ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2018


უთვისტომო მგზავრი

როგორც გეა განვეშორე ქაოსს,
ოცნებებით ავიჭერი ცაში,
დავიწვი და დავიფერფლე მყისვე,
ფენიქსივით ვერ აღვსდექი წამში.
ჰოი, ჩემო უსახლკარო სულო,
გზააბნეულ მოჩვენებას გავდი,
ვარსკვლავივით მოციმციმე შუქო,
ხელის გულზე დატეულო ლამის,
ხან პრანჭია სიოსავით ნაზო,
ხან უკუნო სევდიანი ღამის.
ზღვიდან მზემდე გადებულო ხიდო,
ტალღებად რომ დაგტყობია ბზარი.
ჰოი ჩემო უსახურო სულო,
შემიბრალე უთვისტომო მგზავრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები