ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: იუმორისტული
26 აგვისტო, 2018


შენ რომ ხარ, სწორედ ისეთი

შენ რომ ხარ, სწორედ ისეთი
წუხელ მესიზმრა ქალი,
თვალები მორევს უგავდა,
ლოყას შვენოდა ხალი,

მხარზე კოკურა შეედგა,
უჩანდა მკერდის ღარი,
გამალიცლიცა სურვილით,
ათივე თითი ვხარი...

შენ რომ ხარ სწორედ ისეთი
მეჩვენა სიზმრის ქალი,
ახლო რომ ჩამომიარა,
ვებრდღვენი, ხელი ვკარი,

ვნებააშლილმა, დიაცი,
ავიტაცე და იქვე
ღელისპირს წამოვაწვინე,
ნაბადზე, სახით პირქვე,

აზღუდზე ხელი ვუწვდინე,
უმალ მილულა თვალი,
რად მომაგონდა არ ვიცი,
ვკითხე, ხომ არ გყავს ქმარი?!

-შენ ჩემ ქმარს რად ეკიდები,
იალაღს დასდევს ცხორებს,
ჩემ გვერდით წოლას ურჩევნის,
უაროს ცხვრებს და ღორებს...

მსგავსი სიბილწე მრავალი
წამოსცდა ქალის ტუჩებს,
შევძრწუნდი მარამ რა მექნა,
ვნება მიდუღდა მუცელს...

წამოვუშიშვლე ძუძუნი,
გახელებულმა ვკოცნე,
შემოვიხიე ხალათი,
შარვალიც შორს გავტყორცნე,

მოვზიდე ქალი ნაწნავით,
დავკმინე, დავაოსე,
ისიც ახურდა, აკვნესდა,
დროზეო, კაცო, დროზე!

შამავილაგე დიაცის
ფეხები ორთავ მხარზე,
სულ არ ვფიქრობდი იმ წუთას,
იმის მეცხვარე ქმარზე,

სანამ თვითონ არ დაგვადგა
შუა საქმის დროს თავზე,
გული გამისკდა, ჩემსიგრძე
კომბალი ედო მხარზე...

უმალ შემკივლა დიაცმა
(იფიცდა ორთავ მშობელს),
დამღუპე, დამაქციეო,
ვით ვეჩვენოო სოფელს,

ან ჩემს ქმარს როგორ შავხედო,
ან რა ვუთხრაო ჯალაბს...
მეცხვარეც უფრო მაჭერდა
ყელზე მოდებულ დანას...

შენ რომ ხარ სულ მთლად ისეთი
ვერ გამოდგა ის ქალი-
სიზმარი არ ყოფილიყო?-
დღეს ვიქნებოდი მკვდარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები