ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 აგვისტო, 2018


მადლობა უფალს (უბრალოდ ამოხეთქილი)

მადლობა უფალს რომ დავიბადე
რომ ვცოცხლობ,ვხედავ,ვაზროვნებ,
ვიბრძვი,
რომ შემიძლია შევიგრძნო შვება,
და თუნდაც ვნება,ცოდვა თუ შიში..
მადლობა უფალს ამ გასაოცარ
ამოუცნობ და ამოუწურავ
დედამიწაზე რომ დავაბიჯებ
და რომ აღვიქვამ მის საოცრებებს,
ზოგს ვერა ვწვდები,
ზოგს ვეფერები,
ვიხუტებ,
ვკოცნი,
ზოგში კი ვცურავ.
მადლობა ღმერთო
ამ გრძნობებისთვის,
ტკივილისათვის,
და ამ ტკივილის გაქარვებისთვის,
ამოსუნთქვისთვის,
ყველა წამისთვის,ყველა წუთისთვის,
ხატებისათვის,
და ნებისათვის,
თავისუფლების იმ ფრთებისათვის,
რომელსაც სულით ავყავართ ცამდის,
განსჯის ნიჭისთვის,
ნაძვის,ფიჭვისთვის,
მხიარულების ათასი ოქრო
ბედნიერების ერთ ვერცხლად არ ღირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები