 | ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2018 |
იყო ბავშვობა. ცხენი გვყავდა, წაბლა - ფაშატი, ტანად მაღალი... შუბლზე ჰქონდა მოთეთრო ლაქა და შორიდანვე ანათებდა თავის ყაშხათი... და როცა ნაცნობს დალანდავდა, იწყებდა ფრუტუნს. მამაჩემი კი გაახვევდა ქაღალდში თუთუნს, მზის ამოსვლამდე აიღებდა კეხსა და ლაგამს, ცხენს შეკაზმავდა... და მივდიოდით სათევზაოდ, წესია როგორც, მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, ალაზანზე. შვიდი წლის ვიყავი, მაგრამ განზე მე არ დავდექი და დავიჭირე, ჩემი წილი - პირველი ლოქო.
ხმელი ანკესით ვთევზაობდით გაღმა-გამოღმა, სატყუარაზე მდინარესაც გაეხსნა მადა და გადაყლაპა ნედლი ჭია - ვებრძოდი ნადავლს... ხოლო ბამბუკზე დაჭიმული დამძიმდა ძუა, როგორც მძიმდება მოგონება ბავშვობის წლებზე, მე დავიჭირე ჩემი წილი... და საღამოხანს - ჩვენ გავიყავით - მჭადი, ყველი და ხმელი ყუა და ნაკვერჩხალზე უმარილოდ შემწვარი თევზი.
ღამით ურემზე წამოვწექით, გვერდით კი გვენთო დიდი კოცონი. ნედლი შეშის უსმენდა შიშინს ყურდაცქვეტილი ჩვენი წაბლა, დამფრთხალი ერთობ... და შიშით გვიახლოვდებოდა უცნობი ჯიშის კივილი ტყიდან... ყეფა ტყიდან... ყმუილი ტყიდან... ძმას ჩავეჭიდე, ის კი მამას... მამა - ურმიდან დაბლა ჩავიდა, დაიძახა (იმ შიშად ღირდა) - ე-ჰე-ჰე-ჰე-იიიი!... და ტყეს ექომ გადაურბინა!
ხოლო უცხო ხმა მისამარდა, იქვე, ბუჩქებთან და ფეხაკრეფით გაიპარა მდინარეც - მდორე. გვიან ღამით კი, როცა წაბლას შარდი მოჩქეფდა, მთას აზღუდიდან გამოუჩნდა გავსილი მთვარე. მერე კი ცხენი მშვიდად მოდგა ურმის ჭალებთან, გათენდა... და ჩვენც გამოვბრუნდით ღამენათევზე და მახსოვს, გზაზე, როგორ დინჯად მიჭრიალებდა, ერთი ურმით და ერთი ამბით - სამი მეთევზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. რა ლამაზი ლექსია...ბავშვობასავით... ძალიან მომეწონა...ჩემიც გამახსენა...-ბავშვობა... კახელი კაცი და მჭადი?...-ცოტა გამიკვირდა და თან გამიხარდა...:) 5
რა ლამაზი ლექსია...ბავშვობასავით... ძალიან მომეწონა...ჩემიც გამახსენა...-ბავშვობა... კახელი კაცი და მჭადი?...-ცოტა გამიკვირდა და თან გამიხარდა...:) 5
17. ეს ჩემთვის არის პასტორალური პოეზია - ასეთი აუთენტური, დამიწებული და ამაღლებული ამავე დროს... შემეხო, რადგანაც ძალიან მენატრება ჩემი მიტოვებული სოფელი... ++ ფინალია ტრიუმფალური ჩემი აზრით! ეს ჩემთვის არის პასტორალური პოეზია - ასეთი აუთენტური, დამიწებული და ამაღლებული ამავე დროს... შემეხო, რადგანაც ძალიან მენატრება ჩემი მიტოვებული სოფელი... ++ ფინალია ტრიუმფალური ჩემი აზრით!
16. ვაი, რა კარგი იყოო ... სურათი ! ვაი, რა კარგი იყოო ... სურათი !
14. ჰერელი არა მხოლოდ პოეტია, არამედ მისი ლექსებიდან ღრმა ფილოსოფიური აზროვნება ჩანს. ასეთებს სულგანათლებულებს ვეძახი. :)
ჰერელი არა მხოლოდ პოეტია, არამედ მისი ლექსებიდან ღრმა ფილოსოფიური აზროვნება ჩანს. ასეთებს სულგანათლებულებს ვეძახი. :)
13. იმედია ისევ ასე ან უკეთესადაც მოგვიყვები :) სასიამოვნოს მოლოდინი გვექნება იმედია ისევ ასე ან უკეთესადაც მოგვიყვები :) სასიამოვნოს მოლოდინი გვექნება
12. დიდი მადლობა! ახლა, რამდენიმე დღეში ვაპირებთ ამ ბალადაში აღწერილის გამეორებას. დანარჩენს მერე გიამბობთ... კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მოგეწონათ. დიდი მადლობა! ახლა, რამდენიმე დღეში ვაპირებთ ამ ბალადაში აღწერილის გამეორებას. დანარჩენს მერე გიამბობთ... კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მოგეწონათ.
11. ახლა- ღა წავიკითხე და გინდა დამიტოვებია ჩემი ხუთი ქულა, გინდა არა... ახალი სიტყვაც ვისწავლე. ინტონაციურადაც როგორი საინტერესოა! როგორ იწყებს თხრობას! ბოლოს წინა სტროფმა მთლიანად ,,ამიყვანა”. ცხადია, ეს ჟანრობრივად ბალადას უახლოვდება, ნარატიული ხასიათის გამო. თუ დაზუსტებას შევეცდებით, ალბათ პოეტური მინი-ბალადა უნდა ვუწოდით. ისე როგორ იქნება, რამე შენიშვნა არ მივცე ავტორს და.. რომ ვერ ვპოულობ, რა ვქნა! წავალ, გავივლ- გამოგივლი და კიდევ შემოვიხედავ. ახლა- ღა წავიკითხე და გინდა დამიტოვებია ჩემი ხუთი ქულა, გინდა არა... ახალი სიტყვაც ვისწავლე. ინტონაციურადაც როგორი საინტერესოა! როგორ იწყებს თხრობას! ბოლოს წინა სტროფმა მთლიანად ,,ამიყვანა”. ცხადია, ეს ჟანრობრივად ბალადას უახლოვდება, ნარატიული ხასიათის გამო. თუ დაზუსტებას შევეცდებით, ალბათ პოეტური მინი-ბალადა უნდა ვუწოდით. ისე როგორ იქნება, რამე შენიშვნა არ მივცე ავტორს და.. რომ ვერ ვპოულობ, რა ვქნა! წავალ, გავივლ- გამოგივლი და კიდევ შემოვიხედავ.
10. ჩემი კახეთი დამიხატა ავტორმა, გაშლილი ალაზნის პირები და ერთი უბრალო ამბავი ასე ლამაზად. ++++ ჩემი კახეთი დამიხატა ავტორმა, გაშლილი ალაზნის პირები და ერთი უბრალო ამბავი ასე ლამაზად. ++++
9. რა კარგად არის ნათქვამი! რა კარგად არის ნათქვამი!
8. მთას აზღუდიდან გამოუჩნდა გავსილი მთვარე.-რა ლამაზად ნათქვამია.
ჩემის აზრით ეს ლექსზე უფრო ბალადაა. მთას აზღუდიდან გამოუჩნდა გავსილი მთვარე.-რა ლამაზად ნათქვამია.
ჩემის აზრით ეს ლექსზე უფრო ბალადაა.
5. სათავფურცლეა ეს/ +5 სათავფურცლეა ეს/ +5
4. ყაშხა ცხენი - შუბლთეთრი ცხენი.
ყაშხა - შუბლთეთრი ცხენი - ცხენი
:)))
მადლობა.
ანუ თეთრი შუბლით ანათებდა. ყაშხა ცხენი - შუბლთეთრი ცხენი.
ყაშხა - შუბლთეთრი ცხენი - ცხენი
:)))
მადლობა.
ანუ თეთრი შუბლით ანათებდა.
3. და შორიდანვე ანათებდა თავის ყაშხათი
ყაშხა თუ ცხენია, ყაშხა-თი როგორ ანათებდა? დავიბენი
ლექსი კი ძალიან კარგია მაინც :) და შორიდანვე ანათებდა თავის ყაშხათი
ყაშხა თუ ცხენია, ყაშხა-თი როგორ ანათებდა? დავიბენი
ლექსი კი ძალიან კარგია მაინც :)
2. შუბლთეთრი ცხენია - ყაშხა (ან ყაშღა) ცხენი.
შუბლთეთრი ცხენია - ყაშხა (ან ყაშღა) ცხენი.
1. შესანიშნავი ლექსია, ყოჩაღ
ალალი 5
ნუ მაძებნინებ ახლა, პირდაპირ მითხარი რა არის - ყაშხა შესანიშნავი ლექსია, ყოჩაღ
ალალი 5
ნუ მაძებნინებ ახლა, პირდაპირ მითხარი რა არის - ყაშხა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|