ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2018


ტვინის ანთება



ხელში თერმომეტრით, ჯიბეში წამლებით
მივდივარ ქუჩაში, ბნელეთს ვესალმები,
მხვდებიან აგურის ბებერი დამები,
მარადჟამ კენტები, ურძეო კერტებით,
მხვდებიან ჯიხურები, ნაჭრის ძველმანებით,
მერე პუტანები - დანისლულ თვალებით,
მერე ნარკომნები - თავისი ვალებით,
მოთამაშეებიც - ხვალის თავნებით,
ხშირად შუქნიშნები - წითელ-მწვანეებით,
აქა-იქ კლუბები - თეთრი ღამეებით,
(როგორ მოსდებიან ქალაქს ინდუსები?!)
მხვდება ჩემი სატრფოც - თავის მინუსებით,
დაბლა აფიშები, მაღლა ბილბორდები
და იმ ბილბორდებზე ვიღაც მილორდები,
კანომდამცველები - თავის სასტვენებით,
მხვდებიან გიჟებიც, თავის დასტვენებით,
ჯიბგირები - ჯიბეგაჩხრეკილობებით,
გლეხები - ჯიბეგაფხეკილობებით,
მათხოვრები - ხელებგაშვერილობებით,
გოგონები - ფეხებაშვერილობებით,
დიასახლისები - ხელმოჭერილობებით,
მამათმავლები - ,,არმოჭერილობებით,”
მოდელიორები - თხელი სხეულებით,
პოეტები - თერგ(არ?)დალეულები,
რომანტიკოსები - ხელში რვეულებით,
პრაგმატიკოსები - ეჭვით სნეულები,
ფიზიკოსები - უცხო სხეულებით,
ფანატიკოსები - გადარეულები...

........................................................................................
როგორ არ ვიარო, ხალხნო, ხომ ვერ მეტყვით,
ჯიბეში წამლით და ხელში თერმომეტრით?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები