 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პოეზია 6 აგვისტო, 2018 |
ერთხელ სადღაც, ვიღაც კაცი, რაღაც ამბავს მიყვებოდა, კვამლში იყო გახვეული და ცრემლებად იღვრებოდა. გარეთ წვიმდა, თან მზე იყო, ქალი მორცხვ ვაჟს ქვებს უშენდა, იქვე ბავშვი ქვიშისგან სახლს, ახალ სატრფოს უშენებდა. მთა ზანზარით მიწას სჭექდა, და საშინლად მძვინვარებდა, შუქი ციდან გადმოსული ხალხში იმედს აღვიძებდა, საიდანღაც ორ-სამ წუთში, უცებ რაღაც შეიცვალა... ვერ გავიგე ამ ჩემს მთხრობელს რა უნდოდა? რად იწვალა? ცრემლი ხელით მოიხოცა და თითებთან გაუქვავდა, არ მესმოდა მისი ენა, რაღაც უცხო ანბანს ჰგავდა. და იმ ქალმაც მოიწყინა მორცხვ ყმაწვილზე ქვების შენით, ახლოს მიდგა, უბოდიშა, მიყვარხარო ვერ ვთქვი ენით. ბავშვმა ბრაზით ქვიშიან სახლს ხელი დაჰკრა, დააქცია, გულში სიყვარულის მძივმა ძველ სატრფოსთან გააქცია. მთაც დამშვიდდა, აღარა სჭედს მიწას ძირი გაუბზარა, თუმცა უთხრა რომ მის ქცევამ არც გუნება გაუხარა. ამინდმაც კი ძველებურად დაიბრუნა თავის თავი, ახლა მხოლოდ მზე იყო და ცისარტყელა ცად შვიდგვარი. მაგრამ უცებ, სადღაც ვიღაც კაცს აუბა ქალმა მხარი, რაღაც ლოთურ სუნს აფრქვევდა მისი უხმო საუბარი. და მაშინმე საიდანღაც, მთამ დაიწყო კბილთა ღრჭენა, აზანზარდა, აბობოქრდა, მიწას ძირი გაუხეთქა. გარეთ წვიმდა, თან მზე იყო, რაღაც უცხო ამბავს ჰგავდა, ქვიშის სახლთან ახლა იმ ბავშვს, სულ სხვა სატრფო თან მიჰყავდა. იქვე ალბათ ორ-სამ წუთში, კვლავ თავიდან იწყებოდა... მეჯდა გვერდით ვინმე კაცი და რაღაცას მიყვებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "როცა ბავშვი ბავშვი იყო". არვიცი რა გიპასუხოთ. ამ ლექსში დაზუსტებით ვერაფერი ვერ ვთქვი და ალბათ ეს პირველივე სტროფიდან შეამჩნიეთ. მე შევეცადე გამომეხატა ყოველწლიურობის, ყოველთვიურობის, ყოველდღიურობის ქაოსი რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს და ჩვენც ჩვენდაუნებურადვე მონაწილეობას ვიღებთ "უცხო ამბის" უცნაურად ცვალებადობაში. მინდა რომ გიპასუხოთ ის რასაც ვფიქრობ თუმცა ეს არიქნება სწორი რადგან მე ჩემებურად დავინახე "ასე ვთქვათ" თქვენ კიდევ თქვენებურად. ბუნებრივია, არ გეკამათებით, თქვენ მართალი ხართ. "როცა ბავშვი ბავშვი იყო". არვიცი რა გიპასუხოთ. ამ ლექსში დაზუსტებით ვერაფერი ვერ ვთქვი და ალბათ ეს პირველივე სტროფიდან შეამჩნიეთ. მე შევეცადე გამომეხატა ყოველწლიურობის, ყოველთვიურობის, ყოველდღიურობის ქაოსი რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს და ჩვენც ჩვენდაუნებურადვე მონაწილეობას ვიღებთ "უცხო ამბის" უცნაურად ცვალებადობაში. მინდა რომ გიპასუხოთ ის რასაც ვფიქრობ თუმცა ეს არიქნება სწორი რადგან მე ჩემებურად დავინახე "ასე ვთქვათ" თქვენ კიდევ თქვენებურად. ბუნებრივია, არ გეკამათებით, თქვენ მართალი ხართ.
3. ბავშვი რატომ იცვლის ასეთი სიხშირით სატრფოებს ვერ მივხვდი:) ბავშვი რატომ იცვლის ასეთი სიხშირით სატრფოებს ვერ მივხვდი:)
1. როგორც რეტრო- საინტერესოა. გასულა საუკუნის ადრეული გალაკტიონის სტილის პაროდირებადაც შეიძლება წავიკითხოთ, თუმცა იმდეოინდელ გრიშაშვილ- აბაშელსაც წააგავს. ეს არის პერიოდი, როცა ბალადური, ნარატიული ლექსი, ვრცელი სტრიქონებით - ფავორშია სამწერლო ასპარეზზე გამოსულ ახალ თაობაში, უთუოდ ბარათაშვილისკენაც აქვთ მზერა მიპყრობილი ( ,,ქეთევანი”) როგორც რეტრო- საინტერესოა. გასულა საუკუნის ადრეული გალაკტიონის სტილის პაროდირებადაც შეიძლება წავიკითხოთ, თუმცა იმდეოინდელ გრიშაშვილ- აბაშელსაც წააგავს. ეს არის პერიოდი, როცა ბალადური, ნარატიული ლექსი, ვრცელი სტრიქონებით - ფავორშია სამწერლო ასპარეზზე გამოსულ ახალ თაობაში, უთუოდ ბარათაშვილისკენაც აქვთ მზერა მიპყრობილი ( ,,ქეთევანი”)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|