დინამიური, ექსტრემით სავსე და შემეცნებითი. ტენდის კარგად აქვს განხილული. მეუდაბნოვე. 2018-06-13 11:54:16
მადლობა, მეუდაბნოვე. :)
14. უდაბნოს თვალის შესახებ მეც აქედან გავიგე და არამარტო ეს.
უდაბნოს თვალის შესახებ მეც აქედან გავიგე და არამარტო ეს.
13. ,,ბედუინი" კარგია, დინამიური, ექსტრემით სავსე და შემეცნებითი. ტენდის კარგად აქვს განხილული.
,,ბედუინი" კარგია, დინამიური, ექსტრემით სავსე და შემეცნებითი. ტენდის კარგად აქვს განხილული.
12. :D იმედია...წიგნში მაინც წავიკითხავდი ნაწარმოებს. :) :D იმედია...წიგნში მაინც წავიკითხავდი ნაწარმოებს. :)
11. ნამდვილად მოსალოცი ამბავია. დიდი ინტერესით დაველოდები წარდგინებას. ))) ნამდვილად მოსალოცი ამბავია. დიდი ინტერესით დაველოდები წარდგინებას. )))
10. 9. მოსალოცი ამბავია! გილოცავთ!!!
სად და როდის ექნება პრეზენტაცია? გულიანა. 2018-06-08 03:34:52
გვეტყვიან.. :) 9. მოსალოცი ამბავია! გილოცავთ!!!
სად და როდის ექნება პრეზენტაცია? გულიანა. 2018-06-08 03:34:52
გვეტყვიან.. :)
9. მოსალოცი ამბავია! გილოცავთ!!!
სად და როდის ექნება პრეზენტაცია? მოსალოცი ამბავია! გილოცავთ!!!
სად და როდის ექნება პრეზენტაცია?
8. მეც ძალიან მესიამოვნა და გამეხარდა ეს ამბავიი, ძალიან. ვულოცავ გულითადად ნეფერტარს და მრავალი ასეთი უბადლო წიგნის ავტორობა მიგველოცოს.
ნ ე ქ ტ ა რ ი მეც ძალიან მესიამოვნა და გამეხარდა ეს ამბავიი, ძალიან. ვულოცავ გულითადად ნეფერტარს და მრავალი ასეთი უბადლო წიგნის ავტორობა მიგველოცოს.
ნ ე ქ ტ ა რ ი
7. გილოცავთ ქალბატონო ნეფერტარ და წარმატებას ვუსურვებ "ბედუინს" . ვიცი, რომ მკითხველის გულამდე ადვილად მივა ეს წიგნი. გილოცავთ ქალბატონო ნეფერტარ და წარმატებას ვუსურვებ "ბედუინს" . ვიცი, რომ მკითხველის გულამდე ადვილად მივა ეს წიგნი.
6. ოოო! მუხაა და არმეენ, გამიხარდა თქვენი აქ მოსვლა. :) ოოო! მუხაა და არმეენ, გამიხარდა თქვენი აქ მოსვლა. :)
5. ტენდი ეს რა კარგი ამბავი მოგიტანია, ძალიან გამიხარდა. ნეფერტარის "ბედუინი" სამაგიდო წიგნია. ეს არის ურაკპარაკის ღირებულების ამაღლება. ტენდი ეს რა კარგი ამბავი მოგიტანია, ძალიან გამიხარდა. ნეფერტარის "ბედუინი" სამაგიდო წიგნია. ეს არის ურაკპარაკის ღირებულების ამაღლება.
4. გილოცავ, ნეფერტარ! ძალიან მიხარია, რომ იბეჭდება! მართალია ჩამოვრჩი კითხვას, ლამის ბოლოსკენ გასული, მაგრამ პირობას ვდებ ასე საჯაროდ, რომ წიგნს აუცილებლად ვიყიდი, ამჯერად უკვე თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავ და აუცილებლად წავაკითხებ ჩემს დისშვილებსაც. ქართული სათავგადასავლო ლიტერატურის ნიშა ლამის ცარიელია და მიხარია, რომ ეს რომანი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მასში. პლაგიატის შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი და რა თქმა უნდა, სამარცხვინო ამბავია. ახლა კი ნამდვილად დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი. გილოცავ, ნეფერტარ! ძალიან მიხარია, რომ იბეჭდება! მართალია ჩამოვრჩი კითხვას, ლამის ბოლოსკენ გასული, მაგრამ პირობას ვდებ ასე საჯაროდ, რომ წიგნს აუცილებლად ვიყიდი, ამჯერად უკვე თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავ და აუცილებლად წავაკითხებ ჩემს დისშვილებსაც. ქართული სათავგადასავლო ლიტერატურის ნიშა ლამის ცარიელია და მიხარია, რომ ეს რომანი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მასში. პლაგიატის შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი და რა თქმა უნდა, სამარცხვინო ამბავია. ახლა კი ნამდვილად დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი.
3. გილოცავ, ნეფერტარ! :) გილოცავ, ნეფერტარ! :)
2. გმადლობთ ტენდი. არ ველოდი ახლა და აქ ასეთ კარგ გამოხმაურებას. როგორც ბატონი არმენ არუთინოვი და დომენიკო 20 წინასწარმეტყველებდნენ თქვენთან ერთად, მართლაც მიმზიდველი სათავგადასავლო-შემეცნებითი რომანი გამოვიდა, ის არაერთ ისტორიულ, გეოლოგიურ-გეოგრაფიულ ცნობასა და ლეგენდას შეიცავს საჰარის შესახებ, ძალიან საინტერესო და დაძაბულ ამბავს მოგითხრობთ.
რედაქტირებული ტექსტი სხვანაირად იკითხება. მოცულობაშიც მოიკლო და ექსპრესიული გახდა.
ზუსტად ვიცი, რომ კიდევ ბევრს გაატარებინებს სასიამოვნო წუთებს და გაახარებს. რაც მთავარია, ადამიანებს შორის ურთიერთობაში ნამდვილ ღირებულებებს დაამახსოვრებს მკითხველს. სანამ ეს რომანი იწერებოდა, ოთხი წელი დაუღალავად მელოდა მკითხველი, ახლა ის დრო დადგა, როცა ავტორი უნდა დაელოდოს მკითხველს. იგივე მოთმინებას გამოვიჩენ, როგორსაც თქვენ იჩენდით. :)
მაშინდელი ინტერესისთვის, კიდევ ერთხელ ვიხდი მადლობას. ახლა ყველას წინასწარ ვუხდი მადლობას, ვინც უკვე წიგნად შეიძენს ნეფერტარის "ბედუინს".
წარდგინებას ანონსად გამოვაქვეყნებ და ყველას დაგელოდებით. თქვენ რომ არა, ეს რომანი არ დაიწერებოდა!
გმადლობთ ტენდი. არ ველოდი ახლა და აქ ასეთ კარგ გამოხმაურებას. როგორც ბატონი არმენ არუთინოვი და დომენიკო 20 წინასწარმეტყველებდნენ თქვენთან ერთად, მართლაც მიმზიდველი სათავგადასავლო-შემეცნებითი რომანი გამოვიდა, ის არაერთ ისტორიულ, გეოლოგიურ-გეოგრაფიულ ცნობასა და ლეგენდას შეიცავს საჰარის შესახებ, ძალიან საინტერესო და დაძაბულ ამბავს მოგითხრობთ.
რედაქტირებული ტექსტი სხვანაირად იკითხება. მოცულობაშიც მოიკლო და ექსპრესიული გახდა.
ზუსტად ვიცი, რომ კიდევ ბევრს გაატარებინებს სასიამოვნო წუთებს და გაახარებს. რაც მთავარია, ადამიანებს შორის ურთიერთობაში ნამდვილ ღირებულებებს დაამახსოვრებს მკითხველს. სანამ ეს რომანი იწერებოდა, ოთხი წელი დაუღალავად მელოდა მკითხველი, ახლა ის დრო დადგა, როცა ავტორი უნდა დაელოდოს მკითხველს. იგივე მოთმინებას გამოვიჩენ, როგორსაც თქვენ იჩენდით. :)
მაშინდელი ინტერესისთვის, კიდევ ერთხელ ვიხდი მადლობას. ახლა ყველას წინასწარ ვუხდი მადლობას, ვინც უკვე წიგნად შეიძენს ნეფერტარის "ბედუინს".
წარდგინებას ანონსად გამოვაქვეყნებ და ყველას დაგელოდებით. თქვენ რომ არა, ეს რომანი არ დაიწერებოდა!
1. ნამდვილად სასიხარულო ამბავია, არამარტო ავტორისთვის, არამედ ყველასთვის ვის თვალწინაც იბადებოდა „ბედუინი“. პირველ რიგში ნეფერტარს და მერე გულშემატკივრებს გილოცავთ. :-* ნამდვილად სასიხარულო ამბავია, არამარტო ავტორისთვის, არამედ ყველასთვის ვის თვალწინაც იბადებოდა „ბედუინი“. პირველ რიგში ნეფერტარს და მერე გულშემატკივრებს გილოცავთ. :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|