ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნორაგამი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2018


3 ლ'ექსპრომტი

* * *
როგორ მიყვარდა როცა მღეროდი,         
და მერე მორცხვად მზეს რომ დახრიდი,
და მე ყვავილის ერთი ღეროსთვის
თავს ვაბეზრებდი ვიღაც დახლიდარს-
მაშინ, როდესაც ერთმა მანეთმაც
გამიბედა და ჯიბე გახვრიტა.

* * *
ფანჯარამ შეიხსნა ფერმკრთალი საყელო,
ნიავი დაარწევს უჭაღო ლიანებს,
და სუნთქვა კარს მიღმა წვიმაზე აყოლილ,
ჩიტს მოჰგავს წვეთიდან წვეთზე რომ ფრიალებს.

* * *
მე მეშინია მარტო დარჩენის,
ხალხში გარევა მაშინებს მეტად,
ეჰ, ჩემი თავი ძნელად სარჩენი
და თავი ჩემი დადიან ერთად.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები