ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: საბავშვო
31 აგვისტო, 2018


შემოდგომა

                შემოდგომა

წითელი, ყვითელი ფოთლები...
სიცივე შევაპარე ნიავს.
მწვანე ბალახიდან ვორთქლდები,
ჰაერშიც შევპარულვარ ნისლად.
ჩიტებს თბილ ქვეყნისკენ ვაცილებ,
არ მინდა, რომ მოუსწროთ ყინვამ.
ბუნაგი მზადაა საძილედ,
დათვებო,დაიძინეთ მშვიდად.
წითელი, ყვითელი ფოთლებით
საბანი შევუკერე მიწას,
კაკლით და თხილით და რკოებით
ფუღურო გადაავსო ციყვმაც.
ხეებზე სიშიშვლე შენიშნეს.
როგორ, თუ ყველაფერი უჩანთ!
ცა ბრაზობს, გრუხუნებს, ვერ ითმენს
სირცხვილი ჩამორეცხოს უნდა.
ავდარი სოკოს არ ადარდებს.
ახურავს ქოლგასავით ქუდი.
ნაძვებმა სიმწვანე არ დათმეს,
სხვა ფერის არ გვინდაო ქურქი.
სიმწიფის სიტკბოსთან შერევით
ბუნებას უნდოდა, რომ ეთქვა,
წითელი, ყვითელი ფერებით
ხეხილზე შემოდგომა ფეთქავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები