| ავტორი: ნუცი ჟანრი: პოეზია 5 ივნისი, 2018 |
არა, როგორ არ მომინდები_წვიმად, მზის სხივად და გარიჟრაჟად?! განა, როგორ არ მოგინატრებ, თუმც, სულს ცრუ იმედით,ვერ ვუშველი. გზაზე _ მზე ჩაკარგულ ჩრდილებივით _ აღარ შევჩერდები ლოდინით და დრო, უფრო როგორც განაჩენი, დაგსჯის ტკივილით და უჩემობით. სევდას ვერაფერი ვეღარ შველის.... სევდას არაფერი აღარ შეცვლის!!! ახლა წვიმაა და იმ ქალაქში სადაც გათენებაც გროშებია, სიყვარულშერჩენილ სხეულიდან,გრძნობებს ნაკუწებად ამითლიან. მერე უგულობას მომყიდიან, მერე მზეს ლუკმებად დამითვლიან. . . სიხარულს ჩემსას წაიღებენ და მათ– სევდისფერში გამიცვლიან, ისე თითქოს ჩემი სურვილით და ასე ნება– ნელა დამაჭრიან , ფრთებს .. . დღეს გაღიმებას გაკიცხავენ, ხვალ კი სიცოცხლესაც დამიშლიან! ვიცი ისევ ისე მოგინატრებ– წვიმად, მზის სხივად ან მაისებად. თუმცა რიჟრაჟამდე დრო დაგრჩა და მამლის ყივილამდეც წამებია. ვსუნთქავ გაყიდული მონასავით. . . ცოდვებს ყმუილითაც ვინანიებ. სამჯერ უარყოფა რას გეყოფა–ასგზით ჯვარზე გაკვრა გაპატიე! სუნთქვა ხროტინს უფრო დაემსგავსა... ჰაერს შეერია გასვლის ფერი, ათასმეერთეჯარ უარყოფა – ხავსზე მოჭიდების საზღაური. . . ვსუნთქავ! დრო – დაგირჩა განაჩენი ვსუნთქავ!– მარტივია დანარჩენი.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია, რაღაც თავისებური. კარგია, რაღაც თავისებური.
2. რითმები არაფრად ვარგა თიტქოს გარითმულ ლექსში მარცცლები სულ ირევა და ეს "თუმც" რა არის? "ა" რომ დაგემატებინა რითმიდან ამოგაგდბდა თუ რატომ გაუბრაზდი? შინაარსი "ნაკუწების ათლასავითარიწ რითმები არაფრად ვარგა თიტქოს გარითმულ ლექსში მარცცლები სულ ირევა და ეს "თუმც" რა არის? "ა" რომ დაგემატებინა რითმიდან ამოგაგდბდა თუ რატომ გაუბრაზდი? შინაარსი "ნაკუწების ათლასავითარიწ
1. რაღაც რიტმი ჰქონდა, იკითხება ასე ყოველშემთხვევაში, მაგრამ... ტექნიკურად ძალიან სუსტია და შინაარსობრივადაც მხოლოდ გოდებაა. არ მომეწონა. რაღაც რიტმი ჰქონდა, იკითხება ასე ყოველშემთხვევაში, მაგრამ... ტექნიკურად ძალიან სუსტია და შინაარსობრივადაც მხოლოდ გოდებაა. არ მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|