მანტი (პიესა)
მოქმედი პირნი:
გიგა ქმარი ირმა გიგას ცოლი 30 წლის ლიკა გერი 14-15 წლის ილიკო გერი 7-8 წლის როდიკო საყვარელი მაკა მეზობელი 28-30 წლის ნანა გიგას ყოფილი ცოლი
სასტუმრო ოთახი: დივანი ორი სავარძლით, ტელევიზორი და წიგნების თარო. მოულოდნელად წიგნები ერთმანეთის მიყოლებით ცვივა ოთახში. ხმაურზე ქალი შემორბის.
ირმა რა ხდება, ვერ გამიგია! ილიკო, ლიკა, სად ხართ?!
ათვალიერებს ოთახს, დივანის ქვეშ იხედება, ვერსად ვერავის პოულობს. ოთახიდან გადის. ისევ შემოდის. წიგნების დალაგებას იწყებს.
ირმა საოცარია, ბავშვები ეზოში არიან. რატომ ცვივა წარამარა საგნები ვერ გამიგია!
ირმა დივანზე ჯდება ჩაფიქრებული. ზარის ხმა ისმის. ქალი კარის გასაღებად გადის. ოთახში შემოდიან ლიკა და ილიკო. ლიკას ყურსასმენი უკეთია და მობილურზე ჩაწერილ სიმღერებს უსმენს. სავარძელზე ჯდება ფეხმორთმული. ილიკო სათამაშო მანქანას იღებს და ხელში ატრიალებს.
ირმა (ლიკას) ჩამოიღე ფეხები, რამდენჯერ უნდა გითხრა!
ლიკა საღეჭ რეზინს გაბერავს და გაატკაცუნებს.
ირმა შენ, რა არ გესმის?
ირმა მხარში მოკიდებს ხელს ლიკას და შეანჯღრევს. ლიკა ყურებიდან ყურსასმენებს მოიხსნის.
ლიკა რა გინდა?
ირმა გამაგიჟებს ეს ბავშვი! ჩამოიღე-მეთქი ფეხები სავარძლიდან!
ლიკა ვაშავებ რამეს?
ირმა შენ ძალიან გადაირიე ამ ბოლო დროს!
ლიკა მხოლოდ მე?
ირმა ამით რა გინდა თქვა?
ლიკა არაფერი, გამგები გაიგებს. ირმა ძალიან უხეშობ.
ლიკა დამანებე თავი!
ლიკა წამოხტება სკამიდან და ოთახიდან გარბის.
ილიკო ირმა, ეზოში ჩავალ, რა?
ირმა კარგი, ჩადი.
ილიკო ოთახიდან გადის. ირმა აფორიაქებულია. ტელეფონზე რეკავს.
ირმა ალო, ირმა ვარ, რა ვერ მიცანი?
მამაკაცის ხმა ჰო, ჰო, გზაში ვარ და არ მესმის კარგად. მოიცა მანქანის ფანჯარა ავწიო.
ირმა ლიკა რაღაცას ხვდება...
მამაკაცის ხმა შანსი არაა
ირმა ამ ბოლო დროს ჩემს მიმართ ცუდადაა განწყობილი, მეუხეშება.
მამაკაცის ხმა გარდატეხის ასაკია, ჩემო კარგო. საკუთარი თავი აღარ გახსოვს?
ირმა ამ ბოლო დროს ისე ვარ აფორიაქებული... შეიძლება მეჩვენება.
მამაკაცის ხმა დღეს რას აკეთებ? შევხვდეთ.
ირმა არა, არ მცალია. გიგას ბავშვები მიჰყავს ნათესავთან რაიონში და უნდა გავაცილო.
მამაკაცის ხმა ძალიან კარგი. ესე იგი საღამოს თავისუფალი იქნები.
ირმა ჰო...
მამაკაცის ხმა მაშინ გესტუმრები. როდის მიდიან?
ირმა დაახლოებით 5-6 საათისათვის.
მამაკაცის ხმა შვიდ საათზე შენთან გავჩნდები. რომ იცოდე რას გიმზადებ?!
ირმა რას?
მამაკაცის ხმა ოოო, ეს სურპრიზია. კარგი, თორემ პატრული დამაჯარიმებს საჭესთან მობილურით ლაპარაკისათვის. გკოცნი ბევრს.
ირმა მეც გკოცნი. რომ იცოდე, როგორ მომენატრე, როდიკო.
ქალმა ტელეფონის ყურმილი დაკიდა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო და მოუკიდა. ამ დროს ილიკო მოწყენილი სახით შემოდის ოთახში.
ირმა რა მალე ამოხვედი?
ილიკო ეზოში არავინ იყო.
ირმა ამიტომ მოიწყინე?
ილიკო (მოწყენილი) ჰო
ოთახში გიგა შემოდის. ხელში საბუთები უჭირავს.
გიგა უფ, როგორ დავიღალე. ცოტას დავისვენებ და წავალთ. (ცოლს მიუბრუნდება) ბავშვების ტანსაცმელი ჩაალაგე?
ირმა ჰო, რამდენი ხანია. დილიდანვე მოვაწესრიგე.
გიგა აი, ამიტომ მიყვარხარ! ცეცხლი ხარ, ცეცხლი!
გიგა ცოლს ხელებს შემოხვევს და გულში ჩაიკრავს. ირმა ეშმაკურად იღიმება. ილიკო თავს ჩაღუნავს.
გიგა ილიკო, რად ხარ ასე მოწყენილი? არ გიხარია საჩხერეში წასვლა?
ილიკო არა! მე არ მოვიდივარ.
გიგა რატომ, რაშია საქმე?
ირმა (ილიკოს) უნდა წახვიდე. იქ ბებია მაცაცო და ბაბუა კოტე გელოდებიან.
გიგა ხომ არ დაგავიწყდა, რომ სათევზაოდ უნდა წაგიყვანო.
ილიკო არ მინდა!
გიგა (ირმას) რა სჭირს ამ ბავშვს გამაგებინე?
ირმა რას გაუგებ ამათ!
ირმა გაბრაზებული გადის ოთახიდან.
გიგა ილიკო, მითხარი რატომ გადაიფიქრე წამოსვლა. გუშინ...
ილიკო ოთახიდან ისე გავიდა, რომ პასუხია არ გაუცია.
გიგა ირმა, ირმა!
ოთახში გაბრაზებული ირმა შემოდის.
გიგა ლიკა სადაა?
ირმა ეზოში, ვერ სცილდება იქაურობას.
გიგა არდადეგებია და სახლში რა გააკეთოს. მეგობრებთან ერთადაა.
ირმა რაო, ილიკო დაითანხმე წამოსვლაზე?
გიგა ვერა, ოთახიდან გავარდა, ბოლომდე აღარც დამამთავრებინა სიტყვა.
უცებ გიგას თავზე წიგნმა გადაუშხუილა. გიგა ჩაიკუზება. ირმა გაოცებული იყურება აქეთ-იქით.
ირმა რა ხდება ამ სახლში ვერ გავიგე!
გიგა ვინ ისროლა წიგნი?
გიგა აქეთ-იქეთ იყურება დაბნეული. ირმა ისევ ამრევის ძებნას შეუდგა. შემდეგ ოთახიდან გავარდა. მალე ისევ დაბრუნდა.
ქირმა ალბათ, გავგიჟდები. სახლში არავინაა... ვინ ისვრის წიგნებს? დღეს უკვე მეორედ ხდება ასეთი რამ.
გაოგნებული გიგა მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებს. უცებ სამზარეულოდან საშინელი ხმაური მოისმის. თითქოს მთელი ჯამ-ჭურჭელი ძირს ჩამოცვივდაო. ცოლ-ქმარი ოთახიდან გარბიან. ხმაური შეწყდა. ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა. ირმა შემორბის და ყურმილს იღებს.
ირმა ალო, გისმენთ.
მაკა რა ხდება თქვენთან? ხომ მშვიდობაა?
ირმა ჰო, ქვაბები გადმოცვივდა თაროდან...
მაკა ააა, კარგი, კარგი. შემეშინდა, ვიფიქრე ცუდი ხომ არაფერი ხდება- მეთქი. დღეს შენთან მინდოდა ამოსვლა. ჯემპრი დამაწყებინე. რეგლანით ქსოვა არ ვიცი.
ირმა ხვალისთვის გადავდოთ, დღეს არ მეცლება.
მაკა კარგი, ხვალისთვის იყოს.
გაისმის წყვეტილი ზუმერის ხმა.
ირმა (თავისთვის) მოკლედ, ვერაფერი მომხდარა სახლში, რომ ამან ვერ გაიგოს!
აივანზე გადის და ილიკოს უძახის. ბავშვი და ირმა ოთახში შემოდიან.
ირმა ილიკო, რატომ არ მიდიხარ საჩხერეში? მამა იძახდა სათევზაოდ უნდა წავიდეთო. რატომ გადაიფიქრე? შენ ხომ თევზაობა ძალიან გიყვარს. მამა იქვე, ნაპირზე შამფურებზე თევზს შეგიწვავს.
ილიკო შენც წამოდი და წავალ.
ირმა ხომ იცი რომ არ მცალია.
ილიკო გცალია...
ირმა (გაბრაზებული) შენ იცი თუ მე, მცალია თუ არა?!
ილიკო მაშინ არ წავალ.
ირმა კარგი, დარჩი. ლიკა გაერთობა, ბევრს ითამაშებს. შენ კი იყავი ეზოში! ყველა ბავშვი წავა აგარაკზე და მარტო დარჩები.
ილიკო მერე რა...
ირმამ ხელი ჩაიქნია და ტელეფონთან მივიდა. ნომერი აკრიფა. მერე გათიშა და ხელახლა დარეკა.
ირმა (გაბრაზებით) გასულია მომსახურეობის ზონიდან! როგორ გავაგებინო. (თავისთვის) არა უშავს რამეს მოვახერხებ.
ოთახში გიგა შემოდის.
გიგა სად რეკავ?
ირმა რა ცნობისმოყვარე ხარ. ყველაფერი შენ უნდა გაიგო?
გიგა რა მოხდა, მერე, შეგეკითხე!
ირმა ამხანაგთან ვრეკავდი, მაგრამ ვერ დავუკავშირდი.
გიგა ახლა ჩანთებს მივხედავ, მანქანის საბარგულში ჩავაწყობ. ილიკოს ჩანთა არ მიმაქვს, ვტოვებ.
ირმა დაელაპარაკე ბავშვს. იქნებ წამოვიდეს.
გიგა შენ რაღას ჩააცივდი. თუ არ უნდა ნუ წამოვა.
ირმა რატომ, ჰაერის გამოცვლა სასარგებლოა.
გიგა გაბრაზებული დაიყვირებს.
გიგა მე ეგ ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ არ უნდა ბავშვს წამოსვლა.
ირმა შენსავით ჯიუტია!
გიგა აჰა, ამაშიც მე ვარ დამნაშავე. წავედი, თორემ შენი გადამკიდე ნერვები ამეშლება.
ირმა გაუფრთხილდი, არ დაგაწყდეს. (გაიცინებს ხმამაღლა)
ქმარი გაბრაზებული შეხედავს და ხმის ამოუღებლად ტოვებს ოთახს. ცოტა ხანში ილიკო შემოდის თავჩაღუნული.
ირმა იჯექი ახლა სახლში. რატომ არ გინდა წასვლა?!
ილიკო (ჯიუტად) არ მინდა და მორჩა. დამანებე თავი! წავედი ეზოში.
ილიკო ოთახიდან გადის. ქალი ტელეფონთან მიდის და ნომერს კრეფს.
ირმა (თავისთვის) ისევ გასულია მომსახურეობის ზონიდან. სადაა ნეტავ? ოთახში გიგა და ლიკა შემოდიან.
ირმა (ქმარს) მაკასთან მივალ ერთი წუთით და მალე დავბრუნდები.
ირმა გადის.
ლიკა მამა, რატომ დაშორდი დედას?
გიგა ვერ გავუგეთ ერთმანეთს. სამწუხაროა, მაგრამ ასე მოხდა.
ლიკა შენ გგონია, რომ ირმა დედას ჯობია?
გიგა ასე ძნელია შეფასება. ჯობია, არ ჯობია... უბრალოდ ირმას კარგად შევეწყე.
ლიკა ერთი კვირაა, რაც შენთან ვართ და გამუდმებით კინკლაობთ. ეს არის შეწყობა?
გიგა კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, გვაგვიანდება.
ლიკა შენ ყოველთვის თავს არიდებ ამ თემაზე საუბარს...
გიგა ჰო... ეს უფროსების საქმეა.
ლიკა მე ასე არ მგონია. უფროსების დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ხშირად ბავშვები ისჯებიან.
გიგა არ გადამრიო. რატომ ხარ დასჯილი. ხომ ხედავ ირმა როგორ თბილად გეპყრობა. რამდენი საჩუქარი გიყიდათ.
ლიკა შენ ფიქრობ, რომ საჩუქრები და მსახიობური ღიმილი...
გიგა რატომ მსახიობური. ის წრფელია...
ლიკა თუნდაც... თუნდაც! და ეს ყველაფერი გგონია, რომ ოჯახურ სითბოს შეცვლის?
გიგა აქ არ არის ოჯახური სითბო?
ლიკა შვილი ოჯახურ სითბოს დედ-მამასთან ცხოვრებით შეიგრძნობს.
გიგა მე არ შემეძლო დედაშენთან ცხოვრება. ჩვენ სულ სხვადასხვა ადამიანები ვართ.
ლიკა მე ამას ვერ ვგრძნობდი. ვერ წარმოვიდგენდი თუ დედას გაეყრებოდი. სულ ერთად იყავით. ყველგან ერთად დადიოდით. დედას გარეშე ვერ ძლებდი.
გიგა გაჩუმდა. ჩაფიქრებული ერთ წერტილს მიშტერებოდა.
ლიკა მე მგონია, რომ უბრალოდ ახლა სხვა მოგეწონა. ხომ შეიძლება, მერე კიდევ სხვა მოგეწონოს, მერე კიდევ...
გიგა (ყვირის) გაჩერდი!
ლიკა განაწყენებული დივანზე დაეხეთქება და ტირილს იწყებს.
გიგა ბოდიში, უხეშად მოგექეცი. მაპატიე.
ლიკა ხმას არ სცემს. ცრემლებს იწმენდს თვალებიდან. ოთახში ირმა შემოდის.
ირმა (ქმარს) რაშია საქმე, რატომ ტირის?
ლიკა (ცრუობს) არ მინდა საჩხერეში წასვლა და იმიტომ.
ირმა (ნერვიულად შლის ხელებს) არ ვიცი რა მოუვიდათ ამ ბავშვებს! ლიკა, რატომ არ გინდა წასვლა?
ლიკა (წამოდგა დივანიდან) გადავიფიქრე, მივდივარ.
ირმა (თავისუფლად ამოისუნთქებს) კიდევ კარგი. აბა, აქ რა უნდა აკეთო ამ სიცხეში.
გიგა და ლიკა ემშვიდობებიან ირმას და მიდიან.
ირმა რატომ ვნერვიულობ ტყუილუბრალოდ. ნახოს ილიკომ, რა მოხდა მერე. თუ ამბავს მიუტანს გიგას ვეტყვი რომ ინსტიტუტის მეგობარი მესტუმრა.
ირმა ცოტა ხნით გადის და საგარეო ტანსაცმელში ბრუნდება. ხელში სარკიანი პუდრა უჭირავს და სახეზე ისმევს. ილიკო შემორბის ოთახში.
ილიკო ბავშვები სახლში ავიდნენ. როცა ცხელა მშობლები არ უშვებენ.
ირმა აუჩემებიათ რაღაც სისულელე. რა მოხდა მერე. ჩრდილში დადგებით და იქ ითამაშებთ.
ილიკო დედაც არ მიშვებს-ხოლმე სიცხეში...
ირმა (შეხედა ბავშვს) ჰმ....
ილიკომ სახატავი რვეული და ფანქრები აიღო და ხატვას შეუდგა. ზარის ხმა გაისმა. ირმა ოთახიდან გავიდა. მალე სტუმართან ერთად დაბრუნდა. გაღიმებული მაჯაზე იყურება, რომელზეც ოქროს სამჯური აქვს შებნეული.
ირმა როდიკო, გაიცანი, ეს ილიკოა.
როდიკო რა კარგი ბიჭია.
ილიკო ხატავს და მათ ყურადღებას არ აქცევს. როდიკო უახლოვდება.
როდიკო გამარჯობა, ვაჟკაცო.
ილიკო (თავის აუწევლად) გამარჯობა.
როდიკო აბა, მაჩვენე, რას ხატავ?
ილიკო (ირმას გადახედავს) ეს მამაა, ეს ლიკა, ეს მე და ჩემი დედა.
როდიკო რა კარგი ნახატია. ძალიან მომეწონა. ამ ნახატს რას დაარქმევ?
ილიკო "ნამდვილი ოჯახი"
როდიკო (გაიცინებს) არანამდვილი ოჯახი რა არის?
ირმა კარგი, გაანებე თავი! მე მზად ვართ. წავიდეთ. ილიკო, მივდივარ. წესიერად მოიქეცი. არაფერი გატეხო. სახლი არ აურდაურიო. კარგი? თუ წესივრად მოიქცევი ხვალ აქვაპარკში წაგიყვან. გინდა?
ილიკო ხმას არ იღებს.
ირმა (გაბრაზებული) ჰმ...
როდიკო (გაიცინებს) აბა, კარგად, ნახვამდის.
ორივენი გადიან. ოთახში მარტო როდიკო რჩება. ხატვას თავს ანებეს. სავარძელში ჯდება და ზღარბივით იკუნტება.
ილიკო როდის ჩამოვა დედა მივლინებიდან. რა გაძლებს აქ! მალე დაღამდება. როგორ მეშინია მარტო ყოფნა. (ცრემლები მოსდის) როდის წამიყვან დედა...
შუქს ანთებს. ისევ სავარძელში ჯდება. უცებ მის წინ უცნაური არსება აისვეტება.
ილიკო ვაიმე! ვინ ხარ! (ყვირის შეშინებული)
მანტი ნუ გეშინია (ჟღრიალა ხმით პასუხობს). მანტი ვარ!
ილიკო (ისევ შეშინებული) რა გინდა აქ!
მანტი მე აქ ვცხოვრობ.
ილიკო (გაკვირვება შიშს შეცვლის) როგორ?
მანტი ჰო, აქ ვცხოვრობ.
ილიკო რომ არ მინახიხარ?
მანტი ვიცი, მე არავის ვუნახივარ.
ილიკო როგორ, აქ ცხოვრობდი და არავის უნახიხარ?
მანტი (ჟღრიალა ხმით ჩაიკისკისებს) ვისაც დავენახვები, ის მხედავს მხოლოდ.
ილიკო საინტერესოა.
მანტი ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ილიკო შენ საიდან მოხვედი აქ?
მანტი მე კარჩიზე ვცხოვრობ.
ილიკო სად?
მანტი კარჩიზე. ეს პლანეტა ანდრომედას გალაქტიკას ეკუთვნის.
ილიკო რა საინტერესოა! მერე აქ რატომ ხარ?
მანტი გადავწყვიტე დედამიწა მენახა.
ილიკო საიდან იცი ქართული?
მანტი როგორ საიდან, როდესაც ადამიანი სამოგზაუროდ მიდის, განა მარტო საჭირო ნივთები მიაქვს, ცოდნითაც იღჭურვება.
ილიკო რამდენ ხანში ისწავლე ქართული ენა?
მანტი (თავისი ჟღრიალა ხმით გაიცინებს) დედამიწის დროით ერთ წუთში.
ილიკო ვერ გავიგე... ერთ წუთში? ეს როგორ?
მანტი აბა, თქვენ რამდენ ხანს უნდებით უცხო ენის სწავლას?
ილიკო უკეთეს შემთხვევაში ერთი წელი.
მანტი თუ არ ვცდები დედამიწის დროით ერთ წელს გულისხმობ, ხომ?
ილიკო რა თქმა უნდა.
მანტი (ღრმად ამოისუნთქებს) სულ დამავიწყდა რომ თქვენ განვითარებადი ცივილიზაციის პირობებში ხართ.
ილიკო როგორ განვითარებადი....
მანტი გასაგებად რომ ვთქვათ, დედამიწის განვითარება ძლიერ ჩამორჩება ჩვენი პლანეტისას. ილიკო ოჰო!
მანტი მოდი ახლოს.
ილიკო ფრთხილად უახლოვდება მანტს.
მანტი ნუ გეშინია. მე არაფერს გავნებ.
ილიკო რა გამართული ქართულით ლაპარაკობ. ჩემი ქართულის მასწავლებელს ძალიან მოეწონებოდი. მანტი მართლა? თუმცა სხვანაირად წარმოუდგენელია. მე ხომ სპეციალური მოწყობილობა მაქვს თავში ჩადგმული, ლიუგე... თქვენს ენაზე ჩიპი. ამ ჩიპზე საჭირო ინფორმაციაა ჩატვირთული. არა მარტო ქართული ენა. აქ თქვენი პლანეტის ისტორია, გეოგრაფია, მოკლედ ყველაფერი, რაც დედამიწას და მის ბინადრებს შეეხებათ.
ილიკო საინტერესოა. ჩიპში, როგორც კომპიუტერში შეგიძლია ინფორმაცია შეცვალო?
მანტი რა თქმა უნდა.
ილიკო რა ბედნიერებაა. დავუშვათ გაკვეთილზე მივდივარ. ჩავტვირთავდი გაკვეთილებს და ჩავურაკრაკებდი მასწავლებელს. სულ ათიანებს მივიღებდი. რას გაიხარებდა დედაჩემი! ილიკო მანტს მიუახლოვდა.
ილიკო შეიძლება შენი ტანსაცმელი ვნახო?
მანტი როგორ არა.
ილიკო ხელს კიდებს ვერცხლისფერ შრიალა მასალისაგან შეკერილ ტანისამოსს.
ილიკო თითქოს სიფრიფანა მეტალის ფურცლისაგანაა დამზადებული.
მანტი ეს სპეციალური მასალაა. რაიმე ვირუსი რომ არ შემოიჭრას ჩემს ორგანიზმში.
ილიკო თქვენთანაც არის ვირუსები?
მანტი რა თქმა უნდა. ჩვენ ვირუსებზე საშიში კოსმოსური ვირუსებია.
ილიკო (ტანსაცმელზე მიუთითა) მერე ეს გიცავს?
მანტი ჰო.
ილიკო მართლა, წიგნებს შენ ისროდი?
მანტი (ჩაიკისკისებს) ჰო. ვერთობი ხოლმე.
ილიკო მხიარულად იცინის
ილიკო რა მაგარია, ვიღაც წიგნებს ისვრის და ვერ ხედავენ ვინ. ნეტავ მეც ასე შემეძლოს გაუჩინარება.
მანტი რას მოიმოქმედებდი? შენც სახლებს აურევდი?
ილიკო (იცინის) ჰო.
მანტი რატომ იყავი დღეს მოწყენილი?
ილიკო დიდი ისტორიაა
მანტი ისტორიაა? მაშინ მე მეცოდინება. ხომ გითხარი ჩემ ჩიპში ისტორიაც ჩატვირტთული მაქვს.
ილიკო არა, ეს ოჯახური ისტორიიაა...
მანტი ააა... ანუ ეს ადამიანების პირადული ისტორიაა.
ილიკო სწორად მიხვდი
მანტი მერე? მომიყევი ეგ თქვენი პირადული ისტორია.
ილიკო საქმე იმაშია, რომ დედა და მამა გაიყარნენ.
მანტი ანუ დაცილდნენ, ხომ?
ილიკო ჰო. ასეა. ჩვენ ხან დედასთან ვართ, ხან მამასთან. ძირითადად დედასთან ვცხოვრობთ. მხოლოდ შაბათ-კვირას მივდივართ მამასთან. თვეში ორჯერ.
მანტი მერე?
ილიკო რა მერე? ვერ ხვდები, რომ მე და ჩემ დას გვინდა დედა და მამა, როგორც ადრე ერთად იყვნენ.
მანტი ეს ქალი, სხვა დედაა?
ილიკო დედა კი არა, მამაჩემის მეორე ცოლია.
მანტი გასაგებია. დედა ხომ კარგად გეპყრობა.
ილიკო რა თქმა უნდა! დედა ძალიან მიყვარს.
მანტი მამა?
ილიკო მამაც ძალიან მიყვარს.
მანტი მამაც ხომ კარგად გექცევათ?
ილიკო ჰო.
მანტი აბა, რა გინდა, ვერ გავიგე?
ილიკო რა მიუხვედრელი ხარ. გემჩნევა რომ სხვა პლანეტიდან ხარ. მე მინდა რომ ჩვენი ოჯახი ისევ გამთლიანდეს.
მანტი (თავს იფხანს ჩაფიქრებული) ბოდიში, მართალია უზარმაზარი ცოდნა მაქვს თავში, მაგრამ ადამიანური გრძნობები ჩემთვის გაუგებარია. ეს ცოდნის სფეროს არ შეეხება და ამიტომ ამ საკითხში არაკომპეტენტური ვარ.
ილიკო როგორი? არაკომპიტუნტური?
მანტი არაკომპეტენტური ანუ არაკვალიფიციური.
ილიკო რა უცხო სიტყვებით მელაპარაკები.
მანტი ანუ ვერ ვერკვევი მეთქი ადამიანურ გრძნობებში.
ილიკო ახლა გასაგებია. თავიდანვე ასე გეთქვა.
მანტი მერე, რა უნდა გააკეთო, რომ დედა და მამა შერიგდნენ?
ილიკო თავს იფხანს.
ილიკო უნდა დავანახვოთ მამას ვინ არის სინამდვილეში ირმა.
მანტი და მერე ვინ არის?
ილიკო მატყუარა, ცუდი ადამიანი.
მანტი რატომ?
ილიკო მამას რქებს ადგამს და იმიტომ. მეცოდება მამა.
მანტი რატომ, მძიმეა რქები?
ილიკო რქების დადგმა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგო.
მანტი დამაბნიე, აბა როგორ გავიგო.
ილიკო ამ ფრაზას გადატანითი მნიშვნელობით ხმარობენ. რქების დადგმა ღალატს ნიშნავს. მანტი. მე მგონი გავიგე.
ილიკო ააა, გაგინათდა გონება? ესეც გადატანითი მნიშველობითაა და ნიშნავს _ მიხვედრას.
მანტი ამ ჩემ ჩიპში ასეთი ინფორმაცია არ არის.
ილიკო ნუ ნერვიულობ, გასწავლი.
მანტი მოდი ისევ მამას და დედას მივუბრუნდეთ. ესე იგი ირმა მამაშენს რქებს ადგავს. სწორად ვთქვი? ილიკო ნამდვილად ასეა. ჰოდა, ირმა მამასთან არ უნდა ცხოვრობდეს. მე მინდა რომ დედა და მამა შერიგდნენ.
მანტი გასაგებია, გასაგებია ყველაფერი. მოვიფიქრებ.... არა, შევადგენ მოქმედების გეგმას. შევიმუშაოთ სტრატეგია. ტაქტიკური სვლებით ჩვენ შევძლებთ... ილიკო ადამიანურად ილაპარაკე, თორემ მგონია ცხვირწინ წიგნი გაქვს გადაშლილი და კითხულობ.
მანტი ესე იგი მარტივი ენით უნდა ვილაპარაკო.
ილიკო აბა, რა! (დაამთქნარა) უჰ, მეძინება. შენ არ გინდა ძილი?
მანტი (ჩაიკისკისებს) მე არასდროს მძინავს. დღეში რამდენიმე წუთს თვალებს ვხუჭავ და ესაა და ეს. ილიკო მე ასე არ შემიძლია.
მანტი ვიცი. ახლა წადი და დაიძინე.
ილიკო მეშინია მარტო საძინებელში ყოფნა. ჩემი და მაინც დარჩენილიყო.
მანტი მე წამოგყვები და შენთან ვიქნები.
ილიკო რა კეთილი ხარ. მე ვგრძნობ, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდები.
მანტმა სიამოვნებისაგან უცნაურად ჩაიკრუტუნა.
ილიკო წავედით ახლა საძინებელში.
ორივენი გადიან ოთახიდან. ცოტა ხანში ოთახში ირმა შემოდის.
ირმა სადაა ნეტავ?
ოთახიდან გადის და მალევე ბრუნდება.
ირმა დაუძინია. რა ლამაზი სამაჯური მიყიდა. ჩემი ქმარი ამას ვერც მოიფიქრებდა. რომც მოეფიქრებინა, სადაა აქვს ამდენი ფული. აი, როდიკო, მოხერხებულია. ცხოვრების შნო აქვს. ყველანაირად ვეცადე, ცოლად გავყოლილიყავი, მაგრამ არ ქნა არაფრით: ცოლის მოყვანას არ ვაპირებო, ბიზნესში ხელი შემეშლებაო. ეს საბაბია, თორემ მიზეზი სხვა იქნება. მეც რამდენი უნდა მეცადა. უკვე ასაკი მქონდა და ამიტომ გიგა ვარჩიე.
ხელს მაღლა ასწევს და სამაჯურს ათვალიერებს.
ირმა რა ლამაზია, ხვალ მაკას ვაჩვენებ, გულს გავუხეთქავ.
უცებ გაჩერდა.
ირმა რა ვთქვა, ვინ მაჩუქა-მეთქი? სიმართლე დასაეჭვებელია. უცხო მამაკაცი რატომ გაჩუქებს ასეთ ძვირფას სამკაულს. ჯობია გავჩუმდე.
ზარის ხმა გაისმის. ირმა კარის გასაღებად გადის ოთახიდან და როდიკოსთან ერთად ბრუნდება.
როდიკო ვერ გავძელი უშენოდ და გზიდან მოვბრუნდი.
ირმა ამ სიტყვებით ნასიამოვნები იღიმება. როდიკო სავარძელში ჯდება.
როდიკო პატარა ბანდიტმა დაიძინა?
ირმა ჰო, დაუძინია.
როდიკო წყალი მომიტანე, რა.
ირმა ახლავე
გადის ოთახიდან და წყლით სავსე ჭიქით ბრუნდება.
ირმა გამომართვი
როდიკო მადლობ
ირმა გამორთმევას დააპირებს, რომ ხელი უცნაურად აუცდება ჭიქაზე და წყალს როდიკოს ახალ პიჟაკზე გადაასხავს.
ირმა ვაიმე, არ ვიცი რა დამემართა, თითქოს ჭიქა მაღლა ახტა.
როდიკო ჰმ, ახტა... შენ ჭიქის დაჭერა არ იცი წესიერად!
ირმა ჭიქის დაჭერას რა ცოდნა უნდა.
როდიკო ხომ ხედავ უნდა
ირმა (გაბრაზებული) კარგი, რა, ძალით ხომ არ გამიკეთებია.
როდიკო პიჯაკს იხდის და სავარძელზე გადაკიდებს.
როდიკო ასე იყოს, გაშრება.
მერე მეორე სავარძელთან მიდის და ჩაეზღერთება. უცებ ღმუილის მაგვარი ხმა აღმოხდება. როდიკო ხელს აცოცებს საჯდომისკენ და შარვალზე მიკრულ ქვაბის სახეხს მაღლა ასწევს.
როდიკო ესეც შემთხვევით მოხდა აქ?
ირმა (გაოცებული და დაბნეული) შენ წარმოიდგინე, არც ეგ ვიცი საიდან გაჩნდა. ახლახანს ხომ მანდ იჯექი და არაფერი იდო.
როდიკო (ჩაფიქრდა) ჰო, მართალია. კი მაგრამ ვინ დადო აქ. იქნებ იყო და...
ირმა თუ მანდ იდო, როცა დაჯექი იგრძნობდი.
როდიკო (მწარედ ჩაიცინებს) თუ იმ მწარე ტკივილს მხოლოდ შეგრძნებას დაარქმევ... გამიმწარდა სული.
ირმა ბავშვმა ხომ არ დადო.
როდიკო მმმ... ნამდვილად არ იდო აქ. ცოტა ხნის წინ ხომ აქ ვიჯექი. წყალი რომ შემომიტანე ავდექი.... ვერ გამიგია ვერაფერი
ირმა როდიკო, ისევ გტკივა?
როდიკო მეწვის ძალიან
ირმა აბა მაჩვენე.
როდიკო (გაბრაზებული) დამანებე თავი.
ირმა (ჩააცივდება), სპირტით დაგიმუშავებ, ინფექცია არ შეიჭრას.
როდიკო არ მინდა. წავედი, დედაჩემი მომივლის.
ირმას ნაწყენი სახე აქვს. ტუჩებს აიბზუებს.
ირმა როგორც შენ გინდა.
როდიკოს აცილებს. ორივენი ოთახიდან გადიან. ისმის მანტის კმაყოფილი სიცილი.
მოქმედება II ირმა ისევ ოთახში ბრუნდება. ირმა დაუნახავი! როგორ მიყვარს და ვერ დავანახე ჩემი გრძნობა. მისთვის მე სათამაშო ვარ, რომლითაც ერთობიან, მერე მოსწყინდებათ და მიატოვებენ. არ გამოგივა. მე ჩემს მიზანს მაინც მივაღწევ!
მობილური რეკავს. ირმა ყურმილს იღებს.
ირმა ჰო, გიგა. შენ ხარ? როგორ ჩახვედით.
გიგა. კარგად. არ უნდა დაგერეკა, მოგეკითხე, როგორ ვიმგზავრეთ.
ირმა მე შენს ზარს ველოდებოდი.
გიგა რომ არ დამერეკა, ალბათ შენ არც კი გაგახსენდებოდი.
ირმა ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე.
გიგა დაკავებული (ჩაიცინებს) რით?
ირმა ხომ იცი სახლში რამდენი საქმეა. მერე ილიკოს ვართობდი. ბავშვი უხასიეთოდაა.
გიგა კარგი გოგო ხარ. ბავშვს მიმიხედე.
ირმა მაგას თქმა უნდა? დავპირდი აქვაპარკში წაგიყვან-მეთქი.
გიგა (ნასიამოვნები ხმით) კარგი ადამიანი ხარ ირმა.
ირმა ვცდილობ. ხომ იცი რა ძნელია სხვის შვილს თავი შეაყვარო. ხომ ხედავ ბავშვები როგორ აგრესიულად არიან განწყობილი ჩემს მიმართ.
გიგა გაუვლით. ნუ ნერვიულობ.
ირმა ( სლუკუნით) როგორ არ ვინერვიულო, როგორ ვცდილობ შევაყვარო თავი და არ გამომდის
გიგა კარგი, ნუ ტირიხარ. გავა დრო და ყველაფერს მიხვდებიან.
ირმა მეც ამის იმედი მაქვს.
გიგა ლიკამ ძალიან გაიხარა აქ ჩამოსვლით. ახლა მამიდაჩემთან გავარდა.
ირმა კარგია....
გიგა აბა, ჩემო გვრიტო, ნახვამდის.
ირმა როდის აპირებ ჩამოსვლას?
გიგა. ერთ კვირაში
ირმა დარჩენილიყავით მეტ ხანს. ბავშვისთვის კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა.
გიგა ვნახოთ. ილიკო როგორ გაძლებს უჩემოდ?
ირმა სამ დღეში დედამისი ჩამოდის და წაიყვანს.
გიგა ჰო, ეგ მართალია. ვნახოთ, შეიძლება, მართლაც, ცოტა მეტ ხანს დავრჩეთ.
ირმა ძალიან კარგი.
გიგა ილიკოს ალბათ უკვე სძინავს, არა?
ირმა რა თქმა უნდა. ბავშვისთვი რეჟიმის დაცვა აუცილებელია.
გიგა რა ყურადღებიანი ხარ. ნახვამდის, ტკბილ ძილს გისურვებ.
ზარის ხმა გაისმა. მერე კარზეც დააკაკუნეს.
ირმა (აფორიაქდა) კარგად, ნახვამდის. (მობილური გათიშა)
ოთახიდან გავიდა. მოისმა როდიკოს აღელვებული ხმა.
როდიკო ნამდვილად მახსოვს ჯიბეში მქონდა. ალბათ აქ ამომივარდა უცაბედად.
ირმა არსად არაფერი შემინიშნავს. მარტო ერთი გასაღები იყო?
როდიკო არა, სამი გასაღები იყო. ასხმულას თან პატარა გული ჰქონდა ჩამოკონწიალებული.
ირმა (ოთახი მოათვალიერა) აქ არ დაგვარდნია.
როდიკო აბა სად უნდა წასულიყო. მანქანასთან რომ მივედი, ჯიბეში ჩავიყავი ხელი, რომ გასაღები ამომეღო და არ დამხვდა. ეზო მოვათვალიერე. ვერ ვიპოვე. სხვაგან სად უნდა დამკარგოდა. მანქანის, სამსახურის და სახლის გასაღებებია. ირმა (კიდევ ერთხელ შემოურბინა ოთახს და თავი გაიქნია) არ ჩანს.
როდიკო (დივანის ქვეშ იყურება, მერე სავრძლების ფეხებთანაც შეიხედა). მართლაც არ ჩანს. სად უნდა დამეკარგა?
ირმა ეზოში იქნება ნამდვილად.
როდიკო (უცებ გაშეშდება და წიგნების კარადასთან მიირბენს) ერთერთი წიგნიდან რაღაც ნივთს აიღებს და ირმასთან ბრუნდება) აი, ჩემი გული....
ირმა (ვერ ხვდება) რა?
როდიკო (ყვირილით) ეს ის გულია, გასაღებების ასხმას რომ ჰქონდა.
ირმა მერე გასაღებები?
როდიკო (გესლიანად ჩაეცინება) ეს შენ უნდა გკითხო
ირმა მე რა ვიცი, ხომ გითხარი არ მინახია-მეთქი.
როდიკო აბა აქ საიდან გაჩნდა!
ირმა მე საიდან უნდა ვიცოდე!
როდიკო როგორ შენ სახლში რა ხდება არ უნდა იცოდე?! ბავშვს სძინავს. გამორიცხულია, რომ მას აეღოს გასაღებები. შენს მეტი კი სახლში არავინაა...
ირმა ასე გამოდის, რომ მე გიმალავ გასაღებებს?
როდიკო აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?
ირმა (გაბრაზებული) რაც გინდა იფიქრე!
როდიკო გიცნობ შენ! სამაგიერო გინდა გადამიხადო, რომ ცოლად არ წაგიყვანე!
ირმა შენ ხომ არ გაგიჟდი?!
როდიკო (იცინის) ჰო, რა, ასე არ არის?
ირმა უსვინდისო ხარ!
როდიკო მე ვარ უსვინდისო? (იცინის) მე არავის ვატყუებ.
ირმა ამით რა გინდა თქვა?
როდიკო კარგი, რა! გამოვიდა გულუბრყვილო ჩიტი. ქმარს ასე უსვინდისოდ ატყუებ და ჩემთან დაიარები....
ირმა ყველა კაცი ღირსია ღალატის! იმსახურებენ.
როდიკო ააა, შენი ქმრის ბრალი ყოფილა ესე იგი, რომ ჩემთან ღალატობ.
ირმა აბა, რა!
როდიკო მაშინ რატომ დაუნგრიე ოჯახი, რატომ გაჰყევი?
ირმა შენ ჯიბრზე. ძალიან მიყვარხარ, ძალიან და ვხვდებოდი, რომ შენ ცოლად არ მომიყვანდი.
როდიკო (გვერდზე) ჭკვიანი ვარ და იმიტომ.
ირმა რაო, რა ჩაილაპარაკე?
როდიკო არაფერი.
ირმა ვიცი ვინც ბრძანდები. შენ მხოლოდ ხალხის გამოყენება იცი, შენში სიყვარულის გრძნობა არც შეიძლება იყოს.
როდიკო ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, ვისაც შევიყვარებ.
ირმა ასეთის მონახვა გაგიჭირდება.
როდიკო ვითომ რატომ?
ირმა იმიტომ, რომ შენ პირველ რიგში ქონებას უყურებ და მერე ადამიანს.
როდიკო რა იცი, რომ ისეთი არ შემხვდება, ვისაც ქონებაც ექნება და ისეთი თვისებებიც, რის გამოც შემიყვარდება.
ირმა შემიყვარდება (გამოაჯავრებს) როგორ შეგიყვარდება, როდესაც გულის მაგივრად ქვა გიდევს!
როდიკო ვისგან მესმის!
ირმა დიახ, დიახ!
როდიკო რა სულელი ქალი ხარ. მომიტანე ახლა გასაღები!
ირმა შენ რა, ვერ გაიგე, რომ არ ამიღია შენი გასაღები?
როდიკო აბა ეს გული საიდან გაჩნდა კარადაზე.
ირმა (როდიკოსკენ მიდის) მაჩვენე ერთი რა გულია.
უახლოვდება როდიკოს. თითქოს ვიღაცამ ხელი კრა, ეჯახება მამაკაცს და წააქცევს. ორივენი წაიქცევიან. როდიკო სწრაფად წამოდგება და გაოგნებული უყურებს ქალს.
როდიკო არ მეგონა ასეთი ქაჯი თუ იყავი, თორემ ახლოს როგორ გაგიკარებდი.
ირმა წამოდგომას ცდილობს. როდიკო შეეშველება. ამ დროს ირმას ჯიბიდან გასაღები გადმოუვარდება როდიკო ქალს ხელს უშვებს და გასაღებს მივარდება. მერე ჯიბიდან დანარჩენ ორ გასაღებსაც ამოუღებს. ქალი გაოგნებული იყურება.
როდიკო არ გინახავს, ხომ, გასაღებები?! მაგარი გაიძვერა ყოფილხარ. აქამდე რატომ ვერ მივხვდი! ქმარს არ ინდობ და მე ხეირს დამაყრი?! კარგად ბრძანდებოდე. შენთან ჩემთავად დამლაპარაკებლის....
როდიკო ოთახიდან გავარდა. ტელეფონის წკრიალს ხმა გაისმა.
ირმა (ძლივს წამოდგა, ნერვიულობისაგან სახე ატკეცოდა) ალო
ხმა ხომ არ გეძინა, ჩემო კარგო?
ირმა (უკმაყოფილო გამომეტყველებით) არა, საქმეები მქონდა და რა დამაძინებდა.
ხმა მეც მარტო ვარ და არ ვიცი რა ვაკეთო. შენთან რომ ამოვიდე წინააღმდეგი ხომ არ იქნები.
ირმა აააა... არა.
ხმა მოვდივარ.
ირმა გაბრაზებული ყურმილს უხეშად დებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში მაკა შემოდის და დივანზე ჯდება.
მაკა კარი რატომაა ღია?
ირმა (დაიბნა) გასანიავებლად დავტოვე...
მაკა (ეშმაკური ღიმილით) გასანიავებლად? ჰო....
ირმამ სავარძლების გასწორება დაიწყო.
მაკა ის ვინ იყო შენ სახლში რომ შერბოდა და გამორბოდა. ჩხუბის ხმაც მომესმა შენგან.
ირმამ სიბრაზისაგან პირი მაგრად მომუწა.
ირმა ნათესავი იყო
მაკა ააა.... რას გეჩხუბებოდა?
ირმა ( ცოტა შეყოვნდა) ფულის სესხება უნდოდა და უარი რომ ვუთხარი გაბრაზდა.
მაკა აბა გასაღებიო, რომ ყვიროდა?
ირმა შენ რა მეტი საქმე არ გაქვს უსმინო სად რას ლაპარაკობენ?!
მაკა (ნაწყენი) ის კაცი ისე ღრიალებდა, მგონი პირველ სართულზეც გაიგონებდნენ. რა, ყურებს ხომ არ დავიცობდი ბამბით.
ირმა ოჰ.... ისე გამანერვიულა, რას ვლაპარაკობა არ ვიცი.
მაკა წამოდგა დივანიდან. ირმას სამაჯურს მიაშტერდა.
მაკა რა ლამაზი სამაჯურია. საიდან?
ირმა გიგამ მიყიდა.
მაკა ყოჩაღ გიგა! ალბათ ამ სამაჯურს მისი სამი-ოთხი თვის ხელფასი დასჭირდებოდა.
ირმა (გაღიზიანებული ხმით) შენ საიდან იცი ჩემი ქმრის ხელფასი?
მაკა ადრე ვკითხე გიგას.
ირმა სიბრაზისაგან წამოწითლდა მაგრამ ხმა არ ამოუღია. მოსაჩვენებლად დაამთქნარა.
ირმა რაღაც მეძინება
მაკა ჰოო? მაშინ წავედი. დაიძინე.
ირმა კი, დავიძინებ.
ქალი აცილებს მეზობელს.
მოქმედება III
ოთახში ილიკო შემოდის.
ილიკო რომელი საათია? დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა. ნეტა მანტი სადაა?
მანტი ოთახში შემოდის
მანტი აქ ვარ!
ილიკო დილა მშვიდობისა!
მანტმა ცხირის წვერზე საჩვენებელი თითი სამჯერ მიაჭირა და სამჯერვე ჟღრიალა ხმით გაიმეორე ბგერა "უ"
ილიკო (გაიცინა) ეს რა იყო?
მანტი ჩვენებური მისალმება.
ილიკო აუ, რა მაგარია.
ილიკომ გაიმეორა მანტის მისალმება.
მანტი ძალიან მესიამოვნა, ჩვენი მისალმებით რომ მომესალმე.
ილიკო რადგან ასე გაგიხარდა, ყოველთვის ასე მოგესალმები. რა კარგად მოვიქეცი, რომ მამას არ გავყევი საჩხერეში. რომ წავსულიყავი შენ ხომ ვერ გნახავდი.
მანტი ჰო. ის ქალი სადაა?
ილიკო ვინ, ირმა?
მანტი ჰო
ილიკო სახლში არაა. ალბათ საქმეზე წავიდა. რაღაზ პატარა ბიზნესი აქვს. მოკლედ „ბიზნესვუმენია“.
მანტი ეს ინგლისურ ენაზეა, ხომ? „ბიზნესვუმენ“.
ილიკო ვა, შენ ინგლისურიც ისწავლე?
მანტი ჰო, ტქვენი ტელევიზიით სულ იმას გადამოსცემენ ინგლისური და კომპიუტერი ისწავლეთო. ჰოდა, ვიფიქრე დამჭირდება-მეთქი და ჩიპზე ესეც ჩავწერე.
ილიკო სადამდე დარჩები ჩვენთან?
მანტი წესით ხვალ უნდა წავიდე.
ილიკო რას ამბობ! გთხოვ დარჩი. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ შენნაირი მეგობარი მუდამ გვერდით მეყოლება.
მანტი სამწუხაროდ ჩემს პლანეტაზე უნდა დავბრუნდე.
ილიკო ალბათ დედა და მამა ინერვიულებენ, არა?
მანტი (გაიცინა) იქაურ მცხოვრებლებს დედა და მამა არ გვყავს.
ილიკო აბა, როგორ გაჩნდით.
მანტი სინჯარიდან.
ილიკო როგორ?
მანტი ხელოვნური წესით ვმრავლდებით. ლაბორატორიებში გამოვყავართ.
ილიკო რას ამბობ! ალბათ ძნელია, ხომ უდედმამობა?
მანტი არა. მე ხომ არ განმიცდია მშობლების სიყვარული... რაც არ იცი, იმის ნაკლებობას როგორ იგრძნობ.
ილიკო რა ჭკვიანი ხარ. ამაზე ახლა დავფიქრდი მხოლოდ. მართალი ხარ.
ზარის ხმა მოისმის. ილიკო ოთახიდან გადის. მალე როდიკოსთან ერთად შემოდის. მანტი მოშორებით სკამზე ჩამოჯდება.
როდიკო წინააღმდეგი ხომ არ იქნები აქ დაველოდო?
ილიკო არა. დაბრძანდით.
როდიკო დამირეკა ჩემთან მოდიო. ალბათ, ირმა მალე მოვა სახლში.
ილიკო კი. დღეს სერიალი თორმეტ საათზე იწყება და არ არსებობს, რომ არ უყუროს.
როდიკო შენ რა დაკვირვებული ბიჭი ხარ.
ილიკო ამას რა დაკვირვება უნდა. სერიალი რომ იწყება ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევს. ჩვენც ეზოში ჩავდივართ ხოლმე სათამაშოდ.
როდიკო დედათქვენი როდის ჩამოდის?
ილიკო დღეს დილით დამირეკა სამ დღეში ჩამოვდივარო. გეგმები შეეცვალა.
როდიკო ზარია მგონი. ირმა მოვიდა, ალბათ.
ილიკო კარის გასაღებად გაეშურა. მაკას ხმა მოისმა.
მაკა ილიკო, ირმა სახლშია?
ილიკო არა, წასულია, მაგრამ მალე მოვა.
მაკა მაშინ დაველოდები.
ილიკო და მაკა ოთახში შემოდიან. მაკა როდიკოსკენ გაიხედავ და მიესალმება.
მაკა გამარჯობათ, (ცრუობს) არ ვიცოდი თუ სტუმარი....
როდიკო რას ამბობთ. ირმას ვნახავ და მალე წავალ. მეჩქარება.
ილიკო დეიდა მაკა, მე ეზოში ჩავალ. ხომ შეიძლება.
მაკა ვაიმე, ირმა ხომ არ გაბრაზდება მის დაუკითხავად რომ ჩახვიდე.
ილიკო რას ამბობთ. პირიქით უხარია ხოლმე, რომ არ ვიხმაურებ და არ შევაწუხებ.
მაკა მაშინ გაიქეცი, ოღონდ ჭკვიანად იყავი.
ილიკო კარგით, მაკა დეიდა.
მანტთან მივა და ეუბნება ჩუმად:
ილიკო ხომ არ გეწყინება ეზოში რომ ჩავიდე
მანტი არა. მე აქ დავრჩები
მაკა ვის ელაპარაკები ილიკო?
ილიკო ჩემს მეგობარს (გაიცინებ)
მაკა მხრებს იჩეჩავს. ილიკო ოთახიდან გადის.
მაკა (როდიკოს) რა უცნაურები არიან ბავშვები, თავისთვის ლაპარაკობს და მეგობარს ველაპარაკებიო, მეუბნება. თავის სამყაროში იკეტებიან და ხშირად რეალობას სცილდებიან.
როდიკო თავს უქნევს.
მაკა განსაკუთრებით, ასეთი რთულები ის ბავშვები არიან, ვისი ოჯახებიც დაინგრა.
როდიკო მართალი ხართ.
მაკა ასეთ სიტუაციაში ყველა მხარე უნდა ეცადოს რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ბავშვისთვის ეს პროცესი.
როდიკო ყველაფერს ის ჯობია, რომ ოჯახი არ დაინგრეს.
მაკა გეთანხმებით. საოცარია, მაგრამ პატარა მიზეზების გამო ინგრევა ოჯახები. მესმის, რომ იყოს ფიზიკური შეურაცხყოფა, ან ქრონიკული ლოთობა და ასე შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში რა არის ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი? აღარ უყვართ ერთმანეთი! ან უკეთესი ცხოვრება მოუნდათ და სხვა პარტნიორი ნახეს. თითქოს მოდაში შემოვიდა ოჯახების დანგრევა. ვინ ზარალდება, ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ბავშვი!
როდიკო სრულიად გეთანხმებით. ამის გამო ვფრთხილობ და ცოლის მოყვანას ვაგვიანებ. მეშინია, არ ვიცი როგორი გამომადგება. ძნელია ადამიანის შეცნობა ბოლომდე.
მაკა უცოლო ხართ? (გაიბადრება). მართალი ხართ, ძალიან ძნელია ადამიანის გამოცნობა. მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო? (გაიცინა)
როდიკოც აჰყვა.
მაკა თქვენ ამ ოჯახის ნათესავი ხართ?
როდიკომ ჩაახველა.
როდიკო ირმას თანაინსტიტუტელი და დიდი ხნის ნაცნობი.
როდიკო თქვენ?
ირმა მე მეზობელი ვარ. დაბლა სართულზე ხუთოთახიანში ვცხოვრობ.
როდიკო მუშაობთ?
მაკა კი. კერძო ბიზნესი მაქვს. ბათუმში სასტუმრო მაქვს. თბილისში რამდენიმე მაღაზია.
როდიკო (სავარძლიდან წამოიწია) ოჰო! წამატებული ქალბატონი ყოფილხართ.
მაკა ასე ვთქვათ (გაიღიმა). გამოცოცხლდა ბათუმი. ძალიან ბევრი დამსვენებელი მყავს. თავისუფალი ნომრის შოვნა ჩემთან შეუძლებელია. მუდმივი კლიენტები გვყავს და წინასწარვე ჯავშნიან ოთახებს.
როდიკო მისასალმებელია, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში წარმატებულად ააწყეთ საქმე.
ირმა თქვენ სად მოღვაწეობთ?
როდიკო "აიცედეს" გენერალური დირექტორი ვარ.
ირმა რას ამბობთ. ცნობილი ფირმაა. საამშენებლო, ხომ?
როდიკო დიახ, დიახ.
ირმა მაშინ, ალბათ მალე მოგაკითხავთ.
როდიკო სიამოვნებით!
მაკა ქობულეთში მინდა პატარა სასტუმროს აშენება.
როდიკო ძალიან კარგი (ხელები მოიფშვნიტა).
მაკა თქვენი მობილური ჩამაწერინეთ (ჯიბიდან მობილური ამოიღო ნომრის კონტაქტებში შესატანად)
როდიკო ახლავე
მაკა ძალიან კარგი. ჩემიც ჩაიწერეთ. (მობილური ისევ ჯიბეში ჩაიდო). ირმა რაღაც იგვიანებს. მეც წასასვლელი ვარ. ბოდიშით, მაგრამ უნდა დაგტოვოთ.
როდიკო წამოდგება და გააცილებს მაკას. როდიკო გაბადრული ბოლთას სცემს ოთახში.
როდიკო ამას კი ვერ წარმოვიდგენდი თუ ირმას სახლში ასეთ მშვენიერ გოგოს გავიცნობდი. არ არის ხელიდან გასაშვები. ხუთოთახიანი ბინა, სასტუმრო, მაღაზიები. კიდევ ახალის აშენებაც უნდა. მოკლედ... (ტაში შემოსცხო). კლიტეს ჩხაკუნის ხმა მოისმა. ოთახში ირმა შემოვიდა. გაოცებისაგან სახე ჩამოეწელა.
ირმა შენ აქ საიდან?
როდიკო როგორ თუ საიდან.... (დაბნეული)
ირმა შესარიგებლად მოხვედი ძვირფასო? (გაექანა მისკენ და შემოეხვია)
როდიკომ ცივად მოიცილა.
როდიკო ჯერ ერთი შესარიგებლად არ მოვსულვარ. მეორეც შენ დამირეკე და მითხარი, რომ ძალიან აუცილებელი საქმე გქონდა.
ირმა მე დაგირეკე?
როდიკო დიახ, შენ!
ირმა რას ამბობ, გეშლება.
მანტის მოგუდული სიცილი ისმის.
როდიკო ახლავე მოგასმენინებ.
ირმა (დაბნეული) რას? როგორ მომასმენინებ...
როდიკო ჩავიწერე მობილურში. მოიცადე... (მობილური ამოიღო და ჩართო.) გესმის?
გაისმა ირმა ს ხმა: აუცილებლად მოდი ჩემთან აუცილებელი სათქმელი მაქვს. ახლა ვერ გელაპარაკები. შემდეგ როდიკოს ხმა: რატომ, კიდევ რაიმე ხომ არ გინდა მომიწყო? ირმა: იცოდე თუ არ მოხვალ ინანებ. როდიკო: კარგი. რამდენ ხანში მოვიდე? ირმა: ნახევარ საათში სახლში ვიქნები და მოდი.
ირმა გაოგნებული უსმენს ჩანაწერს.
ირმა მონტაჟია!
როდიკო როგორ, მონტაჟია?
ირმა აბა, რა! ხმა ჩემია, მაგრამ მე ნამდვილად არ დამირეკია შენთან!
როდიკო გადამრევს ეს ქალი! მადლობ უფალო, რომ ამიხილე თვალები და ამ გადარეულის მახეში არ გავები. ცოლადაც ხომ უნდოდა წამეყვანა!
ირმა საზიზღარო. გაეთრიე ჩემი სახლიდან!
როდიკო ახლა ამ სიტყვებს გაპატიებ, რადგან შენის მეშვეობით, მგონი ბედს ვეწიე!
როდიკო სწრაფი ნაბიჯებით გადის ოთახიდან.
ირმა რა თქვა, ვერ გავიგე. რა ბედს ეწია? საერთოდ რა ხდება არ ვიცი! ასე მგონია მალე გავგიჟდები!
ირმა სავარძელში ჩაჯდება და სიმწრისაგან ატირდება. მერე ტელეფონთან მიდის და ნომერს კრეფს.
ირმა მაკა, თუ გცალია ამოდი ჩემთან.
მაკას ხმა რაშია საქმე, მოხდა რამე?
ირმა არა. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და მარტო ყოფნა არ მინდა.
მაკას ხმა ბოდიში უნდა მოგიხადო. სამწუხაროდ, სასწრაფო საქმე მაქვს და ახლა გვარბივარ.
ირმა ჰო, კარგი. როცა მოხვალ შემომიარე.
მაკას ხმა. ალბათ ვერ მოვახერხებ, შეიძლება ბათუმში წავიდე.
ირმა კარგი, ნახვამდის. (თავისთვის) ამ ბოლო დროს არაფერში არ მიმართლებს. ამ მაკას ძლივს ვიცილებდი-ხოლმე და ახლა თავს იდებს, არ სცალია! რა სჭირს ამ ხალხს. გაიძვერა როდიკო, უნდა რომ მე ვიყო მასთან დაშორების ინიციატორი. ჯერ გასაღებზე რა გაითამაშა, მერე ეს ჩანაწერი მობილურზე!...
ირმა დივანზე წამოწვა.
ირმა ძალიან ცუდად ვარ!
მოქმედება IV
კარის ხმა გაისმის, ოთახში გიგა შემოვარდება შეშინებული სახით,
გიგა, რა გჭირს, როგორ ხარ? (დივანთან ჩაიმუხლებს)
ირმა გაკვირვებული უყურებს.
ირმა შენ აქ საიდან გაჩნდი?
გიგა რომ გავიგე ცუდად იყავი, მაშინვე გამოვვარდი.
ლიკა შემოდის ოთახში
ლიკა რა ხდება?
ირმა მართლა ცუდად ვარ! გარშემო რა ხდება არ მესმის!
გიგა ლიკას მიუტრიალდა.
გიგა ლიკა ექიმს გამოუძახე.
ირმა არ მინდა ექიმი. კარგად ვარ! (წამოხტა დივანიდან)
გიგა შენ ეტყობა რაღაცის გამო ინერვიულე და იმიტომ ხარ ასე. ეხლა სიმშვიდე გინდა. ლიკა (მიუბრუნდა შვილს) თუ გინდა ეზოში ჩადი.
ლიკა (უკმაყოფილოდ) ჰო, წავალ. ნანასთან ავალ სახლში.
გიგა კარგი შვილო. ილიკო სად არის?
ირმა ეზოში.
გიგა ლიკა, მონახე ილიკო და შენთან გყავდეს.
ლიკა კარგი, მამა.
ლიკა გადის ოთახიდან. გიგა კარადასთან მიდის და წამლის ბოთლს იღებს. მერე ჭიქაში ჩდაასხავს და ცოლთან მიაქვს.
გიგა უნდა დალიო.
ირმა რა არის?
გიგა დამამშვიდებელია.
ირმა მე მართლაც მჭირდება დამაშვიდებელი. (წამალს სვავს)
გიგა. გამაგებინე რა მოხდა?
ირმა არაფერი...
გიგა. აბა, რატომ გახდი ცუდად?
ირმა მოიცა, შენ ვინ გითხრა, რომ ცუდად ვარ?! ისეთი არაფერი მჭირს!
გიგა აბა, რატომ შემშინე. გიჟივით მოვაქროლებდი მანქანას.
ირმა რაა? მოიცადე, ვერაფერი გავიგე, მე გითხარი ცუდად ვარ-მეთქი?
გიგა (გვერდზე) არ ახსოვს. მართლაც ვერ არის კარგად.
ირმა ჰო, ვინ გითხრა ცუდად ვარო?
გიგა დამშვიდდი. აღარ გახსოვს? შენ დამირეკე მობილურზე და მითხარი ცუდად ვარო!
ირმა დივანიდან წამოხტება.
ირმა ან ყველა გაგიჟდით ან მე გავაფრინე!
გიგა დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ.
ირმა რა დამაშვიდებს! მაჩვენე მობილურის შემოსული ზარები!
გიგა მოძებნის მობილურში დაფიქსირებულ ნომერს და ირმას აჩვენებს.
გიგა აი, ნახე.
ირმა გამოგლიჯავს მობილურს და თვალებგადიდებული უყურებს.
ირმა შენც ხომ არ ჩაიწერე საუბარი?
გიგა (დაბნეული) რატომ უნდა ჩამეწერა?... და რატომ ც! ან ჩემს გარდა ვინ ჩაიწერა?
ირმა ეს ისე...
გიგა ესე იგი შენ ამბობ რომ არ დაგირეკია? (ეჭვით უყურებს ცოლს). (თავისთვის) მგონი ჯობია, რომ ექიმი გამოვიძახო. (ცოლს) ექიმი უნდა გამოვიძახო. შენ მართლა ცუდად ხარ!
ირმა გამანებე თავი! არ მინდა ექიმი!
გიგა (თავისთვის) ზედმეტ აგრესიულობას იჩენს. ეს ნერვოზული შეტევაა.
ირმა დამანებეთ თავი! ყველამ დამანებთ თავი! მოიცადე, აბა ჩემს მობილურში ვნახო თუ არის დაფიქსირებული შენი ნომერი გამავალ ზარებში.
მაგიდასთან მიირბინა. მობილური აიღო და ინფორმაციის თვალიერება დაიწყო.
ირმა გადავირევი!... (ბარბაცით წამოვიდა დივანისკენ და წამოწვა).
გიგა (მიეშველება) დასვენებაა შენთვის საჭირო. კარგი იქნება თუ დაიძინებ. ახლა წამალიც იმოქმედებს და დაგეძინება.
ირმა ხმას არ იღებდა იწვა და ჭერს მისშტერებოდა. მერე ნელნელა ქუთუთოები დაუმძიმდა დათვალები დახუჭა. გაისმა ზარის ხმა. გიგა ლიკაა, ალბათ (კარის გასაღებად გაეშურა)
ოთახში მაკასთან ერთად დაბრუნდა.
მაკა რაშია საქმე, ლიკა შემხვდა ეზოში და მითხრა ირმა ვერ არისო კარგად.
გიგა (ჩუმად) ცოტა ჩუმად, ახლა ჩაეძინა. ნერვების ამბავია. რაღაც აგზნებულია ძალიან. მეხსიერების დაქვეითების ნიშნებიც აქვს.
მაკა რას მელაპარაკები, ექიმს რატომ არ გამოუძახეთ.
გიგა კატეგორიულად ამიკრძალა. მისი განერვიულებაც არ მინდოდა და დავუჯერე.
მაკა დივანთან მივიდა. თვალი ირმას მაჯისაკენ გაექცა.
მაკა რა გემოვნებიანი ხარ გიგა. რა საჩუქარი უყიდე ირმას!
გიგა რაზე მელაპარაკები?
მაკა ამ სამაჯურზე. (ხელით ანიშნა)
გიგა უახლოვდება ცოლს და სამჯურს უყურებს.
გიგა (იღიმის) ცდები, მე არ მიყიდია. სად შევწვდებოდი... (შეშფოთებული) თუმცა... საიდან აქვს ასეთი ძვირფასი სამაჯური? არც უთქვამს ამის შესახებ არაფერი.
მაკა ირმამ მითხრა გიგამ მომიტანაო.
გიგა გავგიჟდები. ეს რა გადარეული დღეა!
მაკა (აღფრთოვანებით) განსხვავებული, გამორჩეული! დღეს ისეთი კარგი ადამიანი გავიცანი....
გიგა (აწყვეტინებს) მართლა ასე გითხრა, გიგამ მაჩუქაო?
მაკა რომ გეუბნევი ასეა, მეც მეხსიერების ამოვარდნა კი არ მაქვს! (გაბრაზებული)
გიგა ამ სახლში რაღაც ვერაა წესრიგში. (თავისთვის) რაც ნანას გავეყარე, სულ აირდაირია ჩემი ცხოვრება.
მაკა მე წავალ. მეჩქარება სხვაგან მივდივარ.
გიგა (ისევ ჩაფიქრებული) ჰო, კარგი. ნახვამდის.
მაკა ოთახიდან გადის.
გიგა (სავარძელზე ჩამოჯდება ჩაფიქრებული) კარი გაიკეტე (დაადევნებს მაკას).
უცებ გიგას მობილურის დისპლეი ნათდება. მასზე რაღაც ვიდეო გამოსახულება ჩნდება. გიგა მობილურს იღებს და უყურებს.
გიგა რა არის, რაღაც კლიპია. საიდან გაჩნდა ჩემს მობილურში?
ყურსასმენებს იკეთებს, რომ ხმაურზე ცოლს არ გაეღვიძოს. ნელ-ნელა გაოცება სიბრაზით ეცვლება.
გიგა ამას რას ვხედავ.... ეს რა ხდება თურმე და მე არ ვიცოდი! ნახევარ მეტრიანი რქები მადგია თავზე და ვერ ვგრძნობ. მგონი რამდენი დამცინებდა და ზურგს უკან ერთი-ორს შემიკურთხებდა კიდეც, ცოლისთვის ვერ მოგივლიაო!
გიგა ყურსასმენებს მოაძრობს მობილურს. ოთახში ისმის როდიკოს და ირმას საუბრის ჩანაწერი. ირმა ნელნელა ახელს თვალებს. გიგა თავზეხელებშემოჭდობილი ზის სავარძელზე თავდახრილი. ირმას გონებამდე დადის საუბრის შინაარსი. წამოდგება, მობილურს ხელში აიღებს.
ირმა ვინ, ვინ, ვინ! (დაიყვირებს)
ყვირილზე გიგა თავს ასწევს მაღლა და ირმასკენ მიდის.
გიგა (სარკაზმით) ეს საჩუქარი ამის (მობილურზე ანიშნებს) ნაჩუქარია?
ირმა (გამეხებული სახით) მეტი აღარ შემიძლია! მეტი აღარ შემიძლია!
გიგა შეკითხვა ვერ გაიგე?
ირმა რა გინდა! (ფეხზე ძლივს დგას ბარბაცებს)
გიგა რა არის ეს! (მობილურზე უთითებს)
ირმა ჩანაწერი, ვიღაცა გაიძვერას მიერ ჩაწერილი
გიგა მითხარი, რომ ეს ტყუილია, რომ ეს ჩანაწერი მონტაჟია. დავპატარავდი კაცი! ნუთუ ამდენ დამცირებას ვატარებდი ტვირთად?!
ირმა (ისევ გაქვავებულისახით უყურებს) არ გეტყვი რომ ტყულია, მაგრამ ეს სიბინძურეა!
გიგა (ყვირილით) მეც ვიცი, რომ სიბინძურეა!
ირმა დიახ, ამის გადამღები ბინძური სულის პატრონია!
გიგა გადამღები კი არა, აქ გადაღებული ადამიანებისათვის უფრო უპრიანია ეგ შეფასება.
ირმა შეიძლება ასეცაა. (მომუშტული ხელები სახესთან მიაქვს)
გიგა (ვედრებით) მითხარი, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, ხუმრობაა!
ირმა (შეკრთება, თითქოს სიზმარში იყო და გამოფხიზლდაო) მოიცადე, ეს შენი მოწყობილი ხომ არ არის. რაღაც საეჭვოდ მოინდომე საჩხერეში წასვლა. შენ ხომ არ გქონდა სადმე დამონტაჟებული ვიდეო თვალი? (ოთახს შემოურბენს და კედლების თვალიერებას იწყებს, მერე ნივთებს იღებს სათითაოდ და გულდასმით ათვალიერებს. შემდეგ კარადასთან მიდის და წიგნებს ყრის) მანტი გაოცებული თვალებით უყურებს. (მთელი ამ სცენების განმავლობაში მანტი ოთახში და სახეზე გამომეტყველება ეცვლება საუბრის შინაარსის მიხედვით. ხან იცინის, ხან გახარებული, ხან გაოცებული)
მანტი (თავისთვის) ეს ქალი ჩემს საქმიანობას ითვისებს!
გიგა გაოგნებული უყურებას.
გიგა (ბუტბუტებს) ეს ოჯახი კი არა, საგიჟეთია!
ირმა ვერ პოულობს ვერაფერს. გიგასთან მიდის და მიახლის.
ირმა დიახ, არ არის სიცრუე ან ხუმრობა, რასაც ახლა უყურებ. ეს სიმართლეა. შენთვის მწარე სიმართლე! ეს სამაჯურიც მან მიჯიდა. შენ ხომ ამას ვერ გააკეთებდი! შევცდი, არ უნდა გამოგყოლოდი!
გიგა (ისტერიულად იცინის) შენ შეცდი?!
ირმა მე სხვანაირი ქმარი მჭირდებოდა!
გიგა მერე გაყოლიყავი ამას (ზიზღით მიანიშნა მობილურზე), ძვირფასი საჩუქრების ყიდვაც შესძლებია. ირმა მართალი ხარ!
გიგა მაგრამ ფეხი არ ჩაგივიდა, ხომ? არ წაგიყვანა!
ირმა არც მჭირდება. უკეთესს ვნახავ! ახლა მივდივარ. გადავიღალე! მე შენნარ ადამიანთან ვერ ვიცხოვრებ!
გიგა ჰა, ჰა, ჰა რა მესმის! ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი ბრალია! გავტუტუცდი და ცოლად მოგიყვანე. წადი, წადი არ დამენახვო! ჩაალაგე შენი ბარგი და მომცილდი!
ირმა გადის ოთახიდან. მერე ორი დიდი ჩანთით შემოდის. ჩანთებს იქვე კარებთან დაყრის და ოთახში მდგარი მაგიდიდან მობილურს იღებს.
ირმა აი, გასაღები (მიუგდებს), მერე შენც არ დამიწყო, გასაღები მომპარეო.
გიგა ირონიული ღიმილით უყურებს. ირმა ჩანთებს იღებს და ოთახიდან გასვლისას შეჩერდება.
ირმა შენნარირი კაცები ღირსები არიან მეტრიანი რქები, რომ ატარონ.
გიგა მოთმინებას კარგავს. იქვე მდგარ ვაზას წამოავლებს ხელს და ესვრის. ირმა მოასწრებს გასვლას და ვაზა კედელს შეემსხვრევა)
მანტი გაკვირვებული უყურებს.
მანტი ესეც მეორე შემცილებელი. ისე კარგად იათვისეს ჩემი საქმიანობა.
გიგა ოთახში ბოლთას სცემს და მწარედ იცინის.
გიგა ახია ჩემზე. ეს ყველაფერი ჩემი უტვინო საქციელის გამო დავიმსახურე. ნანა! (თავზე ხელები წაივლო), ასეთი ადამიანი მივატოვე და ვის გამო! შვილებიც დავტანჯე, ბევრი ტკივილი მივაყენე. ამ ჩემი დაუფიქრებელი საქციელით როგორ გავტანჯე ჩემი საყვარელი ადამიანები. ნეტავ... მაპატიებს? შვილების გულისთვის მაინც უნდა მაპატიოს!
ზარის ხმა ისმის. გიგა ოთახიდან გადის. ისმის ხმები:
გიგა შენ ხარ, თუ თვალები მატყუებს!
ქალის ხმა მე ვარ! რა მოხდა, სად არის!
გიგა ნანა, მაპატიე!
ქალის ხმა ვაიმე, ცუდად არის! მაჩვენე სად არის!
ქალი ოთახში შემორბის. უკან გიგა მოსდევს.
ნანა მაჩვენე ჩემი შვილი! (ყვირის)
გიგა ნანა, რა მოგივიდა!
ნანა მაჩვენე სად არის საავადმყოფოშია?
გიგა რას ლაპარაკობ. ახლავე გადავურეკავ, მეზობელთან არიან ლიკა და ილიკო.
ნანა, აბა რატომ მომატყუე?
გიგა (გაოგნებული) მე მოგატყუე?!
ნანა ჰო, ჰო შენ. თუმცა მგონია, რომ მატყუებ. გადავურეკო ლიკას. მთელი გზა ვურეკავდი და გამორთული ჰქონდა. აი ახლაც. არ გადის. (ისევ გიგას მოუბრუნდა) მიმალავ რაღაცას. გიგა დღეს მძიმე დღე მაქვს. მერამდენეს დაწყნარება მიწევს.
ნანა რაო, მძიმე დღე გაქვს. მაჩვენე ბავშვი.
გიგა ახლავე გავძახებ აივნიდან.
ორივენი გადაიან ოთახიდან ისმის, როგოე უძახიან ბავშვებს. მერე ისევ შემოდიან.
გიგა დაწყნარდი? ხომ დაინახე შენი თვალით.
ნანა აბა, რატომ დამირეკე და მითხარი, ნიკა ავად არის და გკითხულობსო. მაშინვე წამოვედი... რატომ გააკეთე ასე?
გიგა ალბათ ვიღაც კეთილი სულმა დაისადგურა ჩემს სახლში. კარგი რეჟისორივით მართავს სიტუაციებს. არ მაინტერესებს ვინაა. მთავარია, რომ მე და ჩემი ოჯახის საქმე უკეთესობისაკენ მიდის. ნანა (მუხლებზე ეცემა), ძალიან გთხოვ შევრიგდეთ. ნანა რაო?(მოულოდნელობისაგან გაოცდება).
გიგა მე მივხვდი, ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც ერთად ბედნიერი ვიქნები.
ნანა (ჩაიცინებს) ახლა მიხვდი?
ამ დროს ბავშვები შემოდიან.
გიგა ყველას წინაშე დამნაშავე ვარ და განსაკუთრებით თქვენთან (წამოდგება და ბავშვებს ჩაიკრავს გულში). მომეცით უფლება თქვენთან ერთად ვიცხოვრო. ილიკო მამიკო, მართლა?! (გახარებული) მერე ირმა?
გიგა ირმა წავიდა!
ნანა (ჩაიცინებს) ვაკანსია გაჩნდა? მერე მე რომ არ მაქვს ამ ადგილის დაკავების სურვილი?
გიგა ნუ... ვიცი დამნაშავე ვარ...
ლიკა დედა! (დედას მოეხვევა)
ნანა რასაც ბავშვები გადაწყვეტენ…
ბავშვები მამას მოკიდებენ ხელს და დედას გვერდით დააყენებენ.
ლიკა ჩვენ გვინდა, რომ სულ ერთად გხედავდეთ. (ცრემლები მოსდის)
ილიკო ჰო, დედა! (ისიც ტირის). მთელი ოჯახი ერთმანეთს ეხვევა და ტირის.
მანტი გაოცებული შლის ხელებს.
მანტი თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა და რატომ ტირიან? აჰ, ეს ხომ ადამიანური გრძნობების სფეროს ეხება! რაც ჩემთვის ამოუხსნელია.
ილიკო ფრთხილად მოცილდა მშობლებს და მანტს ცერა თითი უჩვენა.
ილიკო მაგარია! პროფესიონალი ხარ!
მანტი ეგ რას ნიშნავს? (მანტმაც გაიმოერა ილიკოს ჟესტი)
ილიკო მაგარია! (კიდევ აწია ცერა თითი)
მანტი ილიკო, ძალიან მიჭირს შენთან განშორება, მაგრამ ჩემი წასვლის დროა.
ილიკო კიდევ ჩამოხვალ?
მანტი აუცილებლად. აბა, ნახვამდის.
მანტი ოთახიდან გადის. ილიკო ტირილს იწყებს.
ნანა რა მოგივიდა შვილო, რატომ ტირი! (მიუახლოვდება შვილს)
გიგა ეს სიხარულის ცრემლებია. ჩვენ ისევ ერთად ვართ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რატომ წაშალეთ და მერე გამოაქვეყნეთ თავიდან? შეიძლებოდა ჟანრის შეცვლაც უნდა მიწეროთ ადმინზე ( “მოგვწერეთ“-დან ) და შეცვლიდნენ.
წავიკითხე, ცოტა გულუბრყვილო ნაწერია, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ქვეყანას ( და არა მარტო ) ერთი 1000 ცალი მანტი რომ გამოუგზავნონ, დალაგდებოდა ამდენი ოჯახი :)
ალაგალაგ კორექტურებია გაპარული ერთგან ლიკა ნიკაა, ესეც კორექტურაა ალბათ და აი ირმა, რომელსაც სახელით მოიხსენიებთ, რატომაა ქალი არა ქალი რომაა გასაგებია :))) ჩამონათვალი და მერეც ვიგულისხმე ქალად მოიხსენეიბთ დანარჩენი მონაწილეებისაგან განსხვავებით
მანტი რომ მანტია, იმასაც კი სახელი აქვს :)
4 დავწერე ცოტაოდენი წამატებით
წარმატებებს გისურვებთ
რატომ წაშალეთ და მერე გამოაქვეყნეთ თავიდან? შეიძლებოდა ჟანრის შეცვლაც უნდა მიწეროთ ადმინზე ( “მოგვწერეთ“-დან ) და შეცვლიდნენ.
წავიკითხე, ცოტა გულუბრყვილო ნაწერია, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ქვეყანას ( და არა მარტო ) ერთი 1000 ცალი მანტი რომ გამოუგზავნონ, დალაგდებოდა ამდენი ოჯახი :)
ალაგალაგ კორექტურებია გაპარული ერთგან ლიკა ნიკაა, ესეც კორექტურაა ალბათ და აი ირმა, რომელსაც სახელით მოიხსენიებთ, რატომაა ქალი არა ქალი რომაა გასაგებია :))) ჩამონათვალი და მერეც ვიგულისხმე ქალად მოიხსენეიბთ დანარჩენი მონაწილეებისაგან განსხვავებით
მანტი რომ მანტია, იმასაც კი სახელი აქვს :)
4 დავწერე ცოტაოდენი წამატებით
წარმატებებს გისურვებთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|