ლიტერატურა სენია,ერათგვარი დაავადება,რომელიც სხვებისგან გამოგვყოფს და დიდი დროით მარტოობაში გვამყოფებს.ქაღალდებთან ურთიერთობა საკმარისიც კია ბედნიერებისთვის.სიყვარულის ნაკლებობა,სხვდადასხვა კომპლექსები,რწმენის დაკარგვა თუ საყვარელი ადამიანების დეფიციტი,ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს ლიტერატურის სიყვარულს.
ადამიანთა ხვედრი,არც ისეთი ტრაგიკულია,როცა მარტოსულები უდიდეს შემოქმედებას გვიტოვებენ,მთავარია მკითხველის მეხსიერებამ საჭირო დეტალები დაიჭიროს,სევდა და ტკივილი გაიგოს,ისინი ხომ წარმავალი მშვენიერების დაბრუნებას ცდილობენ.
პოეზია ფილოსოფიაა,რომელიც ჭეშმარიტების აღქმას ემსახურება,პოეტები კი სამყაროს ახალ ჭრილში გვახედებენ.მათი აკვიატებული აზრები,ტანჯვით მოპოვებულ უსასრულო სივრცეში გვახედებენ და მათი თანაზიარი ვხდებით. პოეტები საკუთარ ტკივილს საზოგადოების მოუშუშებელ ჭრილობებს უკავშირებენ,მუდმივად ლაპარაკობენ სიკვდილსა და უსიყვარულობაზე,მარტოობასა და ეგზისტენციალურ კრიზისზე,თამამად განიხილავენ ადამიანთა ქმედებებს,მიუკერძოებლად მიუჩენენ ადგილს ერთი ადგილიდან მეორეზე,არ ინდობენ,არ ეშინიათ,პირიქით,ჭეშმარიტების მახვილით მიიკვლევენ გზას,მოზღვავებულ აგრესიას ადამიანებზე ანთხევენ,სიმართლის ძახილით.ხალხის სიყვარულიც აქედან მოდის,შემწყნარებლობა არაფერში არგიათ,მთავარი უხეში სიმართლეა და ამ სიმართლისთვის მათ არავინ სჯის.
პოეტი ამბობს - ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი უშვებს შეცდომას,საგანგაშო აქ არაფერია,მე მესმის მათი შემდგომი ტვირთის,რომლის ტარებაც უწევთ მთელი ცხოვრებაო. - მართალია,თუმცა ძნელი წარმოსადგენია,იგი ცოდვილებს პატარა ადამიანუკებად,ცოდვას დახარბებულ არსებებად მიიჩნევს,რომლებიც მუდმივად სხვის გონებაში ხელის ფათურს ცდილობენ.ის კი წერს,გონია მშვიდდება,არადა ძალა ეცლება,რაც მეტს წერს,მით უფრო უძნელდება.პოეტები მოწყენილი ადამიანები არიან.რომ დაწერონ,უდიდესი სიმარტოვით უნდა მოიკლან თავი,ტანჯვასა და ლოთობაში იწერება სულის ლექსები.პოეტი ადამიანს ვეღარ ცნობს,უბრალოდ ახსოვს წესები,რომ უნდა გაუგოს მოკვდავს,შეიბრალოს,ამ წუთისოფლისგან ხომ ყველანი დაღლილები ვართ.დიდხანს თუ მოწყდა მარტოობას და პატარა კაცუნებს თავისი ძვირფასი დრო დაუთმო,უმალ ცოდვილი ხდება,მათსავით უშვებს შეცდომებს და შიშით ისევ სამალავს მიაშურებს.ასე გრძელდება ღმერთკაცის დედამიწელებთან თანაცხოვრება - მუდმივი ბრძოლა,სამალავი,დიდი მგოსნობა,ისევ ცოდვა და კარგი ლექსები.
პოეტი და სიყვარული,ეს იგივეა,რაც ფსიქოლოგი და ადამიანი.არცერთი არ ივარგებს უადამიანოდ და უსიყვარულოდ.უყვართ იმიტომ რომ წყურიათ,რაც უფრო სულიერების მორევში იძირება პოეტი,მით უფრო წყურია სიყვარული და ამავდროულად მოკვდავთა ცოდვები.ვნება იღვიძებს,დიდი ხნის შეკავებული ვნება,რომლის გახარჯვა აზრების გაფანტვაცაა ამავდროულად.უსექსობითა და მარტოობით თუ არ დაიტანჯა თავი,ვერ იქნება კარგი პოეტი,ვერ დაწერს,ვერ გააგებინებს მკითხველს გულისთქმას,რომელიც სხეულისა და სულის ტანჯვით იქნა გამოწურული და ლექსად დაწერილი.მისი ცხოვრება დანტეს ძაბრივითაა,რაც უფრო მიდის,მით უფრო წვრილდება და ძნელდება გავლა.ფიქრობ,დაეხმარო,იგრძნო მისი ტკივილი,მაგრამ ვაი თუ შენც ისევე უყურებ მას როგორც ფსიქოლოგი პაციენტს.არც სჯერა,მას მხოლოდ თავისი გულისტკივილის სჯერა,პოეზიის,რომელიც მისთვის ხსნაც არის და ამავდროულად ტანჯვაც.
ამბობს და მერე დიდხანს დუმს,ფიქრის თვე,ფიქრის დღე და საათი მისი მუდმივი სამყოფელია,ამბობს რომ უცოდველობას განიცდის.აჰა,სცოდა,მაგრამ სხვამ უფრო სცოდა.ღმერთისაც სწამს და შვილისაც,ეშინია მათი.ორი ფიქრი აქვს,რომელსაც ვერ იშორებს თავიდან.მაინც ღმერთს და შვილს ირჩევს.დროებით, და თავი ძალიან ძლიერი ჰგონია,უხარია,საუკეთესო არჩევანი გააკეთა,მან ეს შეძლო,წინა თაობის დაბარებული ღირსებები გააცოცხლა,რა კარგია,უხარია,თავისუფლებას გრძნობს,ტკბილი სევდა ეძალება,სიცოცხლე ისევ უყვარდება.ვინ იცის, მერამდენედ გამოუცდია ეს გრძნობა,იხსენებს წინა შემთხვევებს,სიზიფეც ხომ ასე იყო,ააქვს ლოდი მთაზე,დაუგორდება,მაინც ააქვს,ისევ დაუგორდება,მძიმდება ლოდი,იღლება სიზიფე,მაგრამ მაინც ააქვს ლოდი.
პოეტი მთვარეა,რომელსაც უნდა უყურო, სინათლე მიიღო მისგან,მაგრამ მასზე ცხოვრება არ არის,ის მარტოა და მხოლოდ ღამით ჩანს მისი სინათლე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. დიდი მადლობა უმა :) <3
დიდი მადლობა უმა :) <3
42. "პოეტი ამბობს" და "პოეტი და სიყვარული" ამ სიტყვებით დაწყებული აბზაცები საოცრად მართალია... ისევე, როგორც მთელი ნაწერი... ხოდა, ერთმანეთი რომ გვყავს, მეგობრებო, ესეც დიდი ჯილდოა... ვიმეგობროთ რუსები რომ იტყვიან "დომამი"... <3 ფინალიც მომწონს ძალიან "პოეტი ამბობს" და "პოეტი და სიყვარული" ამ სიტყვებით დაწყებული აბზაცები საოცრად მართალია... ისევე, როგორც მთელი ნაწერი... ხოდა, ერთმანეთი რომ გვყავს, მეგობრებო, ესეც დიდი ჯილდოა... ვიმეგობროთ რუსები რომ იტყვიან "დომამი"... <3 ფინალიც მომწონს ძალიან
41. უღრმესი მადლობა მუხრან :) უღრმესი მადლობა მუხრან :)
40. 5 შესანიშნავი დასასრულია. მომწონს ეს ნაწერი, ნაირსახეობა, რომელიც მათემატიკას ჰგავს ,,ამოცანა"-ში და არა ამონახსნში, როცა, ჩვეულებრივ, ვკითხულობთ, რომ ორჯერ ორი ოთხია. წინსვლა. 5 შესანიშნავი დასასრულია. მომწონს ეს ნაწერი, ნაირსახეობა, რომელიც მათემატიკას ჰგავს ,,ამოცანა"-ში და არა ამონახსნში, როცა, ჩვეულებრივ, ვკითხულობთ, რომ ორჯერ ორი ოთხია. წინსვლა.
38. სხვა ნაწარმოებებსაც გადახედეთ,თქვენი შეფასება მაინტერესებს.
დიდი მადლობა <3 სხვა ნაწარმოებებსაც გადახედეთ,თქვენი შეფასება მაინტერესებს.
დიდი მადლობა <3
37. სწორი ხედვა გაქვს და კარგად მსჯელობ. სცადე დაწერე ახალი <3 სწორი ხედვა გაქვს და კარგად მსჯელობ. სცადე დაწერე ახალი <3
36. ეგრე ყველაფერი გადამღერებულია მეგობარო და ახალს ვერც შენ დაწერ და ვერც მე.
ეგრე ყველაფერი გადამღერებულია მეგობარო და ახალს ვერც შენ დაწერ და ვერც მე.
35. მადლობა კარგად ვარ. რაც შეეხება ნაწარმოებს კრიტიკსათან არაფერი არ აქვს საერთო, პოეტების სუფრაზე სადღეგრძელოდ უფრო წავა. გადაღეჭილ-გადამღერებული თემაა ეს უკვე მეგობარო. მადლობა კარგად ვარ. რაც შეეხება ნაწარმოებს კრიტიკსათან არაფერი არ აქვს საერთო, პოეტების სუფრაზე სადღეგრძელოდ უფრო წავა. გადაღეჭილ-გადამღერებული თემაა ეს უკვე მეგობარო.
34. დიდი მადლობა მუხა:) შეიძლებოდა მაგრამ ვიჩქარე,როგორც ყოველთვის:)
გეთანხმებით,ჩემთვისაც მთავარი შეგრძნებებია,სულს რომ ამოაყოლებს პოეტი,სულს რომ შეგიძრავს და დაგასევდიანებს... მას არ შეიძლება პოეტიკის საკითხებით ქონდეს ტვინი გამოჭედილი,დიახ,ინტიუტურად გრძნობს და კარგ ლექსებსაც წერს,გავიმეორებ:)) დიდი მადლობა მუხა:) შეიძლებოდა მაგრამ ვიჩქარე,როგორც ყოველთვის:)
გეთანხმებით,ჩემთვისაც მთავარი შეგრძნებებია,სულს რომ ამოაყოლებს პოეტი,სულს რომ შეგიძრავს და დაგასევდიანებს... მას არ შეიძლება პოეტიკის საკითხებით ქონდეს ტვინი გამოჭედილი,დიახ,ინტიუტურად გრძნობს და კარგ ლექსებსაც წერს,გავიმეორებ:))
33. საგულისხმოა , რომ არიან პოეტები, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონიზებულ საფუძვლებს , ლექსთ წყობის თეორიებს სილაბურ-ტონურობის, რიტმის, წმინდა დაქტილური სისტემის შესახებ, არ უღრმავდებიან პოეტიკის რიგ საკითხებს, მაგრამ სტილს ინტუიტურად გრძნობენ და კარგ ლექსებსაც წერენ.
მომეწონა ნაწერი, უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა. საგულისხმოა , რომ არიან პოეტები, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონიზებულ საფუძვლებს , ლექსთ წყობის თეორიებს სილაბურ-ტონურობის, რიტმის, წმინდა დაქტილური სისტემის შესახებ, არ უღრმავდებიან პოეტიკის რიგ საკითხებს, მაგრამ სტილს ინტუიტურად გრძნობენ და კარგ ლექსებსაც წერენ.
მომეწონა ნაწერი, უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა.
32. ერთი ძალიან ცოტაა,რაც არ უნდა მითხრათ:/ ჯანო შენგელია,კარგად ხომ ხართ?:))
ერთი ძალიან ცოტაა,რაც არ უნდა მითხრათ:/ ჯანო შენგელია,კარგად ხომ ხართ?:))
31. ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 1
19 აგვისტო, 2018 ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 1
19 აგვისტო, 2018
30. დიდი მადლობა რომ გაიგეთ რაც დავწერე :)
ადამიანობა ურჩევნია თუ არა,ეს მისი ნამდვილი მდგომარეობაა და არსად გაიქცევა მაინც,რაც არ უნდა ცუდად იყოს:) შესაძლოა ოჯახი ყავდეს,მაგრამ მაინც არ ქონდეს სახლი,აი ის HOME არ არსებობს მისთვის :/ <3
დიდი მადლობა რომ გაიგეთ რაც დავწერე :)
ადამიანობა ურჩევნია თუ არა,ეს მისი ნამდვილი მდგომარეობაა და არსად გაიქცევა მაინც,რაც არ უნდა ცუდად იყოს:) შესაძლოა ოჯახი ყავდეს,მაგრამ მაინც არ ქონდეს სახლი,აი ის HOME არ არსებობს მისთვის :/ <3
29. დიდი პოეტი ვარ თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საოცარ სევდის მორევში ვარ:) ... ვინც ფულის შოვნასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს, ხელოვნებასთან შეხება არ აქვს, რადგან ხელოვნება "გულის სისხლს მოითხოვს". ხშირად ფიქრდები ადამიანი: ადამიანობა სჯობს, თუ პოეტობა, ანუ, ანგელოზობა, ანუ წმინდანობა? ზოგ ქვეყანაში წმინდანებად არიან კიდეც აღიარებულები, რაც სწორად მიმაჩნია... ეს ზედმეტად საკრალური სფეროა იმისათვის, რომ ყველასთვის მისაწვდომი იყოს... მადლობა + დიდი პოეტი ვარ თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საოცარ სევდის მორევში ვარ:) ... ვინც ფულის შოვნასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს, ხელოვნებასთან შეხება არ აქვს, რადგან ხელოვნება "გულის სისხლს მოითხოვს". ხშირად ფიქრდები ადამიანი: ადამიანობა სჯობს, თუ პოეტობა, ანუ, ანგელოზობა, ანუ წმინდანობა? ზოგ ქვეყანაში წმინდანებად არიან კიდეც აღიარებულები, რაც სწორად მიმაჩნია... ეს ზედმეტად საკრალური სფეროა იმისათვის, რომ ყველასთვის მისაწვდომი იყოს... მადლობა +
28. თქვენ მე ძალიან გამახარეთ,გულიანა სწორად გქვიათ:)
ხომ ვთქვი,არიან ასეთი პოეტები,ზოგს ვიცნობ,ცოტანი არიან და მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან:) და მე მიყვარს ისინი <3 თქვენ მე ძალიან გამახარეთ,გულიანა სწორად გქვიათ:)
ხომ ვთქვი,არიან ასეთი პოეტები,ზოგს ვიცნობ,ცოტანი არიან და მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან:) და მე მიყვარს ისინი <3
27. ასე ზედმიწევნით, საიდან მიცნობთ? :-D ძალიან მომეწონა ნაწარმოები.როგორც შიგთავსის აზრობრიობით,ასევე წერის მანერითა და ლოგიკით.
ასე ზედმიწევნით, საიდან მიცნობთ? :-D ძალიან მომეწონა ნაწარმოები.როგორც შიგთავსის აზრობრიობით,ასევე წერის მანერითა და ლოგიკით.
26. ინდივიდუალიზმის კუთხით შესაძლოა მასეც ვიფიქროთ,მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდება საკუთარ შეგრძნებებს და პოეტობის მაღალ საფეხურებს აივლის,მაშინ ყველა ერთნაირად იძირება მარტოსულობისა და მოწყენილობის მორევში. ყველაზე არ მაქვს საუბარი,აი იმათზე ვინც ისტორიის საცერს გადაურჩება იმათზე:)) ქეთი,დიდი მადლობა:) ინდივიდუალიზმის კუთხით შესაძლოა მასეც ვიფიქროთ,მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდება საკუთარ შეგრძნებებს და პოეტობის მაღალ საფეხურებს აივლის,მაშინ ყველა ერთნაირად იძირება მარტოსულობისა და მოწყენილობის მორევში. ყველაზე არ მაქვს საუბარი,აი იმათზე ვინც ისტორიის საცერს გადაურჩება იმათზე:)) ქეთი,დიდი მადლობა:)
25. რა თქმა უნდა სუბიექტური შეხედულებაა და არ ვფიქრობ რომ უნდა დამეთანხმონ:) არიან ასეთები,ადრეც იყვნენ და ეხლაც შემხვედრიან:)
დიდი მადლობა ნინო:)
რა თქმა უნდა სუბიექტური შეხედულებაა და არ ვფიქრობ რომ უნდა დამეთანხმონ:) არიან ასეთები,ადრეც იყვნენ და ეხლაც შემხვედრიან:)
დიდი მადლობა ნინო:)
24. ნაწერი კარგია, ლამაზად დაწერილი, მაგრამ არ ვეთანხმები ავტორს.
პოეტი კრებითი სიტყვა არაა, ყველა პოეტი მარტოსული არაა, არც ყველა შემოქმედს აქვს ერთნაირი სამყარო, არც ყველა პოეტია მთვარე, რომელსაც უნდა ვუყუროთ, პირიქით, ზოგი იმისთვის არის, რომ ზურგი ვაქციოთ და მივხვდეთ, რა მიმართულებით არ ღირს წასვლა.... ყველა განსხვავებულია, ყველას თავისი ტკივილი აქვს და სწორად ეს განსხვავებულობა აყალიბებს მას შემოქმედად.
თუმცა, შესაძლოა, მეც ვცდები :) ნაწერი კარგია, ლამაზად დაწერილი, მაგრამ არ ვეთანხმები ავტორს.
პოეტი კრებითი სიტყვა არაა, ყველა პოეტი მარტოსული არაა, არც ყველა შემოქმედს აქვს ერთნაირი სამყარო, არც ყველა პოეტია მთვარე, რომელსაც უნდა ვუყუროთ, პირიქით, ზოგი იმისთვის არის, რომ ზურგი ვაქციოთ და მივხვდეთ, რა მიმართულებით არ ღირს წასვლა.... ყველა განსხვავებულია, ყველას თავისი ტკივილი აქვს და სწორად ეს განსხვავებულობა აყალიბებს მას შემოქმედად.
თუმცა, შესაძლოა, მეც ვცდები :)
23. საინტერესო ტექსტია, განხილვაც საინტერესოდ ვითარდება. ბევრ რამეში არ ვეთანხმები ავტორს. ნაბიჯ- ნაბიჯ რომ მივყვე, ხუთი ამხელა ნაწერი გამოვა. მოკლედ ვიტყვი, პროკრუსტეს სარეცელივითაა. უამრავი მხარე რჩება ,, დაუტეველი” მთავარია, რომ დაფიქრდა და მკითხველებიც დააფიქრა.
ბოლო აბზაცი მთელ დანარჩენ ნაწილს სჯობია. ორ ქულას დავტოვებ აქ. საინტერესო ტექსტია, განხილვაც საინტერესოდ ვითარდება. ბევრ რამეში არ ვეთანხმები ავტორს. ნაბიჯ- ნაბიჯ რომ მივყვე, ხუთი ამხელა ნაწერი გამოვა. მოკლედ ვიტყვი, პროკრუსტეს სარეცელივითაა. უამრავი მხარე რჩება ,, დაუტეველი” მთავარია, რომ დაფიქრდა და მკითხველებიც დააფიქრა.
ბოლო აბზაცი მთელ დანარჩენ ნაწილს სჯობია. ორ ქულას დავტოვებ აქ.
22. დაწერა არ არის აუცილებელი,მთავარია რაღაც კუთხით გქონდეს შეხება. ეგრე თუ გავყვებით,პროზაიკოსს არ ჭირდება პერსონაჟისთვის ამბავი რომ გამოიგონოს,საკუთარ თავზე გამოსცადოს იგივე:) მე ცოტა გარეკილი პოეტები ვიგულისხმე,ყველა ნუ მიიღებს საკუთარ თავზე:)) დაწერა არ არის აუცილებელი,მთავარია რაღაც კუთხით გქონდეს შეხება. ეგრე თუ გავყვებით,პროზაიკოსს არ ჭირდება პერსონაჟისთვის ამბავი რომ გამოიგონოს,საკუთარ თავზე გამოსცადოს იგივე:) მე ცოტა გარეკილი პოეტები ვიგულისხმე,ყველა ნუ მიიღებს საკუთარ თავზე:))
21. ავტორს აშკარად ერთი ლექსიც კი არ დაუწერია და აშკარად არ იცნობს პოეტურ სამყაროს არც ბნელი და არც ნათელი მხარით.. დამცავი კამერით ცურვას ჰგავს ეს ჩა-ნახატი)) ავტორს აშკარად ერთი ლექსიც კი არ დაუწერია და აშკარად არ იცნობს პოეტურ სამყაროს არც ბნელი და არც ნათელი მხარით.. დამცავი კამერით ცურვას ჰგავს ეს ჩა-ნახატი))
20. მადლობა,ეხლავე გავასწორებ. სულ ეს მჭირს,აბზაცებს ვერ მივეჩვიე:) მადლობა,ეხლავე გავასწორებ. სულ ეს მჭირს,აბზაცებს ვერ მივეჩვიე:)
18. უელბეკის ნაწარმოებო,
აბზაცები ერთმანეთისგან "ენთერით" გამოყავით და კითხვადი გახადეთ თქვენი ნაღვაწი.
მერსი ბოკუ...
უელბეკის ნაწარმოებო,
აბზაცები ერთმანეთისგან "ენთერით" გამოყავით და კითხვადი გახადეთ თქვენი ნაღვაწი.
მერსი ბოკუ...
17. რა ვიცი,იმდენი პრობლემა ჩამოვთვალე,სად დაინახეთ სილაღე და სიმარტივე ვერ ვხვდები. მთავარი არ გაგიგიათ და საერთოდ არც დიალოგში შემოსვლა ღირს ,ამ შემთხვევაში..
რა ვიცი,იმდენი პრობლემა ჩამოვთვალე,სად დაინახეთ სილაღე და სიმარტივე ვერ ვხვდები. მთავარი არ გაგიგიათ და საერთოდ არც დიალოგში შემოსვლა ღირს ,ამ შემთხვევაში..
16. ანუ ისეა დახატული, ტარამ ტარამ . ყველაფერი რო კარგადაა, არა და არაა მასე...
ანუ ისეა დახატული, ტარამ ტარამ . ყველაფერი რო კარგადაა, არა და არაა მასე...
15. ანუ ისეა დახატულუ, ტარამ ტარამ . ყველაფერი რო კარგადაა, არა და არაა მასე...
ანუ ისეა დახატულუ, ტარამ ტარამ . ყველაფერი რო კარგადაა, არა და არაა მასე...
14. ხალხის დამოკიდებულება ისეთია,როგორიც არის ხოლმე ყველაფრის მიმართ. რატომ უჭირს მხოლოდ პოეტებს?ყველას გვიჭირს და ლაღად არაფერი მეჩვენება,ანა:) ხალხის დამოკიდებულება ისეთია,როგორიც არის ხოლმე ყველაფრის მიმართ. რატომ უჭირს მხოლოდ პოეტებს?ყველას გვიჭირს და ლაღად არაფერი მეჩვენება,ანა:)
13. გასაგებია ეგ ყველაფერი. ხალხის დამოკიდებულება, ასეთი ლაღია? გასაგებია ეგ ყველაფერი. ხალხის დამოკიდებულება, ასეთი ლაღია?
12. თუ პოეტი თვლის რომ დასჯილია,მაშინ სულაც არ არის პოეტი. იმდენად დიდია ტრანსფორმაცია ჩვეულებრივი მდგომარეობიდან პოეტობამდე რომ,სულაც არ მჯერა რომ ისინი დასჯილები არიან,თანაც მათი იარაღი სიტყვაა და ამაზე დიდი მექანიზმი თანამედროვეობას არა აქვს:)
თუ პოეტი თვლის რომ დასჯილია,მაშინ სულაც არ არის პოეტი. იმდენად დიდია ტრანსფორმაცია ჩვეულებრივი მდგომარეობიდან პოეტობამდე რომ,სულაც არ მჯერა რომ ისინი დასჯილები არიან,თანაც მათი იარაღი სიტყვაა და ამაზე დიდი მექანიზმი თანამედროვეობას არა აქვს:)
11. არავინ სჯის პოეტს? ყველაზე მეტად, და ხშირად, მხატვრებივით, პოეტები ისჯებიან ადამიანებისგან და ამ ცხოვრებისგან..... არავინ სჯის პოეტს? ყველაზე მეტად, და ხშირად, მხატვრებივით, პოეტები ისჯებიან ადამიანებისგან და ამ ცხოვრებისგან.....
10. დავით გურამიშვილს ვერაფერს ვუწუნებ,სხვებში კი გეთანხმები:) კოელიოს და მისთანებს რაც შეეხება,ჩვენდა გასაკვირად,საფრანგეთის ლიტერატურულ რეიტინგებში მშვენივრად ყოფილან მოკალათებული,მიშელ უელბეკთან,ფრედერიკ ბრეგბედერთან,კუნდერასთან და სხვა მწერლებთან ერთად:/ ეს ის ქვეყანაა,ხელოვნება და ლიტერატურა რომ გვასწავლა:/
რას გაიგებ,მთელს მსოფლიოში ძირითადი მკითხველები ბესტსელერთა რიგებში დგანან,მე კი მაინც მიხარია,წიგნის მაღაზიაში რომ დადიან:))
დავით გურამიშვილს ვერაფერს ვუწუნებ,სხვებში კი გეთანხმები:) კოელიოს და მისთანებს რაც შეეხება,ჩვენდა გასაკვირად,საფრანგეთის ლიტერატურულ რეიტინგებში მშვენივრად ყოფილან მოკალათებული,მიშელ უელბეკთან,ფრედერიკ ბრეგბედერთან,კუნდერასთან და სხვა მწერლებთან ერთად:/ ეს ის ქვეყანაა,ხელოვნება და ლიტერატურა რომ გვასწავლა:/
რას გაიგებ,მთელს მსოფლიოში ძირითადი მკითხველები ბესტსელერთა რიგებში დგანან,მე კი მაინც მიხარია,წიგნის მაღაზიაში რომ დადიან:))
9. ძალიან ზედაპირული თეზისებია. ნუ ტექსტის მოცულობაც შესაბამისად მცირე და მარტივად აღსაქმელი, რაც დადებით თვისებადაც მიმაჩნია ინტერნეტ სივრცისათვის.
ზღვისპირელის მეექვსე კომენტარი მომეწონა, უბედურება ისაა რომ ამას თვითონ ლიტერატორებიც ვერ ვაცნობიერებთ ხშირ შემთხვევაში
სიას კი შევმატებდი მხატვრობას, მუსიკასა და კინემატოგრაფიას, ეს უკანასკნელი მაინც შემაჯამებელია ყველაფრის ერთად. თუმცა საშიში საქმეა ლიტერატურა, იგი ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს პროპაგანდის მექანიზმად და დეგრადირების იარაღად. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერის ცნობიერების საერთო მაჩვენებლის მაღალ საფეხურზე შენარჩუნება. თორემ შედეგად ვიღებთ გომელაურებს, პაოლო კოელიოებს და დავით გურამიშვილებს თუ გურამ დავითაშვილებს (სულერთია) :D
ძალიან ზედაპირული თეზისებია. ნუ ტექსტის მოცულობაც შესაბამისად მცირე და მარტივად აღსაქმელი, რაც დადებით თვისებადაც მიმაჩნია ინტერნეტ სივრცისათვის.
ზღვისპირელის მეექვსე კომენტარი მომეწონა, უბედურება ისაა რომ ამას თვითონ ლიტერატორებიც ვერ ვაცნობიერებთ ხშირ შემთხვევაში
სიას კი შევმატებდი მხატვრობას, მუსიკასა და კინემატოგრაფიას, ეს უკანასკნელი მაინც შემაჯამებელია ყველაფრის ერთად. თუმცა საშიში საქმეა ლიტერატურა, იგი ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს პროპაგანდის მექანიზმად და დეგრადირების იარაღად. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერის ცნობიერების საერთო მაჩვენებლის მაღალ საფეხურზე შენარჩუნება. თორემ შედეგად ვიღებთ გომელაურებს, პაოლო კოელიოებს და დავით გურამიშვილებს თუ გურამ დავითაშვილებს (სულერთია) :D
8. ეს უკვე ინდივიდუალურია.თოთოეულ ინდივიდს აქვს ვალი,რომ მოხვედი,მხოლოდ იმიტომ კი არ მოსულხარ,რომ პური ჭამო და წყალი მიაყოლო) განსხვავება ისაა,რომ რაღაც მეტად ჩანს და რჩება,რაღაცაშია ესტეტიური მხარეა და ასე და ასე შემდეგ. ეს უკვე ინდივიდუალურია.თოთოეულ ინდივიდს აქვს ვალი,რომ მოხვედი,მხოლოდ იმიტომ კი არ მოსულხარ,რომ პური ჭამო და წყალი მიაყოლო) განსხვავება ისაა,რომ რაღაც მეტად ჩანს და რჩება,რაღაცაშია ესტეტიური მხარეა და ასე და ასე შემდეგ.
7. მადლობა ზღვისპირელო,მეც მასე ვფიქრობ:)) <3 მადლობა ზღვისპირელო,მეც მასე ვფიქრობ:)) <3
6. გეთანხმები,პოეტებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე) და არამარტო პოეტებს,ზოგადად ლიტერატორებს..მწერლებს,პროზაიკოსებს..და ა. შ. გეთანხმები,პოეტებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე) და არამარტო პოეტებს,ზოგადად ლიტერატორებს..მწერლებს,პროზაიკოსებს..და ა. შ.
5. პოეტი მთვარეა,რომელსაც უნდა უყურო, სინათლე მიიღო მისგან,მაგრამ მასზე ცხოვრება არ არის,ის მარტოა და მხოლოდ ღამით ჩანს მისი სინათლე. ეგაა)) საინტერესო იყო) დავწერ 5 პოეტი მთვარეა,რომელსაც უნდა უყურო, სინათლე მიიღო მისგან,მაგრამ მასზე ცხოვრება არ არის,ის მარტოა და მხოლოდ ღამით ჩანს მისი სინათლე. ეგაა)) საინტერესო იყო) დავწერ 5
4. დათო,თვალის კარგად გახელა ყველას შეუძლია,შინაგანი სივრცე და მაშტაბები უნდა იყოს საამისოდ ფართე:) დათო,თვალის კარგად გახელა ყველას შეუძლია,შინაგანი სივრცე და მაშტაბები უნდა იყოს საამისოდ ფართე:)
3. პირიქით,მე მათ ღმერთკაცებს ვეძახი და უდიდეს პასუხესმგებლობას ვაკისრებ:) და აქვე ავღნიშნავ,რომ რთული,ძალიან რთული ყოფა აქვთ,სხვანაირად ვერ შექმნიან გენიალურს ვერაფერს :)
თუმცა სადავოა,ყველაფერი მაინც სუბიექტურ აზრად ითვლება:)
პირიქით,მე მათ ღმერთკაცებს ვეძახი და უდიდეს პასუხესმგებლობას ვაკისრებ:) და აქვე ავღნიშნავ,რომ რთული,ძალიან რთული ყოფა აქვთ,სხვანაირად ვერ შექმნიან გენიალურს ვერაფერს :)
თუმცა სადავოა,ყველაფერი მაინც სუბიექტურ აზრად ითვლება:)
2. პოეტობა და ზოგადად მწერლობა,მხოლოდ თვალის კარგად გახელაა და ალბათ ის წვრილმანები,რაც ყველა კუთხეში,ოხრად დევს.ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. პოეტობა და ზოგადად მწერლობა,მხოლოდ თვალის კარგად გახელაა და ალბათ ის წვრილმანები,რაც ყველა კუთხეში,ოხრად დევს.ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა.
1. ჩემი აზრით პოეტსაც და ლიტერატურასაც ზედმეტად განყენებულად აფასებ. ერთიც და მეორეც უადამიანურესი მოვლენებია და მცდელობებისდამიუხედავად ვერ გვთავაზობს რაღაც ამაღლებულს. თუმცა ეს სულაც არაა ტრაგედია, იმიტომ რომ რაღაც ამაღლებულთან მისასვლელი კიბე უნდა მოვათრიოთ ჯერ არსაიდან :)) ჩემი აზრით პოეტსაც და ლიტერატურასაც ზედმეტად განყენებულად აფასებ. ერთიც და მეორეც უადამიანურესი მოვლენებია და მცდელობებისდამიუხედავად ვერ გვთავაზობს რაღაც ამაღლებულს. თუმცა ეს სულაც არაა ტრაგედია, იმიტომ რომ რაღაც ამაღლებულთან მისასვლელი კიბე უნდა მოვათრიოთ ჯერ არსაიდან :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|