| ავტორი: ტომი1981 ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2018 |
მდუმარებაა ირგვლივ და ვერაფერი შეცვლის იმას რასაც განვიცდით. მდუმარების ერთ ბოლოში შენ ზიხარ მე მეორეში, შუაში ხალხია უამრავი, და ზეიმობენ, და ქეიფობენ, და იცინიან, და უყვარდებათ, და შორდებიან, ქორწინდებიან და არ იციან რომ უზარმაზარი მდუმარების სუფრას უზიან, რომლის ერთ ბოლოში მე ვარ და მეორეში ჩემი განცდები, ჩემი ოცნება, ჩემი ფიქრები სხედან პირისპირ და ვერ ხვდებიან, რომ მთელ მათ ცხოვრებას, მონატრება ჰქვია! --------------- ეძღვნება უ. ფოლკნერს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|