ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 სექტემბერი, 2018


თავისთვის საიმედო

შენ რა გეგონა,
დაჯდებოდი და ერთ დღესაც,
კუდს ყავარზე გადაიდებდი?
რა მარტივია,
რომ ყველაფერში დამნაშავე შენ კი არა–
ის ხალხია,
ვისზეც იმედი დაამყარე,
ვისაც აჩვევდი–
შენს უდარდელ ხასიათს და
სულს ქვისგან თლიდი..
განა ასეთი საკუთარი თავი
შენ არ დაუგდე ფეხებთან
და არ აჯერებდი?
დარდი არ გქონდეთ,
ჩემს გზას მეთვითონ ვიპოვიო,
მერე რა მოხდა?
ხან ერთი ვაი წამოგცდა
და ფეხიც დაგიცდა..
მერე მხრებშიც მოიხარე,
წელშიც გაგწყვიტა–
ცხოვრებამ არა,
შენმა თავმა,
ქვისგან ნათალმა..
ახლა ზიხარ და დარდი ყელზე გაქვს მოწოლილი,
მაგრამ ბოლომდეც არ ტყუოდი..
თავს არ განებებს ხასიათი–
მაინც გაღიმებს..
მუხლებთან გიზის და გიყვება ამბებს–
საცინარს.
ოჩოფეხებზე,
ზღვის ცხენებზე,
ღრუბლის ბალიშზე..

და ეგ მხრები,
სიცილისგან ისე გერხევა,
რომ გცვივა დარდი და ის ფიქრები,
წეღან რომ სულს გიწამლავდნენ,
წელში რომ გწყვეტდნენ..

შენ რა გეგონა,
კუდი ყავარზე გადაიდო მარტივი არის?
როცა არავინ დაგიტოვა,
როცა არავინ აგიშენა,
როცა არავის ადარდებდა,
რომ ხვალინდელ დღეს,
არ დაგხვდებოდა,
არათუ სახლი,
არა ოჯახი,
არამედ ერთი აგურიც კი არ დაგიტოვეს..

და ახლა ნაცვლად აგურების,
თავში ხელებს და ფიქრებს იშენ..

მერე კი ისევ გეცინება,
რადგან ასეა–
რომ არ არსებობს ამ დღეების მარადისობა..

და სულ არაფერს ნიშნავს ახლა შენი ფიქრები..
რომ ხვალ არცერთი იარსებებთ–
გულზე გეშვება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები