ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2009


ცრურწმენა

სადაფისფერი ფრჩხილი უჩანს ახალ მთვარესაც...
ეტყობა ნახა სარკესთან რომ ვიდღაბნებოდი.
დარი იქნება, -
მთვარის ფრჩხილზე ვკიდებ კალათას.
არა მაქვს ოქრო,
რომ დავხედო...
ნიშნობის რგოლიც შეიწირა გუშინ ლომბარდმა.
სამაგიეროდ
შენ ხომ მყავხარ, -
აუწონელი... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები