 | ავტორი: ფრიდონი ჟანრი: იუმორისტული 26 აგვისტო, 2018 |
ამბავი სიყვარულისა..
სიყვარული,რომ რთულია ეს გაცვეთილი თემაა, იშვიათს აბედნიერებს სხვებისთვის ცრემლის დენაა. მეც უკანასკნელს ვეკუთვნი დავდივარ დავეხეტები, ნაპოვნ სიყვარულს კვლავ ვეძებ და ღობე-ყორეს ვედები. მინდა ავღწერო ეს გრძნობა გადმოქცეთ გულის ნადები, გოგოს დავარქმევ მარიამს, პროსტო,გესიაფანდებით. ამ მონათხრობის გმირები, არც ერთი არის ნამდვილი სუყველა გამოვიგონე მე ასეთი მაქვს წადილი. თუ ლექსი ვინმეს არ მოსწონს სულ ერთ ადგილას მკიდია, ,,ერთი ადგილი" ფეხია ცუდს რატომ ფიქრობ ბიძია?? რა ვქნათ ასე ვართ ყველანი, თავში გვაქვს ბილწი ფიქრები, გულს ყურს არავინ არ ვუგდებთ, ამიტომ ცოდვით ვიხრწნებით.. ახლა ამბავი დავიწყოთ ვერ ვითმენ მინდა მოყოლა, საფლავში დავატრიალებ ვაჟა ფშაველას ჯოყოლას. რომ დავინახე ის გოგო, სრაზუ შევუქე მამგონი ისე დავიწყე კანკალი პერებოი მაქვს მემგონი.. დავინახე და მაშინვე გრძნობას გავუღე კარები, ისეთ ორპირში მოვყევი მკლავს მკურნალობის ვალები.. თვალები უგავს ცხელ გუდრონს, შავი და ძლიერ მწველია, გადმოიღვარა ჩემს გულში და გამიმწარა დღენია.. მის მერე დავიარები დადაგული და დამწვარი, მისი ღიმილი მინდა და ნაპოლეონის ნამცხვარი. მარიამ მამენატრე გო წეღან ჩაგირთე ლოგიკა ფსიქოლოგი რო გავხდები ა,ცოლლად მაშინ მოგიყვან.. ასე დასრულდა ამბავი გამგები ალბათ მიხვდება, ვიღაცა გაიღადავებს და ტაკუნებში მოხვდება..
p.s.
ყურადღებას ნუ მომაქცევთ, უბრალოთ სიცხის ბრალია, მაგრამ მინდა რომ იცოდე: მაგრად მიყვარხარ მარიამ.. ჯოყოლა რა შუაშია?! პროსტო დამჭირდა რითმისთვის, და თუ აქამდე ჩახვედით მადლობთ ბოლომდე კითხვისთვის..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა რომ წაიკითხეთ.. იმედია მართლა გაეცინება ვინმეს ამას რა ჯობია.. ხოო ამ სტრიქონს შევცვლი ნამდვილად თქვენი ვარიანტი ჯობია.. მადლობა რომ წაიკითხეთ.. იმედია მართლა გაეცინება ვინმეს ამას რა ჯობია.. ხოო ამ სტრიქონს შევცვლი ნამდვილად თქვენი ვარიანტი ჯობია..
1. და ზკვაზნიაკში მოვყევი---->ისეთ ორპირში მოვყევი.
"ვიღაცა გაიღადავებს და ტაკუნებში მოხვდება.."
და სწორედ ამ ორ სტრიქონზე ბევრი სიცილით მოკვდება. :) და ზკვაზნიაკში მოვყევი---->ისეთ ორპირში მოვყევი.
"ვიღაცა გაიღადავებს და ტაკუნებში მოხვდება.."
და სწორედ ამ ორ სტრიქონზე ბევრი სიცილით მოკვდება. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|