ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2018


ორი ძმა

***
დუქნის კარი გამოვაღე და თავისუფალი მაგიდისკენ ავიღე გეზი. რა წამს ფეხი ზღურბლს გადავაბიჯე მაშინვე თვალში მომხვდა ერთად შეტყუპებული ორი მაგიდა. იქ მხოლოდ ერთი გაბღენძილი თავადი გოგია წულულიძე და მისი ყურმოჭრილი მონა ნუკრი სადღობელშვილი იჯდა. სუფრა სავსე იყო სხვადასხვანაირი საჭმელებით. ჩიტის რძე არ ეკლო მაგიდას. ხინკალს ოხშივარი ასდიოდა, მწვადები ერთმანეთზე მორებივით იყო შეწყობილი, შუაგულში თვალებდახუჭულ შემწვარ გოჭს თბილად ეძინა და თავადი სიცილ ხარხარით ქრისტეს სიხლს ხარბად ეწაფებოდა.
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ გოგია ბატონო - ეკითხება დუქნის მეპატრონე ნუგზარ არძენაშვილი თავადს.
მან ერთი ამრეზით ახედა და დუქნის ბოლოსკენ  მდგომ ახალგაზრდა გოგონაზე მიუთითა. ნუგზარმა დაღლილ კაცივით წელში გაიმართა და მანაც გააყოლა თვალი თავადის საქციელს.
- გოგია ბატონო... - სიტყვა პირზე გაუშრა
- სათქმელს დაუკვირდი! - თავადის გვერდზე მჯდომმა ნუკრიმ თვალები დაუბრიალა მედუქნეს და მაუზერისკენ წაიღო ხელი.
- ობლად გამოზრდილი მყავს გოგია ბატონო... ჩემს სიცოცხლეს მოგცემთ აგერ ვარ მე და მაგერაა მაგი ტყვია... გამოჰკარი ხელი მაგ დასაწვავს და ჩემ თვალებს ნუ მოასწრებ იმ სანახაობას რაც ეხლა თქვენს გულში ტრიალებს. ვიცი რომ წინ ვერაფერი დაგიდგება და მაგიტომ ვამბობ გოგია ბატონო ამას.
თავადმა ფეხზე წამოდგა ნაწყვეტ-ნაწყვეტ რიხინით იცინოდა და დასაკლავად გამზადებულ ცხვარივით დუქნის მეპატრონეს გარს უტრიალებდა. სადააცაა გამოუსვას უნდა ყელში დანა და გათავდებაო
- ნუგზარ არძენაშვილო... შენ არ მითხარი კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ... გოგია ბატონოვო? - საზიზღარი ღიმილით და თავის გაქნევ-გამოქნევით ჩაუღიღინა მედუქნეს
- მერედა კი იცით თქვენ რაც ვიგულისზე მაგ სიტყვებში
- გაჩუმდი... ვერა ხედავ რას გეუბნება... კაცი თუ ხარ ვაჟკაცურად გაეცი პასუხი -მოკლედ მოუჭრა ნუკრი სადღობელაშვილმა.
- შენ რას ეძახი ვაჟკაცურს ნუკრია სადღობელაშვილო რომ ჩაგიჭერია მაუზერისთვის აკანკალებული ხელი? ვაჟკაცობაზე რომ მიდგეს საქმე გასარკვევია კიდევ რომელს უფრო შესწევს ჩვენ ორს შორის გული.
- ხმა გაიკმინდე თორემ სახდელ არაყივით წვეტ-წვეთად დავცლი შენს სისხლს მასეთი პასუხისთვის - შეუბრდღვინა თავადის ამხანაგმა.
მე ამ ყველაფერს გვერდითა მაგიდიდან ვისმენდი. ჩემი სუფრა ისევე ცარიელი იყო როგორც იქვე მდგომი სკამები. ნუგზარი ჯერ ბატონ გოგიას უნდა მიმსახურებოდა.
უცებ თავადის მოპირდაპირე მაგიდიდან ვინმე კაცი ფეხზე წამოდგა, ჩოხა გაისწორ-გამოისწორა და მძიმე ნაბიჯებით გაეშურა მედუქნისკენ.
- ნუგზარ ვერა ხედავ თავადია, ვერაფერს გააწყობ ეს ქვეყანაც მაგათია ეს დუქანიც და ის გოგოც იმ კუთხეში რომ დგას და ქვითინებს... მორჩი ახლა ხელის დაფარებას, ჩვენც ხალხი ვართ ჩვენს მომსახურება გვინდა... - ეს უთხრა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
- მიდი მიდი ნუგზარჯან შენ დაგენაცვლე თავადი არ დამიღალატო - შეაგულიანეს იგივე მაგიდიდან ამხანაგობამ.
იქ როგორც შემდეგ გაირკვა ერთ დროს თავადთან რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე დავალებული ხალხი ისხდა. არც ახლო ნაცნობობა აკავშირებდათ და შორეულადაც არ ჩაითვლებოდნენ ერთმანეთისთვის. ის კაცი კი რომელიც მედუქნესთან მივიდა ვინმე თენგიზ ჭანტურია იყო. ყაჩაღობაზე ქურდობასა და გამოძალვაზე სახელგატეხილი.
- გაიმეორე რაც თქვი? - გაისმა უცებ ყველაზე ბოლო მაგიდიდან რომლის სუფრას მხოლოდ პური ყველი და ერთი დოქი ღვინო ამშვენებდა. მაგიდასთან დაახლოებით 45 წლამდე მოსული ტანის მამაკაცი მარტო იჯდა და ღვინოს შეექცეოდა. ეს კაცი ოთარ ონიანი გახლდათ.
- ვერ გავიგე ძია კაცო? ამ ბოლო დროს ცოტა ყურს დამაკლდა ერთი აბა თავიდან გამიმეორე - დაცინვით მიუგდო სიტყვა ახალმოსულმა
სიტყვის თქმა ბოლომდე აღარ დააცადა მასთან ფიცხლად მივარდნილმა ოთარმა და სილა  ისე მაგრად გააწნა რომ თენგიზმა თავი ვეღარ შეიკავა და ძირს მოწყვეტით დაეცა. რა წამს ეს ფაქტი მოხდა მე მივვარდი და წამოვაყენე. იმას ეგონა ჩემ მხარეს გადმოდისო და ოთარისკენ გაიწია გულზემოსულმა. სანამ მოიწადინებდა ამ ამბავს ყელში მაუზერის ლულა მივაბჯინე და სული ძლივსღა ამოითქვა. თუ გინდა ვინმესთან რამეს გახვიდე ან უნდა დააშინო ან ეჩხუბო და კამათში გამარჯვების საშუალება მისცე.
- შენს მაგიდაზე დაჯექი და კრინტი არ დაძრა იცოდე... არაა აქ შენისთანა მუქთახორების საქმე და ნუ ულოკავ ერთ ადგილს ამ ღვთის პირიდან გადავარდნილ კნიაზს - ვუთხარი. თავისი მაგიდიდან წარბიც არ შეტოკებიათ ოთხ ჯანზე მოსულ ახალგაზრდას. სახეზევე ეტყობოდათ  რისი ამხანაგებიც ისინი იყვნენ
ამ ამბის შემხედვარე საცოდავი ნუგზარი თავის ხალათიანად გათეთრებულიყო.
ძია ოთარმა ჩოხა გაისწორა,  გოგია წულულიძე მაგიდასთან მიიპატიჟა და გვერდით მიუჯდა.
- ქეიფობ გოგია ბატონო...
- მერედა შენ ვინ მიგდიხარ ოთარ ონიანო რომ მოსულხარ და მეჩრები აქ... სიცოცხლე მოგბეზრებია?!
- ერთი ეგ მითხარი... რაც მოსული ვარ გაკვირდები...  შენი ამხანაგიანად თარეშობ სუფრაზე, ლეკი და ოსი არ იზამდა მტრის ალაფის ასაღებლად  იმას რაც შენ დღეს აქ დაატრიალე და მაინც გრამი არ ემჩნევა სუფრას დაკლებული. შესახედაობაზეც არა გიშავს გოგია ბატონო და ზედ დანაყრებულს ახალგაზდა გოგო მოგნდომებია დასაყოლებლად. ნათესავი არა გყავს ხელი გაუმართო ან გაჭირვებული არ შეგხვედრია ქუჩაში მაგრამ შენნაირებს ვერც ეს სუფრა აძღებს, ვერც ოქრო-ვერცხლით გამოტენილი სკივრები და ვერც შაჰ-აბასის ხარჭები... ზედვე უნდა დაგაკლა ამ სუფრაზე შენი გაუმაძღარი დედავატირე გოგია წულულიძევ - ფეხზე წამოდგა და თოფის ლულა შუბლზე მიაბჯინა.
- ვის უბედავ... - ფეხზეწამოვარდნილმა ნუკრიმ მაუზერისკენ გაივლო ხელი და ოთარს დაუმიზნა. აფორიაქებულმა ვერ გადაწყვიტა რა მეოხერხებინა ამ ამბისთვის. ცალი თვალი თავადისკენ ეჭირა ცალიც კიდევ ოთარისკენ... ასეთი ადამიანები ყოველთვის სხვის ნალაპარაკევს სჯერდებიან და საკუთარი გონება არ უმუშავებთ. ამიტომ არც მოღალატეებად იწოდებიან და ვერც ერთგულებას შემოგფიცავენ. მათგან ლანძღვაცა და ქებაც ერთნაირად უნდა აიტანო რადგან როგორც ვახსენე ისინი უგულოდ მოქმედებენ ამ ქვეყნად.
უცებ დუქანში თოფის ხმამ იჭექა... ნუკრი სადღობელაშვილმა მდუღარე ნერწყვი გადაყლაპა და ადგილზე გაქვავდა.
ოთახში გაძვალტყავებული, სიბერესშეკავებული გურამ წულულიძე იდგა. მისმა ნასროლმა ტყვიამ კედელში გაიარა.
ყველამ კარებისკენ მიაპყრო მზერა. დუქანი გაინაბა. მაგიდებიდან ხალხი აიშალა ზოგმა წასვლა მოწადინა ზოგი კი სეირის საყურებლად დარჩა. ბერმა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გოგია თავადს და მხარზე ხელი დაადო. სახე ერთიანად ჩამოჰფაკლოდა და თვალებს ნაბავდა. თავადს ცისკენ აპყრობილი ხელები ნელ-ნელა ჩამოაშვებინა და დანაოჭებული ხელით ოთარ ონიანის მაუზერი განზე გასწია.
-როგორც ვხედავ მოილხენ გოგია ბატონო... არა? - ჩაკარგული ხმით ჰკითხა მოხუცმა.
- გამომართვი - უთხრა და გოგიას მაუზერი გაუწოდა
თავადი გაშრა.
- ხომ არ გეცნო მაუზერის ნომერი კნიაზ?.. ეგრე რად უყურებ? მაშ საქმე გეძნელაა არაა? გოგია... წულულიძევ! - ამ სიტყვებს ჩუმად და თბილად ეუბნებოდა მოხუცი
- იქნებ... აღარც გახსოვარ გოგია... აა? თქვი რამე! ამოიდგი ენა...რვა თვიდან ლაპარაკი დაიწყე და რაღა ეხლა ვეღარ ამბობ ვერაფერს? თავადობაც როგორ მოგირგია გოგია ბატონო... ილხენ და ქეიფობ არა? ყველამ კარგად იცის რისი გამკეთებელიცა ხარ... რანაირადაც გახდი თავადი... ყველამ კარგად იცის მამაშენის საფლავში ვინ ასვენია გოგიავ... გულმა არ გიქნა... საიქიოში ვერ გაისტუმრე და თავიდან სხვანაირად მოიშორე... ეგონოსო ხალხსო აქ რომ ასვენია ვითომ კლდიდან გადაჩეხილი მამაჩემიო არაა... იმ დღესვე ქრისტიანი კაცის დაკრძალვა არ შეიძლებოდა მაგრამ თავადის კანონებს წინ ვინ დაუდგებოდა... ბიბლიის მაგივრად ხელში მაუზერი აიღე და ზიარება მოგწადინებია... კუბოზე ზეწარი გადააფარე ნამეტარი დასახიჩრებულია მებრალებაო და ისე მიაბარე სხვისი ცხედარი მიწას. მოსყიდულები კი ზედვე დააკალი იმ ღამესვე. აგია გოგია წულულიძევ შენი სამართალი? ცა რომ არ გემხობა ახლა თავზე აგია გოგია წულულიძევ საქმე?
1745 წელი. 18 ივნისი. თბილისი ურჩმა თავადებმა მოიცვა. ძალაუფლებას დახარბებულები გზას ვეღარ იკვლევდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ როგორმე მორგებოდნენ თანამდებობას. ეს ამბავი მეტეხთან ახლოს ერთ-ერთ დუქანში მოხდა. გოგია წულულიძე გურამ წულულიძის ძმისშვილი გახლდათ. თავადობას მოწყურებულმა გამოსავალი მარტივად იპოვა.  მამამისი საგურამოს ტყეში გაიტყუა სანადიროდ... იქ ხალხი ელოდებოდა რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. მამამისი თავში კონდახის ჩარტყმით გათიშეს და სასომხეთის გზას დაუყენეს. საქმეში გოგიას გარდა ხუთი კაცი იყო ჩართული რომლებსაც თავადის თავიდან მოშორება ევალებოდათ. რა თქმა უნდა არ აწყობდა ძალაუფლებაზე დახარბებულ მომავალ თავადს ამბის გამოაშკარავება. საქმე ისე უნდა მოეგვარებინა, რომ ამის შესახებ მხოლოდ მას სცოდნოდა. ამიტომ მათ წინასწარ მოსყიდული ხალხი დაადევნა რომლებსაც უსიტყვოდ და ზედმეტი კითხვების გარეშე თავიდან უნდა მოეშორებინათ ისინი რა წამს შეიტყობდნენ, რომ მამამისი შესაბამის ადგილზე ცოცხალი იქნებოდა მიყვანილი. შეთანხმება მას შემდეგ დაიდო როცა გოგიამ სათითაოდ ათასი მანეთი მოუთვალა. ეს ადამიანები იმ დუქანში თავადის მოპირდაპირე მაგიდასთან ისხდენენ. მათი მეთაური კი თენგიზ ჭანტურია გახლდათ.
გურამმა მამამისი არმავირის პროვინცია ერვანდაშატში გაგზავნა. წესისამებრს რაჟამს პასუხი მიიღო მალემსრბოლელისგან წინასწარ გამზადებული ცხედარი ტილოში გაახვია, მხარზე შემოიგდო და იმ ადგილზე მიიტანა სადაც მსახურები ელოდებოდნენ. მან გარდაცვლილი ეტლში დაასვენა თვითონ კი მგლოვიარე შვილის როლი მოირგო, მასთან არავის უშვებდა თვითონ კი დარაჯად ედგა ცხედარს. რა ჟამს გადმოასვენეს ბრძანება გასცა რომ ყველას სასახლე დაეტოვებინა. ცხედარი თავისი ხელით გააპატიოსნა. საღამოს კი ხალხის წინაშე სიტყვით წარსდგა. იქ შეკრებილებს საქმის ვითარება გააცნო და შემდგომი მისი გადაწყვეტილებაც აცნობა. თორმეტი დღე გლოვა იყო გამოცხადებული ვიღაც უცხო კაცის. თორმეტი დღე ცრემლი ღვარა ოჯახმა. მართალია გოგია ხელების სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა მაგრამ არც "ავის" სახელი დაუტოვებია ისტორიაში. მეცამეტე დღეს კი თავისი გადაწყვეტილება აღასრულა. მან ჩოხის გამოცვლა მოიწადინა.
ის დღე იყო და ის დღე როცა თავადობის წოდება მოირგო. ქვეყნის სამმართველოში ჩადგა უფრო კი საკუთარი თავისა. არავის არ სწყალობდა. ალბათ ასე იცის ძალაუფლებამ. ის ტალღასავეთ ატყდება კაცს თავზე და ვაი მას ვინც ვერ დაიმორჩილებს. სიმდიდრეს დაყაბულებული თავადი არც ხორციელ სიამოვნებაზე ამბობდა უარს. ვინიცის რამდენი პატარძალი გაუუბედურებია ქორწილის დღეს, რამდენი დედა ლუკმაპურის საშოვნელად გამოსული, რამდენი და, შვილი, რძალი ბიძაშვილი თუ დეიდაშვილი. წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა.
გოგია წულულიძეს მამამისის სახელიც კი დაავიწყდა. ყველა ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც საქმე მოითხოვდა. ის დიდებული საფლავის ქვაც არ ერგებოდა მიწას და ჩოხაც ხან უჭერდა ხან კი ძირს ეთრეოდა დიდებით მოსილ თავადს.
- ცოცხალია?
- მეკითხები კიდეც?
- ხოო ხოო გეკითხები გურამ და მიპასუხე... ცოცხალია?
- შვილო... ახლა შენთვის მამაშენის ყოფნა-არყოფნას ერთნაირი ფასი ადევს. შენთვის მამაშენი იქ წევს... საფლავში.
გურამ წულულიძემ სუფრას მოუარა და გეზი კარებისკენ აიღო. გოგიამაც ასე მოიქცა. ეზოში ეტლი იდგა. გურამმა ეტლის კალთა გადასწია და იქედან გაძვალტყავებული თეიმურაზ წულულიძე გადმოვიდა. ძველი ნათავადარი გოგიას მამა თეიმურაზ წულულიძე.
- მამაა... ცოცხალი ხაარ? - ხრინწიანი ხმით ჰკითხა გოგიამ
თეიმურაზი თვალებს ნაბავდა და ხმის ამოღების ძალა აღარ შესწევდა.
გოგიამ მასთან ნელა მივიდა, ხელები მხრებზე მოხვია და გულზე მაგრად მიიკრა მოხუცი. ის ხმას არ იღებდა. უგონოდ იდგა, თავდახრილი.
- რა დაემართა გურამ?
- შენ რაც გაუკეთე იმას ასე იყოს სჯობია კიდეც
გურამმა თავისი ძმა ეტლში აიყვანა შემდეგ გოგიას მოუბრუნდა და უთხრა.
- ადამიანის აგებულება ასეა მოწყობილი შვილო... კუჭი საჭმლით ივსება, ფილტვები ჰაერით, გონება კითხვითა და შემეცნებით ხოლო გულს... გულს ვერაფრით გააძღებ.
ძმებმა ეტლით მეტეხის გზას გაუჰყვნენ. იმ დღის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალაო ვერ იტყვი რადგან ნათქვამია "ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობსო"... გოგიამ ერთი-ორი დღე იდარდა მერე წყალსაც წაუღია ყველაფერიო და კვლავ თავის ძველ საქმეს მიჰყო ხელი. რა ენაღვლებოდა? მკლავსაც უჭრიდა თოფიც კარგი ჰქონდა და არც თავისი ჯიბე დაიწუნებოდა.
ძმებმა თბილისის რომელიღაც გარეუბანში დასახლდნენ. საბრალო თეიმურაზს გონება არეოდა. სავარაუდოდ იმ დღინდელი ამბის გამო როცა თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს. გურამმა ის ქუჩაში იპოვა. უპატრონოდ იყო მიგდებული და ხელგაწვდენილი ღვთისგან წყალობას ელოდებოდა. ვერც გურამი იცნო და ვერც ვერაფერი გაიხსენა. ხმასაც კი ვერ იღებდა. ერთ წერტილს ამოირჩევდა ხოლმე და იმას უყურებდა მდუმარედ. ძმამ ძმას უპატრონა და ააქ თავის სამშობლოში წამოიყვანა. სახლი უქირავა. გაასუფთავა, მოუარა საჭმელს თავისი  ხელით აჭმევდა კიდეც. ასე იცის სიყვარულმა. ისინი ფაქტობრივად არც საუბრობნენ თუმცა ერთმანეთის ამ ქვეყნად ყველა მოლაპარაკეზე კარგად ესმოდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები