ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 სექტემბერი, 2018


ლეგენდად დარჩეს

სანამ გნახავდი მე ვარსებობდი
შეხვედრის შემდეგ დავიწყე ფეთქვა,
იმ წამსვე მსურდა გამოკიდება
ეს ყველაფერი უმალ რომ მეთქვა,

კრუბელის ღრმულში ჩახედვას გავდა
ის წამიერი,ნასროლი მზერა
მე დავიკარგე შენს სულში მაშინ,
და იმის შემდეგ ვერ გტოვებ,ვერა!

როცა შემეხე ალისფერ ბაგით
და მოკანკალე შენი სხეულით,
მაშინ ვიფიქრე:აი დასრულდა
უაზრო ტანჯვა,ყოფა წყეული.

და კანი შენი,ნორჩ ფოთოლს მსგავსი
და სიფრიფანა ვით აბრეშუმი,
და შენი სუნთქვა ღრმა იყო ჩუმი,
მღელვარებისგან აჩქარებული.

და მიწიერზე ამაღლებული,
ბევრ ცდუნებაზე ნამარჯვი სული,
ჩემს მკლავში იყო დღეს მოქცეული
ნეტარებისგან გატრუნებული.

თუმცა დაგტოვე.არ ვიცი რატომ,
ალბათ ვერ ვგრძნობდი იგივე სითბოს
სხეული მიდის სული კი ისევ,
კვლავაც,მუდმივად მხოლოდ შენ გითხოვს.

მე ამ დღეს მოვკვდი!ტანჯვით.წამებით,
ღონემიხდილმა დავტოვე მიწა,
ეს გრძნობები კი სუყველგანაა
მრავალ ზღაპრად და სიმღერა იქცა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები