ნინო დარბაისელი
ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო - - - - - - -
მე რატომ უნდა გამახსენდეს ყველა, ვინც ყველას დავიწყებია!
დღეს იგი, ალბათ, თოქ-შოუების მოუწყენელი მონაწილე იქნებოდა და სექსმუშაკთა მომსახურების რამე ბიუროს მენეჯერად იმუშავებდა, ჩვენს უბანში კი ,,პატარა ლილი'', ანდაც ,,ლილი-მამაშა'' ერქვა, ლურჯი ,,ფიატით” ავტობუსის გაჩერებასთან ჩაგვიქროლებდა, ლამაზი?! - არა! ასეთი ჩანდა, რადგან მუდამ მოვლილი იყო. ქალები მისგან ჩაცმას სწავლობდნენ, დროდადრო - გადამყიდველობდა და რაც რჩებოდათ ხელის ფულად ოჯახის ქალებს, აკოწიწებდნენ და იმის ნაცვამს ნახევარ ფასად ყიდულობდნენ, ქმრების უჩუმრად. როგორც ჩურჩულით გადმოუციათ, არც წამლის საქმეს ეკრძალებოდა. თან გვზარავდა, თან გვიზიდავდა, თან... მწიფობაში შესულ გოგოებს რა მეტი ჭკუა მოეკითხებათ.
გზად სკოლისაკენ, მის სახლთან რომ უნდა გაგვევლო, ლურჯფარდიანი ფანჯრებისაკენ თვალს ვაპარებდით, მაგრამ არც ხშირად დაგვინახავს. ახლა-ღა მივხვდი, ჩვენ - ტოროლები ვიყავით მაშინ, ბუთა ცხოვრება - ღამისაა, დილით კი, სძინავთ.
ერთხელაც, როცა სკოლის საღამო ძალიან გვიან დაგვიმთავრდა, შინისკენ მოჟრიამულეებს სიბნელეში შემოგვეფეთა: იდგა მარტო, მოურთველი, თვალცრემლიანი შემოგვაცქერდა.
,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო!'- გვითხრა ხმადაბლა და შინ შევიდა.
,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული.
არ ვიცი, რატომ, რომ მოვიზარდე, ჩემთან დაჯდომა და თავისი ამბის მოყოლა უყვარდა ხოლმე და მეც ვუსმენდი, ბევრი რამე კი არ მესმოდა და მთლად ცხოვრებას უნდა გაევლო, რომ თანდათან გამხსენებოდა და მისახვედრთან ცოტა ახლო მივსულიყავი.
დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!
ბოლოს ბიბლიას მიეძალა, სასოდაცლილი. ონკოლოგიურს მოჰყვა სიკვდილი. თავზე სხვაც ადგა, მაგრამ ჩემს ხელში დალია სული. დამრჩა ხსოვნაში მისი წარსული: ლილი - მოცლილი, ლილი - დაღლილი, ლილი - ტკივილით სახეწაშლილი, ლილი - წასული, გარდაცვლილი და ფრთაგაშლილი, ლილი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. საოცარია, მაგრამ მაინცადამინც ყველაზე მეტად იმ დროს რატომ ვგრძნობთ თავს ადამიანად , როდესაც ვუთანაგრძნობთ? ..... საოცარი განწყობააა! საოცარია, მაგრამ მაინცადამინც ყველაზე მეტად იმ დროს რატომ ვგრძნობთ თავს ადამიანად , როდესაც ვუთანაგრძნობთ? ..... საოცარი განწყობააა!
46. მადლობა, დაკარგული, კარგი კომენტარია. მე ხომ არცერთი ,,წვეტიანი კითხვა” არ უნდა ,,გავმაზო”. აქაც შევეცდები, გიპასუხოთ, რომ პრობლემის დიდი ნაწილის გასაღები ქალის ფიზიოლოგიაში დევს. არასრულყოფილი კონტრაცეფცია( განსაკუთრებით - ადრე) სხვადასხვა , სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელი გზით შეწყვეტილი ფეხმძიმობები, კრიმინალური აბორტებიც მათ შორის. ამას მიუმატეთ ინფექციები, ვირუსები, სტრესები მოკლედ , ნოყიერი ნიადაგია სხვადასხვა ტიპის გენიტალური თუ არაგენიტალური სიმსივნეებისათვის. საწყალი ლილი , რეალურად, საშვილოსნოს კიბოთი გარდაიცვალა. 90 - იან წლებში. მეზობლებმა მართლა დიდი ყურადღება მიაქციეს. მადლობა, დაკარგული, კარგი კომენტარია. მე ხომ არცერთი ,,წვეტიანი კითხვა” არ უნდა ,,გავმაზო”. აქაც შევეცდები, გიპასუხოთ, რომ პრობლემის დიდი ნაწილის გასაღები ქალის ფიზიოლოგიაში დევს. არასრულყოფილი კონტრაცეფცია( განსაკუთრებით - ადრე) სხვადასხვა , სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელი გზით შეწყვეტილი ფეხმძიმობები, კრიმინალური აბორტებიც მათ შორის. ამას მიუმატეთ ინფექციები, ვირუსები, სტრესები მოკლედ , ნოყიერი ნიადაგია სხვადასხვა ტიპის გენიტალური თუ არაგენიტალური სიმსივნეებისათვის. საწყალი ლილი , რეალურად, საშვილოსნოს კიბოთი გარდაიცვალა. 90 - იან წლებში. მეზობლებმა მართლა დიდი ყურადღება მიაქციეს.
45. ლუბას გამოჩენა უსაზღვროდ მიხარია ხოლმე არ მხოლოდ ჩემს გვერდზე, არამედ ჩემს თვალსაწიერში. ახლა მისი თბილი სიტყვები ხომ მაბედნიერებს და მაბედნიერებს! აქ - ბევრი თაიგული მისთვის
ლუბას გამოჩენა უსაზღვროდ მიხარია ხოლმე არ მხოლოდ ჩემს გვერდზე, არამედ ჩემს თვალსაწიერში. ახლა მისი თბილი სიტყვები ხომ მაბედნიერებს და მაბედნიერებს! აქ - ბევრი თაიგული მისთვის
44. Kარგი ნაწერია,
მე ერთი რამ მაინტერესებს ხოლმე ასეთი ქალების მისამართით: რატომ კეთდება ყოველთვის აქცენტი იმაზე, რომ ნაადრევად და ტანჯული სიკვდილით მოკვდნენ?
მოგულავე” მამაკაცები დიდხანს და ხანგრძლივად ირგებენ გულაობას და ქალები რატომღაც ტანჯულად ასრულებენ, რადგან იზღავენ თავიანთი ცოდვებისთვის? და თავნება მამაკაცები ცოცხლობენ დიდხანს და ბედნიერად. ყოველ შემთხვევაში ნაწარმოებებში არ კეთდება აქცენტი მამაკაცების ტანჯულ და ნაადრევ სიკვდილზე...ეს კონკრეტულად ავტორთან არ არის შენიშვნა, ზოგადად ლიტერატურაში ასე არის: გავიხსენოთ “ტრავიატა” , უამრავი რომანი. ანუ თავნება ქალი ცუდად ამთავრებს ყოველთვის, ასეთი ღუზა ახლავს ხოლმე ასეთ ისტორიებს...
უკაცრავად ავტორთან, მაგრამ აქ გამახსენდა ეს ამბავი და აღვნიშნე უბრალოდ Kარგი ნაწერია,
მე ერთი რამ მაინტერესებს ხოლმე ასეთი ქალების მისამართით: რატომ კეთდება ყოველთვის აქცენტი იმაზე, რომ ნაადრევად და ტანჯული სიკვდილით მოკვდნენ?
მოგულავე” მამაკაცები დიდხანს და ხანგრძლივად ირგებენ გულაობას და ქალები რატომღაც ტანჯულად ასრულებენ, რადგან იზღავენ თავიანთი ცოდვებისთვის? და თავნება მამაკაცები ცოცხლობენ დიდხანს და ბედნიერად. ყოველ შემთხვევაში ნაწარმოებებში არ კეთდება აქცენტი მამაკაცების ტანჯულ და ნაადრევ სიკვდილზე...ეს კონკრეტულად ავტორთან არ არის შენიშვნა, ზოგადად ლიტერატურაში ასე არის: გავიხსენოთ “ტრავიატა” , უამრავი რომანი. ანუ თავნება ქალი ცუდად ამთავრებს ყოველთვის, ასეთი ღუზა ახლავს ხოლმე ასეთ ისტორიებს...
უკაცრავად ავტორთან, მაგრამ აქ გამახსენდა ეს ამბავი და აღვნიშნე უბრალოდ
43. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინო თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინო თუ გაიხსენებს
42. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინო თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინო თუ გაიხსენებს
41. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
40. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
39. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
38. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
37. თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
თითო ამბავი ამდაგვარი გასახსენებლად ყველას გვაქვს ალბათ,მაგრამ ასე დახვეწილად მხოლოდ ნინოს თუ გაიხსენებს
36. კარგია, რომ არ მიბაძეთ... პატარა გოგო შეიძლება, შეცდეს. სწორი აქცენტია დასმული ლექსის თავში, რომ თოქ-შოუების მონაწილე იქნებოდა. ასეთ ხალხი არ უნდა განვიკითხოთ, მაგრამ არც უნდა გავაპიაროთ, რომ მერე ვიღაც გამოუცდელ ბავშვს არ მოუნდეს, ასეთი გახდეს და მარტივი გზებით არ აირჩიოს სიარული. რაც შეეხება ლექსს, დუმილას ვეთანხმები აქ, მომწონს კიდეც და არც. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული." ++ ეს ადგილი ყველაზე ძლიერი მგონია... ბედნიერად!
კარგია, რომ არ მიბაძეთ... პატარა გოგო შეიძლება, შეცდეს. სწორი აქცენტია დასმული ლექსის თავში, რომ თოქ-შოუების მონაწილე იქნებოდა. ასეთ ხალხი არ უნდა განვიკითხოთ, მაგრამ არც უნდა გავაპიაროთ, რომ მერე ვიღაც გამოუცდელ ბავშვს არ მოუნდეს, ასეთი გახდეს და მარტივი გზებით არ აირჩიოს სიარული. რაც შეეხება ლექსს, დუმილას ვეთანხმები აქ, მომწონს კიდეც და არც. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვრჩა ბოლომდე გახარებული." ++ ეს ადგილი ყველაზე ძლიერი მგონია... ბედნიერად!
35. მადლობა, სერენა, რაღაცნაირ სიახლოვეს ვგრძნობ ვირტუალში თქვენდამი, სახელდაურქმეველს. ეს კვირა გიჟურად დაკავებული მაქვს, ჩემი დის სტუმრობას ველოდები ნიუ იორკიდან და დიდ სამზადისში ვარ, ლამის მთელი ნეშვილი ფეხზე დავაყენო :) , მაგრამ მაინც ვცდილობ, აქაურობას არ მოვაკლდე. სექტემბრის პირველი რიცხვებში ვაპირებ, პირველი რიგში თქვენს გვერდს ვესტუმრო და ყველაფერი წავიკითხო.
გულიანა, სავსებით გეთანხმებით. პოეტი დედოფლად კი არა, და თანაც საკუთარი ლექსის კი არა, და მთელი პოეტური სამყაროს დემიურგად არ გრძნობს თავს, თუნდაც რაღაც წამით, როცა თხზავს, რა აზრი აქვს საერთოდ, წერას! ( სამწუხაროდ, ,, მოედნის, სასახლის კარ-მიდამოს მოსუფთავებაც” ნადიმის მერე, მისი საქმეა და აუცილებელია, მაგრამ ვის ეხალისება, მწვერვალიდან ჩამოვიდეს, ,,ცოცხი და აქანდაზი” აიღოს, რადგან სხვა, მის ნაცვლად, ამას არ/ ვერ გააკეთებს... ზოგი მნახველ-მკითხველი კი ( მაგალითად, ჩემისთანა ასოკირკიტა), მოვა და ნასუფრალ-ნანადიმარს თვალს არ ააცილებს, უცებ წაფარებულ კუთხე-კუნჭულს გაგიჩხრიკავს, იმის ნაცვლად, რომ პატივად მიიღოს მბრძანებელთან სტუმრობა და მისი დიადებით დატკბეს . გალაკტიონის შემდგომ ჩემთვის უდიდესი პოეტია ბესიკ ხარანაული, მას აქვს ასეთი სტრიქონები, (მაპატიეთ, თუ დასაწყისი ოდნავ არაზუსტი შეიძლება გამოდგეს, მეხსიერებითი ცდომილების გამო)
,, მხოლოდ ხანდახან, სულ რაღაც წამით, აღმოცენდება ხოლმე ჩემი შუქი ღვთიური, და იმ წამსაც ლექსი წამართმევს... დანარჩენ დროს კი მე გახლავართ ჩვეულებრივი და ჩემი თავის არმსურველი.”
მახარებს თქვენი სტუმრობა და გთხოვთ, კონკრეტული შენიშვნები არასოდეს დაიზაროთ. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ეს რამენაირად აისახება ჩემი, როგორც მკითხველ- შემფასებლის გულწრფელობაზე. ძველებმა იციან, არა თუ ნიკებს, უახლოესი ადამიანების გარდა, რეალურ სახელებსაც ვერ ვიმახსოვრებ კარგად. კარგი ლექსი - მტერმაც რომ დაწეროს - ვეთაყვანები. ცუდი - უახლოესმა მეგობარმაც, ჩემმა დიდმა მაქებარმაც და აშ, რომ დაწეროს, მასაც წრფელად ვეტყვი ჩემს სათქმელს. ამ მხრივ, სრულიად უმადური ვარ. ,’რადგან ...,, პოეზია, უპირველეს ყოვლისა”. ,ძველებისთვის” ამის შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ მინდა, ეს იმ ავტორებმაც გაითვალისწინონ, ვინც შედარებით ახლები არიან და არ მიცნობენ. მადლობა, სერენა, რაღაცნაირ სიახლოვეს ვგრძნობ ვირტუალში თქვენდამი, სახელდაურქმეველს. ეს კვირა გიჟურად დაკავებული მაქვს, ჩემი დის სტუმრობას ველოდები ნიუ იორკიდან და დიდ სამზადისში ვარ, ლამის მთელი ნეშვილი ფეხზე დავაყენო :) , მაგრამ მაინც ვცდილობ, აქაურობას არ მოვაკლდე. სექტემბრის პირველი რიცხვებში ვაპირებ, პირველი რიგში თქვენს გვერდს ვესტუმრო და ყველაფერი წავიკითხო.
გულიანა, სავსებით გეთანხმებით. პოეტი დედოფლად კი არა, და თანაც საკუთარი ლექსის კი არა, და მთელი პოეტური სამყაროს დემიურგად არ გრძნობს თავს, თუნდაც რაღაც წამით, როცა თხზავს, რა აზრი აქვს საერთოდ, წერას! ( სამწუხაროდ, ,, მოედნის, სასახლის კარ-მიდამოს მოსუფთავებაც” ნადიმის მერე, მისი საქმეა და აუცილებელია, მაგრამ ვის ეხალისება, მწვერვალიდან ჩამოვიდეს, ,,ცოცხი და აქანდაზი” აიღოს, რადგან სხვა, მის ნაცვლად, ამას არ/ ვერ გააკეთებს... ზოგი მნახველ-მკითხველი კი ( მაგალითად, ჩემისთანა ასოკირკიტა), მოვა და ნასუფრალ-ნანადიმარს თვალს არ ააცილებს, უცებ წაფარებულ კუთხე-კუნჭულს გაგიჩხრიკავს, იმის ნაცვლად, რომ პატივად მიიღოს მბრძანებელთან სტუმრობა და მისი დიადებით დატკბეს . გალაკტიონის შემდგომ ჩემთვის უდიდესი პოეტია ბესიკ ხარანაული, მას აქვს ასეთი სტრიქონები, (მაპატიეთ, თუ დასაწყისი ოდნავ არაზუსტი შეიძლება გამოდგეს, მეხსიერებითი ცდომილების გამო)
,, მხოლოდ ხანდახან, სულ რაღაც წამით, აღმოცენდება ხოლმე ჩემი შუქი ღვთიური, და იმ წამსაც ლექსი წამართმევს... დანარჩენ დროს კი მე გახლავართ ჩვეულებრივი და ჩემი თავის არმსურველი.”
მახარებს თქვენი სტუმრობა და გთხოვთ, კონკრეტული შენიშვნები არასოდეს დაიზაროთ. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ეს რამენაირად აისახება ჩემი, როგორც მკითხველ- შემფასებლის გულწრფელობაზე. ძველებმა იციან, არა თუ ნიკებს, უახლოესი ადამიანების გარდა, რეალურ სახელებსაც ვერ ვიმახსოვრებ კარგად. კარგი ლექსი - მტერმაც რომ დაწეროს - ვეთაყვანები. ცუდი - უახლოესმა მეგობარმაც, ჩემმა დიდმა მაქებარმაც და აშ, რომ დაწეროს, მასაც წრფელად ვეტყვი ჩემს სათქმელს. ამ მხრივ, სრულიად უმადური ვარ. ,’რადგან ...,, პოეზია, უპირველეს ყოვლისა”. ,ძველებისთვის” ამის შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ მინდა, ეს იმ ავტორებმაც გაითვალისწინონ, ვინც შედარებით ახლები არიან და არ მიცნობენ.
34. ქალბატონო ნინო, თქვენი (წერილი)კომენტარი უფრო საინტერესო იყო ვიდრე ეს პოეზიად წოდებული ვითომ ლექსი.
გულწრფელობა გყვარებით ბევრს აქ ჩემი გულწრფელი კომენტარიც არავის გავნებთ;
ცხოვრება ყველას სხვადასხვა ტვირთს გვკიდებს შესაბამისი სიმძიმით.და ყველას განვლილი ცხოვრება ანგარიშგასაწევია მაგრამ ; - ეს თუ ლექსია და პოეზიად აღიქმება; მე მართმა პოეზიის დედოფალი ვყოფილვარ ვერ გავბედავ კი არა და... ქალბატონო ნინო, თქვენი (წერილი)კომენტარი უფრო საინტერესო იყო ვიდრე ეს პოეზიად წოდებული ვითომ ლექსი.
გულწრფელობა გყვარებით ბევრს აქ ჩემი გულწრფელი კომენტარიც არავის გავნებთ;
ცხოვრება ყველას სხვადასხვა ტვირთს გვკიდებს შესაბამისი სიმძიმით.და ყველას განვლილი ცხოვრება ანგარიშგასაწევია მაგრამ ; - ეს თუ ლექსია და პოეზიად აღიქმება; მე მართმა პოეზიის დედოფალი ვყოფილვარ ვერ გავბედავ კი არა და...
33. უცნაურია ნინო, თქვენმა კომენტარმ სრულიად ამოაბრუნა ჩემი შთაბეჭდილება ლექსზე ))) უცნაურია ნინო, თქვენმა კომენტარმ სრულიად ამოაბრუნა ჩემი შთაბეჭდილება ლექსზე )))
32. ჩავასწორე კორექტურები. მგონი, არაფერი გამომრჩენია.
ნინო დარბაისელი
,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!" (ავტორეცენზია ლექსისთვის ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ გოგოებოო') - - - - )
ამ ორიოდე დღის წინ ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე ერთი ლექსი დავდე , სათაურით ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო”, ეს ჩემი რიგით მესამე რეკვიემია( რეკვიემი ქეთინოსათვის” 1996,, მათე- პამპულა”2008) … სულ სამი მახსოვდა და ახლა აღვიდგინე, ერთი ნაკლებ წარმატებული ცდაც მქონია, გასული საკუნის 90- იანებში (,,დედოფალები’) სამივე რეკვიემს განსხვავებული. გმირი ჰყავს, ,,ქეთინოში - მონაზონი, პამპულაში - დაუნის სინდრომიანი მამაკაცი, დედოფალებში - ახალშობილი, რომელსაც პატარა კუბოთი ასაფლავებენ. ძველებსაც და ახალ რეკვიემსაც საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს.ცხადია, ჩემი ფანტაზიაც მონაწილეობს და რაღაცეებით ავსებს მომხდარებს...ოჰ, ეს მეხსიერება! როგორ დამავიწყდა, მეგობარ მხატვარ ირაკლი ფარჯიანზეც რომ მაქვს ,,ჭია’( 1992) შენიშნავდით ალბათ, ოთხიდან სამი რეკვიემი ოთხმოცდაათიან წლებშია დაწერილი, ორი მომდევნო კი ათ -ათწლიანი ინტერვალით. წინა რეკვიემთა გმირების ხსენება უფრო იმიტომაც ჩავთვლე საჭიროდ, რომ მეჩვენებინა, რამდენად ვიყავი მზად ამ.. ვთქვათ პირდაპირ, საჩოთირო თემასაც შევჭიდებოდი. ძნელი არაა, ცრემლი მოჰგვარო მკითხველს, როცა გაუთხოვარი მონაზვნის ან დაუნის სინდრომიანი ,,მზის შვილის” ან ახალშობილის ან უდროოდ წასული უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის ამბავს უამბობ, მაგრამ, აბა, სცადე, თანაგრძნობა მაინც აღძრა მასში, თუ გარდაცვლილი საზოგადოების ყველაზე უზნეო ფენას მიეკუთვნება!- ვუთხარი ჩემს თავს. თუმცა, აქაც არის კარგად აპრობირებული გამოსავალი, რითაც არაერთ ცნობილ მწერალსა თუ კომპოზიტორს უსარგებლია (,,ქალი კამელიებით’ - შემდგომ ტრავიატა - ადამიანი, რომელიც ზნდაცემულის მდგომარეობაშია, მაღალ ზნეობას ავლენს) ან გმირი იმდენად ლამაზი და მომხიბლავი, ვნებიანი , ამავე დროს საინტერესო ხასიათისაა, რომ მკითხველს, მსმენელს, მნახველს უჭირს, მისი ზნეობრივი მსაჯული იყოს (როლანი / ბიზე - კარმენი, გერშვინი - ბესი), ფილმებიდან ჯულია რობერტსის ბრწყინვალე ხასიათი ფილმში ,,მშვენიერი ქალი’… მოკლედ, დასავლური კულტრული ტრადიცია ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია. ვატყობ, აქ თუ არ შევჩერდი, ვრცელი ექსკურსი გამომივა და საკითხს დავშორდები. ლექსმა ,,ქალიშვილობა’ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მე, როგორც ავტორს, გულით მახარებს, რადგან პოეტისთვის ყველაზე დიდ სასჯელად მკითხველთა გულგრილობა მიმაჩნია. ხოლო ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, იდეალურია მკითხველის რეაქცია, რომელიც ერთ კომენტარში ასე ლაკონიურად გამოიხატა: ,,თან მომეწონა, თან - არა’ (დუმილა) მე ასეთი ამოცანა დავისახე: შესაძლებელია თუ არა, რაიმე დადებითი თვისების ,მიუწერავად’ ზნეობრივად ყოვლად უარყოფითმა გმირმა, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა და არც ავტორი გამოხატავს მისდამი ღია სიმპათიას, არც განადიდებს და არც აკნინებს მას, მაინც ააღელვოს მკითხველი? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. ჩემთვის ადვილი იყო, რაიმე კონკრეტული შტრიხები შემეტანა ლილის გარეგნობაში, ქცევაში, მეტად ,,გამეცოცხლებინა’ მხატვრულად, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან იგი კონკრეტული სახე კი არაა, გაზოგადებული ტიპია. თავდაპირველ ხელნაწერში მისი ფიატი - ლილისფერი იყო, ლილისფერივე იყო მისი საძინებლის ფარდები, ლილისაც ეს სახელი ლილისფერი თვალების გამო ჰქონდა შერქმეული, თორემ სინამდვილეში, სხვა რამე ერქვა,( როგორც მეძავების უმრავლესობას). ხომ ჩანს, რომ გმირის სახელთან არცთუ ცუდი ბგერობრივი ბმები გამოდიოდა, მაგრამ გავაუქმე ეს ესთეტიკური თამაში, თვალების ფერი ,,წავართვი’ და ლურჯით შევცვალე მანქანაც, ფარდაც. ერთადერთი ვითომ-დადებითი შტრიხი სასოწარკვეთილის დაინტერესებაა ,,ბიბლიით’, მაგრამ ავტორმა აქაც არ გაახარა, ფრაზაში ,,ბოლოს ბიბლიას მიეძალა” მიეძალა- ზმნა კონოტაციურად რელიგიურობას არ ან ნაკლებად უკავშირდება, ჭამა- სმის, რაიმე საცდურის, გართობის, იქნებ რაიმე სპორტული გატაცებისაც, (თუმცა ნაკლებად) და ა.შ. კონოტაციები კი მრავლად აქვს (თევზს მიეძალა, ღვინოს მიეძალა, ნარკოტიკს მიეძალა, ვარჯიშს მიეძალა და ა.შ)
“ქალიშვილობა გიხაროდეთო”- ამ სიტყვებს რაც შეეხება, ტრადიციულად, ჩვენს ძალადობრივ საზოგადოებაში, რომელიც სირცხვილის კულტურაზეა დაფუძნებული, აღარ-ქალიშვილობა, ქალიშვილობასთან ძალადობით ან მოტყუებით გამოთხოვება პირველ ნაბიჯად იქცევა პროსტიტუციის გზაზე. რატომ ეუბნება ლილი ბავშვებს, გიხაროდეთ ქალიშვილობაო, მართალი გითხრათ, როცა პირველად გავიგე, მართლა არ მესმოდა, არც ახლა მესმის ბოლომდე და ალბათ ეს ლექსიც ამან დამაწერინა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩამოვყვებოდი და ყველა კომენტარს სათითაოდ გავცემდი პასუხს. ახლა, რაკი უფრო ზოგადი ხასიათის წერილი გამომდის, ამას არ მივიჩნევ საჭიროდ. შევეხები ფორმას ძალიან მოკლედ. პროზაა ეს თუ ლექსი? პასუხი: ეს არის გარდამავალი ფორმის პოეტური ტექსტი, იწყება ხაზგასმულად პროზაული ნარატიული ინტონაციით, მინიშნებაა ლექსზე მხოლოდ გრაფიკულად, გამოყოფილია სტროფოიდები, თანდათან გადადის თავისუფალგრაფიკიან კონვენციურ ლექსში, ხოლო კონვენციური ფინალი მზადდება ბოლოს წინა სტროფიდან და ბოლო სტროფი მონორითმული კონვენციური ლექსია. ამ მცირე ავტორეცენზიას ერთი კომენტატორის საგულისხმო გამოხმაურებით დავაბოლოებ: ,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!’(სერენა) ჩავასწორე კორექტურები. მგონი, არაფერი გამომრჩენია.
ნინო დარბაისელი
,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!" (ავტორეცენზია ლექსისთვის ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ გოგოებოო`) - - - - )
ამ ორიოდე დღის წინ ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე ერთი ლექსი დავდე , სათაურით ,,ქალიშვილობა გიხაროდეთ, გოგოებოო”, ეს ჩემი რიგით მესამე რეკვიემია( რეკვიემი ქეთინოსათვის” 1996,, მათე- პამპულა”2008) … სულ სამი მახსოვდა და ახლა აღვიდგინე, ერთი ნაკლებ წარმატებული ცდაც მქონია, გასული საკუნის 90- იანებში (,,დედოფალები’) სამივე რეკვიემს განსხვავებული. გმირი ჰყავს, ,,ქეთინოში - მონაზონი, პამპულაში - დაუნის სინდრომიანი მამაკაცი, დედოფალებში - ახალშობილი, რომელსაც პატარა კუბოთი ასაფლავებენ. ძველებსაც და ახალ რეკვიემსაც საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს.ცხადია, ჩემი ფანტაზიაც მონაწილეობს და რაღაცეებით ავსებს მომხდარებს...ოჰ, ეს მეხსიერება! როგორ დამავიწყდა, მეგობარ მხატვარ ირაკლი ფარჯიანზეც რომ მაქვს ,,ჭია’( 1992) შენიშნავდით ალბათ, ოთხიდან სამი რეკვიემი ოთხმოცდაათიან წლებშია დაწერილი, ორი მომდევნო კი ათ -ათწლიანი ინტერვალით. წინა რეკვიემთა გმირების ხსენება უფრო იმიტომაც ჩავთვლე საჭიროდ, რომ მეჩვენებინა, რამდენად ვიყავი მზად ამ.. ვთქვათ პირდაპირ, საჩოთირო თემასაც შევჭიდებოდი. ძნელი არაა, ცრემლი მოჰგვარო მკითხველს, როცა გაუთხოვარი მონაზვნის ან დაუნის სინდრომიანი ,,მზის შვილის” ან ახალშობილის ან უდროოდ წასული უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის ამბავს უამბობ, მაგრამ, აბა, სცადე, თანაგრძნობა მაინც აღძრა მასში, თუ გარდაცვლილი საზოგადოების ყველაზე უზნეო ფენას მიეკუთვნება!- ვუთხარი ჩემს თავს. თუმცა, აქაც არის კარგად აპრობირებული გამოსავალი, რითაც არაერთ ცნობილ მწერალსა თუ კომპოზიტორს უსარგებლია (,,ქალი კამელიებით’ - შემდგომ ტრავიატა - ადამიანი, რომელიც ზნდაცემულის მდგომარეობაშია, მაღალ ზნეობას ავლენს) ან გმირი იმდენად ლამაზი და მომხიბლავი, ვნებიანი , ამავე დროს საინტერესო ხასიათისაა, რომ მკითხველს, მსმენელს, მნახველს უჭირს, მისი ზნეობრივი მსაჯული იყოს (როლანი / ბიზე - კარმენი, გერშვინი - ბესი), ფილმებიდან ჯულია რობერტსის ბრწყინვალე ხასიათი ფილმში ,,მშვენიერი ქალი’… მოკლედ, დასავლური კულტრული ტრადიცია ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია. ვატყობ, აქ თუ არ შევჩერდი, ვრცელი ექსკურსი გამომივა და საკითხს დავშორდები. ლექსმა ,,ქალიშვილობა’ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მე, როგორც ავტორს, გულით მახარებს, რადგან პოეტისთვის ყველაზე დიდ სასჯელად მკითხველთა გულგრილობა მიმაჩნია. ხოლო ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, იდეალურია მკითხველის რეაქცია, რომელიც ერთ კომენტარში ასე ლაკონიურად გამოიხატა: ,,თან მომეწონა, თან - არა’ (დუმილა) მე ასეთი ამოცანა დავისახე: შესაძლებელია თუ არა, რაიმე დადებითი თვისების ,მიუწერავად’ ზნეობრივად ყოვლად უარყოფითმა გმირმა, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა და არც ავტორი გამოხატავს მისდამი ღია სიმპათიას, არც განადიდებს და არც აკნინებს მას, მაინც ააღელვოს მკითხველი? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. ჩემთვის ადვილი იყო, რაიმე კონკრეტული შტრიხები შემეტანა ლილის გარეგნობაში, ქცევაში, მეტად ,,გამეცოცხლებინა’ მხატვრულად, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან იგი კონკრეტული სახე კი არაა, გაზოგადებული ტიპია. თავდაპირველ ხელნაწერში მისი ფიატი - ლილისფერი იყო, ლილისფერივე იყო მისი საძინებლის ფარდები, ლილისაც ეს სახელი ლილისფერი თვალების გამო ჰქონდა შერქმეული, თორემ სინამდვილეში, სხვა რამე ერქვა,( როგორც მეძავების უმრავლესობას). ხომ ჩანს, რომ გმირის სახელთან არცთუ ცუდი ბგერობრივი ბმები გამოდიოდა, მაგრამ გავაუქმე ეს ესთეტიკური თამაში, თვალების ფერი ,,წავართვი’ და ლურჯით შევცვალე მანქანაც, ფარდაც. ერთადერთი ვითომ-დადებითი შტრიხი სასოწარკვეთილის დაინტერესებაა ,,ბიბლიით’, მაგრამ ავტორმა აქაც არ გაახარა, ფრაზაში ,,ბოლოს ბიბლიას მიეძალა” მიეძალა- ზმნა კონოტაციურად რელიგიურობას არ ან ნაკლებად უკავშირდება, ჭამა- სმის, რაიმე საცდურის, გართობის, იქნებ რაიმე სპორტული გატაცებისაც, (თუმცა ნაკლებად) და ა.შ. კონოტაციები კი მრავლად აქვს (თევზს მიეძალა, ღვინოს მიეძალა, ნარკოტიკს მიეძალა, ვარჯიშს მიეძალა და ა.შ)
“ქალიშვილობა გიხაროდეთო”- ამ სიტყვებს რაც შეეხება, ტრადიციულად, ჩვენს ძალადობრივ საზოგადოებაში, რომელიც სირცხვილის კულტურაზეა დაფუძნებული, აღარ-ქალიშვილობა, ქალიშვილობასთან ძალადობით ან მოტყუებით გამოთხოვება პირველ ნაბიჯად იქცევა პროსტიტუციის გზაზე. რატომ ეუბნება ლილი ბავშვებს, გიხაროდეთ ქალიშვილობაო, მართალი გითხრათ, როცა პირველად გავიგე, მართლა არ მესმოდა, არც ახლა მესმის ბოლომდე და ალბათ ეს ლექსიც ამან დამაწერინა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩამოვყვებოდი და ყველა კომენტარს სათითაოდ გავცემდი პასუხს. ახლა, რაკი უფრო ზოგადი ხასიათის წერილი გამომდის, ამას არ მივიჩნევ საჭიროდ. შევეხები ფორმას ძალიან მოკლედ. პროზაა ეს თუ ლექსი? პასუხი: ეს არის გარდამავალი ფორმის პოეტური ტექსტი, იწყება ხაზგასმულად პროზაული ნარატიული ინტონაციით, მინიშნებაა ლექსზე მხოლოდ გრაფიკულად, გამოყოფილია სტროფოიდები, თანდათან გადადის თავისუფალგრაფიკიან კონვენციურ ლექსში, ხოლო კონვენციური ფინალი მზადდება ბოლოს წინა სტროფიდან და ბოლო სტროფი მონორითმული კონვენციური ლექსია. ამ მცირე ავტორეცენზიას ერთი კომენტატორის საგულისხმო გამოხმაურებით დავაბოლოებ: ,,იმდენად ცუდია, რომ კარგია!’(სერენა)
31. მათე- პამპულა გამორჩეულად მომეწონა. საოცრად ცოცხალი სახე და ისტორიაა
მათე- პამპულა გამორჩეულად მომეწონა. საოცრად ცოცხალი სახე და ისტორიაა
30. ძალიან რეალური გმირია. ალბათ ყველა ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ასეთი.
მიყვარს ლექსი, რომელიც არ მატყუებს.
ძალიან რეალური გმირია. ალბათ ყველა ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ასეთი.
მიყვარს ლექსი, რომელიც არ მატყუებს.
29. ორივე ძალიან მაგარი ლექსია ქალბატონო ნინო მათე-პამპულა მახსოვდა, წაკითხული მქონდა რექვიემი ქეთინოსათვის არა
ძალიან კარგია ორივე და ორივეში გიწერთ ალალ 5-ს სათითაოდ ორივე ძალიან მაგარი ლექსია ქალბატონო ნინო მათე-პამპულა მახსოვდა, წაკითხული მქონდა რექვიემი ქეთინოსათვის არა
ძალიან კარგია ორივე და ორივეში გიწერთ ალალ 5-ს სათითაოდ
28. მათე-პამპულა
- ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?! დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა! - პამპულ, სადა ხარ? აჰა - ფული, აფთიაქიდან მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა! - სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო! - პამპულ, გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”! - გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები? ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები... - პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე! ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?
- თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე. მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!
ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა, წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა. დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული, ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ, თურმე, პამპულა. უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე, ვერცერთი, კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა. როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს, მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა. მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა, ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა. ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა, და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა, შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”- - თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა. გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი, მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.
ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი. ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა. სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”. ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს, თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა. სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა, ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა, სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში, ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა, - მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა. მათე-პამპულა
- ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?! დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა! - პამპულ, სადა ხარ? აჰა - ფული, აფთიაქიდან მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა! - სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო! - პამპულ, გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”! - გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები? ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები... - პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე! ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?
- თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე. მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!
ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა, წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა. დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული, ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ, თურმე, პამპულა. უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე, ვერცერთი, კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა. როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს, მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა. მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა, ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა. ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა, და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა, შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”- - თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა. გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი, მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.
ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი. ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა. სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”. ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს, თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა. სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა, ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა, სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში, ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა, - მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.
27. ვიდრე მე ჩემს ტექსტზე ვმუშაობ, ამ 2008 წ. , 10 წლის წინ აქ დადებული ორი ლექსით გაერთეთ. ორივე რეკვიემია და ორივეს ვახსენებ იმ რეცენზიაში, მესამე რეკვიემის შესახებ, რომელსაც ახლა ვწერ:
რეკვიემი ქეთინოსათვის
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი...
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო! ვიდრე მე ჩემს ტექსტზე ვმუშაობ, ამ 2008 წ. , 10 წლის წინ აქ დადებული ორი ლექსით გაერთეთ. ორივე რეკვიემია და ორივეს ვახსენებ იმ რეცენზიაში, მესამე რეკვიემის შესახებ, რომელსაც ახლა ვწერ:
რეკვიემი ქეთინოსათვის
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი...
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
26. მადლობა , ჩემო კარგებო, თქვენი წყალობით, მართლაც კარგი მასალა მომიგროვდა. ამ კომენტარის დადებიდან ოთხ საათში თუ კიდევ რამე დაემატა, გადავიტან ჩემს ავტორეცენზიაში, საპასუხოდ. დანარჩენ გამომხმაურებლებს წინასწარ ვუხდი მადლობას გარჯისთვის, მაგრამ აწყობილ ტექსტში ვეღარ გადავიტან. შეიძლება, ცალკე ვუპასუხო. მადლობა , ჩემო კარგებო, თქვენი წყალობით, მართლაც კარგი მასალა მომიგროვდა. ამ კომენტარის დადებიდან ოთხ საათში თუ კიდევ რამე დაემატა, გადავიტან ჩემს ავტორეცენზიაში, საპასუხოდ. დანარჩენ გამომხმაურებლებს წინასწარ ვუხდი მადლობას გარჯისთვის, მაგრამ აწყობილ ტექსტში ვეღარ გადავიტან. შეიძლება, ცალკე ვუპასუხო.
25. "დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!"
ამ ნაწილის გარდა ჩემთვის ზედმეტად პროზაულია "დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!"
ამ ნაწილის გარდა ჩემთვის ზედმეტად პროზაულია
24. ნუ ღელავთ, გამოჩნდება :) მათ შორის ჩემი 5 ქულაც. ნუ ღელავთ, გამოჩნდება :) მათ შორის ჩემი 5 ქულაც.
23. ქალბატონო ნინო,
ალბათ გვიან გამოჩნდეა, არ გადაუტვირთავთ ალბათ ჯერ, მე ნამდვილად დავტოვე 5 ქულა და პერსონალურად ჩემს მიმართ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. :)
ქალბატონო ნინო,
ალბათ გვიან გამოჩნდეა, არ გადაუტვირთავთ ალბათ ჯერ, მე ნამდვილად დავტოვე 5 ქულა და პერსონალურად ჩემს მიმართ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. :)
22. მეც მაგარი ვარ! ხომ უნდა მოახერხო, რომ 21 კომენტარი მოაგროვო, დადებითიც, უარყოფითიც, კომენტარებში დაგიწერონ, ამდენ და ამდენ ქულას ვტოვებო, შენზე გვიან დადებული სხვა ავტორების ქულებიც გამოჩნდეს და თვით ნიკი ადმინის დატოვებული 4 ქულის მიუხედავად, შეფასებით ,,ნულზე გახვიდე”! მომებარეთ, გასწავლით, როგორ უნდა. მეც მაგარი ვარ! ხომ უნდა მოახერხო, რომ 21 კომენტარი მოაგროვო, დადებითიც, უარყოფითიც, კომენტარებში დაგიწერონ, ამდენ და ამდენ ქულას ვტოვებო, შენზე გვიან დადებული სხვა ავტორების ქულებიც გამოჩნდეს და თვით ნიკი ადმინის დატოვებული 4 ქულის მიუხედავად, შეფასებით ,,ნულზე გახვიდე”! მომებარეთ, გასწავლით, როგორ უნდა.
21. დრო და დრო ვიჭყიტები და ვხედავ, კომენტარების რაოდენობა მატულობს, რაც მისასალმებელია. წაკითხვას მოგვიანებით ჩავუჯდები, (ახლა გზაში ვარ) და გპირდებით, შევეცდები ყველაფერი ავხსნა. მჭირდება მეტი კონკრეტული შენიშვნა. კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ დაწერას შენიშვნისა, იმის გამო , რომ არაარსებითად ან ნაკლებ დამაჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ. დრო და დრო ვიჭყიტები და ვხედავ, კომენტარების რაოდენობა მატულობს, რაც მისასალმებელია. წაკითხვას მოგვიანებით ჩავუჯდები, (ახლა გზაში ვარ) და გპირდებით, შევეცდები ყველაფერი ავხსნა. მჭირდება მეტი კონკრეტული შენიშვნა. კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ დაწერას შენიშვნისა, იმის გამო , რომ არაარსებითად ან ნაკლებ დამაჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ.
20. ძვირფასო მუხა, არ დავწერმეთქი კომენტარს და იძულებული ვარ! სულ არ ვდარდობ არცერთ "მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე" ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს,რაც უფლის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელშეუხებელი და სხვა გარეშე ადამიანისგან ჩაურეველი უფლებაა! თითოეული მათგანის საკუთარი ნება-სურვილი! არ არსებობს ერთი "უკანასკნელი" და დანარჩენი ყველა ანგელოზი :) ვინც განიკითხავს ხშირად თითოეული მათგანი მასზე ბევრად უარესია ყოფა ქცევით, უბრალოდ სურს ეს გადაფაროს... ყველა თავის "სხეულს" დაატარებს "ყველაფრიანად" რაც განიცადა და რომლებმაც განაცდევინეს,ეს არ შეიცვლება არაფრით,სხვისი განკითხვით მითუმეტეს :)ყველა იგივე დარჩება ვინც რა არის! წესი ნომერი პირველი ადამიანის არცერთი ნაკლოვანება დასაცინი არ არის,იმის გათვალისწინებით,რომ არავინაა სრულყოფილი. ზღაპრებსაც ნუ შეთხზავთ,ჩემო ძვირფასო,ბავშვობის ასაკიდან გამოსული ადამიანისთვის ზედმეტად "თვალში მოსახვედრია" "სხვის თვალში არსებული ბეწვისა და საკუთარში არსებული დირის"კვალობაზე...მე არ განვიკითხავ,არ ვერევი,არ ვარჩევ,არ ვსაყვედურობ...მშვენიერია, ბევრ მკბენარს ყოველთვის რაღაც დიდი მიზეზები აქვთ და ამიტომ :) მე სხვების პირადის უბრალოდ არაფერი მაწუხებს,(არც მაწუხებდა არასოდეს) ეს არის მიზეზი და მშვენიერია! ძვირფასო მუხა, არ დავწერმეთქი კომენტარს და იძულებული ვარ! სულ არ ვდარდობ არცერთ "მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე" ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს,რაც უფლის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელშეუხებელი და სხვა გარეშე ადამიანისგან ჩაურეველი უფლებაა! თითოეული მათგანის საკუთარი ნება-სურვილი! არ არსებობს ერთი "უკანასკნელი" და დანარჩენი ყველა ანგელოზი :) ვინც განიკითხავს ხშირად თითოეული მათგანი მასზე ბევრად უარესია ყოფა ქცევით, უბრალოდ სურს ეს გადაფაროს... ყველა თავის "სხეულს" დაატარებს "ყველაფრიანად" რაც განიცადა და რომლებმაც განაცდევინეს,ეს არ შეიცვლება არაფრით,სხვისი განკითხვით მითუმეტეს :)ყველა იგივე დარჩება ვინც რა არის! წესი ნომერი პირველი ადამიანის არცერთი ნაკლოვანება დასაცინი არ არის,იმის გათვალისწინებით,რომ არავინაა სრულყოფილი. ზღაპრებსაც ნუ შეთხზავთ,ჩემო ძვირფასო,ბავშვობის ასაკიდან გამოსული ადამიანისთვის ზედმეტად "თვალში მოსახვედრია" "სხვის თვალში არსებული ბეწვისა და საკუთარში არსებული დირის"კვალობაზე...მე არ განვიკითხავ,არ ვერევი,არ ვარჩევ,არ ვსაყვედურობ...მშვენიერია, ბევრ მკბენარს ყოველთვის რაღაც დიდი მიზეზები აქვთ და ამიტომ :) მე სხვების პირადის უბრალოდ არაფერი მაწუხებს,(არც მაწუხებდა არასოდეს) ეს არის მიზეზი და მშვენიერია!
19. კარგი ლექსია, თუმცა წინა ლექსებივით კარგი ვერა
4-ს დავწერ აქ კარგი ლექსია, თუმცა წინა ლექსებივით კარგი ვერა
4-ს დავწერ აქ
18. "ლამაზო ძუნწო საგანძური რატომ გაფანტე..." ეს ისე. გამახსენდა უბრალოდ. "...სამუდამო სიძულვილამდე" თან მომეწონა, თან არ. ლამაზად და ლაკონურად გაქვთ ერთი ადამიანის ტრაგედია გადმოცემული. პოეზია რამდენადაა ვერ ვიტყვი... +3 პატივისცემით "ლამაზო ძუნწო საგანძური რატომ გაფანტე..." ეს ისე. გამახსენდა უბრალოდ. "...სამუდამო სიძულვილამდე" თან მომეწონა, თან არ. ლამაზად და ლაკონურად გაქვთ ერთი ადამიანის ტრაგედია გადმოცემული. პოეზია რამდენადაა ვერ ვიტყვი... +3 პატივისცემით
17. კოზეტ ფოშლევანი ძვირფასო! მუხამ კომენტარში დააფიქსირა საკუთარი აზრი, ნაწარმოების და არა შენი აზრის შესახებ. რაც შეეხება ნაწარმოებს, აქ გადმოცემულია ძალიან დიდი ადამიანური ტკივილი, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი. .ნაწარმოებში ლილი არის ტკივილის, იმ საშინელი განცდის სიმბოლო, ესაა აქ მთავარი, მე ეს ტკივილი დავინახე აქ. აი ეს ტკივილი უნდა დაინახო შენც რასაც თავის დროზე ამაზე არავინ ფიქრობს და არც ელოდება უბედურ დასასრულს. სხვისი შეცდომები გაიზიარეთო ქადაქებს ავტორი, კი არ დასცინის პირიქით წარმოისახეთ ლილის ტკივილიო. მარტო ურაკელები კი არა აქ ძალიან ბევრი რეგისტრაციის გარეშე შემოდის , კითხულობს ნაწერებს, ერთი ადამიანიც რომ დაფიქრდეს "ლილიზე" და თავის ცხოვრება შემოაბრუნოს ღირს ამად ეს ნაწერი და ამიტომ მომწონს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
ზედმეტი ფართო სიტყვები: საზოგადოება, ფუნდამენტი, ბრმა აზროვნება თუ რაღაცეებს მოეშვი. რაც შეეხება შეკითხვას- მზიას და იზოს პირადად იცნობდით?ეს არ არის სწორი შეკითხვა. პასუხი : კი პირადად ვიცნობდი "კოჭლი მზია"-ს .(ჩემი ნათესავი იყო, გარდაიცვალა ონკოლოგიურში ახალგაზრდა), "ელამი იზო " კი( ჩემთან ერთად მუშაობდა, გარდაიცვალა ძალიან მხიარული, თავად ბედნიერი შეგრძნებით, ვენერიულ საავადმყოფოში). მათ იცოდნენ "კოჭლი და ელამით) რომ მიმართავდნენ, მაგრამ არ სწყინდათ , ხალისობდნენ , მხიარულნი და კარგად მოვლილები იყვნენ,( კარგი სპეციალობა, ქონდათ, ერთი კოსმეტოლოგი, მეორე თვალდახუჭული აკეთებდა ვენაში ნემს. ამიტომ იცნობდნენ ერთმანეთს,). კოზეტ არ მიყვარს კომენტარებზე წერა და მაიძულე, სხვა თუ რა გაინტარესებს აქ ( წერტილი ) დავსვი.
კოზეტ ფოშლევანი ძვირფასო! მუხამ კომენტარში დააფიქსირა საკუთარი აზრი, ნაწარმოების და არა შენი აზრის შესახებ. რაც შეეხება ნაწარმოებს, აქ გადმოცემულია ძალიან დიდი ადამიანური ტკივილი, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი. .ნაწარმოებში ლილი არის ტკივილის, იმ საშინელი განცდის სიმბოლო, ესაა აქ მთავარი, მე ეს ტკივილი დავინახე აქ. აი ეს ტკივილი უნდა დაინახო შენც რასაც თავის დროზე ამაზე არავინ ფიქრობს და არც ელოდება უბედურ დასასრულს. სხვისი შეცდომები გაიზიარეთო ქადაქებს ავტორი, კი არ დასცინის პირიქით წარმოისახეთ ლილის ტკივილიო. მარტო ურაკელები კი არა აქ ძალიან ბევრი რეგისტრაციის გარეშე შემოდის , კითხულობს ნაწერებს, ერთი ადამიანიც რომ დაფიქრდეს "ლილიზე" და თავის ცხოვრება შემოაბრუნოს ღირს ამად ეს ნაწერი და ამიტომ მომწონს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
ზედმეტი ფართო სიტყვები: საზოგადოება, ფუნდამენტი, ბრმა აზროვნება თუ რაღაცეებს მოეშვი. რაც შეეხება შეკითხვას- მზიას და იზოს პირადად იცნობდით?ეს არ არის სწორი შეკითხვა. პასუხი : კი პირადად ვიცნობდი "კოჭლი მზია"-ს .(ჩემი ნათესავი იყო, გარდაიცვალა ონკოლოგიურში ახალგაზრდა), "ელამი იზო " კი( ჩემთან ერთად მუშაობდა, გარდაიცვალა ძალიან მხიარული, თავად ბედნიერი შეგრძნებით, ვენერიულ საავადმყოფოში). მათ იცოდნენ "კოჭლი და ელამით) რომ მიმართავდნენ, მაგრამ არ სწყინდათ , ხალისობდნენ , მხიარულნი და კარგად მოვლილები იყვნენ,( კარგი სპეციალობა, ქონდათ, ერთი კოსმეტოლოგი, მეორე თვალდახუჭული აკეთებდა ვენაში ნემს. ამიტომ იცნობდნენ ერთმანეთს,). კოზეტ არ მიყვარს კომენტარებზე წერა და მაიძულე, სხვა თუ რა გაინტარესებს აქ ( წერტილი ) დავსვი.
16.
ძალიან მომეწონა. ჩემს მეზობლადაც არის ასეთი ქალი, მაგრამ ჯერ ის ახალგაზრდაა... თავის დროზე, ლილი - ირა-თი შეიცვლება. სხვაობაც ეგ იქნება. მეტი არაფერი.
ძალიან მომეწონა. ჩემს მეზობლადაც არის ასეთი ქალი, მაგრამ ჯერ ის ახალგაზრდაა... თავის დროზე, ლილი - ირა-თი შეიცვლება. სხვაობაც ეგ იქნება. მეტი არაფერი.
15. ძალიან მიხარია, განხილვა ასე ინტენსიურად რომ მიმდინარეობს. წავიკითხე ყველა კომენტარი და ყოველი მათგანი მართლაც მნიშვნელოვანია. გთხოვთ, რაოდენ უმნიშვნელოდ ან დაუსაბუთებლად ან მიუღებლადაც არ უნდა მოგეხვენოთ თქვენი აზრი ლექსის რომელიმე ასპექტის შესახებ, არ დაიზაროთ დაწერა. პირობა ერთადერთია: ვიმსჯელოთ ტექსტზე და პატივი ვცეთ თუნდაც ნიკს ამოფარებულ ერთმანეთის პიროვნებას. ძველმა წევრებმა ალბათ იციან, არ მჩვევია შენიშვნის გამო ვინმეზე განაწყენება ან საპასუხო უარყოფითი გამოხმაურების დატოვება. და პირიქით, სულ ოქრო და მარგალიტი რომ დამიტოვოთ აქ , კომენტარად, ისეთი უმადური ვარ, თუ ვინმეს ტექსტი წავიკითხე და ვთვლი, რომ რაიმე შენიშვნა სათქმელია, მაინც ვიტყვი. ამ მხრივ, როგორც იტყვიან, ,, შინაური და გარეული არ ვიცი” ძალიან მიხარია, განხილვა ასე ინტენსიურად რომ მიმდინარეობს. წავიკითხე ყველა კომენტარი და ყოველი მათგანი მართლაც მნიშვნელოვანია. გთხოვთ, რაოდენ უმნიშვნელოდ ან დაუსაბუთებლად ან მიუღებლადაც არ უნდა მოგეხვენოთ თქვენი აზრი ლექსის რომელიმე ასპექტის შესახებ, არ დაიზაროთ დაწერა. პირობა ერთადერთია: ვიმსჯელოთ ტექსტზე და პატივი ვცეთ თუნდაც ნიკს ამოფარებულ ერთმანეთის პიროვნებას. ძველმა წევრებმა ალბათ იციან, არ მჩვევია შენიშვნის გამო ვინმეზე განაწყენება ან საპასუხო უარყოფითი გამოხმაურების დატოვება. და პირიქით, სულ ოქრო და მარგალიტი რომ დამიტოვოთ აქ , კომენტარად, ისეთი უმადური ვარ, თუ ვინმეს ტექსტი წავიკითხე და ვთვლი, რომ რაიმე შენიშვნა სათქმელია, მაინც ვიტყვი. ამ მხრივ, როგორც იტყვიან, ,, შინაური და გარეული არ ვიცი”
14. არც ლილის სახეა იმდენად შთამბეჭდავი(როგორიც მაგალითად შავთვალება მალალოს) რომ შემთხვევით მაინც შეეხიზნოს მეხსიერების საცავს:) არც ლილის სახეა იმდენად შთამბეჭდავი(როგორიც მაგალითად შავთვალება მალალოს) რომ შემთხვევით მაინც შეეხიზნოს მეხსიერების საცავს:)
13. ლექსი თუარა კახპა ლილი ხო მაინც გაახსენდება ვინმეს, ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს : D
რაღაც ხშირად იმდენად ცუდია, რომ კარგია. (ეს ზოგადად) ლექსი თუარა კახპა ლილი ხო მაინც გაახსენდება ვინმეს, ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს : D
რაღაც ხშირად იმდენად ცუდია, რომ კარგია. (ეს ზოგადად)
12. ვისაც პოეზიის ხსენებაზე როდესმე ეს ჩანაწერი გაახსენდება, ღმერთმა შეარგოს! ისე კი მძიმე ჯვარს ვეთანხმები რა თქმა უნდა.. ვისაც პოეზიის ხსენებაზე როდესმე ეს ჩანაწერი გაახსენდება, ღმერთმა შეარგოს! ისე კი მძიმე ჯვარს ვეთანხმები რა თქმა უნდა..
11. ნუ დღიურის დონეზე შეიძლება განიხილოს ადამიანმა მაგრამ პოეზიასთან და ლექსთან რომ საერთო არაფერი აქვს ეს ფაქტია....
ნუ დღიურის დონეზე შეიძლება განიხილოს ადამიანმა მაგრამ პოეზიასთან და ლექსთან რომ საერთო არაფერი აქვს ეს ფაქტია....
10. ) რა შუაშია რქები და რიცხვები ვერ ვხვდები? მდარე ხარისხის მოკლე პროზაული ჩანაწერია.... ) რა შუაშია რქები და რიცხვები ვერ ვხვდები? მდარე ხარისხის მოკლე პროზაული ჩანაწერია....
9. ჰო როგორ შეიძლება მართლმადიდებლებო! სატანას რქები დავინახე მეექვსე სტროფზე, 6, 6, 6, ნახეთ თავისით რა რიცხვები იწერება, ტფუი, ტფუი, ტფუი. მოდით ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვილოცოთ. მამაო ჩვენო რომელიც ხარ ცათა შინა.... დაწერეთ ამინ! ________________
ლექს რაც შეეხება ძალიან მომეწონა, ბიბლიის მომენტი ზედმეტია ოღონდ. მუსიკალობაც ვერ დავიჭირე, წვრილმანი ხარვეზების მიუხედავად, ერთიანობაში საინტერესო იყო, იდეურად გამართული, რაც ვფიქრობ უმთავრესი ფაქტორია ნაწარმოებისთვის.
დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!
ეს მონაკვეთი ძალიან მართალია, ძალიან ნამდვილი)))
რა თქმა უნდა +5
ჰო როგორ შეიძლება მართლმადიდებლებო! სატანას რქები დავინახე მეექვსე სტროფზე, 6, 6, 6, ნახეთ თავისით რა რიცხვები იწერება, ტფუი, ტფუი, ტფუი. მოდით ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვილოცოთ. მამაო ჩვენო რომელიც ხარ ცათა შინა.... დაწერეთ ამინ! ________________
ლექს რაც შეეხება ძალიან მომეწონა, ბიბლიის მომენტი ზედმეტია ოღონდ. მუსიკალობაც ვერ დავიჭირე, წვრილმანი ხარვეზების მიუხედავად, ერთიანობაში საინტერესო იყო, იდეურად გამართული, რაც ვფიქრობ უმთავრესი ფაქტორია ნაწარმოებისთვის.
დიდი ამბავი, თუკი გულწრფელად მონაყოლი შემდეგ ჯერებზე იცვლებოდა. რაც მთავარია, ყველა ვერსია გულწრფელი იყო, გულწრფელად ჟღერდა, პოეზიაშიც ხომ არსებობს, რაღაც, ასეთი - ჩვენი გულწრფელი წარმოსახვა!
ეს მონაკვეთი ძალიან მართალია, ძალიან ნამდვილი)))
რა თქმა უნდა +5
8. წამოახედა ახლა აქ ქართული მწერლობის გენიალური პლეადა. სირცხვილით დაიწვებოდნენ! მუხა, მზიას და იზოს პირადად იცნობდით? :) თუ საზოგადოებრივი ასევე კოჭლი და ელამი ბრბოული ბრმა აზროვნებიდან?
მართლმადიდებელ ადამიანს ასეთი თემა როგორ უნდა გიზიდავდეს და სიხარულით გავსებდეს უბრალოდ ვერ ვწვდები ფუნდამენტურად,არ მესმის.
მასშიც ადამიანის "სულის რაობა" ჩანს,ამით განირჩევა ყველა ერთმანეთისგან! :)
წამოახედა ახლა აქ ქართული მწერლობის გენიალური პლეადა. სირცხვილით დაიწვებოდნენ! მუხა, მზიას და იზოს პირადად იცნობდით? :) თუ საზოგადოებრივი ასევე კოჭლი და ელამი ბრბოული ბრმა აზროვნებიდან?
მართლმადიდებელ ადამიანს ასეთი თემა როგორ უნდა გიზიდავდეს და სიხარულით გავსებდეს უბრალოდ ვერ ვწვდები ფუნდამენტურად,არ მესმის.
მასშიც ადამიანის "სულის რაობა" ჩანს,ამით განირჩევა ყველა ერთმანეთისგან! :)
7. სირცხვილია უბრალოდ) სირცხვილია უბრალოდ)
6. არ შეიძლება ყველაფრის პოეზიად გასაღება ხალხნო... არ შეიძლება ყველაფრის პოეზიად გასაღება ხალხნო...
5. ანანე, ჯონათან მადლობა! როგორ მიხარია მუხასაც რომ მოსწონებია! წინა ლექსი ვერ გამომივიდა მისი მოსაწონი და საგონებელში ჩავვარდი, ამასობაში ბევრი ფორმა და თემა მოვსინჯე და ვერა და ვერ აეწყო, არადა რამე ნახევარფაბრიკატის დადება არ მინდოდა.... ანანე, ჯონათან მადლობა! როგორ მიხარია მუხასაც რომ მოსწონებია! წინა ლექსი ვერ გამომივიდა მისი მოსაწონი და საგონებელში ჩავვარდი, ამასობაში ბევრი ფორმა და თემა მოვსინჯე და ვერა და ვერ აეწყო, არადა რამე ნახევარფაბრიკატის დადება არ მინდოდა....
4. თბილისის ყველა უბანს ჰყავდა თავისი ლილი! "კოჭლი მზია"ს და "ელამი იზო ს" ამბებიც გეცოდინება.
აქტუალური თემაა, მომეწონა.
თბილისის ყველა უბანს ჰყავდა თავისი ლილი! "კოჭლი მზია"ს და "ელამი იზო ს" ამბებიც გეცოდინება.
აქტუალური თემაა, მომეწონა.
3. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვიბერდა ამ სიხარულში.
ძალიანი მომეწონა. ,,ქალიშვილობა გიხაროდეთო"... ვიხარეთ კიდეც, ზოგმა ქმრამდე და ზოგმა პირველ სიყვარულამდე, (ზოგმა - პირველ და სამუდამო სიძულვილამდე) და არაერთიც დაგვიბერდა ამ სიხარულში.
ძალიანი მომეწონა.
2. ხმაჩაკმენდილი თავიდან ვიწყებ კითხვას. ხმაჩაკმენდილი თავიდან ვიწყებ კითხვას.
1. რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე ეს სხვაგან და ჯერაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
როგორი მართალი ნაწერია, როგორი ნამდვილი -არც ქოქოლაა ლილისთანების და არც ყალბი თანაგრძნობა.
და პოეზიაც! რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე ეს სხვაგან და ჯერაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
როგორი მართალი ნაწერია, როგორი ნამდვილი -არც ქოქოლაა ლილისთანების და არც ყალბი თანაგრძნობა.
და პოეზიაც!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|