ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2018


* * *

სხივთა გამები ზღვაში ნაოსნობს
და სატყუარად ღრუბლებს აბამენ,
ფიქრებს რა ვუყო? თორემ გრძნობები,
ეჰ რა ხანია უკვე ჩამაკლენ...

სილაში ბავშვი თოთო ხელებით,
ყვითელ ყვავილებს მორცხვად ხატავდა,
გრძნობებს რა ვუყო? თორემ იმედი
კარგა ხანია უკვე ჩამაკვდა.

კედელზე ისევ ახალ დღის ნიშნად,
შტრიხებს ვაკეთებ და თან ვფიქრდები,
იმედს რა ვუყო? თორემ ერთგული
მე დიახ... მაგრამ შენ თუ იქნები?

კვამლში ვეხვევი წითელ ალიონს,
ღამენათევი კვლავ ვეგებები,
ჩემ თავს რა ვუყო? თორემ ავსულო,
შენზე არ ვღელავ... უკვე ვეჩვევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები