ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2018


ილუზია

თბილი, ლურჯა მეგობარი.
შავთვალება ცხენი,
ისევ ისე გავერთობით
მე და ჩემი მხსნელი.
უმალ ნიავს დამადევნებს,
გამაჯიბრებს ქართან.
მოიტოვებს უკან მდევრებს,
წამს დატოვებს წამთან.
ბედისწერის ცოდვილ მძევალს
არ დამაცდის განცდას.
უდარდელად გადამაფრენს
ასჯერ კიდევ ას ცას,
გადაღლილმა სიარული
ვერ შევძელი თავად,
და ველური ბედაური
მოვიგონე წამლად.
რომ მექცია ჩემი თავი
მის დაუღლელ მგზავრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები