ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2018


წვიმა


წვიმს რა ხანია.მზის ამოსვლას მაინც არ ველი.
ჩამომდნარ ღრუბელს ვეგებები, როგორც მეგობარს
და ღმერთის გარდა , რომ არა მყავს მე სხვა მფარველი
სულ ვიცოდი და უნებურად მაინც მეგონა,
რომ შენ იყავი ჩემი ღმერთიც, ჩემი იმედიც.
გავლილმა წლებმა ვერ შეცვალეს შენი წოდება.
მე  ჰაერივით (ბანალურად) მუდამ მჭირდები
და შენ არასდროს დაგეზაროს ჩემი მოსმენა.
დაღამებამდე წუთებია შემორჩენილი,
ახლა ქარი კრეფს დაფნის ფოთოლს და 
მოაქვს ჩემთან,
დიდი ხანია არ მომსვლია შენი წერილი...
თურმე არსებობს კიდევ რაღაც სხვა მონატრება.
წვიმს. რა ხანია კონწიალობს წვეთი ბალახზე.
ჩამომდნარ ღრუბელს ვეგებები , როგორც მეგობარს.
მე მთვარის ნაცვლად ახლა ცაზე ცეცხლი ავანთე
და ისევ მჯერა ყველაფერი, რისიც მჯეროდა.
                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები