| ავტორი: გუზგუზა ჟანრი: პროზა 10 აგვისტო, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კომპიუტერი, მაგიდა , სკამი, ქსეროქსი, პრინტერი და ოთხასამდე მომუშავე ტვინის ნეირონები ცდილობენ კომპანიის წინ წაწევას. ამწამს როცა ამას კითხულობ გაბრიელი სამსახურის სკამზე ზის. გაბრიელი პირდაპირ თქვენ რომ გიყვებოდეთ თავის ისტორიას ალბათ შემოტრიალდებოდა სკამიდან და ესე დაიწყებდა - “მისმინე მკითხველო” - ალბათ ამ მომენტში გარშემო მოძრავი ხალხი საქმიანი სახით და საქმიანი ფურცლებით გაშეშდებოდა - “სამსახურში რამდენიმე ბანდაა” - მერე გაბრიელი ადგებოდა და კამერა ნელ-ნელა მას გაყვებოდა, ალბათ ამ დროს გაბრიელი ბანდების ჩემოთვლას დაიწყებდა - “ესენია კარიერისტები, მორწუნები, საყვარლები, პოხუისტები” - და ამ დროს გაბრიელი თითის დატკაცუნებით ისევ ყველას აამოძრავებდა - “ალბათ მუსიკა მოუხდება მკითხელო” - ამასაც იტყოდა. შემდეგ ოფისში შემოვიდოდნენ რომელიმე ამერიკული ფეხბურთის გამამხნევებელი გუნდი, თავისი საყვირებით, ბარაბნებით, გოგონებით, რომლებსაც ხელის მაგივრად ფუნფულა საყვარელი ფერად-ფერადი ნაჭრები ეკავებოდათ. უხალისო ფაციფუცს ხმამაღალი მუსიკა გაარღვევდა, შემდეგ ყველა ბანდები წამოხტებოდნენ და რითმულად რამე სახალისო სიმღერას იმღერებდნენ , მუზიკლის სტილში. მაგრამ სამწუხაროდ გაბრიელი არ გელაპარაკებათ, თავისთვის გორგოლაჭებიან სკამზე ზის, ექსელი აქვს ამოშლილი და ზემოთაღნიშნული სიტუაცია მხოლოდ ყურსასმენებში გაჟღერილმა მუსიკამ გამოიწვია მისივე თავში. “თქვენთან მეილია” - აციმციმდა რადიაციული ეკრანის მარჯვენა კუთხეში მინიშნება. გაბრიელმა უხალისოდ გახსნა წერილი - “ბილეთი: ქუთაისი - იუპიტერი- გაფრენა ჩვენი დროით 18:00 წთ-ზე” - უხალისოდ, ხელის მარტივი მოძრაობით წაშალა შეტყობინება, რომელიც ალბათ მეგობრის ან თუნდაც რომელიღაც თანამშრომლის უკბილო ხუმრობას უფრო გავდა ვიდრე სიმართლეს. გადაჭედილ მუნიციპალურ ტრანსპორტში უკმაყოფილების და ოფლის სუნი ერთიანად აღიზიანებდა გაბრიელს. შეგრძნების გადასაფარად მარშუტკის ზედა ლუქიდან იყურებოდა, საიდანაც სადღაც შორს ისევ ჩანდა ლურჯი ცა, ლუქის გარშემო ერთმანეთს ენაცვლებოდა სივრცისკენ აზიდული ხელოვნური კორპუსები და ბუნებრივი ხეები. ასევე ჩიტური ავიაციით დასერილი ცისფერი ჰორიზონტი - “ალბათ თურქიშ-ჩიტი ეარლაინსის” ჩიტები არიან “ - გაიფიქრა და თავს დროებითი მოდუნების უფლება მისცა. დასვენების დროს ხშირად თავის თავთან განიხილავდა რეალობასთან არც ისე მიახლოვებულ სიზმრებს, რომელიც უხვად იყო მის ცხოვრებაში, მაგალითად :
გუშინ ღამე.
როდესაც ბინდდებოდა, წვიმდა და გაჩერებაზეც არავინ იყოფებოდა მის წინ მანქანა გაჩერდა, შუშა ჩამოიწია და არც მეტი არც ნაკლები ირემმა გადმოყო რქებით დატოტილი თავი, რომლის მომთხოვნი ტონიც შემდეგნაირად ჟღერდა: -გაბრიელ, დაჯექი გზაში აგიხსნით !!! - აშკარა იყო გაბრიელს ირემი იცნობდა. ეჭვით ნელ-ნელა მიუახლოვდა მანქანას და ოცდაოთხის გამოღებული კარიდან უკანა სავარძელზე ფრთხილად დაეშვა. მანქანის წითლად განათებულ ინტერიერს თვალი მოავლო. მის გვერძე წითელ კაბაში გამოწყობილი არცთისე დიდი ასაკის კოპლებიანი შველი იჯდა. რულთან მხარბეჭიან ფურირემს მოეკალათებინა, რომელსაც ბაიკერის ტყავის კურტკა ამშვენებდა წარწერით - “შენი ღმერთი აქ არ არის !!!”. ხოლო მის გვერძე საშვალოდ ოცდაორი წლის ასაკის ირემი,თეთრი მაისურით, რომელსაც მკლავზე კუსტარულად გაკეთებული ტატუ ამშვენებდა ტექსტით - “დონთ ფორგეთ მაზერ დიარ !!” “ალბათ ზონაზე გაიკეთა” - გაიფიქრა გაბრიელმა - “ირმების ზონაზე”. -აბა გაბრიელ გუშინ მოგეწონა ? - დაიწყო დიალოგი ფურირემმა და თავისი ირმული, ცოტა ნაღვლიანი თვალებით უკანახედვის სარკიდან შეხედა. -რა უნდა მომწონებოდა ? - მორიდებით ჩაილაპრაკა ბიჭმა და თვალი წვიმისსაწმენდს გაუსწორა. -ხომ გითხარი არეული აქვს რამსები - ფურირემმა გვერდით მჯდომ ირემს გადახედა. -ნწნწნწნწწწ - უკმაყოფილების ნიშნად გაბრიელის გვერდით მჯდომმა შველმა რამდენიმე მარტივი ბგერა ამოუშვა, შემდეგ გაბრიელისკენ შემოტრიალდა - გაბო - მიმართა შინარულად, აშკარად შველთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა - თავიდან იყო და ამბობდი რეალურები არ ხართ მეჩვენებაო, შემდეგ ჩვენს წვეულებაზე რამდენიმეჯერ იყავი…. -ის გახსოვთ - უადგილო ადგილას ჩაერთო ტატუიანი - თავიდან რომ ყვიროდა ირმები არ ლაპარაკობთო წვეულებიდან გაქცევას რომ ცდილობდა და დათვმა რომ შემოაღო კარი, ხელში ლუდისქილები რომ ეკავა , მის დანახვაზე რა სახე ქონდა. -ჰაჰაჰაააჰაჰააა - გულიანად გაიცინა ტყავისკურტკიანმა და ჩლიქი საჭეს დაარტყა - როგორ არ მახსოვს მაგარი ტიპი ხარ გაბრიელ - თქვა და მთლიანი ტანით ბიჭისკენ შემოტრიალდა. -ფრთხილად რულთან ზიხარ - გაბრაზდა კაბიანი შველი. -კიდე ის შენ რომ გეხვეწებოდა რქებზე ხელი შემახებინეო რას გეძახდა ? ? ? - დამცინავად გადახედა მესაჭემ ტატუიანს - აა ხო გამახსენდა რქატრაკას ჰაჰაჰაჰააა რქატრაკა მაგარი სახელი შეგირჩია - ტატუიანი ჩუმად იყურებოდა წინ, ტყავისკურტიანის ისტორია აშკარად არ სიამოვნებდა. -დღეს რას ვაპირებთ ? - გაბრიელი მიხვდა უბრალოდ თამაშში უნდა აყოლოდა დამსწრეებს, ისე შეიძლება გაგიჟებულიყო, ან მინიმუმ დაცინვის საგანი გამხდარიყო. -ეგრე რა - ტატუიანი ირემი გამოცოცხლდა - რას ვაპირებთ და - ეხლა ის შემოტრიალდა გაბრიელისკენ - ელისსთან მივდივართ. -ძალიან გთხოვთ ის ფლაკონი არ მივცეთ ელისს მერე რომ დათვრება სვამს იზრდება და ტვინს ტყნავს სიზმარში ვარ ყველა უნდა გაგჭყლიტოთო - უკმაყოფილების ნიშნად თვალები მანქანის სახურავისკენ აღაპყრო შველმა. -კურდღელთან კიდევ არის ? - იკითხა ინტერესით ტატუიანმა. -არა შე ჩემა დაშორდნენ არ იცოდი ? - იყო მკვირცლი პასუხი. -კაი მაშინ დავეჩალიჩები - თავისთვის ჩაილაპარაკა “დონთფორგეთმაზერდიარმა” და წინაკბილებით ლაქი სთრაიქის კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა - მოწევ ? - შემოტრიალდა ისევ გაბრიელისკენ. -კი რატომაც არა - ირემს ლაქი გამოართვა და ფანჯრიდან გაიხედა. უკვე აღარ წვინდა, მანქანა ნელ-ნელა მიყვებოდა ასფალტს. გაბრიელი ვეღარ ხედავდა ქალაქის ხელოვნურ კორპუსებს, მხოლოდ ტყეში აქაიქ მდგარი რამდნეიმე სოფლის სახლის საკვამურიდან ამოდიოდა თეთრი კვამლი. თეთრი კვამლი ამოვიდა გაბრიელის ფილტვებიდანაც. -რამდენიმე წუთიც და მივალთ - ავტოსტრადიდან გადაუხვია ფურირემმა მოხრეშილ დაკლაკნილ სოფლის გზაზე გადავიდა, რომელიც სადღაც ტყის სიღრმეში იკარგებოდა. სიჩუმეს არცერთი ირემი არ არღვევა. -ღმერთო რა კარგი ჰაერია - შველმა ფანჯარას ჩამოუწია და ღრმათ შეიყნოსა სუფთა ჟანგბადი - ნეტავ აქ ვცხოვრობდეთ, რა გვინდა ქალაქში ? გვეყოლებოდა პატარა ნუკრები - და კაბიანმა ჩლიქი გაბრიელს ჩაკიდა - შენ მეტყევე იქნებოდი , მე სადილს მოგიმზადებდი , მერე სადმე ბუსთან შევიყვანდით სკოლაში ბავშვებს, ვარდისფერ ჩანთებს ვუყიდდით მოდი წამოვიდეთ. -იცი … - გაბრიელი ოდნავ დაიბნა - მერე ვილაპარაკოთ ამაზე - არადა რატომღაც გულიისსიღმეში ძალიან მოუნდა შველთან ცხოვრება, წარმოიდგინა როგორ მუშაობდა, მთელი დღე და შემდეგ დაღლილი სახლში მისული რამდენიმე ნუკრთან ერათად თბილ საბანში ეძინა. -ესეც ასე მოვედითთ - თქვა ტყავისკურტკიანმა და მანქანა ლამაზ პატარა სახლთან გააჩერა. ფანჯრებიდან სანთლის მკრთალი შუქი გამდიოდა. ფურირემი ფრთხილად გადავიდა მანქანიდა, რქებით სახურავი რომ არ დაეკაწრა. ტატუიანს შედარბით პატარა რქები ამშვენებდა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადასკუპდა, მათ გაბრიელიც მიყვა. -როგორც იქნა ამოაღწიეთ - კარებშივე შეეგება სტუმრებს ცისფერკაბიანი ელისი - ვა გაბრიელიც წამოგიყვანიათ გამარჯობა გაბო . -გამარჯობა - უპასუხა ცოტა დაბნეულად გაბრიელმა -რა ჭირს ამას კიდე ბოდავს რეალობაარარრეალობაზე ? - იკითხა ელისმა გაბრიელს პასუხისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ყურადღების ცენტრში შველი აღმოჩნდა, რომელიც ეს ეს არის მანქანიდან გადმოსულიყო, კოპლებიანი წითელი კაბა გაესწორებინა, ფეხზე თეთრი კონვერსები სიმსუბუქეს მატებდა. გაუაზრებლად შევიდა ელისის სახლში. ოთახი მყუდროდ იყო მოწყობილი, ხის სუნმა მშობლიური სოფელი მოაგონა ციცინათელების დევნაში გაოფლილი , ლახანკაში მობანავე დასვრილი სხეული და კიდევ თბილი საბანი და სიმყუდროვე. მიხვდა რომ არაფერი არ უნდა გაკვირვებოდა ამიტომაც მდივანზე მწვანე ყვავილებიან შორტებში გამოწყობილი უცხოპლანეტელი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა, რომელიც დიდრონ შავ თვალებს ზანტად ახამხამებდა. -დაჯე გაბრიელ - თქვა წელსზემოთ შიშველმა უცხოპლანეტელმა და თავისი სკამი დაუთო - ჩვენ დროში ადამიანი ადამიანს აღარ ცნობს, უცხოპლანეტელი უცხოპლანეტელს - დაიწყო ყვავილებიანშორტებიანმა და გაბრიელის გვერდით ადგილი მოიკალათა - ადრე ჩვენი ეშინოდათ, გვიფრთხოდნენ, სურათებს გვიღებდნენ, ნახეთ უცხოპლანეტელებიოო, მაგრამ დრო შეიცვალა. -და ეხლა რა შეიცვალა - მორიდებით იკითხა გაბრიელმა. -გაბრიელ ლიმონათი გინდა ? - საკუჭნაოდა გამოსძახა ელისმა რომელსაც უკვე ტატუებიანი ირემი სავარაუდოთ როგორც თვითინ თქვა “ეჩალიჩებოდა” -კი დიდი სიამოვნებით - იყო პასუხი. -ზღვისფერი, ალუბლისფერი თუ კოსმისისფერი ? - ჩვეული სიდინჯით ელისმა. -კოსმოსისფერი - გაბრიელს ესეთი იშვიათი შემოთავაზება პირველად ჰქონდა თავის ცხოვრებაში. -ორი კოსმოსისფერი , მე და გაბრიელს , გიორგი შენ რას დალევ ? -კოსმოსი იყოს ჩემთვისაც - თქვა უცხოპლანეტელმა. -ჰოდა რას გეუბნებოდი - შემოუტრიალდა გიორგი ისევ გაბრიელს- რა შეიცვალაო მგონი მკითხე ის შეიცვალა რომ საზღვრები გაგვიხსენით ეხლა ყველანი ერთად ვცხოვრობთ. -ქუთაისი - იუპიტერი გაიაფებულა - ისევ საუბარში ჩაერთო ეხლა უკვე ტყავისკურტკიანი ფურირემი, რომელსაც ლეპტოპი მოეთავსებინა მუხლებზე. -ტუდა აბრატნი ? - იკითხა გიორგიმ. -ეგრე წერია ვიზიარგალაქსიზე - გაკვირვების ნიშნად ფურირემმა რქები მოიფხანა - ალბათ ქარების დროს იაფია არაა.. ეხლა უნდა დავითრიოთ თორე მერე გაძვირდება. -ხო წითელ ლაქაში ჩავიდეთ წამოხვალ გაბრიელ ? - იკითხა ფურირემმა . -სად წამოვალ ? -იუპიტერის წითელ ლაქაში სანამ ბილეთები იაფია. -კი წამოვალ - მოკლედ მოუჭრა გაბიელმა -სადაა ჩვენი ლომონათი ? - იკითხა გიორგიმ - ელისს სადაა ლიმონათი, გაშრა ყელი. -ეხლავე - საკუჭნაოდან ელისი გამოვიდა, ცალ ხელში ფოდნოსი ეკავა მეორე ხელით ლურჯ კაბას ისწორებდა, მას მოყვა ტატუებიანი ირემი რომელიც ქამარს იკრავდა - ესეც თქვენი კოსმოსისფერი ლიმონათი. გაბრიელი გამჭვირვალე ჭიქას დააკვირდა სადაც ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა ანათებდა. -მოსვი სანამ გალაქტიკები ჩამოყალიბებას დაიწყებენ - აღნიშნა უცხოპლანეტელმა გიორგიმ და ერთი მოყუდებით ნახევრად გამოცალა, ტუჩებზე დარჩენილი ვარსკვლავები მაჯით მოიწმინდა და დაამატა - მერე გემო აღარ ექნება, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა “კოსმოსი აკვანშივე უნდა მოტყნა” - და გულიანად გაიცინა - თორემ აგერ ლიმონათის ქარხნის პარადოქსი ხომ იცი ? -არა სამწუხაროდ - გაბრიელი უკვე გაუშინაურდა უცხოპლანეტელს - მომიყევი. -ამან რა არაფერი არ იცის სკლეროზი გაქვს შე ჩემა - ყურადღება გაბრიელისკენ გადმოიტანა ტატუიანმა ირემმა, რომელიც მაგიდის ქვემოთ ელისს ხელს ბარძაყზე უთათუნებდა - კოსმოსური ლიმონათის ქარხნის ეფექტი, ეხლავე მოგიყვები - ხელი ბარძაყს გაუშვა და გაბრიელისკენ შემოტრიალდა - მოკლედ არსებობოდა ლიმონათების ქარხანა. -მასიური წარმოება - ჩაერთო საუბარში ლეპტოპიანი ფურირემი. -ხო მასიური წარმოება, სადღაც შიგნით ქარხანაში რაღაცა აფეთქდა იმის შემდეგ კოსმოსური ლიმონათი აქეთ იქით გაიფანტა და ბუხხ - აფეთქების იმიტაციისთვის ყავისფერბეწვიანი ხელები ჰაერში აღმართა -წარმოიშვა სამყაროები - თვალი ჩაუკტა კოპლებიანმა შველმა რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა - ასე რომ დამზადება კოსმოსური ლიმონათის არ შეიძლება, არც დაქცევა. -დაქცევა ? - იკითხა გაბრიელმა. -ნუ თეორიულად ვერ დააქცევ გენაცვალე - შემოტრიალდა ისევ კოპლებიანი შველი - ანუ თუ საზღვრებს დაკარგავს შენი ლიმონათი, რომელსაც ამჟამად ჭიქა აკავებს მხოლოდ , გაფართოვდება და ბუხხ - ტატუებიანის მოქმედება გაიმეორა შველმა - წარმოიქმნება ახალი გაფართოვებადი სამყარო რომელსაც ჭიქაში ვეღარ დააბრუნებ. -ჩვენ კოსმოსურ ლიმონათში ვცხოვრობთ ? - პირდაღებული იკითხა გაბრიელმა. -ჩვენც და რამდენიმე მილიარდი ტონა დაქცეული კოსმოსური ლიმონათის ხალხები, ჯობია ამაზე არ იფიქრო ტვინს აგხდის - და იარაღის იმიტაციის გასაკეთებლად ორი თითი შუბლთან მიიტანა და გაისროლა. გაბრეილმა კოსმოსური ლიმონათი მოსვა, სამყაროს უკვე დაეწყო ჩამოყალიბება, რამდენილე გალაქტილა ძლივს გადაუვიდა ყელში, რომლებიც უკვე სპირალისებურად ტრიალებდნენ. გაბრიელს თავბრუ დაეხვა. ესე მხნედ თავი არასოდეს ეგრძნო. სწორედ ამ წამს გააცნობიერა რომ “სამყაროს დააგემოვნა” ბოლოს მხოლოდ ელისის და ფურირემის სიტყვებს მოკრა ყური : “კარტი ხომ არ გვეთამაშა” - ელისი. “ესეც ასე ბილეთები მეილზე გამოვაგზავნე” - ფურირემი. და ადამიანის სიმაღლის რამდენიმე ბანქო ოთახში შემოვიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შენიშვნებს აღარ გავიმეორებ და ფანტაზიის გამო +3დავწერ. ვფიქრობ კარგად წერას შეძლებ ... შენიშვნებს აღარ გავიმეორებ და ფანტაზიის გამო +3დავწერ. ვფიქრობ კარგად წერას შეძლებ ...
6. არც არაფერი სუსტია
3 არც არაფერი სუსტია
3
5. მე დაახლოებით 7-8 წლის წინ ვისწავლე წერა-კითხვა, ასე რომ გამხნევდით და მუშაობას მოუმატეთ. ყველაფერი გამოგივათ.
პ.ს რა თქმა უნდა სხვა ნაწერებსაც წავიკითხავ.
წარმატებები!
მე დაახლოებით 7-8 წლის წინ ვისწავლე წერა-კითხვა, ასე რომ გამხნევდით და მუშაობას მოუმატეთ. ყველაფერი გამოგივათ.
პ.ს რა თქმა უნდა სხვა ნაწერებსაც წავიკითხავ.
წარმატებები!
4. *სერენა - მადლობა წახალისებისთვის და შეფასებისთვის. * jonatan livingstoni - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სწავლის პროცესში ვარ. (როგორც წერის, ასევე კითხვის)
პ.ს - ორივეს ძალიან დიდიიი მადლობაა კომენტარისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. იმედი მაქვს შემდეგ მოთხრობებსაც წაიკითხავთ და აზრს გამოთქვამთ.
ადიოს ....
*სერენა - მადლობა წახალისებისთვის და შეფასებისთვის. * jonatan livingstoni - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სწავლის პროცესში ვარ. (როგორც წერის, ასევე კითხვის)
პ.ს - ორივეს ძალიან დიდიიი მადლობაა კომენტარისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. იმედი მაქვს შემდეგ მოთხრობებსაც წაიკითხავთ და აზრს გამოთქვამთ.
ადიოს ....
3. +3 ქულას დავწერ, წახალისების მიზნით, რადგან საშინლად მინდა ეს მიმართულება განვითარდეს საქართველოში.
+3 ქულას დავწერ, წახალისების მიზნით, რადგან საშინლად მინდა ეს მიმართულება განვითარდეს საქართველოში.
2. ჰოოომ, აბსურდი და ფანტაზია ისაა რაზეც ვგიჟდები და ლიტერატურის ერთ-ერთ (თუარა ერთადერთ) ყველაზე თანამედროვე და დახვეწილ გამოხატულებად მიმაჩნია. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა წერის უცოდინრობა (თუმცა სტილისტიკის სინტაქსის და სხვა. ამდაგვარობების სპეციალისტი მე არ ვარ, ასე რომ ჯონათანს დავეთანხმები, მან უკეთ იცის ეს ამბავი) რაც შეეხება ფანტაზიის ნაწილს, ჰო არის აქ პოტენციალი, თუმცა ეს არის ლამის ზედმიწევნით ძალიან სერიოზული მწერლის ნილ გეიმანის სამყაროს გადამღერება (ამერიკული ღმერთები) ნაწარმოები ჩვეულებრივი შედევრია და ცხადია შესაძლებელია "ფანფიკის" დაწერა მის მიხედვით, ოღონდ ეს საკმაოდ დაბალი ხარისხის "ფანფიკია" თან გაუმხელელია საიდან წამოიღო ავტორმა შთაგონება და ეს ძალიან უხერხულიცაა. ანუ ამ მოთხრობაში გაცილებით მეტია ნილ გეიმანის ფანტაზია ვიდრე თქვენი საკუთარი. ქალბატონმა ნინო დარბაისელმა თუ შემოიხედა შავ დღეს დაგაყრით ამდენი კორექტურის გამო. და თუ ნეფერტარმაც შემოიხედა და ღმერთმა ნუ ქნას იცნობს ნილ გეიმანის შემოქმედებას, პლაგიატის გამო მას ნამდვილად ვერ გადაურჩებით...
პ.ს. იუპიტერი გაზებისგან შემდგაეი პლანეტაა.
წარმატებას გისურვებთ! ჰოოომ, აბსურდი და ფანტაზია ისაა რაზეც ვგიჟდები და ლიტერატურის ერთ-ერთ (თუარა ერთადერთ) ყველაზე თანამედროვე და დახვეწილ გამოხატულებად მიმაჩნია. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა წერის უცოდინრობა (თუმცა სტილისტიკის სინტაქსის და სხვა. ამდაგვარობების სპეციალისტი მე არ ვარ, ასე რომ ჯონათანს დავეთანხმები, მან უკეთ იცის ეს ამბავი) რაც შეეხება ფანტაზიის ნაწილს, ჰო არის აქ პოტენციალი, თუმცა ეს არის ლამის ზედმიწევნით ძალიან სერიოზული მწერლის ნილ გეიმანის სამყაროს გადამღერება (ამერიკული ღმერთები) ნაწარმოები ჩვეულებრივი შედევრია და ცხადია შესაძლებელია "ფანფიკის" დაწერა მის მიხედვით, ოღონდ ეს საკმაოდ დაბალი ხარისხის "ფანფიკია" თან გაუმხელელია საიდან წამოიღო ავტორმა შთაგონება და ეს ძალიან უხერხულიცაა. ანუ ამ მოთხრობაში გაცილებით მეტია ნილ გეიმანის ფანტაზია ვიდრე თქვენი საკუთარი. ქალბატონმა ნინო დარბაისელმა თუ შემოიხედა შავ დღეს დაგაყრით ამდენი კორექტურის გამო. და თუ ნეფერტარმაც შემოიხედა და ღმერთმა ნუ ქნას იცნობს ნილ გეიმანის შემოქმედებას, პლაგიატის გამო მას ნამდვილად ვერ გადაურჩებით...
პ.ს. იუპიტერი გაზებისგან შემდგაეი პლანეტაა.
წარმატებას გისურვებთ!
1. " მის გვერძე წითელ კაბაში გამოწყობილი არცთისე დიდი ასაკის კოპლებიანი შველი იჯდა. რულთან მხარბეჭიან ფურირემს მოეკალათებინა, რომელსაც ბაიკერის ტყავის კურტკა ამშვენებდა წარწერით - “შენი ღმერთი აქ არ არის !!!”. ხოლო მის გვერძე საშვალოდ ოცდაორი წლის ასაკის ირემი,თეთრი მაისურით, "- აქ შევწყვიტე კითხვა :(
ისეთი კატეგორიული უნდა ვიყო ახლა, როგორიც არასდროს ვყოფილვარ აქ- ავტორმა წერა არ იცის! და ვეჭვობ, რომ არც კითხვა ... :(
ქუთაისი მაინც არ ყოფილიყო სათაურში...
" მის გვერძე წითელ კაბაში გამოწყობილი არცთისე დიდი ასაკის კოპლებიანი შველი იჯდა. რულთან მხარბეჭიან ფურირემს მოეკალათებინა, რომელსაც ბაიკერის ტყავის კურტკა ამშვენებდა წარწერით - “შენი ღმერთი აქ არ არის !!!”. ხოლო მის გვერძე საშვალოდ ოცდაორი წლის ასაკის ირემი,თეთრი მაისურით, "- აქ შევწყვიტე კითხვა :(
ისეთი კატეგორიული უნდა ვიყო ახლა, როგორიც არასდროს ვყოფილვარ აქ- ავტორმა წერა არ იცის! და ვეჭვობ, რომ არც კითხვა ... :(
ქუთაისი მაინც არ ყოფილიყო სათაურში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|