,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული, ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა... და მახსენდება: ჩემი მამული როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.
აღარ ტარდება ისინდი ჩვენში, მესამე ძალამ ისე გაგვთიშა; ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.
თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი, დროებითია ჩვენი გათიშვა, ვარ მადლობელი ყველა იმ დედის, რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.
მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია, ოცნების წყარო თუ არ დამიშრა, მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას, ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.
ძმაო ქართველო, დაო აფხაზო, ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ, რომ სათანადოდ მეც დავაფასო ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც გენიალურად კითხულობდა დიმიტრი ჯაიანი!
https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება. აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც გენიალურად კითხულობდა დიმიტრი ჯაიანი!
https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.
3. მშვენიერია ოთარ, გეთანხმები ყველაფერში. მშვენიერია ოთარ, გეთანხმები ყველაფერში.
1. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მომავალი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მომავალი არ გვაქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|