ემილი დიკინსონი - გამოვაგზავნე მიმწუხრი ორი (308)
გამოვაგზავნე მიმწუხრი ორი, დღესთან შეჯიბრის ნაღვაწი ციდა, ორ მზის გარდასვლას და ხომლსაც მოვრჩი, მან ერთი მწუხრი გაუშვა ციდან.
გამოგიტყდები, მის ვრცელ საღამოს ქება-დიდება უფრო შეშვენის, ხოლო ჩემია უფრო სამარჯვო თან სატარებლად ხელის პეშვებით.
19 აგვისტო, ფერიცვალება, 2018 წ.
Emily Dickinson - I send Two Sunsets (308)
I send Two Sunsets— Day and I—in competition ran— I finished Two—and several Stars— While He—was making One—
His own was ampler—but as I Was saying to a friend— Mine—is the more convenient To Carry in the Hand—
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|