სულთაბინა I (მეომრებს 888)
თორმეტი თვის მესამე სამკაული, ზამთრის თეთრ საყოლეზე, ნორჩი მინდვრისფერი გვირისტის ამოყვანას შეუდგა. ტალახიანი ბილიკი მოხრეშილია. გზაზე ალაგალაგ ძროხებისგან მიმოშარდული ოქროსფერი გუბეები დგას, მზის თბილი სხივები სიმჟავის სუნს ამძაფრებს და ჰაერს მძიმედ ეზავება. ფეხშიშველი გოგონაც მოხრეშილ ბილიკზე უმტკივნეულოდ ჩამორბის, ახლომდებარე ნაკალუდს ხელისგულებით, ზურმუხტისფერ ხავსის ქოჩორს უნგრევს, ხის ტოტებს ნერვებივით შლის, გვირილებს პუტავს, გვირგვინს კრავს და ჩიტის ბუდეს აცვამს. ჭიანჭველების მწკრივს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, გზადაგზა ნუგბარს აგროვებს და დედოფალთან მიაქვს. -მიირთვით თქვენო ბრწყინვალებავ! ახლად დაჭყლეტილი, მწიფე და ტკბილი მაყვალია! - პაწაწინა მოსახლეობა მადლიერებით, დაგრეხილ ძაფისნაირ ულვაშებს წამწამებივით ახამხამებს და საჩუქრებს მიწის სიღრმეში მიეზიდება.
--შე ალქაჯუნა ამ დილა უთენია აქ რამ მოგიყვანა !
-ძია გურა, როგორ შემაშინე, დილამშვიდობის! - ფეხს ინაცვლებს და თექვსმეტ ჭიანჭველას სრესს, მწკრივი წყდება. ფეხის გულზე ოცდაორი ცალი ჭიანჭველა ეტევა, დღეს ექვს მათგანს გაუმართლა.
-იცის ბებიაშენმა ამ სიშორეზე რომ წამოსულხარ ?
-კი, იცის, ძია გურა, იცის...
-მეტი არაა ჩემი მტერი, წამო, მიგაცილებ სახლამდე
-არა ძია გურა არ მინდა, დღეს იმდენი საქმე მაქვს, ჩიტებს ბუდეების მოწყობაში ვეხმარები, მელიები ნადირობას მასწავლიან და კურდღლები? ირმები? მინდვრის თაგვები ? არა, არა ვერაფეით ვერ წამოვალ.
-კარგი, კარგი, ოღონდ მაინც ფრთხილად იყავი შე ეშკმაკის ფეხო შენა, დაფნა შვილო მაგ მელიებმა ერთ დღესაც ყურები არ მოგაჭამონ, ჭინკებსაც ერიდე, ჭინკებსაც, თორე ხომ იცი შენისთანა ცელქ გოგოებს მოიტაცებენ ხოლმე და ზღაპრად აქცევენ - ძია გურა ახარხარდა, უფროსწორად ფრთამოშლილი ჭიშკარივით უვარდება დანაოჭებული ყბა და ყელიდან ხრიალის მაგვარ ხმებს უშვებს, დაფნა პირის ღრუში აჩერდება, ცდილობს გაარკვიოს რითი ახერხებს ეს კაცი საჭმლის დაღეჭვას, მისდა გასაკვირად ძია გურას ერთი კბილიც კი ვერ აღმოუჩინა. დაფნას ყვითელი კაბა აცვია და თეთრი, ყვითელჯიბიანი წინსაფარი უკეთია, ჯიბეში თხილი უყრია, ფიქრობს თუ ძია გურას მიაწოდებს ეგებ ამოხსნას ეს ღეჭვის საიდუმლო ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ თავის შეკავება ურჩევნია, არ უნდა მოხუცს აწყენინოს, ადამიანები არ უყვარს, მაგრამ ძია გურას ძნელია ადამიანი უწოდო, მას ხომ არცერთი კბილი არ აქვს.
-ძია, ჭინკები მართლა ცხოვრობენ ჩვენს ტყეში ?
მდინარე რხეულას სწრაფ დინებას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ.
-დღეს ადრიანად დაუწყიათ - ძია გურა ჩაფიქრდა, დაფნას შეაცქერდა და ეუბნება, რომ მდინარის წყალი აღარ შეაგროვოს. - თუ ვინცობაა მოგწყურდა, აქვე ახლოს ბოჩების წყაროა და შეგიძლია კოკა აავსო, ოღონდ არ დაგავიწყდეს მადლობის ნიშნის დატოვება.
-ძია, და ჭინკები?
-ჰო, ეგ ოხუნჯი მაიმუნები ვიღას გაახსენდა.
-გინახავს ოდესმე ?
-ჰეჰ, გინახავსო კაცო, მაგათ მეტი რა მინახია ამქვეყნად!
-როგორები არიან ძია ?
-ძალიან ლამაზები, ძალიან
-ვინ? ჭინკები?
-არა შვილო ხო არ გადაირიე რა ჭინკები, ბოჩები.
-ბოჩებიც გინახავს ძია ?
-არა
-მაშ საიდან იცი რომ ლამაზები არიან ?
-ჭინკებმა მიამბეს, თუმცა მაგათ რო დაუჯერებ კაცი, მაშინ გამოგცლია ჭკუაც და გონებაც. აჰა ეს გამომართვი - ძია გურა გულისჯინიდან თამბაქოს გასაბოლებელ მუშტუკს იღებს, ოსტატის ხელს წიფელის ხისა და ბროწეულის ლერწმისგან კიარ გამოუთლია, არამედ მოუჯადოებია პაწაწინა ჩუქურთმებით მოპირკეთებული მუშტუკი, ბორჯღალო ერთ კუთხეში ამოიეტვიფრა, მრავალძარღვას ფოთლების ფიგურებით კი მთელი ტანი დაეფარა, პაწაწინა ასოების და სხვადასხვა ტყის ბინადართა გამოსახულებები იქ გაეთავსებინა სადაც წესით თუთუნი უნდა მოთავსებულიყო, თავსარქმელზე კი ვენახი ამოეტვიფრა, თუმცა მუშტუკი მთავარ საიდუმლოს თავის დაფარულ ნაწილში მალავდა. - მას დაფნას აწოდებს, გოგონაც ყოყმანის გარეშე იღებს ბერიკაცის საჩუქარს და ხელებში ატრიალებს, რელიეფურ გამოსახულებებს თითებს უსვამს და სიამოვნებს.
- ყველაზე უშიშარი ჭინკაც კი ვერ გაგეკარება სანამ ეს გაქვს, გახსოვდეს თუ რამე გაგიჭირდა ჩაბერე მუშტუკში და შენი სადარდებელიც უმალ გაქრება. ახლა კი ჩემი წასვლის დროა- ძია გურა ცდილობს ცხენზე შეჯდომას, დეზებს მთელი ძალით აწვება, მაგრამ საკუთარ სიმძიმეს ვეღარ უმკლავდება - დაგლახვროს ეშმაკმა, როგორ დაბერებულხარ შე შეჩვენებულო ცხენო შენა ! -დაფნა ისევ ახითხითა, გაბრაზებულ ძია გურასაც სიცილიაგან ებრიცება თბილი სახე.
ფეხშიშველი დაფნა მოხრეშილ ბილიკს ზემოთ მიუყვება, დროგამოშვებით სულისმოსათქმელად ჩერდება და ძია გურას მშვიდობის ნიშნებს უგზავნის, ასე გრძელდება მანამ სანამ ბერიკაცი დაბლობის ნისლში არ იკარგება, გოგონას თეთრი წინსაფრის სიტლოეტიც ხშირ ხეივანში დნება
გმირია თაფლის სანთელი, რომელიც ბებიას ღამით ანთებული დარჩა და ნაცვლად ხანძრის გაჩენისა თვითონ ჩაიწვა.
გამთენიისას, ტყის მდუმარებას ძლიერი ხმაური არღვევს, ცხოველები, ქვეწარმავლები, მხოხავები, მცოცავები, მოკუნტრუშეები თუ მფრინავები, ყველა თავშესაფარს უწყებს ძებნას. ცა ფოლადის ნავებით იფარება, ისინი გაბერილ წითელ და მრგვალ აფრებს უჭირავთ, ნავის ცენტრიდან ღერძი ამოზრდილა, რომელზეც ძია გურასავით უკბილო პირისნაირი მოწყობილობა მიუმაგრებიათ, ფოლასის ხახა ცეცხლით სუნთქავს, გაბერილ აფრებს კიდევ უფრო ბერავს და მაღლა სწევს. მიწიდან ძნელია გაარჩიო, წინ მიფრინავენ თუ უკან.
მდინარე რხეულას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ. დაფნას გაახსენა ძიას სიტყვები «დღეს ადრე დაუწყიათო» მაგრამ მას არაფერი უთქვამს მეტი, მხოლოდ ჭინკებს ერიდეო, არამგონია ჭინკები წითელგუმბათა დერიჟაბლზე დაფრინავდნენო ფიქრობს და მაინც ეჭვისთვალით უცქერს უცხო სტუმარს. სამი დერიჟაბლი დაბლა ეშვება, ერთ-ერთიდან ახალგაზრდა მამაკი ორი ყმაწვილის თანხლებით ქვეითდება, რაღაცის ბრძანებას გაჰყვირის და მას უსიტყვოდ ყველა ემორჩილება.
დაფნა პირდაპირ დაწინაურებული ახლგაზრდა მამაკაცის წინ აღიმართა, თითქოს ცდილობს ძროხებისგან დაშარდულ ბილიკი დაიცვას და უცხოტომელებისგან ტყე დაიფაროს. გუმანით გრძნობს რაღაც ავს, რაღაცას რაც თავის ტყეს ზიანს მოუტანს. ჯიუტ მზერას არ აშორებს ჯარისკაცს.
-девочка ты кто такая?
-это проста маленькая девочка - გამოეპასუხა მეორე - думаю она хочет к папочке, ну че малявка? иди к папе !
რხეულას მდინარის ჩქარ დინებას სისხლივით წითელი თევზები ჩამოჰყვნენ.
დატყვევებულ გოგონას მზისფერ თმას პარსავენ, ტყეს ხეებს დაფნას თმებივით პარსავენ. -«დედაო მიწავ, საყრდენო ცოცხალთა, გარდაცვლილ სხეულთა მფარველო, დაიფარე ჩემი ტყე, დაიფარე ცოცხალნი! დაფნა დერიჟაბლში მოათავსეს, ძია გურას ხახამ ცეცხლი ამოისუნთქა და წითელი აფრები გაიბერა, სშაბიაბნისფერ ცაზე ფოლადის ნავები ჭუჭყიან კვალს ტოვებენ, შორიდან თავის სოფელს ცნობს და ახლა უფრო აყავს შიშს. ხელ-ფეხი გათოკილი აღარ აქვს, აქედან მაინც ვერსად გაიქცეოდა, ამიტომ წითელმა ჯარისკაცმა გაათავისუფლა. წინსაფრის ყვითელი ჯიბიდან ძია გურას მუშტუკი ამოაქვს შეუმჩნევლად.
«ყველა შენი დარდი გაქრებაო» უთხრა, ბოჩების წყაროსთან ძია გურამ, მოჩუქურთმებული მუშტუკის პირი ტუჩებთან მიაქვს, ძალიან ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ძალით ბერავს, გამაყრუებელი წუილი გაისმის. ჯარისკაცსბს ყურებიდან სისხლი სდით, მუშტუკი ათას ჩუქურთმად იფანტება, მასზე გამოსახული ყვავები ცოცხლდებიან და წითელ აფრებს ლეშის გულივით კორტნიან. დაფნას სხეული ბუმბულით ეფარება, ცხვირზე ნისკარტი ეზრდება, იგვაჯება, ფეხები ეხორკლება და კლანჭები ეზრდება, ხელები გაშალა თუარა ორი დიდი ფრთა გამოეზარდა, ზღაპრულ არწივს დაემსგავსა, ერთ-ერთ ჯარისკაც ჩააფრინდა და ორივე თვალი ამოკორტნა. დერიჟაბლმა ვარდნა დაიწყო, სხვა დარიჟაბლებიდან კი გრიალი გაისმის, ფრინველები ტყვიებს იგერიებენ და ჩქარა ტყისკენ მიისწრაფვიან.
-ведьма! Поимать ее! сжеч деревню а ведьму ко мне!
სისხლივით წითელი თევზები სადღაც მიფრინავენ… ბოჩების წყაროსთან ქვები ყრია, მათზე ცარცით «მადლობა!» წერია. ბებია დაფნას ელოდება, თაფლის სანთელი დღესაც ანთებული დარჩა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა )) შეგიძლიათ შენობით მომმართოთ <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა )) შეგიძლიათ შენობით მომმართოთ <3
25. რამდენად მოგწონთ ჩემი ნიკი სიმართლე გითხრა არ სემიმჩნევია, მაგრამ თქვენი წერის მანერა და მიმართულება რომ მომწონს ეგ კი აღვნიშნე :)
რამდენად მოგწონთ ჩემი ნიკი სიმართლე გითხრა არ სემიმჩნევია, მაგრამ თქვენი წერის მანერა და მიმართულება რომ მომწონს ეგ კი აღვნიშნე :)
24. დიდი მადლობა ბუნების შვილო )) ვინ შეძლებდა ჩემი ფიქრების გაგებას თუარა ბუნების შვილი <3 ძალიან მომწონს შენს ნიკი, ალბათ უკვე შეამჩნიე კიდეც :D
დიდი მადლობა ბუნების შვილო )) ვინ შეძლებდა ჩემი ფიქრების გაგებას თუარა ბუნების შვილი <3 ძალიან მომწონს შენს ნიკი, ალბათ უკვე შეამჩნიე კიდეც :D
23. საინტერესოდ წერთ! კარგია ნამუშევარი მაშინ, როცა ის მრავალწახნაგოვანია, მკითხველში იწვევს რეალობის და ფანტაზიის სინთეზს ერთდროულად, ისე რომ თხრობის მთლიანი ფონი არ დაზიანდეს. ყველა ვერ ახერხებს ამას! გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით! ზოგადად საქართველოში იშვიათია ვინმე ამ ჟანრში წერდეს (ფენტეზს ვგულისხმობ) თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება მსგავსი ჟანრის მიმდევრები. ძალიან გამიხარდა თქვენი აქ აღმოჩენა :) საინტერესოდ წერთ! კარგია ნამუშევარი მაშინ, როცა ის მრავალწახნაგოვანია, მკითხველში იწვევს რეალობის და ფანტაზიის სინთეზს ერთდროულად, ისე რომ თხრობის მთლიანი ფონი არ დაზიანდეს. ყველა ვერ ახერხებს ამას! გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით! ზოგადად საქართველოში იშვიათია ვინმე ამ ჟანრში წერდეს (ფენტეზს ვგულისხმობ) თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება მსგავსი ჟანრის მიმდევრები. ძალიან გამიხარდა თქვენი აქ აღმოჩენა :)
22. ელემენტარული ნაწილაკები,
მეც წარმატებას გისურვებთ და ულევ ფანტაზიას ))) ელემენტარული ნაწილაკები,
მეც წარმატებას გისურვებთ და ულევ ფანტაზიას )))
21. ეხლა დავიწყეთ ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის თარგმნა და მკითხველიც იყვარებს ნელ-ნელა,არ ვიყავით ჟანრობრივად განებივრებული. რკინის ფარდა აღარ არსებობს,გამოხსნილები ვართ:))) ნუ,კითხვას მაინც არავინ გვიშლის,რასაც გვინდა იმას წავიკითხავთ:))
წარატებებს გისურვებთ სერენა:)
ეხლა დავიწყეთ ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის თარგმნა და მკითხველიც იყვარებს ნელ-ნელა,არ ვიყავით ჟანრობრივად განებივრებული. რკინის ფარდა აღარ არსებობს,გამოხსნილები ვართ:))) ნუ,კითხვას მაინც არავინ გვიშლის,რასაც გვინდა იმას წავიკითხავთ:))
წარატებებს გისურვებთ სერენა:)
20. ელემენტარული ნაწილაკები,
ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის =)))
ჩემთვის ფენტეზი ერთადერთი რეალობაა, რომელში არსებობაც გადარჩენის ტოლფასია, ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარი ზოგადადაც და განსაკუთრებით იმიტომ რომ ამ ''ჟანრს '' ასეთი მნიშვნელობა მიანიჭეთ. გული მწყდება იმაზე, რომ ფენტეზის მწერალიც ცოტა ჰყავს და მკითხველიც =))) ელემენტარული ნაწილაკები,
ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის =)))
ჩემთვის ფენტეზი ერთადერთი რეალობაა, რომელში არსებობაც გადარჩენის ტოლფასია, ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარი ზოგადადაც და განსაკუთრებით იმიტომ რომ ამ ``ჟანრს `` ასეთი მნიშვნელობა მიანიჭეთ. გული მწყდება იმაზე, რომ ფენტეზის მწერალიც ცოტა ჰყავს და მკითხველიც =)))
19. ძალიან მრავასფეროვანი,საინტერესო მოლოგები გაქვთ,ფენტეზმა გადამარჩინა ბოლოს უდიდესი სევდით რომ არ მოვმკდარიყავი:)) ძალიან კარგად ჩანს ყველა გულისტკივილი. და კიდევ,ბუნების სილამაზეზე არანაკლებ შთამბეჭდავად გამოდის სიმყრალის აღწერაც: ,,გზაზე ალაგალაგ ძროხებისგან მიმოშარდული ოქროსფერი გუბეები დგას, მზის თბილი სხივები სიმჟავის სუნს ამძაფრებს და ჰაერს მძიმედ ეზავება" - ასეთ დროს ზიუსკინდის ,,სუნამო" მახსენდება ხოლმე,პარიზის ქუჩები რომ აღწერა:)) ძალიან მრავასფეროვანი,საინტერესო მოლოგები გაქვთ,ფენტეზმა გადამარჩინა ბოლოს უდიდესი სევდით რომ არ მოვმკდარიყავი:)) ძალიან კარგად ჩანს ყველა გულისტკივილი. და კიდევ,ბუნების სილამაზეზე არანაკლებ შთამბეჭდავად გამოდის სიმყრალის აღწერაც: ,,გზაზე ალაგალაგ ძროხებისგან მიმოშარდული ოქროსფერი გუბეები დგას, მზის თბილი სხივები სიმჟავის სუნს ამძაფრებს და ჰაერს მძიმედ ეზავება" - ასეთ დროს ზიუსკინდის ,,სუნამო" მახსენდება ხოლმე,პარიზის ქუჩები რომ აღწერა:))
18. ანას ვერ დავეთანხმები.. რადგან ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი, შესაბამისად მოცულობით პატარა ტექსტია ზრდის პერსპექტივით ; ))) ერთიანად წაკითხვის შემთხვევაში, დიალოგების არარსებობა მე პირადად დამღლის :) მოკლედ სუბიექტური ამბავი უფრო მგონია ეს.. დაველოდოთ აბა შემდეგ ნაწილს :* ანას ვერ დავეთანხმები.. რადგან ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი, შესაბამისად მოცულობით პატარა ტექსტია ზრდის პერსპექტივით ; ))) ერთიანად წაკითხვის შემთხვევაში, დიალოგების არარსებობა მე პირადად დამღლის :) მოკლედ სუბიექტური ამბავი უფრო მგონია ეს.. დაველოდოთ აბა შემდეგ ნაწილს :*
17. რია,
მოთხრობა მივუძღვენი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის, აგვისტოს ომს. უფროსწორად ომში დაღუპულთ. (დაღუპულთ მორალურად, ფიზიკურად, ფსიქიკურად) შემდეგ თავებში იმედია ეს უკეთ გამოჩნდება ))) 8 აგვისტოს მსურდა გამოქვეყნება, მაგრამ ორი დღით დავაგვიანე )))
წითელი დირიჟაბლები სსრკს განასახიერებენ.
გმადლობთ კომენტარისთვის :)
რია,
მოთხრობა მივუძღვენი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის, აგვისტოს ომს. უფროსწორად ომში დაღუპულთ. (დაღუპულთ მორალურად, ფიზიკურად, ფსიქიკურად) შემდეგ თავებში იმედია ეს უკეთ გამოჩნდება ))) 8 აგვისტოს მსურდა გამოქვეყნება, მაგრამ ორი დღით დავაგვიანე )))
წითელი დირიჟაბლები სსრკს განასახიერებენ.
გმადლობთ კომენტარისთვის :)
16. ანა ჯავახიშვილი,
დიდი მადლობა ანა, თქვენ ემოციების აღქმის განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ, ასე რომ ვიდიქრებ თქვენს მოსაზრებაზეც ))) ანა ჯავახიშვილი,
დიდი მადლობა ანა, თქვენ ემოციების აღქმის განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ, ასე რომ ვიდიქრებ თქვენს მოსაზრებაზეც )))
15. "ფეხს ინაცვლებს და თექვსმეტ ჭიანჭველას სრესს, მწკრივი წყდება. ფეხის გულზე ოცდაორი ცალი ჭიანჭველა ეტევა, დღეს ექვს მათგანს გაუმართლა."
+ 5 რას ნიშნავს ( მეომრებს 888) სამი რვიანი მაგიური რიცხვია?
"ფეხს ინაცვლებს და თექვსმეტ ჭიანჭველას სრესს, მწკრივი წყდება. ფეხის გულზე ოცდაორი ცალი ჭიანჭველა ეტევა, დღეს ექვს მათგანს გაუმართლა."
+ 5 რას ნიშნავს ( მეომრებს 888) სამი რვიანი მაგიური რიცხვია?
14. ლიტერატურაში, რაც ძალიან მომწონს ერთ-ერთი არის წარმოსახვა. რაღაც ხილვის შექმნა შეგრძნებების საფუძველზე. ეს ნამდვილად კარგად ჩანს თქვენს მოთხრობაში. :) უბრალოდ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამგვარი წარმოსახვის მიყოლის პროცესი შესაძლო დიალოგების გარეშე და ლაკონურად უკეთესი ყოფილიყო.
-- პატივისცემით, ლიტერატურაში, რაც ძალიან მომწონს ერთ-ერთი არის წარმოსახვა. რაღაც ხილვის შექმნა შეგრძნებების საფუძველზე. ეს ნამდვილად კარგად ჩანს თქვენს მოთხრობაში. :) უბრალოდ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამგვარი წარმოსახვის მიყოლის პროცესი შესაძლო დიალოგების გარეშე და ლაკონურად უკეთესი ყოფილიყო.
-- პატივისცემით,
13. მეც ასე შევნიშნე - პირველი მცდელობა იყო, რომელიც სწორი და საჭირო აღმოჩნდა. პოეზიასაც შვენის შინაარსობლიობა და პროზასაც - მხატვრულობა. მეც ასე შევნიშნე - პირველი მცდელობა იყო, რომელიც სწორი და საჭირო აღმოჩნდა. პოეზიასაც შვენის შინაარსობლიობა და პროზასაც - მხატვრულობა.
12. ინი, ჩემო ძვირფასო, შენ ჩემი კალიოპე ხარ <3 ინი, ჩემო ძვირფასო, შენ ჩემი კალიოპე ხარ <3
11. მუხრან გმადლობ, რატომღაც ვიცოდი, რომ თქვენ მოიწონებდით ამ მოთხრობას ))) მიხარია ისიც რომ წინსვლად მიიჩნიეთ, თუმცა როგორც წესი ასე მხატვრულად განგებ არ ვწერდი ხოლმე. პირველი მცდელობა იყო ეს ))
მუხრან გმადლობ, რატომღაც ვიცოდი, რომ თქვენ მოიწონებდით ამ მოთხრობას ))) მიხარია ისიც რომ წინსვლად მიიჩნიეთ, თუმცა როგორც წესი ასე მხატვრულად განგებ არ ვწერდი ხოლმე. პირველი მცდელობა იყო ეს ))
10. ეს ნაწერი მე და შენ კი გავარჩიეთ უკვე კულისებში და აქ აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს ) ჩემი პატივისცემა და მოწონება შენ ძვირფასო :* ეს ნაწერი მე და შენ კი გავარჩიეთ უკვე კულისებში და აქ აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს ) ჩემი პატივისცემა და მოწონება შენ ძვირფასო :*
9. 5 კარგია, სერენა, აი, როგორ შვენის მხატვრული სახეები. ლამაზი წინსვლაა. შინაარსობლივი მიმდინარეობა უფრო ძლიერი და თვალსაჩინოა შენს ნაწერში, ყოჩაღ. 5 კარგია, სერენა, აი, როგორ შვენის მხატვრული სახეები. ლამაზი წინსვლაა. შინაარსობლივი მიმდინარეობა უფრო ძლიერი და თვალსაჩინოა შენს ნაწერში, ყოჩაღ.
8. ბედნიერი ვარ რომ არ მოგეწონათ.
თუმცა კარგი იქნებოდა დაგეკონკრეტებიათ- რა ))) ბედნიერი ვარ რომ არ მოგეწონათ.
თუმცა კარგი იქნებოდა დაგეკონკრეტებიათ- რა )))
7. მხოლოდ მუნდშტუკი და დირიჟაბლი რომ იყოს, რა უჭირდა თოლია :)
მე არ მომეწონა სამწუხაროდ მხოლოდ მუნდშტუკი და დირიჟაბლი რომ იყოს, რა უჭირდა თოლია :)
მე არ მომეწონა სამწუხაროდ
6. მადლობა მუხა ))) მადლობა მუხა )))
5. ამაზე უკეთესი რა უნდა წაიკითხო ურაკზე?!
ბებია დაფნას ელოდება, თაფლის სანთელი დღესაც ანთებული დარჩა. შესანიშნავია. ამაზე უკეთესი რა უნდა წაიკითხო ურაკზე?!
ბებია დაფნას ელოდება, თაფლის სანთელი დღესაც ანთებული დარჩა. შესანიშნავია.
4. აირინ, ძალიან დიდი მადლობა, მეც ამას გისურვებთ ))) აირინ, ძალიან დიდი მადლობა, მეც ამას გისურვებთ )))
3. ძალიან მომწონს თქვენი ლამაზი, ზღაპრული პროზა.
მინდა უამრავი მკითხველი და წარმატებები გისურვოთ! ძალიან მომწონს თქვენი ლამაზი, ზღაპრული პროზა.
მინდა უამრავი მკითხველი და წარმატებები გისურვოთ!
2. მასლობა ჯონათან ჩავასწორებ შეცდომებს )))
კოგნიტიური მეცნიერებების, მიკრობიოლოგიის მიმართულებით მასლობა ჯონათან ჩავასწორებ შეცდომებს )))
კოგნიტიური მეცნიერებების, მიკრობიოლოგიის მიმართულებით
1. მითოსის, ფოლკლორის, ზღაპრის, ფენტეზის მშვენიერი ნაზავი.
რისი დოქტორი ვარო, რა თქვი ? :)))
მუნდშტუკი და დირიჟაბლი :)
ჰოდა, კიდევ, დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავია.
მითოსის, ფოლკლორის, ზღაპრის, ფენტეზის მშვენიერი ნაზავი.
რისი დოქტორი ვარო, რა თქვი ? :)))
მუნდშტუკი და დირიჟაბლი :)
ჰოდა, კიდევ, დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|